მოდით ვითამაშოთ ეს ჰისტირის ვიქტორინა

20 Vrae | Total Attempts: 819403

SettingsSettingsSettings
Please wait...
მოდით ვითამაშოთ ეს ჰისტირის ვიქტორინა

WWW.EXAM.GE  მოცემული ტესტები ეკუთვნის www.exam.ge-ს.


Questions and Answers
  • 1. 
    ჩამოთვლილი სარდლებიდან რომელმა მოიწამლა თავი რომ მტერს ტყვედ არ ჩავარდნოდა?
    • A. 

      ატილამ

    • B. 

      სალადინმა

    • C. 

      პომპეუსმა

    • D. 

      ჰანიბალმა

  • 2. 
    შავი ზღვის რომელ სანაპიროზე მდებარეობს დიოსკურია?
    • A. 

      სამხრეთ

    • B. 

      ჩრდილოეთ

    • C. 

      აღმოსავლეთ

    • D. 

      დასავლეთ

  • 3. 
    რომელი ციხე აიღეს აჯანყებულმა პარიზელებმა 1789 წლის 14 ივლისს?
    • A. 

      ლა–როშელის

    • B. 

      იფის

    • C. 

      ორლეანის

    • D. 

      ბასტილიის

  • 4. 
    საქართველოს დატოვების შემდეგ რომელ ქვეყანას შეაფარა თავი ვახტანგ VI-მ?
    • A. 

      საფრანგეთს

    • B. 

      რუსეთს

    • C. 

      ოსმალეთს

    • D. 

      იტალიას

  • 5. 
    რომელი სახელმწიფო ჩაერთო ყველაზე გვიან პირველ მსოფლიო ომში?
    • A. 

      აშშ

    • B. 

      საფრანგეთი

    • C. 

      ავსტრია-უნგრეთი

    • D. 

      დიდი ბრიტანეთი

  • 6. 
    არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით, ახალმა პრეზიდენტმა კონგრესს წარუდგინა და მიაღებინა ათეულობით ახალი საკანონმდებლო აქტი. უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისაგან თავის დასაღწევად შემუშავებული ახალი მეთოდი გულისხმობდა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას. მთავრობას უნდა მოეწესრიგებინა ეკონომიკური ურთიერთობანი მწარმოებლებსა და რიგით მოქალაქეებს შორის.  რა ეწოდა აღნიშნულ ეკონომიკურ მეთოდს ისტორიაში? 
    • A. 

      ახალი სტილი

    • B. 

      მკაცრი მეთოდი

    • C. 

      ახალი კურსი

    • D. 

      მაგარი ხელი

  • 7. 
    რა იქცა კომუნისტური და კაპიტალისტური სამყაროს გამყოფ სიმბოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ? 
    • A. 

      ბერლინის კედელი

    • B. 

      მანერჰეიმის ხაზი

    • C. 

      კრემლის კედელი

    • D. 

      მაჟინოს ხაზი

  • 8. 
    რომელ სახელმწიფოს განაგებდა მეფე მენუა? 
    • A. 

      ასურეთს

    • B. 

      ფინიკიას

    • C. 

      ურარტუს

    • D. 

      ეგვიპტეს

  • 9. 
    რომელი პოლიტიკური ერთეული არ ჩამოყალიბებულა VIII-IX  საუკუნეების მიჯნაზე? 
    • A. 

      კახეთის საქორეპისკოპოსო

    • B. 

      ტაო-კლარჯეთის სამთავრო

    • C. 

      იმერეთის სამეფო

    • D. 

      აფხაზეთის სამეფო

  • 10. 
    რამ განაპირობა, სხვა მიზეზებთან ერთად, ჯვაროსნული ლაშქრობის  დაწყება? 
    • A. 

      ბიზანტიის იმპერიის განადგურებამ

    • B. 

      ასწლიანი ომის დამთავრებამ

    • C. 

      დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა

    • D. 

      მუსლიმთა მიერ იერუსალიმის ფლობამ

  • 11. 
    რა ფაქტი მიუთითებს IV საუკუნის 20–იანი წლებისათვის დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე?
    • A. 

      ნიკეის კრებაზე ბიჭვინთის ეპისკოპოსის დასწრება.

    • B. 

      ნიკეის საპატრიარქოს შემადგენლობაში ბიჭვინთის საეპისკოპოსოს ყოფნა.

    • C. 

      ქალკედონის კრებაზე ფაზისის მიტროპოლიტის დასწრება.

    • D. 

      ანტიოქიის საპატრიარქოს შემადგენლობაში ბიჭვინთის საეპისკოპოსოს ყოფნა.

  • 12. 
    რომელი სახელმწიფოს მეფე იყო ტიგლათფილესერ I ?
    • A. 

      ურარტუს

    • B. 

      ხეთების

    • C. 

      ასურეთის

    • D. 

      მითანის

  • 13. 
    რომელ ძველ ბერძენ გეოგრაფს/სწავლულს ეკუთვნის ცნობა ქართლის სამეფოს მოსახლეობის სოციალური შემადგენლობის შესახებ?
    • A. 

      ჰეროდოტეს

    • B. 

      პოლიბიოსს

    • C. 

      თუკიდიდეს

    • D. 

      სტრაბონს

  • 14. 
    ვინ იყო მირიან მეფის თანამედროვე რომის იმპერატორი?
    • A. 

      ტრაიანე

    • B. 

      ადრიანე

    • C. 

      თეოდოსიუსი

    • D. 

      კონსტანტინე

  • 15. 
    რომელმა მეფემ დააარსა ქალაქი არტანუჯი, რომელიც აშოტ ბაგრატიონმა აღადგინა და თავის რეზიდენციად აქცია?
    • A. 

      ფარნავაზმა

    • B. 

      ვახტანგ გორგასალმა

    • C. 

      ფარსმალ ქველმა

    • D. 

      გურგენმა

  • 16. 
    რომელი სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს VI საუკუნეში ლაზიკის ტერიტორიაზე "დიდი ომიანობის" დროს?
    • A. 

      ბიზანტია და სასანიანთა სახელმწიფო

    • B. 

      რომის იმპერია და პართია

    • C. 

      ბიზანტია და აქემენიდების იმპერია

    • D. 

      რომის იმპერია და სეფიანთა ირანი

  • 17. 
    რომელი სახელმწიფოს მეფე იყო ქსერქსე?
    • A. 

      ასურეთის

    • B. 

      ურარტუს

    • C. 

      მითანის

    • D. 

      სპარსეთის

  • 18. 
    სტრაბონის ცნობის მიხედვით,  ვინ შედიოდა ქართლის სამეფოს მოსახლეობის მეორე გვარში?
    • A. 

      საფეწულები

    • B. 

      ქურუმები

    • C. 

      მხედრები

    • D. 

      ვაჭრები

  • 19. 
    რომელი დინასტია იდგა ირანის სახელმწიფოს სათავეში III-VII საუკუნეებში?
    • A. 

      აქემენიანები

    • B. 

      სასანიანები

    • C. 

      სეფიანები

    • D. 

      ყაჯარები

  • 20. 
    საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო.
    • A. 

      მიხეილ სააკაშვილი

    • B. 

      ზვიად გამსახურდია

    • C. 

      ედუარდ შევარდნაძე

    • D. 

      ასლან აბაშიძე

Back to Top Back to top