გული და სისხლძარღვები Xiთავი

201 | Total Attempts: 474

SettingsSettingsSettings
Please wait...
გული და სისხლძარღვები Xiთავი

.


Questions and Answers
  • 1. 
    გული ორგანიზმში ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს:
    • A. 

      რეგენერაციულს და სატრანსპორტოს.

    • B. 

      დამცველობითს და მჭირხნავს.

    • C. 

      რეგენერაციულს და რეზერვუარის.

    • D. 

      რეზერვუარის და მჭირხნავს.

  • 2. 
    გულში აგზნება წარმოიქმნება პერიოდულად მასშივე მიმდინარე პროცესების გავლენით. ამ მოვლენას ეწოდება:
    • A. 

      აგზნებადობა.

    • B. 

      გამტარებლობა.

    • C. 

      რეფრაქტერობა.

    • D. 

      ავტომატიზმი.

  • 3. 
    წინაგულების ატიპიური კარდიომიოციტებით შედგენილი კონებია:
    • A. 

      ბახმანის, ვენკენბახის, რუფინის.

    • B. 

      ბახმანის, ვენკენბახის, კრაუზეს.

    • C. 

      ბახმანის, ვენკენბახის, ტორელის.

    • D. 

      ბახმანის, ვენკენბახის, პაჩინის.

  • 4. 
    წინაგულების ატიპიური კარდიომიოციტებისგან შემდგარი გამტარი სისტემის კონები უზრუნველყოფენ:
    • A. 

      წინაგულებში აგზნების სწრაფ და კოორდინირებულ გავრცელებას.

    • B. 

      წინაგულების და პარკუჭების თანმიმდევრულ და სინქრონულ შეკუმშვას.

    • C. 

      ატრიოვენტრიკულური დაყოვნების განვითარებას.

    • D. 

      წინაგულებში აგზნების კერის ინიცირებას.

  • 5. 
    აგზნების გამტარი წინაგულოვანი კონების თავისებურებანია:
    • A. 

      კონებში აგზნება დაყოვნებით ტარდება, ვიდრე მიოკარდიუმში და კალიუმის კონცენტრაციის მომატების მიმართ ისინი უფრო მდგრადნი არიან

    • B. 

      კონებში აგზნება უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მიოკარდიუმში და კალციუმის კონცენტრაციის მომატების მიმართ ისინი უფრო მდგრადნი არიან.

    • C. 

      კონებში აგზნება უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მიოკარდიუმში; კალიუმის კონცენტრაციის მომატების მიმართ ისინი უფრო მდგრადნი არიან.

    • D. 

      კონებში აგზნება უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მიოკარდიუმში და ნატრიუმის კონცენტრაციის მომატების მიმართ ისინი უფრო მდგრადნი არიან.

  • 6. 
    კარდიომიოციტების უმეტესობისათვის მოსვენების პოტენციალია:
    • A. 

      -70 მვ

    • B. 

      -50 მვ

    • C. 

      -90 მვ

    • D. 

      -30 მვ

  • 7. 
    გულის მიოციტების მოსვენების პოტენციალი თითქმის მთლიანად განპირობებულია:
    • A. 

      კალიუმის კონცენტრაციული გრადიენტით

    • B. 

      კალციუმის კონცენტრაციული გრადიენტით.

    • C. 

      ნატრიუმის კონცენტრაციული გრადიენტით.

    • D. 

      ქლორის კონცენტრაციული გრადიენტით.

  • 8. 
    მიოკარდიუმის თვისებებია:
    • A. 

      აგზნებადობა,პლასტიკურობა,გამტარებლობა,შეკუმშვადობა,სინციტიუმი,რეფრაქტერობა.

    • B. 

      აგზნებადობა, გამტარებლობა, ავტომატიზმი, შეკუმშვადობა, რეფრაქტერობა, სინციტიუმი.

    • C. 

      აგზნებადობა, გამტარებლობა, შეკუმშვადობა, ავტომატიზმი, გახანგრძლივებული რეფრაქტერობა, ფუნქციური სინციტიუმი.

    • D. 

      აგზნებადობა, გამტარებლობა, შეკუმშვადობა, ავტომატიზმი, ქემორეცეპციულობა, ხანგრძლივი რეფრაქტერობა.

  • 9. 
    რა წარმოადგენს გულის რიტმის პირველი რიგის წამყვანს?
    • A. 

      ატრიოვენტრიკულური კვანძი.

    • B. 

      სინოატრიული კვანძი.

    • C. 

      პურკინიეს ბოჭკოები.

    • D. 

      ჰისისკონა.

  • 10. 
    რა იწვევ სკუმშვადი კარდიომიოციტების მოქმედების პოტენციალის პლატოს განვითარებას?
    • A. 

      Na-ისსწრაფი არხების აქტივაცია.

    • B. 

      Ca-ის ნელი არხები საქტივაცია.

    • C. 

      Na-ის სწრაფი არხების რეაქტივაცია.

    • D. 

      K-ის არხების აქტივაცია.

  • 11. 
    რითა განპირობებული სინოატრიული კვანძის ავტორიტმულობა?
    • A. 

      მემბრანის ნელი დიასტოლური რეპოლარიზაციით.

    • B. 

      მემბრანის სწრაფი რეპოლარიზაციით.

    • C. 

      მემბრანის ნელი დიასტოლური დეპოლარიზაციით.

    • D. 

      მემბრანის სწრაფი დეპოლარიზაციით.

  • 12. 
    პარკუჭების მიოკარდიუმის მოქმედების პოტენციალის წარმოქმნისათვის საჭიროა მემბრანის დეპოლარიზაცია:
    • A. 

      20 მვ-ით.

    • B. 

      40 მვ-ით.

    • C. 

      30 მვ-ით.

    • D. 

      10 მვ-ით.

  • 13. 
    პარკუჭების მიოკარდიუმის მოქმედების პოტენციალი სფაზებია:
    • A. 

      საწყისი სწრაფი დეპოლარიზაცია, ნელი რეპოლარიზაცია, სწრაფი რეპოლარიზაცია და მოსვენება.

    • B. 

      საწყისი სწრაფი დეპოლარიზაცია, სწრაფი რეპოლარიზაცია, ნელი რეპოლარიზაცი ადა მოსვენება.

    • C. 

      სპონტანური დიასტოლური დეპოლარიზაცია, სწრაფი რეპოლარიზაცია, ნელი რეპოლარიზაცია დ ამოსვენება.

    • D. 

      ნელი დეპოლარიზაცია, ნელი რეპოლარიზაცია, სწრაფი რეპოლარიზაცია და მოსვენება.

  • 14. 
    სპონტანური დიასტოლური დეპოლარიზაციის სიჩქარე და სიხშირე უფრო დაბალია:
    • A. 

      სინოატრიულ კვანძში.

    • B. 

      ატრიოვენტრიკულურ კვანძში.

    • C. 

      კუმშვად კარდიომიოციტში.

    • D. 

      წინაგულების ყურების მიოციტებში.

  • 15. 
     სინოატრიული კვანძის უჯრედების ნელი დიასტოლური დეპოლარიზაციისა და მოქმედების პოტენციალის ნელი აღმავალი ფაზის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს:
    • A. 

      კალციუმის არხები.

    • B. 

      ნატრიუმის სწრაფი არხები.

    • C. 

      კალიუმის სწრაფი არხები.

    • D. 

      კალიუმის ნელი არხები.

  • 16. 
     არსებობს მონაცემები, რომ ჭეშმარიტი პეისმეკერების კავშირი კუმშვად მიოკარდიუმთან ხორციელდება:
    • A. 

      ჰისის კონით.

    • B. 

      ნექსუსებით.

    • C. 

      ბახმანის კონით.

    • D. 

      შუალედური T უჯრედებით.

  • 17. 
    ნელი დიასტოლური დეპოლარიზაციის განვითარების სიჩქარე რეგულირდება ვნს-ის სიმპათიკური მედიატორის - ნორადრენალინის მეშვეობით შემდეგნაირად:
    • A. 

      ნორადრენალინი აბლოკირებს კალციუმის ნელ არხებს, რის შედეგადაც დიასტოლური დეპოლარიზაციის სიჩქარე მატულობს და სპონტანური აქტივობის რიტმი იზრდება;

    • B. 

      ნორადრენალინი ააქტივებს კალიუმის განვლადობას, რაც ანელებს დიასტოლური დეპოლარიზაციის განვითარებას, რის გამოც ხდება რიტმის გაიშვიათება;

    • C. 

      ნორადრენალინი აბლოკირებს კალციუმის ნელ არხებს, რის შედეგადაც დიასტოლური დეპოლარიზაციის სიჩქარე კლებულობს, რიტმი იშვიათდება;

    • D. 

      ნორადრენალინი ააქტივებს კალციუმის ნელარხებს, რის შედეგადაც დიასტოლური დეპოლარიზაციის სიჩქარე მატულობს და სპონტანური აქტივობის რიტმი იზრდება;

  • 18. 
    ნელი დიასტოლური დეპოლარიზაციის განვითარების სიჩქარე რეგულირდება ვნს-ის პარასიმპათიკური მედიატორის -აცეტილქოლინის მეშვეობით შემდეგნაირად:
    • A. 

      აცეტილქოლინი აქვეითებს კალიუმის განვლადობას, რის შედეგადაც დიასტოლური დეპოლარიზაციის სიჩქარე მატულობს და რიტმი იზრდება.

    • B. 

      აცეტილქოლინი ზრდის მემბრანაში კალიუმის განვლადობას, რაც ანელებს დიასტოლური დეპოლარიზაციის განვითარებას, რიტმი იშვიათდება ან სრულად წყდება.

    • C. 

      აცეტილქოლინი აქვეითებს მემბრანის კალიუმის განვლადობას, რაც ანელებს ნელი დიასტოლური დეპოლარიზაციის განვითარებას და აიშვიათებ სრიტმს.

    • D. 

      აცეტილქოლინი აქვეითებს მემბრანის კალიუმის განვლადობას, რის შედეგადაც დიასტოლური დეპოლარიზაციის სიჩქარე მატულობს და სპონტანური აქტივობის რიტმი იზრდება.

  • 19. 
    გულის რიტმის წამყვანში აღმოცენებულია გზნება წინაგულების გამტარი სისტემით თითქმის:
    • A. 

      ხუთჯერ მეტი სიჩქარით აღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს.

    • B. 

      ოთხჯერ მეტი სიჩქარით და სინქრონულად აღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს.

    • C. 

      სამჯერ მეტი სიჩქარით აღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს.

    • D. 

      ორჯერ მეტი სიჩქარით და ასინქრონულად აღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს.

  • 20. 
    პარკუჭების მიოკარდიუმის აბსოლუტური რეფრაქტერობის პერიოდი დაახლოებით გრძელდება:
    • A. 

      0,03მწმ

    • B. 

      0,27წმ

    • C. 

      0,03წმ

    • D. 

      0,27მწმ

  • 21. 
    პარკუჭების მიოკარდიუმის შეფარდებითი რეფრაქტერობის პერიოდი გრძელდება:
    • A. 

      0,27მწმ

    • B. 

      0,03წმ

    • C. 

      0,27მწმ

    • D. 

      0,03მწმ

  • 22. 
    გულის გამტარი სისტემის არსებობა უზრუნველყოფს შემდეგ ფიზიოლოგიურ თვისებებს, გარდა ერთისა: .
    • A. 

      მიოკარდიუმის ხანგრძლის რეფრაქტერობას.

    • B. 

      წინაგულების ადა პარკუჭების შეკუმშვათა თანმიმდევრობას.

    • C. 

      პარკუჭების მიოკარდიუმის უჯრედების სინქრონულ შეკუმშვას.

    • D. 

      იმპულსების (მოქმედების პოტენციალების) რიტმულ გენერაციას

  • 23. 
    როგორია მიოკარდიუმის შეკუმშვისა და რეფრაქტერობის ფაზის ხანგრძლივობათა თანაფარდობა?
    • A. 

      მიოკარდიუმის შეკუმშვის ხანგრძლივობა რეფრაქტერობის ფაზაზ ემეტია.

    • B. 

      მიოკარდიუმის შეკუმშვის ხანგრძლივობა რეფრაქტერობის ფაზაზე ნაკლებია.

    • C. 

      მიოკარდიუმის შეკუმშვის ხანგრძლივობა თითქმის ემთხვევა რეფრაქტერობის ფაზას.

    • D. 

      არარსებობს კავშირი მიოკარდიუმის შეკუმშვისა და რეფრაქტერობის ფაზას შორის.

  • 24. 
    გულის საკნების ელექტრომექანიკური მუშაობის თანმიმდევრობას და კოორდინირებულობას განსაზღვრავენ შემდეგი გარემოებები, გარდა ერთისა:
    • A. 

      გულში აგზნება ვრცელდება მხოლოდ ფუძიდან მწვერვალისკენ და არა რეტროგრადულად.

    • B. 

      გულის რიტმის გენერატორი და ცენტრი ატრიოვენტრიკულურ კვანძშია.

    • C. 

      წინაგულების და პარკუჭების მიოკარდიუმი იზოლირებულია.

    • D. 

      გულის რიტმის წამყვანი სინოატრიულ კვანძშია, ატრიოვენტრიკულურ კვანძში აგზნების გატარება ყოვნდება.

  • 25. 
    გულის გამტარი სისტემის ავტომატიის კლებადი გრადიენტი იმაში მდგომარეობს, რომ გამტარი სისტემის სხვადასხვა უბანი რაც უფრო დაცილებულია:
    • A. 

      ატრიოვენტრიკულური კვანძიდან, მით უფრო მცირეა ავტომატიისუნარი.

    • B. 

      ატროვენტრიკულური კვანძიდან, მით უფრო ცვალებადია ავტომატიის უნარი.

    • C. 

      სინოატრიული კვანძიდან, მით უფრო მცირეა მისი ავტომატიის უნარი.

    • D. 

      სინოატრიული კვანძიდან, მით უფრო მეტია ავტომატი ისუნარი.

Back to Top Back to top