იმუნოლოგია (II) სავარჯიშო - 5

20 Questions | Total Attempts: 188

SettingsSettingsSettings
Please wait...
იმუნოლოგია (II) სავარჯიშო - 5

GOOD LUCK!


Questions and Answers
  • 1. 
    სისტემური წითელი მგლურა (Lupus erythematosus)
    • A. 

      მრავალი სიმპტომით ხასიათდება და ამ დროს მრავალი ორგანო ზიანდება

    • B. 

      ხასიათდება თიროიდული ჯირკვლის მიმართ სპეციფიკური ანტისხეულების წარმოქმნით

    • C. 

      არის T–უჯრედული აუტოიმუნური დაავადების კლასიკური მაგალითი

    • D. 

      აზიანებს მხოლოდ კანის ეპითელურ უჯრედებს

  • 2. 
    ტუბერკულოზის მიმართ რეზისტენტობის მთავარი მექანიზმი განპირობებულია
    • A. 

      შენელებული ზემგრძნობელობის რეაქციით

    • B. 

      პოლიმორფულბირთვიანი ლეიკოციტების მასობრივი პროლიფერაციით

    • C. 

      ანტისხეულების სინთეზით

    • D. 

      T-სუპრესორების გააქტიურებით

  • 3. 
    სპეციფიკური ანტისხეულების არარსებობის შემთხვევაში, ფაგოციტები ეფექტურ დაცვას განაპირობებენ
    • A. 

      ფაგოციტებთან მყარად დაკავშრებული ბაქტერიების წინააღმდეგ

    • B. 

      ჭიების წინააღმდეგ

    • C. 

      სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ

    • D. 

      ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ეგზოტოქსინების წინააღმდეგ

  • 4. 
    განმეორებითი სინუსიტების, ბრონქიტების მიზეზი შეიძლება გახდეს:
    • A. 

      IgA–სელექტიური დეფიციტი

    • B. 

      CD8+T უჯრედების შერჩევითი იმუნოდეფიციტი

    • C. 

      შიდსი

    • D. 

      თიმუსის აპლაზია

  • 5. 
    რომელია სწორი
    • A. 

      აუტოიმუნურ დაავადებათა დიდი ნაწილი გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთდროული ზემოქმედებით

    • B. 

      აუტოიმუნურ დაავადებას ყოველთვის ერთი გენის დეფექტი იწვევს

    • C. 

      აუტოიმუნურ დაავადებას ცნობილი ინფექციური აგენტი იწვევს

    • D. 

      B-უჯრედების დეფიციტის დროს ყოველთვის ვითარდება აუტოიმუნური დაავადება

  • 6. 
    გამოცდილმა სპეციალისტებმა  ბატონ ვახტანგს, ატომურ სადგურზე მუშაობის დაწყებამდე, საკუთარი ძვლის ტვინის გასაყინად ჩაბარება ურჩეს, რა იცი რაში დაგჭირდეს, რა შავი დღე დაგიდგესო. თავდაპირველად  ბატონი  ვახტანგი ყოყმანობდა, თურმე ამბობდა: არამც და არამც!!! მე ძვლის ტვინს არ ჩავაბარებო!!! ჩემი ძვლის ტვინი ჩემთან უდნა იყოსო!!!  შემდეგ კი ექიმებმა აუხსნეს: საჭიროების შემთხვევაში ძვლის ტვინის გადანერგვა თუ დაგჭირდა, საკუთარი ძვლის ტვინი გექნება და ყველა შემთხვევაში განიკურნებიო. როგორ შეაფასებდით ექიმების რჩევას, შეესაბამება თუ არა მათი ნათქვამი სიმართლეს? 
    • A. 

      ნამდვილად გამოცდილი ექიმები არიან, მათი ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება – ბატონი ვახტანგი განკურნება

    • B. 

      არ არიან გამოცდილი ექიმები, საკუთარი ძვლის ტვინის გადანერგვას შეიძლება მოჰყვეს ბაქტერიული ინფექციების რეციდივები

    • C. 

      არ არიან გამოცდილი ექიმები, საკუთარი ძვლის ტვინის გადანერგვას შეიძლება მოჰყვეს უჯრედული იმუნიტეტის დეფიციტით განპირობებული სოკოვანი ინფექციები

    • D. 

      არ არიან გამოცდილი ექიმები, საკუთარი ძვლის ტვინის გადანერგვას შეიძლება მოჰყვეს ანტისხეულების წარმოქმნა მხოლოდ თიმუსდამოუკიდებული ანტიგენების მიმართ

  • 7. 
    რომელია სწორი, ზემგრძნობელობის II ტიპის შესახებ?
    • A. 

      მას ციტოტოქსიკური რეაქციები განაპირობებს

    • B. 

      ის კომპლემენტ–დამოკიდებულია

    • C. 

      მასში არ მონაწილეობს NK უჯრედები

    • D. 

      ის ანტისხეულ–დამოუკიდებულია

  • 8. 
    იმუნოგლობულინების კლასების შესახებ რომელი დებულებაა სწორი 
    • A. 

      IgA ნანახია სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეტებში

    • B. 

      IgG ვერ გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს

    • C. 

      IgE პოხიერი უჯრედებისა და ბაზოფილების გააქტიურებით, ზემგრძნობელობის IIტიპის რეაქციებს განაპირობებს

    • D. 

      IgM–ს კომპლემენტის გააქტიურება არ შეუძლია

  • 9. 
    ქვემოთ  ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულება აღწერს ალერგიულ ადამიანებში პოხიერი უჯრედების გააქტიურების მექანიზმს?
    • A. 

      IgE უკავშრდება პოხიერი უჯრედების ზედაპირზე არსებულ Fc–რეცეპტორს. igE ანტისხეულებთან ანტიგენის ჯვარედინად დაკავშრების შედეგად პოხიერი უჯრედები აქტიურდება და გადმოისვრის გრანულების შიგთავსს, რომლებიც ანთებით მედიატორებს შეიცავს

    • B. 

      IgD ანტისხეული უკავშრდება პოხიერი უჯრედების Fabრეცეპტორებს და იწვევს გრანულების შიგთავსის გარეთ გადმოსროლას

    • C. 

      IgE ანტისხეულებთან ანტიგენის ჯვარედინად დაკავშირების შედეგად, პოხიერი უჯრედები აქტიურდება და IL2–ს და გამა–ინტერფერონს გამოჰყოფს

    • D. 

      პოხიერი უჯრედების ზედაპირზე არსებული რეცეპტორი სპეციფიკურად იკავშირებს უცხო ანტიგენს, რაც ანთებითი მედიატორების გამოყოფას იწვევს

  • 10. 
    C ჰეპატიტის ვირუსით ინფექციის დროს ჰეპატოციტების დაზიანების მთავარი მიზეზია 
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      ინფიცირებული უჯრედების განადგურება იმუნური პასუხით

    • C. 

      ვირუსის ციტოპათიური მოქმედება

    • D. 

      ვირუსის საწინააღმდეგოდ გამომუშავებული ანტისხეულები

  • 11. 
    ტრანსპლანტატის მოცილებაში მონაწილეობს
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      მეორე ტიპის ზემგრძნობელობა

    • C. 

      უჯრედული იმუნიტეტი

    • D. 

      კომპლემენტდამოკიდებული ციტოტოქსიურობა

  • 12. 
    აივით ინფიცირების დროს ფერმენტი რევერტაზა უზრუნველყოფს
    • A. 

      ვირუსული რნმ–ის დნმ–ად კონვერტაციას

    • B. 

      ვირუსული დნმ–ის რნმ–ად კონვერტაციას

    • C. 

      ცილების კონვერტაციას ვირუსულ რნმ–ად

    • D. 

      ვირუსული რნმ–ის ცართვას მასპინძლის ქრომოსომაში

  • 13. 
    რომელი კვლევების დროს აღმოაჩინეს პირველად ჰისტოშეთავსების მთავარი კომპლექსის (MHC)  მოლეკულები?
    • A. 

      ტრანსპლანტატის მოცილების შესწავლისას

    • B. 

      გარკვეულ ცილებზე იმუნური პასუხის დამემკვიდრების შესწავლისას

    • C. 

      ადამიანის გენომის სექვენირებისას

    • D. 

      დენდრიტული უჯრედების მემბრანული ცილების გაწმენდისა და სექვენირებისას

  • 14. 
    B–უჯრედულ იმუნოდეფიციტებს არ მიეკუთვნება
    • A. 

      ქრონიკული გრანულომური დაავადება

    • B. 

      მხოლოდ სპეციფიკური ანტისხეულების დეფიციტი

    • C. 

      X-გენთან შეჭიდული აგამაგლობულინემია

    • D. 

      ჩვეული გარდამავალი იმუნოდეფიციტი

  • 15. 
    რომელაი სწორი
    • A. 

      ვირუსული უკუტრანსკრიფტაზა ვირუსის რნმ–იდან დნმ–ს წარმოქმნის

    • B. 

      ვურუსული უკუტრანსკრიფტაზა მასპინძლის დნმ–ში ვირუსული გენომის ჩართვას უზრუნველყოფს

    • C. 

      Gp24 ცილა უკავშირდება CD4 ანტიგენს

    • D. 

      შიდსის დროს პერიფერიულ სისხლში CD4 უჯრედების რაოდენობა მკვეთრად ეცემა

  • 16. 
    რომელი ფერმენტი უზრუნველყოფს აივისგან დასინთეზებული დნმ–ის ჩართვას მასპინძლის უჯრედში
    • A. 

      ინტეგრაზა

    • B. 

      უკუტრანსკრიპტაზა

    • C. 

      ინტეგრაზა

    • D. 

      პროტეაზა

  • 17. 
    ახალშობილს აღმოაჩნდა igG–ს Fc–რეცეპტორის გენის მუტაცია. რომელი იმუნური ფუნქცია იქნება ყველაზე მეტად დათრგუნული ამ ახალშბილში?
    • A. 

      ფაგოციტოზი

    • B. 

      ანტისხეულის ანტიგენთან დაკავშირება

    • C. 

      ენდოთელურ უჯრედებზე ლიმფოციტების ადჰეზია

    • D. 

      T–უჯრედული იმუნური პასუხი

  • 18. 
    რომელია მცდარი
    • A. 

      დიჯორჯის სინდრომი B–უჯრედული დეფიციტით ხასიათდება

    • B. 

      დიჯორჯის სინდრომის მძმე ფორმით დაავადებული ადამიანი იცილებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტატს

    • C. 

      დიჯორჯის სინდრომისთვის დამახასიათებელია სახის დისმორფიზმი

    • D. 

      დიჯორჯის სინდრომისთვის დამახასიათებელია კარდიალური ანომალიები

  • 19. 
    რომელი იმუნოდეფიციტის დოროს ვლინდება კლინიკურად ყურისა და კანის განმეორებითი ინფექციები, პნევმონია, ვირუსული ინფექციები,. პერიფერიულ სისხლშ არ არის მწიფე T და B უჯრედები
    • A. 

      ბრუტონის (X–გენთან შეჭიდული) აგამაგლობულინემია

    • B. 

      ახალშობილტა გარდამავალი აგამაგლობულინემია

    • C. 

      მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტი

    • D. 

      ბრუნეტის (X–გენთან შეჭიდული) აგამაგლობულინემია

  • 20. 
    რომელი დებულებაა სწორი igE–ს ბიოლოგიურ თვისებებთან მიმართებაში
    • A. 

      IgE–ს, იმუნოგლობულინების სხვა კლასებთან შედარებით, ყველაზე მოკლე ნახევარდაშლის პერიოდი აქვს . igE–ს ციტოფილურ ანტისხეულებს უწოდებენ

    • B. 

      ის ეფექტურად იკავშრებს კომპლემენტს

    • C. 

      მას შეუძლია ანტიგენების აგლუტინაცია გამოიწვიოს

    • D. 

      შრატში მოცირკულირე igE–ს დაბალი კონცენტრაციის მიზეზი T–უჯრედების Fc–ფრაგმენტებთან მისი დაკავშირებაა

Back to Top Back to top