გეოგრაფია V ნაწილი (გლობალური გეოგრაფია)

50 | Total Attempts: 49

SettingsSettingsSettings
Please wait...
გეოგრაფია V ნაწილი (გლობალური გეოგრაფია)

Questions and Answers
  • 1. 
    რა ეწოდება დასავლური ფასეულობების, ცხოვრების წესის გავრცელებას ეკონომიკის, პოლიტიკის, განათლებისა და კულტურის სფეროში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ?
    • A. 

      პროტექციონიზმი

    • B. 

      დემილიტარიზაცია

    • C. 

      ვესტერნიზაცია

    • D. 

      დემარკაცია

  • 2. 
    გლობალიზაციის თემა პოპულარული ხდება :
    • A. 

      მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან

    • B. 

      მე-19 საუკუნიდან

    • C. 

      21-ე საუკუნიდან

    • D. 

      1999 წლიდან

  • 3. 
    გლოსალიზაცია არის :
    • A. 

      გლობალიზაციის ადგილობრივი სცენარი

    • B. 

      შიდა ბაზრის იმპორტისგან დაცვის პოლიტიკა

    • C. 

      ბალანსის დარღვევა

    • D. 

      ძალთა გადანაწილება საერთაშორისო სისტემაში

  • 4. 
    გლობალიზაციის KOF ინდექსი იზომება :
    • A. 

      პროცენტებში

    • B. 

      პრომილეებში

    • C. 

      არ აქვს განზომილება

    • D. 

      0-დან 1-მდე სიდიდეში

  • 5. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელი ქვეყანა არ გამოირჩევა KOF ინდექსის მაღალი მაჩვენებლით ?
    • A. 

      კანადა

    • B. 

      სურინამი

    • C. 

      საბერძნეთი

    • D. 

      ავსტრალია

  • 6. 
    რომელი კრიტერიუმია ზედმეტი გლობალიზაციის ინდექსის გამოთვლისას ?
    • A. 

      ეკონომიკური

    • B. 

      პოლიტიკური

    • C. 

      სოციალური

    • D. 

      ეკოლოგიური

  • 7. 
    რომელ კრიტერიუმს არ ითვალისწინებენ გლობალური განვითარების ინდექსის გამოთვლისას ?
    • A. 

      ფულადი გზავნილებისა და ინდივიდუალური ტრანსფერების რაოდენობა

    • B. 

      საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა

    • C. 

      მოსახლეობის წერა-კითხვის დონე

    • D. 

      ეშპ

  • 8. 
    KOF ინდექსით პირველ ადგილს იკავებს :
    • A. 

      საბერძნეთი

    • B. 

      ბელგია

    • C. 

      აშშ

    • D. 

      მალტა

  • 9. 
    გლობალიზაციის KOF ინდექსით აუტსაიდერი ქვეყნები თავმოყრილია :
    • A. 

      სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში

    • B. 

      აფრიკასა და ოკეანეთში

    • C. 

      სამხრეთ ამერიკაში

    • D. 

      ცენტრალურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში

  • 10. 
    რომელ ადგილზეა საქართველო KOF-ის მიხედვით 156 ქვეყანას შორის ?
    • A. 

      81-ე

    • B. 

      41-ე

    • C. 

      74-ე

    • D. 

      123-ე

  • 11. 
    რომელი არ შედის ჟოზე ბოვესა და სიუზენ ჟორჟის მიერ დასახელებულ "ეშმაკის სამეულში" ?
    • A. 

      ტრანსნაციონალური კორპორაციები

    • B. 

      მსოფლიო ბანკი

    • C. 

      მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია

    • D. 

      "დიდი რვიანის ქვეყნები"

  • 12. 
    რომელ ჯგუფს მიეკუთნება ჩამოთვლილი გლობალური პრობლემები : ჩამორჩენილობა, ცხოვრების დონე და ხარისხი, რესურსების ამოწურვა ...
    • A. 

      სოციალური

    • B. 

      ეკონომიკური

    • C. 

      პოლიტიკური

    • D. 

      ეკოლოგიური

  • 13. 
    გლობალურ პრობლემათა შორის რომელ ორს უკავია პირველი და მეორე ადგილები აქტუალობის მიხედვით ?
    • A. 

      განიარაღება და დემოგრაფიული პრობლემა

    • B. 

      დემილიტარიზაცია და ეკოლოგიური პრობლემა

    • C. 

      ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემა

    • D. 

      დემოგრაფიული პრობლემა და რესურსების ამოწურვა

  • 14. 
    ძირითადად რომელი ქვეყნის კოლონიებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა 1960 წელს ? ("აფრიკის წელი")
    • A. 

      საფრანგეთის

    • B. 

      ბრიტანეთის

    • C. 

      პორტუგალიის

    • D. 

      ესპანეთის

  • 15. 
    ტერნიმი "ახალი მსოფლიო წესრიგი" შემოიტანა :
    • A. 

      ჯორჯ ბუშმა უმცროსმა

    • B. 

      ჯორჯ ბუშმა

    • C. 

      ბარაკ ობამამ

    • D. 

      პან გი მუნმა

  • 16. 
    1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-მ იაპონიის წინააღმდეგ გამოიყენა "მსუქანი კაცი" და "პატარა ბავშვი", რომლებიც წარმოადგენდა :
    • A. 

      კომტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს

    • B. 

      მომწამლავ გაზს

    • C. 

      სწრაფმავალ ტანკებს

    • D. 

      ატომურ ბომბებს

  • 17. 
    რომელია წყვილშია ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი არმია ჰყავს და რომელიც ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავს შეიარაღებაზე ? 
    • A. 

      აშშ-აშშ

    • B. 

      ჩინეთი-დიდი ბრიტანეთი

    • C. 

      ჩინეთი-აშშ

    • D. 

      დიდი ბრიტანეთი-ჩრდილოეთ კორეა

  • 18. 
    რა ჰქვია სურათზე გამოსახულ, ქ. არლინგტონში (ვირჯინიის შტატი) მდებარე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობას ?
    • A. 

      პენტაგონი

    • B. 

      პენტაგრამა

    • C. 

      პედიმენტი

    • D. 

      პენეპლენი

  • 19. 
    რომელი რეგიონის ქვეყნები შედიან გლობალური მშვიდობის ინდექსის პირველ ათეულში ?
    • A. 

      ოკეანეთის ქვეყნები

    • B. 

      სამხრეთ-აღმოსახლეთ აზიის ქვეყნები

    • C. 

      სკანდინავიის ქვეყნები

    • D. 

      მაღრიბის ქვეყნები

  • 20. 
    დაპირისპირება საფრანგეთსა და გერმანიას შორის ელზასისა და ლოტარინგიისთვის არის :
    • A. 

      ტერიტორიული კონფლიქტის მაგალითი

    • B. 

      იდეოლოგიური კონფლიქტის მაგალითი

    • C. 

      რელიგიური კონფლიქტის მაგალითი

    • D. 

      ტერორისტული კონფლიქტის მაგალითი

  • 21. 
    ბიდონვილებს ბრაზილიის დიდ ქალაქებში ჰქვიათ :
    • A. 

      კარიოკები

    • B. 

      ბარაკები

    • C. 

      ქოხმახები

    • D. 

      ფაველები

  • 22. 
    კლანური დაპირისპირებები, ტომთაშორისი კონფლიქტები და ანგარიშსწორებები ტრაიბალიზმის სახელითაა ცნობილი. რომელ თანამედროვე რეგიონში ვლინდება ტრაიბალიზმი ყველაზე მძაფრად ?
    • A. 

      აფრიკის

    • B. 

      ავსტრალია-ოკეანეთის

    • C. 

      სამხრეთ ამერიკის

    • D. 

      სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის

  • 23. 
    რატომ უწოდეს ბუზ ცეცეს "აფრიკის წყევლა" ?
    • A. 

      მალარიის გადამტანია

    • B. 

      გადამტანია ტრიპანოსომოზის და ხელს უშლის მეცხოველეობას

    • C. 

      შიდსის გადამტანია და ხელს უშლის მეცხოველეობას

    • D. 

      დიდი ზომისაა და შხამიანია, თავს ესხმის ადამიანებს

  • 24. 
    გასული საუკუნის 60-70 წლებში შრომითი მიგრანტების მიგრაცია მიმართული იყო :
    • A. 

      სამხრეთ-დასავლეთ აზიის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები

    • B. 

      აშშ-სა და კანადაში

    • C. 

      ავსტრალიაში

    • D. 

      გერმანიის, საფრანგეთის და გაერთიანებული სამეფოში

  • 25. 
    სადაური კომპანის ლოგოა გამოსახული სურათზე ?
    • A. 

      კანადური

    • B. 

      ბრიტანული

    • C. 

      ამერიკული

    • D. 

      გერმანული

Back to Top Back to top