იმუნოლოგია (II) სავარჯიშო - 2

20 Questions | Total Attempts: 292

SettingsSettingsSettings
Please wait...
იმუნოლოგია (II) სავარჯიშო - 2

GOOD LUCK!


Questions and Answers
  • 1. 
    რომელია სწორი
    • A. 

      ვირუსს აუტოიმუნური დაავადების პროვოცირება შეუძლია

    • B. 

      გენეტიკური ფაქტორი აუტოიმუნური დაავადების განვითარებაში არ მონაწილეობს

    • C. 

      ყველა პასუხი სწორია

    • D. 

      აუტოიმუნური დაავადების პათოგენეზში დაუყოვნებელი ტიპის ზემგრძნობელობის რეაქციები მონაწილეობს

  • 2. 
    იმუნური კომპლექსებით განპირობებული დაავადებაა:
    • A. 

      რევმატოიდული ართრიტი

    • B. 

      ავთვისებიანი მიასთენია

    • C. 

      გაფანტული სკლეროზი

    • D. 

      გუდპასჩერის სინდრომი

  • 3. 
    ზოგიერთი ნივთიერება იქვევს კონტაქტურ ზემგრძნობელობას. იმუნურ პასუხში მონაწილე რომელი კომპონენტები იქვევს ამ რეაქციის გამოვლინებას?
    • A. 

      CD4+Th და CD8+ ციტოტოქსიური უჯრედები

    • B. 

      Th უჯრედები და igE ანტისხეულები

    • C. 

      კომპლემენტი და მისი გააქტიურების შედეგად მოზიდული ლეიკოციტები

    • D. 

      სისხლძარღვთა კედლებში ჩალაგებული იმუნური კომპლექსები

  • 4. 
    რომელი დებულებაა სწორი, ძვლის ტვინის გადანერგვის დროს 
    • A. 

      ვითარდება დაავადება ტრანსპლანტატი მასპინძლის წინაღმდეგ

    • B. 

      ვიტარდება დაავადება მასპინძელი ტრანსპლანტატის წინააღმდეგ

    • C. 

      უმჯობესია არამონათესავე დონორის გამოყენება

    • D. 

      არც ერთი დებულება არაა სწორი

  • 5. 
    არტიუსის რეაქციის შესახებ რომელი დებულებაა ყველაზე მართებული?
    • A. 

      დაზიანების უბანში მიცუნცულდებიან და გროვდებიან ნეიტროფილები და თრომბოციტები

    • B. 

      ვითარდება უჯრედის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგოდ

    • C. 

      ეს არის ადამიანებში ყველაზე მეტად გავრცელებული ზემგრძნობელობის II ტიპის რეაქცია

    • D. 

      სისხლძარღვების სისტემური დაზიანებაა, რასაც igE ანტისხეულები იწვევენ

  • 6. 
    რომელია სწორი 
    • A. 

      პოხიერი უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთების განვითარებაში

    • B. 

      ყველა პასუხი სწორია

    • C. 

      პოხიერი უჯრედების გრანულები უჯრედის ლიზისის შედეგად გამოთავისუფლდება

    • D. 

      პოხიერი უჯრედები ცირკულირებენ სისხლში

  • 7. 
    რომელია სწორი 
    • A. 

      სიმსივნესპეციფიკური ტრანსპლანტაციური ანტიგენები სხვადასხვა ჰისტოლოგიური ტიპის სიმსივნისთვის განსხვავებულია მაშნაც კი, როცა ისინი ერთი და იგივე კანცეროგენით გამოიწვევა

    • B. 

      სიმსივნის დროს არ ვითარდება იმუნური პასუხი

    • C. 

      სიმსივნურ ანტიგენებს იმუნური სისტემა ვერ შეიცნობს

    • D. 

      სიმსივნესპეციფიკური ტრანსპლანტაციური ანტიგენები ერთი და იგივე კანცეროგენის გამოყენების შემთხვევაში ყოველთვის ერთნაირია

  • 8. 
    ტრანსპლანტატს, რომელიც აღებულია სხვა სახეობის ინდივიდიდან ეწოდება
    • A. 

      იზოტრანსპლანტატი

    • B. 

      აუტოტრანსპლანტატი

    • C. 

      ალოტრანსპლანტატი

    • D. 

      ქსენოტრანსპლანტატი

  • 9. 
    თუ T–უჯრედების  მომწიფების პროცესშ არ მოხდება ნეგატიური სელექცია, შესაძლებელია განვითარდეს
    • A. 

      აუტოიმუნური დაავადება

    • B. 

      ტოლერანტობა აუტოანტიგენების მიმართ

    • C. 

      ჰიპოგამაგლობულინემია

    • D. 

      ეგზოგენური ანტიგენების საპასუხოდ განვითარებული I ტიპის ზემგრძნობელობის რეაქცია

  • 10. 
    შენელებული ტიპის ზემგრძნობელობის რეაქციები განაპირობებს
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      ტუბერკულინის რეაქციას

    • C. 

      ღვიძლის ტრანსპლანტატის მოცილებას

    • D. 

      ჩუტყვავილას საწინააღმდეგო იმუნიტეტს

  • 11. 
    რომელია არასწორი?
    • A. 

      დი ჯორჯის სინდრომისთვის დამახასიათებელია B–უჯრედული დეფიციტი

    • B. 

      დი ჯორჯის სინდრომისთვის დამახასიათებელია კარდიალური ანომალიები

    • C. 

      დი ჯორჯის სინდრომისთვის დამახასიათებელია სახის დისმორფიზმი

    • D. 

      დი–ჯორჯის სინდრომის მძმე ფორმით დაავადებული პაციენტი იცილებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტატს

  • 12. 
    B- უჯრედის მომწიფების გენეტიკური დეფექტისთვის დამახასიათებელია 
    • A. 

      მეორად ლიმფურ ორგანოებში ფოლიკულების არარსებობა

    • B. 

      თიმუსის განუვითარებლობა

    • C. 

      გადიდებული ტონზილები

    • D. 

      ჰიპოუჯრედული ძვლის ტვინი

  • 13. 
    შრატისმიერი დაავადებისთის დამახასიათებელია
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      იმუნური კომპლექსებით კომპლემენტის გააქტიურება

    • C. 

      გრანულომის წარმოქმნა

    • D. 

      პოხიერი უჯრედების დეგრანულაცია

  • 14. 
    განმეორებითი სინუსიტების, ბრონქიტების მიზეზი შეიძლება იყოს
    • A. 

      IgA–ის სელექტიური დეფიციტი

    • B. 

      შიდსი

    • C. 

      თიმუსის აპლაზია

    • D. 

      CD8+T უჯრედების შერჩევითი იმუნოდეფიციტი

  • 15. 
    მასპინძელი უჯრედის რომელ მემბრანულ სტრუქტურას ემაგრება აივი ?
    • A. 

      CD4+ რეცეპტორებს

    • B. 

      რიბოსომებს

    • C. 

      ბირთვის ფორებს

    • D. 

      იონურ არხებს

  • 16. 
    რომელია სწორი
    • A. 

      ვირუსის ნეიტრალიზაციას სპეციფიკური ანტისხეულები უზრუნველყოფენ

    • B. 

      MHC II - კლასის მოლეკულები ენდოგენურ პეპტიდებს წარმოადგენენ

    • C. 

      კომპლემენტის სისტემა ბაქტერიის საწინააღმდეგო დაცვაში არ მონაწილეობს

    • D. 

      ფაგოციტები ვირუსის ნეიტრალიზაციას განაპირობებენ

  • 17. 
    კუნთების სისუსტე გამოწვეულია ანტისხეულით, რომელიც გამომუშავებულია
    • A. 

      აცეტილქოლინის რეცეპტორის საწინააღმდეგოდ

    • B. 

      პერიფერიული ნერვის საწინააღმდეგოდ

    • C. 

      მიელინის საწინააღმდეგოდ

    • D. 

      მიოზინის საწინააღმდეგოდ

  • 18. 
    რომელია მცდარი. გამა–ინტერფერონი:
    • A. 

      გამომუშავდება ვირუსინფიცირებული ფიბრობლასტებისა და ლეიკოციტების მიერ

    • B. 

      გამომუშავდება ანტიგენით ან მიტოგენით გააქტიურებული T–ლიმფოციტის მიერ

    • C. 

      ააქტიურებს მაკროფაგებსა და ბუნებრივ ქილერებს

    • D. 

      Th1 გზის მთავარი ციტოკინია

  • 19. 
    რეციპიენტს თირკმელი გადაენერგა მხოლოდ HLA ტიპირების მიხედვით შერჩეული დონორიდან. რამდენიმე თვეში განვითარდა თირკმლის მოცილება. ოპერაციის დროს ექიმებს ტექნიკური შეცდომა არ დაუშვიათ . მოცილების ერთ–ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს:
    • A. 

      შეუთავსებლობა, რომელიც გამოვლინდება შერეული ლიმფოციტური რეაქციების საშუალებით

    • B. 

      ტრანსპლანტატის სისხლით მომარაგების უკმარისობა

    • C. 

      რეციპიენტი ვისკოტ–ოლდრიჩის სინდრომით იყო ავად

    • D. 

      რეციპიენტში გამომუშავდა მაბლოკირებელი ანტისხეულები

  • 20. 
    დაავადება ფერმერის ფილტვები გამოწვეულია
    • A. 

      იმუნური კომპლექსებით

    • B. 

      T–უჯრედებით

    • C. 

      IgE მოლეკულებით

    • D. 

      ფერმაში ხანგრძლივად მუშაობით

Back to Top Back to top