Pharmacology (61-80)

20 Questions | Attempts: 965
Share

SettingsSettingsSettings
Pharmacology Quizzes & Trivia

ცნს-ზე მოქმედი საშუალებები (61-80)


Questions and Answers
  • 1. 

    ეთანოლი:  

    • A.

      მისი ჭარბი დოზირებისას ადგილი აქვს ვაზოდილატაციას და ჰიპოთერმიას;

    • B.

      ხელს უწყობს საშვილოსნოს მიომეტრიუმის შეკუმშვას;

    • C.

      ალკოჰოლი აქვეითებს კუჭისა და პანკრეასის სეკრეციას.

    • D.

      იწვევს სისხლძარღვთა შევიწროვებას, რომელიც განპირობებულია ვაზომოტორული ცენტრის აქტივაციით და სისხლძარღვებზე უშუალო ზეგავლენით;

    Correct Answer
    A. მისი ჭარბი დოზირებისას ადგილი აქვს ვაზოდილატაციას და ჰიპოთერმიას;
  • 2. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ დასმულ კითხვებზე:  

    • A.

      ქრონიკული ალკოჰოლიზმი იწვევს ვიტამინ B1-დეფიციტისთვის დამახასიათებელ ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის (თვალის გარეთა კუნთების დამბლა, ატაქსია, მეხსიერების დარღვევა), პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებას და გულის დაზიანებას;

    • B.

      ალკოჰოლის ქრონიკული მიღება არ ცვლის სისხლის სურათს და ლიპიდურ სპექტრს;

    • C.

      ალკოჰოლი არ გაივლის პლაცენტურ ბარიერს

    • D.

      ალკოჰოლის ქრონიკულ მიღებას შეუძლია დააქვეითოს სხვა წამლების მეტაბოლური ტრანსფორმაცია;

    Correct Answer
    A. ქრონიკული ალკოჰოლიზმი იწვევს ვიტამინ B1-დეფიციტისთვის დამახასიათებელ ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის (თვალის გარეთა კუნთების დამბლა, ატაქსია, მეხსიერების დარღვევა), პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებას და გულის დაზიანებას;
  • 3. 

    50 წლის მამაკაცს შიშისა და დაძაბულობის შეგრძნების გამო ექიმმა დაუნიშნა დიაზეპამი. პრეპარატის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ პაციენტმა უეცრად შეწყვიტა მისი გამოყენება, რის შემდეგაც მას დაერღვა ძილი “კოშმარული სიზმრების” გახშირებით. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს:  

    • A.

      დიაზეპამის მოხსნით განპირობებული უკუგების ფენომენი (რიბაუნდი) გამოწვეულია სწრაფი (პარადოქსული) ძილის ფაზის გაზრდით

    • B.

      აბსტინენტური სინდრომი უფრო ხშირად ვითარდება ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის (თ1/2) მქონე ბენზოდიაზეპინების მოხსნისას

    • C.

      უკუგების ფენომენი განპირობებულია ძილის სწრაფი და ნელი ფაზების შემცირებით.

    • D.

      დიაზეპამის ხანგრძლივი გამოყენებისას მისი უეცარი მოხსნა იწვევს ნელი ძილის ფაზის გახანგრძლივებას;

    Correct Answer
    A. დიაზეპამის მოხსნით განპირობებული უკუგების ფენომენი (რიბაუნდი) გამოწვეულია სწრაფი (პარადოქსული) ძილის ფაზის გაზრდით
  • 4. 

    75 წლის ქალი უძილობის გამო 20 დღის განმავლობაში ღებულობდა დიაზეპამს. ამ პერიოდის გავლის შემდეგ მისმა ნათესავმა შემთხვევითი ვიზიტისას აღმოაჩინა, რომ პაციენტი იმყოფება დათრგუნულ მდგომარეობაში სომნოლენციისა და ცნობიერების დარღვევის ნიშნებით. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს:  

    • A.

      დიაზეპამის ჭარბი დოზირებისას და ცნს-ის დათრგუნვისას იყენებენ ფლუმაზენილს;

    • B.

      ბენზოდიაზეპინები არ განიცდიან ღვიძლში მეტაბოლიზმს და უცვლელი სახით თირკმლებით გამოიყოფიან;

    • C.

      დიაზეპამის მეტაბოლიტი – დესმეთილდიაზეპამი უფრო ხანმოკლედ მოქმედებს საწყის პრეპარატთან შედარებით

    • D.

      ხანდაზმულ ასაკში ბენზოდიაზეპინები და კერძოდ, დიაზეპამი არ საჭიროებს დოზის კორექციას;

    Correct Answer
    A. დიაზეპამის ჭარბი დოზირებისას და ცნს-ის დათრგუნვისას იყენებენ ფლუმაზენილს;
  • 5. 

    50 წლის მამაკაცი ქრონიკული იშემიური დაავადებით და მოციმციმე არითმიით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობდა ვარფარინს, ხოლო ბოლო პერიოდში ძილის გასაუმჯობესებლად – ფენობარბიტალს. ამ უკანასკნელის მიღებიდან 10 დღის შემდეგ პაციენტმა თვითნებურად შეწყვიტა ფენობარბიტალის მიღება დისკომფორტისა და გამოხატული პოსტჰიპნოტური ეფექტის გამო, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდის გასვლისას მისი მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა. მას აღენიშნება ტაქიკარდია სუსტი პულსით, კოლაპტოიდური მდგომარეობა, სიფერმკრთალე და სახეზე ცივი ოფლი. იგი მოთავსებულ იქნა სტაციონარში. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს:  

    • A.

      ფენობარბიტალი ხელს უწყობს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული სისტემის ინდუქციას და აჩქარებს ვარფარინის მეტაბოლიზმს;

    • B.

      ფენობარბიტალი თირკმლებზე მოქმედებით ანელებს ვარფარინის ორგანიზმიდან ელიმინაციას;

    • C.

      ფენობარბიტალს არ ახასიათებს სხვა წამლებთან ურთიერთქმედება.

    • D.

      პაციენტს განუვითარდა თრომბოზის მოვლენები;

    Correct Answer
    A. ფენობარბიტალი ხელს უწყობს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული სისტემის ინდუქციას და აჩქარებს ვარფარინის მეტაბოლიზმს;
  • 6. 

     ავტომობილის მფლობელ 42 წლის მამაკაცს, რომელსაც აღენიშნება განგაშის და შიშის შეგრძნება ექიმმა დაუნიშნა ანქსიოლიზური საშუალება. პაციენტს პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ მთლიანად მოეხსნა ზემოთ აღნიშნული მოვლენები, რის შემდეგაც თავისუფლად შეძლო ავტომობილის მართვა. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს: ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს დაუნიშნავდა ექიმი პაციენტს?  

    • A.

      ბუსპირონი

    • B.

      ტემაზეპამი

    • C.

      დიაზეპამი

    • D.

      ნიტრაზეპამი

    Correct Answer
    A. ბუსპირონი
  • 7. 

    ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულმა პირმა თავის ამხანაგთან ერთად ეთანოლის ნაცვლად შეცდომით მიიღო მეთანოლი, რის შემდეგაც ორივე მათგანი უმძიმესი ინტოქსიკაციით მოთავსებულ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ კითხვებს: მეთანოლით მოწამვლისათვის დამახასიათებელია:  

    • A.

      მხედველობითი დარღვევები;

    • B.

      ამონასუნთქ ჰაერში და შარდში აცეტონის სუნი;

    • C.

      ცნს-ის აგზნება;

    • D.

      შარდში ოქსალატური კრისტალები.

    Correct Answer
    A. მხედველობითი დარღვევები;
  • 8. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან რომელს არ მიმართავენ მეთანოლით მოწამვლისას?  

    • A.

      ეთილენგლიკოლის შეყვანა.

    • B.

      ტუტეების შეყვანა მეტაბოლური აციდოზის კორექციისათვის

    • C.

      დიალიზი

    • D.

      ეთანოლის შეყვანა

    Correct Answer
    A. ეთილენგლიკოლის შეყვანა.
  • 9. 

    პარციული და გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების დროს გამოსაყენებელი პრეპარატებია:  

    • A.

      კარბამაზეპინი

    • B.

      დიაზეპამი

    • C.

      ქლორმეტიაზოლი

    • D.

      ეტოსუქსიმიდი

    Correct Answer
    A. კარბამაზეპინი
  • 10. 

    მცირე ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო პრეპარატებია:  

    • A.

      ეტოსუქსიმიდი

    • B.

      ფენობარბიტალი

    • C.

      კარბამაზეპინი

    • D.

      ფენიტოინი

    Correct Answer
    A. ეტოსუქსიმიდი
  • 11. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელია უეფექტო დიდი ეპილეფსიური გულყრების (გრანდ მალ) დროს?  

    • A.

      გაბაპენტინი;

    • B.

      ლამოტრიჟინი;

    • C.

      ფენიტოინი.

    • D.

      ფენობარბიტალი;

    Correct Answer
    A. გაბაპენტინი;
  • 12. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელია ყველაზე ეფექტური მიოკლონური ტიპის კრუნჩხვების დროს?  

    • A.

      ნატრიუმის ვალპროატი

    • B.

      ფენობარბიტალი

    • C.

      კარბამაზეპინი

    • D.

      მეფენიტოინი

    Correct Answer
    A. ნატრიუმის ვალპროატი
  • 13. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს იყენებენ ეპილეფსიური სტატუსის დროს?  

    • A.

      კლონაზეპამი

    • B.

      კარბამაზეპინი

    • C.

      ეტოსუქსიმიდი

    • D.

      ვიგაბატრინი

    Correct Answer
    A. კლონაზეპამი
  • 14. 

    ნატრიუმის ვალპროატი:  

    • A.

      არჩევის პრეპარატს წარმოადგენს ატონური კრუნჩხვების დროს;

    • B.

      აინდუცირებს ვარფარინის მეტაბოლიზმს;

    • C.

      ყოველთვის საჭიროა მისი მოხსნა თუ პაციენტი გეგმავს დაორსულებას;

    • D.

      ღვიძლის ციროზით დაავადებულ პაციენტებში არჩევის ანტიკონვულსანტია;

    Correct Answer
    A. არჩევის პრეპარატს წარმოადგენს ატონური კრუნჩხვების დროს;
  • 15. 

    კუნთების ტონური რიგიდობის პერიოდები, რომელიც თან სდევს სხეულის მასიურ კონვულსიას დამახასიათებელია:  

    • A.

      დიდი ეპილეფსიური გულყრებისთვის

    • B.

      პარციული გულყრებისათვის

    • C.

      მიოკლონუსისთვის

    • D.

      მცირე ეპილეფსიური გულყრებისთვის

    Correct Answer
    A. დიდი ეპილეფსიური გულყრებისთვის
  • 16. 

    აბსანსები - ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვით (ჩვეულებრივ 10 წმ-ზე ნაკლები) დამახასიათებელია:  

    • A.

      მცირე ეპილეფსიური გულყრებისთვის.

    • B.

      დიდი ეპილეფსიური გულყრებისთვის;

    • C.

      პარციული გულყრებისთვის;

    • D.

      ეპილეფსიური სტატუსისათვის;

    Correct Answer
    A. მცირე ეპილეფსიური გულყრებისთვის.
  • 17. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელი ხასიათდება ყველაზე უფრო მაღალ დოზებში ძილიანობისადმი მიდრეკილებით?    

    • A.

      პრიმიდონი

    • B.

      ვიგაბატრინი

    • C.

      გაბაპენტინი

    • D.

      ლამოტრიჟინი

    Correct Answer
    A. პრიმიდონი
  • 18. 

    მდგომარეობა, რომლის დროსაც გულყრები თან სდევს ერთმანეთს ცნობიერების ერთდროული დაკარგვით დამახასიათებელია:  

    • A.

      ეპილეფსიური სტატუსისათვის

    • B.

      დიდი გულყრებისთვის

    • C.

      პარციული გულყრებისთვის

    • D.

      მცირე გულყრებისთვის

    Correct Answer
    A. ეპილეფსიური სტატუსისათვის
  • 19. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელს იყენებენ პირველი რიგის თერაპიის სახით დიდი ეპილეფსიური გულყრების დროს?  

    • A.

      კარბამაზეპინი

    • B.

      ფენობარბიტალი

    • C.

      გაბაპენტინი

    • D.

      კლონაზეპამი

    Correct Answer
    A. კარბამაზეპინი
  • 20. 

    კლონაზეპამის ინტრავენური შეყვანით, ან ქლორმეტიაზოლის ხანგრძლივ ინტრავენურ შეყვანას?  

    • A.

      ეპილეფსიური სტატუსი

    • B.

      პარციული გულყრები

    • C.

      მიოკლონუსი

    • D.

      დიდი ეპილეფსიური გულყრა

    Correct Answer
    A. ეპილეფსიური სტატუსი

Quiz Review Timeline +

Our quizzes are rigorously reviewed, monitored and continuously updated by our expert board to maintain accuracy, relevance, and timeliness.

  • Current Version
  • May 08, 2014
    Quiz Edited by
    ProProfs Editorial Team
  • May 08, 2014
    Quiz Created by
    Mariam
Back to Top Back to top
Advertisement
×

Wait!
Here's an interesting quiz for you.

We have other quizzes matching your interest.