Pharmacology (121-140)

20 Questions | Attempts: 785
Share

SettingsSettingsSettings
Pharmacology Quizzes & Trivia

ცნს-ზე მოქმედი საშუალებები (121-140)


Questions and Answers
  • 1. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:  

    • A.

      ვისცერული ტკივილი აღმოცენდება გულის, ნაღვლის და შარდის ბუშტის დაზიანებისას

    • B.

      სომატური ტკივილის დროს ნოციცეპტური იმპულსების გადაცემა ცნს-ში წარმოებს მიელინური ჩ-ბოჭკოებით

    • C.

      ნეიროგენული ტკივილი ეფექტურად კუპირდება ოპოიოდური ანალგეზიური საშუალებებით

    • D.

      ნეიროგენული ტკივილი ნაკლებად კუპირდება ანტიდეპრესანტებით

    Correct Answer
    A. ვისცერული ტკივილი აღმოცენდება გულის, ნაღვლის და შარდის ბუშტის დაზიანებისას
  • 2. 

    ნოციცეპტური იმპულსების გამტარი გზებში კონტრალატერალური გადართვა წარმოებს:  

    • A.

      რეტიკულურ ფორმაციაში

    • B.

      ნუშისებრ სხეულში (ამიგდალა)

    • C.

      ლურჯი ხალის (locus coeruleus) მიდამოში

    • D.

      ჰიპოკამპში

    Correct Answer
    A. რეტიკულურ ფორმაციაში
  • 3. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი ტკივილიდან ყველაზე კარგად რომლის ნიველირებას შეუწყობენ ხელს ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები?  

    • A.

      მიოკარდიუმის ინფარქტი

    • B.

      სამწვერა ნერვის ნევრალგია

    • C.

      ბურსიტის დროს არსებული ტკივილი

    • D.

      თავის ტკივილი

    Correct Answer
    A. მიოკარდიუმის ინფარქტი
  • 4. 

    ზურგის ტვინის უკანა რქების შუამდებარე ნეირონების აქტივობა რეგულირდება რამოდენიმე მაინჰიბირებელი მექანიზმებით, რომელთაც არ მიეკუთვნება:  

    • A.

      პირველადი აფერენტული ბოჭკოების დაბოლოებები, რომლებიც გამოანთავისუფლებენ სუბსტანცია “P”-ს.

    • B.

      სეროტონინერგული ნერვული ბოჭკოები, რომლებიც გამოანთავისუფლებენ სეროტონინს;

    • C.

      ნორადრენერგული ნერვული ბოჭკოები, რომლებიც გამოანთავისუფლებენ ნორადრენალინს;

    • D.

      შუამდებარე ნეირონები, რომლებიც გამოანთავისუფლებენ ოპიოიდურ პეპტიდებს (მაგ. მეთენკეფალინს);

    Correct Answer
    A. პირველადი აფერენტული ბოჭკოების დაბოლოებები, რომლებიც გამოანთავისუფლებენ სუბსტანცია “P”-ს.
  • 5. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან რომელი მათგანი უწყობს ხელს ნოციცეპტური იმპულსების გადაცემას პირველი აფერენტული ბოჭკოდან ზურგის ტვინის ჩართულ ნეირონზე?  

    • A.

      სუბსტანცია “P”

    • B.

      გლიცინი

    • C.

      სეროტონინი

    • D.

      გაემ-ი (გამაამინოერბოს მჟავა)

    Correct Answer
    A. სუბსტანცია “P”
  • 6. 

    მორფინი იწვევს ანალგეზიას, ეიფორიას, სედაციურ ეფექტს და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი რეცეპტორების აქტივაციით:  

    • A.

      მიუ-რეცეპტორები

    • B.

      კაპპა- რეცეპტორები

    • C.

      დელტა- რეცეპტორები

    • D.

      სიგმა- რეცეპტორები

    Correct Answer
    A. მიუ-რეცეპტორები
  • 7. 

    ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების სპეციფიკური ანტაგონისტია:  

    • A.

      ნალოქსონი

    • B.

      ნალბუფინი

    • C.

      დანტროლენი

    • D.

      ფლუმაზენილი

    Correct Answer
    A. ნალოქსონი
  • 8. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელია დამახასიათებელი ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებებისთვის?  

    • A.

      მიოზი

    • B.

      არტერიული წნევის მომატება

    • C.

      ხველის ცენტრის აგზნება

    • D.

      სუნთქვის ცენტრის სტიმულირება

    Correct Answer
    A. მიოზი
  • 9. 

     მორფინი იწვევს:  

    • A.

      არტერიული წნევის დაქვეითებას

    • B.

      ჰისტამინის გამონთავისუფლების ბლოკირებას

    • C.

      სანაღვლე სადინრების მოდუნებას

    • D.

      ოდის სფინქტერის მოდუნებას

    Correct Answer
    A. არტერიული წნევის დაქვეითებას
  • 10. 

    მორფინი:  

    • A.

      მეტაბოლიზდება ღვიძლში და კონიუგაციის გზით წარმოქმნის მაღალი აქტივობის მქონე მეტაბოლიტს – მორფინი-6-გლუკურონიდი

    • B.

      მეტაბოლიზდება ღვიძლში სულფატირებით და წარმოქმნის მაღალაქტიურ მეტაბოლიტს – მორფინის სულფატს

    • C.

      ღვიძლში მეტაბოლიზმის გარეშე უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლებით

    • D.

      მეტაბოლიზდება ღვიძლში და გლუკურონირებით წარმოქმნის მხოლოდ არააქტიურ მეტაბოლიტს – მორფინი- 3-გლუკურონიდი;

    Correct Answer
    A. მეტაბოლიზდება ღვიძლში და კონიუგაციის გზით წარმოქმნის მაღალი აქტივობის მქონე მეტაბოლიტს – მორფინი-6-გლუკურონიდი
  • 11. 

    ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას მათ მიერ გამოწვეული რომელი გვერდითი ეფექტი არ განიცდის შემცირებას?  

    • A.

      ყაბზობა და მიოზი

    • B.

      ჰისტამინის ლიბერაცია

    • C.

      ბრადიკარდია

    • D.

      ჰიპოტენზია

    Correct Answer
    A. ყაბზობა და მიოზი
  • 12. 

    ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებების ხანგრძლივი მიღებისას:  

    • A.

      ვითარდება როგორც ფსიქიკური ასევე ფიზიკური დამოკიდებულება

    • B.

      მხოლოდ ტოლერანტობა

    • C.

      მათ მიმართ ვითარდება მხოლოდ ფიზიკური დამოკიდებულება

    • D.

      მათ მიმართ ვითარდება მხოლოდ ფსიქიკური დამოკიდებულება

    Correct Answer
    A. ვითარდება როგორც ფსიქიკური ასევე ფიზიკური დამოკიდებულება
  • 13. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი ოპიოიდური ანალგეზიური საშუალებებიდან რომლისთვისაა დამახასიათებელი ანტიმუსკარინული ეფექტი (ტაქიკარდიის სახით)?  

    • A.

      პეტიდინი

    • B.

      პენტაზოცინი

    • C.

      მორფინი

    • D.

      ნალბუფინი

    Correct Answer
    A. პეტიდინი
  • 14. 

    ბუპრენორფინი:  

    • A.

      წარმოადგენს მიუ-ოპიოიდური რეცეპტორების პარციულ აგონისტს

    • B.

      მორფინზე ხანმოკლე მოქმედება ახასიათებს

    • C.

      ნალოქსონი ადვილად ხსნის მის მიერ გამოწვეულ სუნთქვის დათრგუნვის ეფექტს

    • D.

      ეფექტურია მხოლოდ პარენტერული შეყვანისას

    Correct Answer
    A. წარმოადგენს მიუ-ოპიოიდური რეცეპტორების პარციულ აგონისტს
  • 15. 

    ნალბუფინი:  

    • A.

      წარმოადგენს კაპპა ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტს და მიუ- რეცეპტორების ანტაგონისტს

    • B.

      წარმოადგენს მიუ- რეცეპტორების აგონისტს და კაპპა ოპიოიდური რეცეპტორების ანტაგონისტს

    • C.

      ანალგეზიური მოქმედებით მნიშვნელოვნად სჭარბობს მორფინს

    • D.

      სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის უნარით გაცილებით სჭარბობს მორფინს

    Correct Answer
    A. წარმოადგენს კაპპა ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტს და მიუ- რეცეპტორების ანტაგონისტს
  • 16. 

    პენტაზოცინი:  

    • A.

      წარმოადგენს კაპპა და ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტს და მიუ-რეცეპტორების პარციულ აგონისტს ან სუსტ ანტაგონისტს

    • B.

      იწვევს ძლიერ ეიფორიას

    • C.

      კარგად აყუჩებს ანთებითი ხასიათის ტკივილებს

    • D.

      ძალიან ძლიერად მოქმედი ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებაა

    Correct Answer
    A. წარმოადგენს კაპპა და ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტს და მიუ-რეცეპტორების პარციულ აგონისტს ან სუსტ ანტაგონისტს
  • 17. 

    კოდეინი:  

    • A.

      ღვიძლში დიმეთილირდება მორფინად

    • B.

      ძალიან ხშირად იწვევს დიარეას

    • C.

      ოპიოიდური რეცეპტორების მიმართ მაღალი აფინურობა ხასიათებს

    • D.

      პერორული მიღებისას ცუდად შეიწოვება

    Correct Answer
    A. ღვიძლში დიმეთილირდება მორფინად
  • 18. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. კოდეინი:   

    • A.

      მორფინზე მეტი ეფექტურობით გამოირჩევა ხველის რეფლექსის დათრგუნვის თვალთახედვით;

    • B.

      მორფინის ექვივალენტურია ეიფორიის გამოწვევის მხრივ;

    • C.

      მორფინზე ძლიერი ანალგეზიური საშუალებაა

    • D.

      სინთეზური ოპიოიდური საშუალებაა

    Correct Answer
    A. მორფინზე მეტი ეფექტურობით გამოირჩევა ხველის რეფლექსის დათრგუნვის თვალთახედვით;
  • 19. 

    ნალოქსონი:  

    • A.

      გამოიყენება მორფინით გამოწვეული სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის დროს

    • B.

      ხაგრძლივი მოქმედება გააჩნია

    • C.

      ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულების მქონე ინდივიდებში არ შეუძლია მოხსნის სინდრომის გამოწვევა

    • D.

      იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას პაციენტებში, რომლებიც მანამდე არ იღებდნენ ოპიოიდურ ანალგეზიურ საშუალებებს

    Correct Answer
    A. გამოიყენება მორფინით გამოწვეული სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის დროს
  • 20. 

    მეთადონი:  

    • A.

      მორფინთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივი ეფექტი გააჩნია

    • B.

      ნაკლებად ეფექტურია პერორული მიღებისას

    • C.

      მორფინთან შედარებით უფრო ძლიერად გამოხატული მოხსნის სინდრომი გააჩნია

    • D.

      მორფინთან შედარებით ნაკლები ანალგეზიური ეფექტი გააჩნია

    Correct Answer
    A. მორფინთან შედარებით გაცილებით ხანგრძლივი ეფექტი გააჩნია

Quiz Review Timeline +

Our quizzes are rigorously reviewed, monitored and continuously updated by our expert board to maintain accuracy, relevance, and timeliness.

  • Current Version
  • May 08, 2014
    Quiz Edited by
    ProProfs Editorial Team
  • May 08, 2014
    Quiz Created by
    Mariam
Back to Top Back to top
Advertisement
×

Wait!
Here's an interesting quiz for you.

We have other quizzes matching your interest.