Pharmacology (I) 91–120

30 Questions | Attempts: 274
Share

SettingsSettingsSettings
Pharmacology Quizzes & Trivia

GOOD LUCK!


Questions and Answers
  • 1. 

    რომელია სწორი

    • A.

      სრული აგონისტები რეცეპტორთან შეკავშირებისას არ იწვევს ამ უკანასკნელის კონფორმაციულ ცვლილებებს

    • B.

      ''სუფთა'' კონკურენტული ანტაგონისტები იწვევენ რეცეპტორის კონფორმაციის ცვლილებებს

    • C.

      პარციული აგონისტები, ჩვეულებრივ, რეცეპტორების სრული ოკუპაციისას იწვევენ მაქსიმალურ შესაძლო ფარმაკოლოგიურ ეფექტს

    • D.

      კონკურენტული ანტაგონისტები სინამდვილეში წარმოადგენენ სუსტ პარციულ აგონისტებს

    Correct Answer
    D. კონკურენტული ანტაგონისტები სინამდვილეში წარმოადგენენ სუსტ პარციულ აგონისტებს
  • 2. 

    რომელია მცდარი

    • A.

      G olf ცილის (ოდორანტების რეცეპტორებთან დაკავშირებული ცილა) ცილის აქტივაციისას ადგილი აქვს ადენილატციკლაზას აქტივობის მომატებას და იტფ3–ის დაგროვებას

    • B.

      G olf ცილის აქტივაციისას ადგილი აქვს ადენილატციკლაზას აქტივობის მომატებას და ცამფ–ის დაგროვებას

    • C.

      G olf და Gt2(ფოტონების რეცეპტორებთან დაკავშირებული ცილა) ცილების აქტივაციისას ადგილი აქვს ცგმფ–ის ფოსფოდიესტერაზას აქტივობის მომატებას და ცგმფ–ის რაოდენობის შემცირებას

    • D.

      Option 4

    Correct Answer
    A. G olf ცილის (ოდორანტების რეცეპტორებთან დაკავშირებული ცილა) ცილის აქტივაციისას ადგილი აქვს ადენილატციკლაზას აქტივობის მომატებას და იტფ3–ის დაგროვებას
  • 3. 

    რომელია მცდარი

    • A.

      რეცეპტორების მიმართ ლიგანდის დაბალი აფინურობის KD (დისოციაციის კონსტანტა) მაღალია

    • B.

      რეცეპტორების მიმართ ლიგანდის დაბალი აფინურობის KD (დისოციაციის კონსტანტა) დაბალია

    • C.

      Option 3

    • D.

      მაღალი KD-ს შემთხვევაში წამალი ნელა დისოცირდება რეცეპტორთან დამყარებული კავშირიდან

    Correct Answer
    D. მაღალი KD-ს შემთხვევაში წამალი ნელა დისოცირდება რეცეპტორთან დამყარებული კავშირიდან
  • 4. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელია სწორი ''სერპანტინულ'' რეცეპტორებტან მიმართებაში

    • A.

      სერპანტინული რეცეპტორები დაკავშირებულნი არიან იონურ არხებთან

    • B.

      სერპანტინული რეცეპტორები ასოცირებულნი არიან G–ცილებთან

    • C.

      სერპანტინული რეცეპტორების ქვეშ იგულისხმება უჯრედის ბირთვის რეცეპტორები

    • D.

      სერპანტინული რეცეპტორების სტიმულაცია უკავშირდება თიროზინკინაზას აქტივაციას

    Correct Answer
    B. სერპანტინული რეცეპტორები ასოცირებულნი არიან G–ცილებთან
  • 5. 

    რომელია მცდარი

    • A.

      პარციული აგონისტები თავისი ქიმიური სტრუქტურით არ ჰგვანან სრულ აგონისტებს და არ უკავშირდებიან რეცეპტორის იგივე უბანს, რომელსაც უერთდება სრული აგონისტი

    • B.

      ლიგანდი, რომელსაც მაღალი აფინურობა გააჩნია რეცეპტორის არააქტიური კონფორმაციის მიმართ შებრუნებითი აგონისტის სახელითაა ცნობილი

    • C.

      ლიგანდი, რომელსაც თანაბარი აფინურობა გააჩნია რეცეპტორის აქტიური და არააქტიური კონფორმაციის მიმართ კონკურენტული ანტაგონისტის სახით მოქმედებს

    • D.

      პარციული აგონისტის აფინურობა რეცეპტორის აქტიური კონფორმაციის მიმართ უმნიშვნელოდ მეტია მის აფინურობაზე რეცეპტორის არააქტიური კონფორმაციის მიმართ

    Correct Answer
    A. პარციული აგონისტები თავისი ქიმიური სტრუქტურით არ ჰგვანან სრულ აგონისტებს და არ უკავშირდებიან რეცეპტორის იგივე უბანს, რომელსაც უერთდება სრული აგონისტი
  • 6. 

    ქვემოთ ჩამოთვლილი დამოკიდებულებიდან რომელი ასახავს ფარმაკოდინამიკას?

    • A.

      შეყვანილი წამლის დოზა – აბსორბცია – წამლის კონცენტრაცია სისტემურ სისხლმიმოქცევაში

    • B.

      წამლის კონცენტრაცია ქსოვილებში და სამიზნე ორგანოში

    • C.

      ფარმაკოლოგიური ეფექტი – კლინიკური პასუხი

    • D.

      წამლის კონცენტრაცია სისტემურ სისხლმიმოქცევაში – ელიმინაცია

    Correct Answer
    C. ფარმაკოლოგიური ეფექტი – კლინიკური პასუხი
  • 7. 

    რომელია სწორი

    • A.

      ჰომოლოგიური დესენსიტიზაცია სხვადასხვა ლიგანდით სტიმულირებული რეცეპტორებისთვისაა დამახასიათებელი

    • B.

      ჰეტეროლოგიური დესენსიტიზაცია ეხება რეცეპტორებს, რომლებიც მხოლოდ განსაზღვრული ლიგანდით სტიმულირდებიან

    • C.

      შებრუნებულ და კონკურენტულ სგონისტებს ერთნაირი აფინურობა ახასიათებს რეცეპტორის აქტიური და არააქტიური კონფორმაციის მიმართ

    • D.

      რეცეპტორების მაკოდირებელი გენების მუტაციისას იცვლება რეაქცია, როგორც პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების მიმართ, ასევე ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობის მხრივ

    Correct Answer
    D. რეცეპტორების მაკოდირებელი გენების მუტაციისას იცვლება რეაქცია, როგორც პრეპარატის ერთჯერადი გამოყენების მიმართ, ასევე ხანგრძლივი მკურნალობის ეფექტურობის მხრივ
  • 8. 

    რომელია სწორი

    • A.

      პარციულ აგონისტებს, მათი კონცენტრაციის ზრდასთან ერთად, ანტაგონისტების მსგავსად, შესწევთ უნარი მთლიანად მოახდინონ სრული აგონისტის მოქმედების ბლოკირება

    • B.

      პარციული აგონისტების გამოყენებისას ადგილი აქვს რეცეპტორების სტიმულაციის დაქვეითებას, მათი სრული ბლოკირების გარეშე

    • C.

      ალოსტერული ანტაგონიზმისას არ იცვლება რეცეპტორის აფინურობა აგონისტის მიმართ

    • D.

      ალოსტერული ურთიერთქმედებისას აგონისტის მოქმედების მაქსიმალური დათრგუნვისთვის არ არის საჭირო ანტაგონისტის მიერ რეცეპტორტან შეერთების ადგილების სრული ოკუპაცია

    Correct Answer
    B. პარციული აგონისტების გამოყენებისას ადგილი აქვს რეცეპტორების სტიმულაციის დაქვეითებას, მათი სრული ბლოკირების გარეშე
  • 9. 

    რომელია სწორი

    • A.

      სუსტი ფუძეები კარგად აბსორბირდება კუჭის ეპითელური უჯრედებიდან

    • B.

      ატროპინის (M–ქოლინოლიზური საშუალება) დამატება აჩქარებს მეორე წამლის აბსორბციას

    • C.

      წამლები, რომელთაც გააჩნიათ დიდი VD(განაწილების მოცულობა) კარგად ექვემდებარებიან პლაზმიდან გამოდევნას დიალიზის მეშვეობით

    • D.

      სტრესით განპირობებულ ემოციებს შეუძლიათ შეანელონ წამალთა აბსორბცია

    Correct Answer
    D. სტრესით განპირობებულ ემოციებს შეუძლიათ შეანელონ წამალთა აბსორბცია
  • 10. 

    შემდეგი მტკიცებულებანი ასახავს ფარმაკოკინეტიკურ კონცეფციას

    • A.

      ყველა წამლის მეტაბოლიზმი ხორციელდება ღვიძლში

    • B.

      ყველა წამალი თავდაპირველად განიცდის მეტაბოლიზმს და შემდეგ ექსკრეტირდება

    • C.

      მხოლოდ არაიონიზირებული წამლის ფრაქციას შესწევს ინტაქტური უჯრედის მემბრანაში შეღწევის უნარი

    • D.

      წამლის მეტაბოლიტები ყოველთვის ნაკლები ფარმაკოლოგიური ეფექტით ხასიათდებიან

    Correct Answer
    C. მხოლოდ არაიონიზირებული წამლის ფრაქციას შესწევს ინტაქტური უჯრედის მემბრანაში შეღწევის უნარი
  • 11. 

    ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მტკიცებულებაა სწორი წამლისთვის, რომლის ელიმინაცია პლაზმიდან ხორციელდება პირველი რიგის კინეტიკით?

    • A.

      წამლის ელიმინაციის სიჩქარე მისი პლაზმური კონცენტრაციის პირდაპირპროპორციულია

    • B.

      წამლის ''ნახევარ–სიცოცხლის'' პერიოდი პლაზმაში არსებული მისი კონცენტრაციის პირდაპირპროპორციულია

    • C.

      დროის ერთეულშ ელიმინირებული წამლის რაოდენობა მუდმივია

    • D.

      წამლის ელიმინაციის დროს ირთვება მისი სიჩქარის მალიმიტირებელი ენზიმური რეაქციები, რომლებიც გაჯერებულია და ელიმინაციის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წამლის კონცენტრაციაზე

    Correct Answer
    A. წამლის ელიმინაციის სიჩქარე მისი პლაზმური კონცენტრაციის პირდაპირპროპორციულია
  • 12. 

    ყველა ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულება სწორია, გარდა:

    • A.

      ფუძე თვისებების მქონე წამალი – პრომეთაზინი (PKa=9,1) უფრო იონიზირებულია PH=7,4 დროს, ვიდრე PH=2ის შემთხვევაში

    • B.

      ასპირინის (PKa=3,5) 90% ცხიმშ ხსნადი პროტონირებული ფორმით PH=2,5 დროს

    • C.

      სუსტი ფუძე თვისებების მქონე წამლის აბსორბცია უფრო სწრაფად ხორციელდება ნაწლავებიდან, ვიდრე კუჭიდან

    • D.

      შარდის მჟავიანობის მომატება აძლიერებს სუსტი ფუძის (PKa=8) ექსკრეციას

    Correct Answer
    A. ფუძე თვისებების მქონე წამალი – პრომეთაზინი (PKa=9,1) უფრო იონიზირებულია PH=7,4 დროს, ვიდრე PH=2ის შემთხვევაში
  • 13. 

    ამ მაჩვენებლებიდან, რომელი მოქმედებს ნაკლებად წამლის მიმართ პასუხზე?

    • A.

      თერაპიული ინდექსი

    • B.

      ეფექტურობა

    • C.

      ბიოშეღწევადობა

    • D.

      წამლის მიმართ რეცეპტორების აფინურობა

    Correct Answer
    A. თერაპიული ინდექსი
  • 14. 

    წამალზე გლუკურონის მჟავას დამატებისას

    • A.

      ჩვეულებრივ, იწვევს წამლის ინაქტივაციას

    • B.

      მცირდება წამლის წყალში ხსნადობა

    • C.

      წარმოადგენს I ფაზის რეაქციის (მეტაბოლური ტრანსფორმაცია) მაგალითს

    • D.

      ახალშობილებში წარმოადგენს მნიშვნელოვან გზას

    Correct Answer
    A. ჩვეულებრივ, იწვევს წამლის ინაქტივაციას
  • 15. 

    წამლები, რომელთაც ახასიათებთ ელიმინაციის ნულოვანი–რიგის კინეტიკა:

    • A.

      ახასიათებთ ''კონცენტრაცია–დრო''–ს ხაზოვანი დამოკიდებულება

    • B.

      უფრო მეტია, ვიდრე პირვლი რიგის კინეტიკის მქონე წამლები

    • C.

      მათი კონცენტრაცია დროსთან მიმართებაში ექსპონენტურად მცირდება

    • D.

      გააჩნიათ დოზისგან დამოუკიდებელი ''ნახევარ–სიცოცხლის'' პერიოდი

    Correct Answer
    A. ახასიათებთ ''კონცენტრაცია–დრო''–ს ხაზოვანი დამოკიდებულება
  • 16. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხი ქვემოთმოყვანილ სიტუაციასთან დაკავშირებით: წამლის ერთჯერადი დოზით – 100 მგ მიღებისას მისმა პლაზმურმა პიკურმა კონცენტრაციამ შეადგინა 20 მკგ/მლ. როგორია მისი განაწილების მოცულობა (იგულისხმება წამლის სწრაფი განაწილება და უმნიშვნელო ელიმინაცია მისი პლაზმური პიკური დონის განსაზღვრამდე):

    • A.

      5 ლ

    • B.

      0,5 ლ

    • C.

      1 ლ

    • D.

      2 ლ

    Correct Answer
    A. 5 ლ
  • 17. 

    ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელია სწორი?

    • A.

      ინტრავენურად შეყვანილი წამლის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს

    • B.

      პასიური დიფუზია, როგორც წესი, საჭიროებს სპეციფიკურ გადამტან პროტეინებს და ხასიათდება ნაჯერი კინეტიკით.

    • C.

      წამლის შეყვანის ინჰალაციური გზა მოუხერხებელია მისი ნელი აბსორბციის გამო

    • D.

      ინტრავენურად მიღებული წამალი უფრო მეტად ექვემებარება ღვიძლში “პირველი გასვლის” მეტაბოლიზმს, ვიდრე ორალურად მიღებული იგივე წამალი.

    Correct Answer
    A. ინტრავენურად შეყვანილი წამლის ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს
  • 18. 

    წამალი, რომლის ნახევრგამოყოფისპერიოდი შეადგენს 12სთ–ს შეყვანილ იქნა ხანგრძლივი ინტრავენური ინფუზიით/ დროის რა პერიოდია საჭირო წამლის საბოლოო წონასწორული კონცენტრაციის დონის – 90%–ის მისაღწევად?

    • A.

      40 სთ

    • B.

      18 სთ

    • C.

      24 სთ

    • D.

      48 სთ

    Correct Answer
    A. 40 სთ
  • 19. 

    ქვემოთ მოყვანილი მოვლენებიდან რომელი გამოიწვევს წამლის სტაციონარული კონცენტრაციის დონის გაორმაგებას?

    • A.

      ინფუზიის სიჩქარის გაორმაგება

    • B.

      ინფუზიის სიჩქარის შენარჩუნება, მაგრამ დამტვირთავი დოზის გაორმაგება

    • C.

      ინფუზიის სიჩქარის და ინფუზირებული წამლის კონცენტრაციის გაორმაგება

    • D.

      ინფუზიის სიჩქარის 3-ჯერ გაზრდა

    Correct Answer
    A. ინფუზიის სიჩქარის გაორმაგება
  • 20. 

    ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებიდან რომელია სწორი?

    • A.

      სრული აგონისტის არსებობის შემთხვევაში, ნაწილობრივი აგონისტი მოქმედებს როგორც კონკურენტული ინჰიბიტორი

    • B.

      თუ წამალი-A 10 მგ-ის ოდენობით იგივე ეფექტს ავლენს, როგორსაც B-წამლის 100 მგ, A-წამალი უფრო მეტი ეფექტურობით ხასიათდება B-წამალთან შედარებით.

    • C.

      წამლის ეფექტურობა მით უფრო მეტია, რაც უფრო მეტია მისი პოტენტურობა (აქტივობა).

    • D.

      სხვადასხვა ინდივიდებში წამლის მიმართ რეაქციის ვარიაბელობა უფრო დამახასიათებელია წამლის დიდი თერაპიული ინდექსის შემთხვევაში

    Correct Answer
    A. სრული აგონისტის არსებობის შემთხვევაში, ნაწილობრივი აგონისტი მოქმედებს როგორც კონკურენტული ინჰიბიტორი
  • 21. 

    ანტიმიკრობული პრეპარატი ტეტრაციკლინი თერაპიულ ეფექტურობას ავლენს მაშინ, როდესაც ორგანიზმში იმყოფება ამ წამლის 250 მგ. ტეტრაციკლინის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 8 სთ-ს. რა სიჩქარით უნდა ვაწარმოოთ ინფუზია ზემოთ აღწერილი პირობის დასაკმაყოფილებლად?

    • A.

      22 მგ/წთ

    • B.

      37 მგ/წთ

    • C.

      12 მგ/წთ

    • D.

      7 მგ/წთ

    Correct Answer
    A. 22 მგ/წთ
  • 22. 

    ქვემოთ ჩამოთვლილტაგან, რომელი უკეთესად აღწერს წამლის კლირენსს რომლის ინფუზიის სიჩქარე შეადგენს 4მგ/წთ–ში, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში წამლის წონასწორული კონცენტრაციის მიღწევას – 6მგ/ლ?

    • A.

      667 მლ/წთ

    • B.

      67 მლ/წთ

    • C.

      300 მლ/წთ

    • D.

      132 მლ/წთ

    Correct Answer
    A. 667 მლ/წთ
  • 23. 

    წამლის VD შეადგენს 30ლ–ს, ხოლო კლირენსის სიჩქარე 20ლ/სთ–ში, რომლის დროსაც წამლის 50% ელიმინირდება ღვიძლით, ხოლო 50% ექსკრეტირდება თირკმელების საშუალებით. წამლის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 200მგ ყოველ 12 სთ–ში ერთხელ. ქვემოთ მოყვანილი დოზების მაჩვენებლებიდან, რომელი უზრუნველყოფს კარგად წამლის იგივე წონასწორულ კონცენტრაციას პაციენტებში თირკმლის 50%–იანი ფუნქციით?

    • A.

      150მგ ყოველ12სთ–ში

    • B.

      25მგ ყოველ 3სთ–ში

    • C.

      100მგ ყოველ 6სთ–ში

    • D.

      150მგ ყოველ 6სთ–ში

    Correct Answer
    A. 150მგ ყოველ12სთ–ში
  • 24. 

    70 წლის მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების გამო ღებულობდა ბეტა-ადრენობლოკატორს. მას თანდათან განუვითარდა ხანგამოშვებითი კოჭლობა, რის გამოც ექიმმა უეცრად მოუხსნა პაციენტს ბეტა-ადრენობლოკატორი. ამის შემდეგ, რამოდენიმე დღეში პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი მოთავსებული იქნა სტაციონარში მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით. რა მოვლენას ჰქონდა ადგილი ზემოაღწერილ შემთხვევაში?

    • A.

      რეცეპტორების “up”-რეგულაცია

    • B.

      რეცეპტორების “down”-რეგულაცია

    • C.

      რეცეპტორების დესენსიტიზაცია

    • D.

      ტაქიფილაქსია

    Correct Answer
    A. რეცეპტორების “up”-რეგულაცია
  • 25. 

    ბეტა-რეცეპტორების ბლოკადა გულის კუნთში:

    • A.

      ამცირებს ცამფ-ის კონცენტრაციას

    • B.

      ზრდის ცამფ-ის კონცენტრაციას

    • C.

      ზრდის იტფ3 და დაგ-ის რაოდენობას

    • D.

      ზრდის Ca++ იონების რაოდენობას

    Correct Answer
    A. ამცირებს ცამფ-ის კონცენტრაციას
  • 26. 

     გულის ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადა:

    • A.

      ამცირებს ადენილატციკლაზას აქტივობას

    • B.

      ზრდის ადენილატციკლაზას აქტივობას

    • C.

      ზრდის ფოსფოლიპაზა “C”-ს აქტივობას

    • D.

      ამცირებს ფოსფოლიპაზა “C”-ს აქტივობას

    Correct Answer
    A. ამცირებს ადენილატციკლაზას აქტივობას
  • 27. 

    გულის ბეტა-ადრენორეცეპტორები ასოცირებულია:

    • A.

      Gs ცილასთან

    • B.

      Gq ცილასთან

    • C.

      Gi ცილასთან

    • D.

      G olf ცილასთან

    Correct Answer
    A. Gs ცილასთან
  • 28. 

    შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებიდან:    

    • A.

      Gs ცილის აქტივობის დათრგუნვა - ამცირებს ადენილატციკლაზას აქტივობას - აქვეითებს ცამფ-ის რაოდენობას.

    • B.

      Gs ცილის აქტივაცია - ზრდის ადენილატციკლაზას აქტივობას - ამცირებს ცამფ-ის რაოდენობას.

    • C.

      Gs ცილის აქტივაცია - ზრდის გუანილატციკლაზას აქტივობას - ზრდის ცგმფ-ის რაოდენობას.

    • D.

      Gs ცილის აქტივობის დათრგუნვა - ამცირებს ფოსპოლიპაზა “C”-ს აქტივობას - აქვეითებს იტფ3 და დაგ-ის რაოდენობას.

    Correct Answer
    A. Gs ცილის აქტივობის დათრგუნვა - ამცირებს ადენილატციკლაზას აქტივობას - აქვეითებს ცამფ-ის რაოდენობას.
  • 29. 

    50 წლის მამაკაცს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით ექიმმა ურჩია დოზირებული დატვირთვა. ექიმის რჩევის შესრულების შემდეგ პაციენტს მცირე დატვირთვაზეც განუვითარდა გამოხატული ტაქიკარდია, რის გამოც ექიმმა მისი პრევენციის მიზნით პაციენტს დაუნიშნა ბეტაადრენობლოკატორი, რომლის ფონზედაც დოზირებული დატვირთვისას ისევ ჰქონდა ადგილი ტაქიკარდიის განვითარებას. რა მოვლენით აიხსნება ზემოთაღწერილი მდგომარეობა?

    • A.

      რეცეპტორების “სიჭარბით”

    • B.

      ჰიპერმგრძნობელობით

    • C.

      რეცეპტორების “down”-რეგულაციით

    • D.

      რეცეპტორების “up”-რეგულაციით

    Correct Answer
    A. რეცეპტორების “სიჭარბით”
  • 30. 

    45 წლის ბრონქული ასთმით დაავადებულმა ქალმა სუნთქვის გაძნელებისას მიიღო B2- ადრენომიმეტური საშუალება (აგონისტი) სალბუტამოლი და ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორი – ამინოფილინი. რომელი მეორადი მესენჯერის დაგროვებას უწყობს ხელს სალბუტამოლი და ამინოფილინი, რომლის შედეგადაც პაციენტს სავარაუდოდ განუვითარდა ბრონქოდილატაციური ეფექტი?

    • A.

      ცამფ

    • B.

      იტფ3

    • C.

      ცგმფ

    • D.

      დაგ-ი

    Correct Answer
    A. ცამფ

Quiz Review Timeline +

Our quizzes are rigorously reviewed, monitored and continuously updated by our expert board to maintain accuracy, relevance, and timeliness.

  • Current Version
  • Jan 03, 2014
    Quiz Edited by
    ProProfs Editorial Team
  • Dec 29, 2013
    Quiz Created by
    Mari
Back to Top Back to top
Advertisement
×

Wait!
Here's an interesting quiz for you.

We have other quizzes matching your interest.