Pharmacology (I) 151–180

30 Questions | Attempts: 160
Share

SettingsSettingsSettings
Pharmacology Quizzes & Trivia

GOOD LUCK!


Questions and Answers
  • 1. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით: 

    • A.

      თუ ორი ნივთიერება, რომელთაც მაღალი აფინურობა გააჩნიათ პლაზმის ცილებთან, ერთდროულად შეჰყავთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გაზრდილი კლირენსიც ვერ ახდენს თავისუფალი ნივთიერების დონის მომატების კომპენსაციას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი პოტენციური ტოქსიკურობის გამოვლენა

    • B.

      ორი ნივთიერების ერთდროული შეყვანისას, რომელთაც მაღალი აფინურობა გააჩნიათ პლაზმის ცილების მიმართ მათ შორის არ ვითარდება კონკურენცია ცილებთან შეკავშირების ადგილებთან დაკავშირებით

    • C.

      პლაზმაში თავისუფალი ნივთიერების დონის მომატებისას, თუ პროპორციულად იზრდება მისი კლირენსი, მაშინ თეორიულად ამ ნივთიერების ტოქსიკური ეფექტი მაინც ვითარდება

    • D.

      ნივთიერებების ერთდროული შეყვანისას, რომლებიც აქტიურად უკავშირდებიან სისხლის პლაზმის ცილებს, აუცილებლად ვითარდება ტოქსიკური ეფექტები

    Correct Answer
    A. თუ ორი ნივთიერება, რომელთაც მაღალი აფინურობა გააჩნიათ პლაზმის ცილებთან, ერთდროულად შეჰყავთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გაზრდილი კლირენსიც ვერ ახდენს თავისუფალი ნივთიერების დონის მომატების კომპენსაციას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი პოტენციური ტოქსიკურობის გამოვლენა
  • 2. 

    თუ პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 8 სთ-ს, რა დრო დასჭირდება ამ საშუალების 75%-ის ორგანიზმიდან ელიმინაციას?

    • A.

      16სთ

    • B.

      20სთ

    • C.

      24სთ

    • D.

      10სთ

    Correct Answer
    A. 16სთ
  • 3. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით: 

    • A.

      წამლის პირველი რიგის კინეტიკის დროს დროის ყოველ ერთეულში ელიმინირდება პლაზმაში მყოფი ნივთიერების მუდმივი ნაწილი

    • B.

      წამლის პირველი რიგის ბიოტრანსფორმაციის დროს მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტებიგანიცდიან გაჯერებას წამლის თერაპიული დოზის გამოყენებისას;

    • C.

      წამლების უმრავლესობა არ ექვემდებარება პირველი რიგის მეტაბოლიზმს;

    • D.

      წამლების მეტაბოლიზმი ყველა შემთხვევაში აუცილებლად მიმდინარეობს ბიოტრანსფორმაციის I და II ფაზების მეშვეობით.

    Correct Answer
    A. წამლის პირველი რიგის კინეტიკის დროს დროის ყოველ ერთეულში ელიმინირდება პლაზმაში მყოფი ნივთიერების მუდმივი ნაწილი
  • 4. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით: 

    • A.

      ნულოვანი რიგის ბიოტრანსფორმაციის (ან კინეტიკის) დროს დროის ყოველ ერთეულში მეტაბოლიზდება ნივთიერების მუდმივი რაოდენობა

    • B.

      ნულოვანი რიგის ბიოტრანსფორმაციის დროს მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტები არ განიცდიან გაჯერებას

    • C.

      ნულოვანი რიგის ბიოტრანსფორმაციის დროს მეტაბოლიზმის სიჩქარე არ არის მუდმივი

    • D.

      უმრავლესი წამლები ექვემდებარებიან ნულოვანი რიგის მეტაბოლიზმს

    Correct Answer
    A. ნულოვანი რიგის ბიოტრანსფორმაციის (ან კინეტიკის) დროს დროის ყოველ ერთეულში მეტაბოლიზდება ნივთიერების მუდმივი რაოდენობა
  • 5. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით: 

    • A.

      წამლების მეტაბოლური გარდაქმნა შეიძლება წარმოებდეს ფილტვებში, ნაწლავებში და სისხლძარღვებში;

    • B.

      წამლების მეტაბოლური გარდაქმნა წარმოებს მხოლოდ ღვიძლში

    • C.

      გადანაწილების პროცესი გულისხმობს წამლის შეწოვის შემდეგ მათ დაგროვებას რომელიმე ორგანოში

    • D.

      წამლის გადანაწილების პროცესი გულისხმობს შეწოვილი ნივთიერების პლაზმის ცილებთან შეკავშირებას.

    Correct Answer
    A. წამლების მეტაბოლური გარდაქმნა შეიძლება წარმოებდეს ფილტვებში, ნაწლავებში და სისხლძარღვებში;
  • 6. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით: 

    • A.

      ალბუმინების გარდა, წამლები შეიძლება შეუკავშირდეს გლობულინებს და ალფა1- გლიკოპროტეინებს

    • B.

      ალფა1-გლიკოპროტეინებთან ან პლაზმის გლობულინებთან შეკავშირების უნარის მქონე წამლების პლაზმაში თავისუფალი ფრაქციის კონცენტრაციის, ან მათი ფარმაკოლოგიური ეფექტის პროგნოზირება უფრო ადვილია იმ წამლებთან შედარებით, რომლებიც უკავშირდებიან ალბუმინებს

    • C.

      რაც უფრო ლიპოფილურია ნივთიერება, მით უფრო გვიან აღწევს იგი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და გვიან ტოვებს თავის ტვინის ლიპოფილურ არეს

    • D.

      რაც უფრო დიდია წამლის განაწილების მოცულობა (VD), მით უფრო ნაკლები უნდა იყოს მისი თერაპიული დოზა

    Correct Answer
    A. ალბუმინების გარდა, წამლები შეიძლება შეუკავშირდეს გლობულინებს და ალფა1- გლიკოპროტეინებს
  • 7. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით: 

    • A.

      ნივთიერების აქტივობა განისაზღვრება მისი იმ რაოდენობით, რომლითაც იგი ავლენს საჭირო ეფექტს

    • B.

      იონიზირებულ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერების საჭირო ეფექტი მიიღწევა მისი მცირე დოზით გამოყენებისას

    • C.

      თუ ნივთიერება pH-ის ფიზიოლოგიური მნიშვნელობის დროს იმყოფება იონიზირებულ მდგომარეობაში, მისი აქტივობა მაღალია

    • D.

      უშუალოდ სისხლში შეყვანილი ნივთიერებების რენული კლირენსი როგორც წესი, დაბალია

    Correct Answer
    A. ნივთიერების აქტივობა განისაზღვრება მისი იმ რაოდენობით, რომლითაც იგი ავლენს საჭირო ეფექტს
  • 8. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით

    • A.

      განაწილების კოეფიციენტი წარმოადგენს ნივთიერების ლიპოფილობის ხარისხს

    • B.

      რაც უფრო ლიპოფილურია ნივთიერება, მით ნაკლებია მისი განაწილების კოეფიციენტი

    • C.

      ნივთიერებები, რომელთაც გააჩნიათ განაწილების დაბალი კოეფიციენტი უფრო ხშირად იწვევენ ცენტრალურ ეფექტებს

    • D.

      ანაწილების დაბალი კოეფიციენტის მქონე ნივთიერებები უპირატესად მეტაბოლიზდებიან ღვიძლში და ნაღვლით გამოიყოფიან.

    Correct Answer
    A. განაწილების კოეფიციენტი წარმოადგენს ნივთიერების ლიპოფილობის ხარისხს
  • 9. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით: 

    • A.

      ბიოტრანსფორმაციის პროცესში ზოგიერთი ნივთიერებებისგან წარმოიქმნება აქტიური ან ტოქსიკური ნაერთები

    • B.

      ნაკლებად პოლარული ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოყოფის სიჩქარე დამოკიდებულია შარდის pH-ზე

    • C.

      ჰიდროფილური ნივთიერებები ძირითადად ღვიძლში განიცდიან მეტაბოლიზმს და ნაღვლით გამოიყოფიან;

    • D.

      ცხიმში ხსნადი ნივთიერებების გამოყოფა ძირითადად ხორციელდება თირკმლებით

    Correct Answer
    A. ბიოტრანსფორმაციის პროცესში ზოგიერთი ნივთიერებებისგან წარმოიქმნება აქტიური ან ტოქსიკური ნაერთები
  • 10. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით: 

    • A.

      ზოგიერთი ნივთიერება განიცდის მეტაბოლიზმს ნაწლავის მიკროფლორის მეშვეობით, რაცასევე პირველი გავლის ეფექტს მიეკუთვნება

    • B.

      პერორულად მიღებული ყველა საშუალება ღვიძლში “პირველი გავლის” დროს მთლიანად ინაქტივირდება;

    • C.

      ამა თუ იმ გენის აქტივობა არ ახდენს გავლენას წამლის დოზირებასა და მისი მიღების სიხშირეზე

    • D.

      ენტერო-ჰეპატური ცირკულაცია ამცირებს წამლის მოქმედების ხანგრძლივობას

    Correct Answer
    A. ზოგიერთი ნივთიერება განიცდის მეტაბოლიზმს ნაწლავის მიკროფლორის მეშვეობით, რაცასევე პირველი გავლის ეფექტს მიეკუთვნება
  • 11. 

     შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:

    • A.

      ზოგიერთი ნივთიერება ხელს უწყობს საკუთარი მეტაბოლიზმის ფერმენტების ინდუცირებას

    • B.

      ნივთიერებები, რომლებიც იონიზირდებიან თირკმლის მილაკების სითხეში კარგად რეაბსორბირდებიან მილაკების უჯრედული მემებრანიდან და არ გამოიყოფიან შარდით

    • C.

      ბავშვებში წამლების თირკმლისმიერი და ღვიძლისმიერი კლირენსი მოზრდილთა ანალოგიურია

    • D.

      ხანდაზმულ ასაკში წამლის ნახევარდაშლის პერიოდი არ იცვლება

    Correct Answer
    A. ზოგიერთი ნივთიერება ხელს უწყობს საკუთარი მეტაბოლიზმის ფერმენტების ინდუცირებას
  • 12. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით

    • A.

      რაც უფრო მაღალია ნივთიერების დოზა მისი საჭირო ეფექტის მისაღებად, მით უფრო ნაკლებია ნივთიერების აქტივობა

    • B.

      რაც უფრო მეტია ინტერვალი ნივთიერების საშუალო თერაპიულ დოზასა და მის მინიმალურ ტოქსიკურ დოზას შორის, მით უფრო ნაკლებად უსაფრთხოა ეს ნივთიერება

    • C.

      მცირე თერაპიული სიგანის მქონე ნივთიერების ჭარბი დოზირების გამოწვევა რთულია

    • D.

      კუჭის PH-ის გაზრდისას მჟავე ნივთიერებების შეწოვა ძლიერდებ

    Correct Answer
    A. რაც უფრო მაღალია ნივთიერების დოზა მისი საჭირო ეფექტის მისაღებად, მით უფრო ნაკლებია ნივთიერების აქტივობა
  • 13. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:

    • A.

      სამიზნე ორგანოს მგრძნობელობა წამლის კონცენტრაციის მიმართ აისახება წამლის კონცენტრაციის სიდიდით, რომელიც საჭიროა მისი მაქსიმალური ეფექტის 50%-ის, ანუ EC50-ის მისაღებად

    • B.

      სამიზნე ორგანოს მგრძნობელობა წამლის კონცენტრაციის მიმართ აისახება წამლის კონცენტრაციის სიდიდით, რომელიც საჭიროა მისი მაქსიმალური ეფექტის მისაღებად

    • C.

      კლირენსს ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა გააჩნია ნივთიერების კონცენტრაციის განსაზღვრისათვის

    • D.

      გარემო ფაქტორები არ ახდენენ ზეგავლენას წამლების მეტაბოლიზმზე.

    Correct Answer
    A. სამიზნე ორგანოს მგრძნობელობა წამლის კონცენტრაციის მიმართ აისახება წამლის კონცენტრაციის სიდიდით, რომელიც საჭიროა მისი მაქსიმალური ეფექტის 50%-ის, ანუ EC50-ის მისაღებად
  • 14. 

    წამლის კლინიკური კვლევის I ფაზა ტარდება:

    • A.

      25-30 ჯანმრთელ მოხალისეზე

    • B.

      სამიზნე დაავადებით შეპყრობილ 1000-3000 პაციენტზე

    • C.

      სამიზნე დაავადებით შეპყრობილ მრავალათასიან კონტინგენტზე (პოსტმარკეტინგულად)

    • D.

      სამიზნე დაავადებით შეპყრობილ 100-200 პაციენტზე

    Correct Answer
    A. 25-30 ჯანმრთელ მოხალისეზე
  • 15. 

    წამლის კლინიკური კვლევის II ფაზა

    • A.

      გულისხმობს სამიზნე დაავადების დროს წამლის ეფექტურობის დადგენას მკაცრი მონიტორინგის პირობებში

    • B.

      წამლის თერაპიული დოზის ფარგლების, მისი ფარმაკოკინეტიკის და მინიმალური ტოქსიკური ეფექტების დადგენას

    • C.

      წამლის ეფექტურობის დადგენას სამიზნე დაავადების დროს მისი ტიპიური გამოყენებისთვის

    • D.

      წამლის პოსტმარკეტინგულ კვლევას, მისი არასასურველი რეაქციების შეგროვებისა და პოპულაციური განსხვავების დასადგენად

    Correct Answer
    A. გულისხმობს სამიზნე დაავადების დროს წამლის ეფექტურობის დადგენას მკაცრი მონიტორინგის პირობებში
  • 16. 

    წამლის კლინიკური კვლევის III ფაზა გულისხმობს

    • A.

      სამიზნე დაავადების დროს მკაცრი მონიტორინგის პირობებში წამლის ეფექტურობის განსაზღვრას მისი ტიპიური გამოყენებისათვის

    • B.

      წამლის თერაპიული დოზის ფარგლების, ფარმაკოკინეტიკისა და მისი მინიმალური ტოქსიკური ეფექტების დადგენას

    • C.

      წამლის პოსტმარკეტინგულ კვლევას

    • D.

      სამიზნე დაავადების დროს მკაცრი მონიტორინგის პირობებში წამლის ეფექტურობის განსაზღვრას

    Correct Answer
    A. სამიზნე დაავადების დროს მკაცრი მონიტორინგის პირობებში წამლის ეფექტურობის განსაზღვრას მისი ტიპიური გამოყენებისათვის
  • 17. 

    წამლის კლინიკური კვლევის III ფაზა ტარდება:

    • A.

      სამიზნე დაავადებით შეპყრობილ 1000-3000 პაციენტზე

    • B.

      მრავალათასიან კონტიგენტზე პოსტმარკეტინგულად

    • C.

      სამიზნე დაავადებით შეპყრობილ 100-200 პაციენტზე

    • D.

      25-30 ჯანმრთელ მოხალისეზე

    Correct Answer
    A. სამიზნე დაავადებით შეპყრობილ 1000-3000 პაციენტზე
  • 18. 

    კლინიკური კვლევის IV ფაზა ტარდება:

    • A.

      პაციენტთა მრავალათასიან კონტიგენტზე პოსტმარკეტინგულად.

    • B.

      100-200 პაციენტზე

    • C.

      25-30 მოხალისეზე

    • D.

      1000-3000 პაციენტზე

    Correct Answer
    A. პაციენტთა მრავალათასიან კონტიგენტზე პოსტმარკეტინგულად.
  • 19. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ჯგუფის პრეპარატებით შეიძლება კლინიკური კვლევის ჩატარება ჯანმრთელ მოხალისეებზე?

    • A.

      ტკივილდამაყუჩებელი საშუალებები

    • B.

      შიდსის საწინააღმდეგო საშუალებები

    • C.

      ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო (ანტიკანცეროგენული) საშუალებები

    • D.

      იმუნოდეპრესანტები

    Correct Answer
    A. ტკივილდამაყუჩებელი საშუალებები
  • 20. 

    ადამიანზე წამლის კლინიკური კვლევის პრინციპები გამომდინარეობს:

    • A.

      ჰელსინკის დეკლარაციიდან

    • B.

      გაეროს დადგენილებიდან

    • C.

      ჟენევის კონვენციიდან

    • D.

      ვენეციის კონვენციიდან

    Correct Answer
    A. ჰელსინკის დეკლარაციიდან
  • 21. 

    ადამიანზე წამლის კლინიკური კვლევის ჩასატარებლად “კარგი კლინიკური პრაქტიკის”  (Good Clinical Practice (GSP)) წესდების მიხედვით აუცილებელია:

    • A.

      ეთიკური კომისიის თანხმობა

    • B.

      საკონსულტაციო კომისიის თანხმობა

    • C.

      მონიტორის თანხმობა

    • D.

      აუდიტის თანხმობა

    Correct Answer
    A. ეთიკური კომისიის თანხმობა
  • 22. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი პირებიდან, რომლებზე არ შეიძლება კლინიკური კვლევის ჩატარება წამლის სპეციფიკური ჩვენების არსებობის დროსაც კი?

    • A.

      პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირები (პატიმრები)

    • B.

      ხანდაზმული პირები

    • C.

      ორსულები;

    • D.

      ბავშვები

    Correct Answer
    A. პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირები (პატიმრები)
  • 23. 

    წამლის კლინიკური კვლევისას ქვემოთ ჩამოთვლილი პირებიდან რომლები მიეკუთვნებიან სპეცკონტინგენტს?

    • A.

      ბავშვები

    • B.

      ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტები

    • C.

      ჯარისკაცები

    • D.

      ხანდაზმულები

    Correct Answer
    A. ბავშვები
  • 24. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომლის დროს შეიძლება ბავშვებში ინოვაციური (ორიგინალური) წამლების კლინიკური გამოცდა?

    • A.

      ბავშვთა გენეტიკური დაავადებები

    • B.

      ვირუსული დაავადებები

    • C.

      ავთვისებიანი სიმსივნეები

    • D.

      სოკოვანი დაავადებები.

    Correct Answer
    A. ბავშვთა გენეტიკური დაავადებები
  • 25. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით

    • A.

      წამლის კვლევის ეთიკური კომისია სამედიცინო დარგის გარდა სხვა დარგის მუშაკებსაც აერთიანებს.

    • B.

      წამლის კვლევის ეთიკური კომისია შედგება მისი წევრების ლუწი რაოდენობისაგან

    • C.

      წამლის კვლევის ეთიკური კომისია შედგება მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებისაგან

    • D.

      წამლის კვლევის ეთიკური კომისია შედგება მხოლოდ სამედიცინო დარგის მუშაკებისაგან

    Correct Answer
    A. წამლის კვლევის ეთიკური კომისია სამედიცინო დარგის გარდა სხვა დარგის მუშაკებსაც აერთიანებს.
  • 26. 

    რას ითვალისწინებს წამლის რანდომიზირებული კვლევა?

    • A.

      კონკრეტული დაავადების დროს პაციენტთა კვლევაში ჩართვას მათი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე

    • B.

      კონკრეტული დაავადების დროს პაციენტთა კვლევაში ჩართვას წინასწარ დაყოფილი სქესობრივი ჯგუფის მიხედვით

    • C.

      კონკრეტული დაავადების დროს პაციენტთა კვლევაში ჩართვას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

    • D.

      კონკრეტული დაავადების დროს პაციენტთა წინასწარ დაგეგმილი ჯგუფების კვლევაში ჩართვას

    Correct Answer
    A. კონკრეტული დაავადების დროს პაციენტთა კვლევაში ჩართვას მათი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე
  • 27. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:

    • A.

      არაიონიზირებული მოლეკულების ნახევარდაშლის პერიოდი იონიზირებულთან შედარებით უფრო ხანგრძლივია

    • B.

      ტუტე PH-ის დროს მჟავა ნივთიერებები იძენენ არაიონიზირებულ ფორმას, რაც აჩქარებს მათ გამოყოფას და ამოკლებს მათი ნახევარდაშლის ხანგრძლივობას

    • C.

      მცირე ზომის მოლეკულების მქონე ნივთიერებები კარგად იხსნებიან წყალში და კარდაგ რეაბსორბირდებიან თირკმლის მილაკებში

    • D.

      ცნს–ზე მოქმედი ლიპოფილური საშუალებები ნელა განიცდიან გადანაწილებას პერფერიულ ქსოვილებშ, რის გამოც მათი ცენტრალური ეფექტები გახანგრძივებულია.

    Correct Answer
    A. არაიონიზირებული მოლეკულების ნახევარდაშლის პერიოდი იონიზირებულთან შედარებით უფრო ხანგრძლივია
  • 28. 

    წამლის კლინიკური კვლევის I ფაზა

    • A.

      გულისხმობს წამლის თერაპიული დოზის ფარგლების დადგენას, ფარმაკოკინეტიკისა და მინიმალური ტოქსიკური ეფექტების განსაზღვრას

    • B.

      წამლის ეფექტურობის დადგენას სამიზნე დაავადების დროს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ

    • C.

      წამლის ეფექტურობის დადგენას სამიზნე დაავადების დროს მისი ტიპური გამოყენებისათვის

    • D.

      სამედიცინო პრაქტიკაში წამლის ჩვეულებრივი გამოყენებისას მის მიერ გამოვლენილი არასასურველი რეაქციების შეგროვებას და პოპულაციური განსხვავების დადგენას

    Correct Answer
    A. გულისხმობს წამლის თერაპიული დოზის ფარგლების დადგენას, ფარმაკოკინეტიკისა და მინიმალური ტოქსიკური ეფექტების განსაზღვრას
  • 29. 

    წამლის კლინიკური კვლევის II ფაზა ტარდება

    • A.

      სამიზნე დაავადებით შეპყრობილ 100–200 პაციენტზე

    • B.

      სამიზნე დაავადებით შეპყრობილ 1000–3000 პაციენტზე

    • C.

      25–30 ჯანმრთელ მოსახლეზე

    • D.

      მრავალათასიან კონტიგენტზე პოსტმარკეტინგულად

    Correct Answer
    A. სამიზნე დაავადებით შეპყრობილ 100–200 პაციენტზე
  • 30. 

    კლინიკური კვლევის IV ფაზა გულისხმობს

    • A.

      წამლის არასასურველი რეაქციების შეგროვებასა და მისი მოქმედების პოპულაციური განსხვავებების დადგენას

    • B.

      წამლის თერაპიული დოზის ფარგლების, მისი ფარმაკოკინეტიკისა და მინიმალური ტოქსიკური ეფექტების დადგენას

    • C.

      სამიზნე დაავადებით შეპყრობილ პირებში მკაცრი მონიტორინგის პირობებში წამლის ეფექტურობის დადგენას მისი ტიპური გამოყენებისთვის

    • D.

      წამლის ეფექტურობის დადგენას სამიზნე დაავადების დროს სხვა ანალოგთან შედარების პრინციპის გამოყენებით

    Correct Answer
    A. წამლის არასასურველი რეაქციების შეგროვებასა და მისი მოქმედების პოპულაციური განსხვავებების დადგენას

Quiz Review Timeline +

Our quizzes are rigorously reviewed, monitored and continuously updated by our expert board to maintain accuracy, relevance, and timeliness.

  • Current Version
  • Jan 03, 2014
    Quiz Edited by
    ProProfs Editorial Team
  • Jan 03, 2014
    Quiz Created by
    Mari
Back to Top Back to top
Advertisement
×

Wait!
Here's an interesting quiz for you.

We have other quizzes matching your interest.