სულხან-საბა ორბელიანი :: იგავ - არაკები

20 Questions | Total Attempts: 3771

SettingsSettingsSettings
-  ::  -  - Quiz

  იგავ-არაკის მორალი ანუ შეგონება ანდაზითაც შეიძლება გამოიხატოს. გაიხსენეთ იგავების მორალი და მიუსადაგეთ ანდაზებს:


Questions and Answers
  • 1. 
    სოფლის შენებას, სახლის შენებას და ნებისმიერი საქმის გაკეთებას შრომა სჭირდება.სიმღერას და გართობას კი თავისი ადგილი აქვს.გარდა ამისა ადამიანს სიხარბემ არ უნდა სძლიოს და სიფრთხილე არ უნდა დააკარგინოს.
  • 2. 
    მავნე ჩვევის მოშლა შესაძლებელია, თუმცა დიდ  ნებისყოფას მოითხოვს.
  • 3. 
    როგორც ტკბილ, ისე მწარე სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, არც შეგნებულად და არც უნებურად, უცხოს თუ მოყვარეს, მწარე სიტყვით გული არ ვატკინოთ.
  • 4. 
    ზოგ ადამიანს თავი ღმერთზე ჭკვიანი ჰგონია.სანამ რაიმეს იტყვი,კარგად უნდა დაფიქრდე.
  • 5. 
      თუ კაცს გონება უჭრის, გამოსავალს ყოველთვის მოძებნის.ნათქვამია გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო.
  • 6. 
     რაც მამა-პაპით მოგდგამს, ის სულ უნდა გახსოვდეს.
  • 7. 
      ბოროტებისათვის სამაგიეროს გადახდა არასწორია, თუმცა მოძალადისაგან თავის დაცვა სამაგიეროს გადახდად არ ითვლება.
  • 8. 
       ნებისმიერი წამოწყების სათავე ერთიანობაა.ერთობის გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელია არა მარტო ოჯახში და მეგობრებში,თვით სახელმწიფოშიც.
  • 9. 
      ყველას ბოლომდე ნდობა არ შეიძლება.გამჭრიახობამ კატა ლომის კლანჭებისაგან იხსნა.
  • 10. 
    მართალია არაბი პირველად ცუდად მოიქცა, მაგრამ ცხენის დაბრუნებით დანაშაული გამოისყიდა და პატიოსნება შეინარჩუნა.
  • 11. 
    სოფლის მაშენებელნი
    • A. 

      მადლი ქენი ქვაზე დადე,გაივლი და წინ დაგხვდება.

    • B. 

      რაც არ გერგება, არ შეგერგება.

    • C. 

      რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო...

    • D. 

      კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო.

  • 12. 
    ქურდი მკერავი
    • A. 

      ჭკუა ხანში კი არ არის, თავშიაო.

    • B. 

      რაც არ გერგება, არ შეგერგება.

    • C. 

      რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო.

    • D. 

      ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. 

  • 13. 
    უტკბესი და უმწარესი  
    • A. 

      ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

    • B. 

      გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი.

    • C. 

      ენა მტკივნეულ კბილს ეხებაო.

    • D. 

      შენც იგივ უყავ  სხვასაო,რაც არგებს შენსა თავსაო.

  • 14. 
    მთიული და კაკლის ხე
    • A. 

      ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

    • B. 

      არამკითხე მიამბეო, მიტყიპე და მიაგდეო.

    • C. 

       საცა არა სჯობს , გაცლა სჯობს.

    • D. 

       ავის მქნელი, თავის მტერიაო.

  • 15. 
    მეფე და მხატვარი
    • A. 

      ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო.

    • B. 

      ძალა აღმართსა ხნავსო.

    • C. 

      ვინც მოითმინა ,მან მოიგოო.

    • D. 

      ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.

  • 16. 
    ძალა ერთობისა  
    • A. 

      არა მჭირდა ჭირიო, ძალად ვიკარ ჩხირიო.

    • B. 

      გადადებული საქმე გადაგდებულიაო.

    • C. 

      ძალა აღმართსა ხნავსო.

    • D. 

      ძალა ერთობაშიაო.

  • 17. 
    ნალბანდი მგელი
    • A. 

      მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენ და გამიშვით, მთაზე ცხვარი მიდისო.

    • B. 

       არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

    • C. 

      ვინც ქარს თესავს ქარიშხალს მოიმკისო.

    • D. 

      კაცის თვალი ხარბიაო.

  • 18. 
    კუ და მორიელი
    • A. 

      დამადლებული საქმე ბოროტებაზე უარესიაო.

    • B. 

      სჯობს გვიან, ვიდრე არსდროს.

    • C. 

      თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო.

    • D. 

      პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.

  • 19. 
    კატის გაზრდილი ლომი  
    • A. 

      ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო.

    • B. 

      ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო.

    • C. 

      კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.

    • D. 

       რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.

  • 20. 
    მოხერხებული არაბი  
    • A. 

      პატიოსნება უენოდ ლაპარაკობსო.

    • B. 

      ვისაც ღმერთის ეშინია, იმისი ნუ გეშინია.

    • C. 

      კაცის თვალი ხარბიაო.

    • D. 

      ბევრის მდომი ცოტასაც დაკარგავსო.

Back to Top Back to top