იმუნოლოგია (II) – სავარჯიშო 7

20 Questions | Total Attempts: 157

SettingsSettingsSettings
Please wait...
Color Quizzes & Trivia

GOOD LUCK!


Questions and Answers
  • 1. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელ უჯრედს უკავშრდება ანტისხეულის ერთ–ერთი იზოტიპი (igE) ალერგიული რეაქციების დროს
    • A. 

      პოხიერ უჯრედს

    • B. 

      NK–უჯრედს

    • C. 

      B–ლიმფოციტს

    • D. 

      მაკროფაგს

  • 2. 
    ანტისხეულის რომელი იზოტიპია პასუხისმგებელი დიდი რაოდენობით ჰისტამინის გამოთავისუფლებაზე, რაც იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას?
    • A. 

      IgE

    • B. 

      IgD

    • C. 

      IgG

    • D. 

      IgM

  • 3. 
    T–უჯრედული იმუნური პასუხის შედეგად შეიძლება განვითარდეს 
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      გრანულომა

    • C. 

      გულის ტრანსპლანტატის მოცილება

    • D. 

      ეგზემა რეზინთან ხანგრძლივი კონტაქტის ადგილზე

  • 4. 
    გამა–ინტერფერონს წარმოქმნის
    • A. 

      ანტიგენით ან მიტოგენით გააქტიურებული T–ლიმფოციტი

    • B. 

      ფიბრობლასტი

    • C. 

      ლეიკოციტი

    • D. 

      მაკროფაგი

  • 5. 
    დი–ჯორჯის სინდრომით დაავადებულ პაციენტს უნარი აქვს
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      მოიცილოს ძვლის ტვინის ტრანსპლანტატი

    • C. 

      ებრძოლოს უჯრედშიდა პარაზიტებს

    • D. 

      წარმოქმნას ანტისხეულები T–დამოკიდებული ანტიგენების მიმართ

  • 6. 
    უჯრედული იმუნიტეტი არ განაპირობებს
    • A. 

      შრატისმიერ დაავადებას

    • B. 

      ტუბერკულინის საწინააღმდეგო იმუნიტეტს

    • C. 

      ჩუტყვავილას საწინააღმდეგო იმუნიტეტს

    • D. 

      ღვიძლის ტრანსპლანტატის მოცილებას

  • 7. 
    იმუნური კომპლექსებით განპირობებული დაავადებაა
    • A. 

      გუდპასჩერის სინდრომი

    • B. 

      სისტემური წითელი მგლურა

    • C. 

      ყველა პასუხი მცდარია

    • D. 

      გრეივსის დაავადება

  • 8. 
    ტრანსპლანტატს, რომელიც აღებულია იგივე სახეობის, მაგრამ გენეტიკურად განსხვავებული ინდივიდისგან, ეწოდება
    • A. 

      ალოტრანსპლანტატი

    • B. 

      ქსენოტრანსპლანტატი

    • C. 

      იზოტრანსპლანტატი

    • D. 

      აუტოტრანსპლანტატი

  • 9. 
    აუტოიმუნური პროცესების პროვოცირება შეუძლია
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      ვირუსს

    • C. 

      წამალს

    • D. 

      ტრავმას

  • 10. 
    აუტოიმუნური დაავადებების დიდი ნაწილი გამოწვეულია
    • A. 

      გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლივი მოქმედებით

    • B. 

      ერთი გენის დეფექტით

    • C. 

      ცნობილი ინფექციური აგენტით

    • D. 

      B-უჯრედების დეფექტით

  • 11. 
    ქიმიური ნაერთებით გამოწვეულ სიმსივნეებს აქვთ სიმსივნესპეციფიკური ტრანსპლანტაციური ანტიგენები, რომლებიც
    • A. 

      სხვადასხვა ჰისტოლოგიური ტიპის სიმსივნისათვის განსხვავებულია, მაშნაც კი, როდესაც ისინი ერთი და იმავე კანცეროგენით გამოიწვევა

    • B. 

      ერთი და იგივე კანცეროგენის გამოყენების შემთხვევაში ყოველთვის ერთნაირია

    • C. 

      ძალიან ძლიერი იმუნოგენია

    • D. 

      არ იწვევს იმუნურ პასუხს

  • 12. 
    ოფსონიზირებული ბაქტერია ფაგოციტის მიერ უფრო ადვილად შთაინთქმება, ვიდრე არაოფსონიზირებული, რადგან
    • A. 

      ფაგოციტების ზედაპირზე არის რეცეპტორები ანტისხეულების Fc–ფრაგმენტისთვის

    • B. 

      ოფსონინი ინელებს უჯრედის კედლის კომპონენტებს

    • C. 

      ოფსონინი იწვევს ლიზოსომური ფერმენტების ინდუცირებას

    • D. 

      ოფსონინი აცილებს კაფსულას

  • 13. 
    ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მექანიზმი  არ მონაწილეობს ანტიბაქტერიულ იმუნურ პასუხში
    • A. 

      ციტოტოქსიური T–უჯრედებით განპირობებული ბაქტერიოლიზისი

    • B. 

      ანტისხეულებით ტოქსინების ნეიტრალიზაცია

    • C. 

      ანტისხეულთა და კომპლემენტით განპირობებული ოპსონიზაცია

    • D. 

      კომპლემენტით განპირობებული ბაქტერიოლიზისი

  • 14. 
    ვირუსებით გამოწვეული ინფექციური პროცესის შეჩერება შეუძლია
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      ვირუსის გარსზე ექსპრესირებული გლიკოპროტეინის საწნააღმდეგო ანტისხეულებს

    • C. 

      ვირუსის ნუკლეინის მჟავას საწინააღმდეგო ანტისხეულებს

    • D. 

      ვირუსის გულის ცილების საწინააღმდეგო ანტისხეულებს

  • 15. 
    დაუყოვნებელი ტიპის კანის ზემგრძნობელობის რეაქცია
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      ვითარდება, ჩვეულებრივ, 15 წუთში

    • C. 

      გამოვლინდება ანტებითი ჰიპერემიის სახით რაც გამოწვეულია ვაზოდილატაციით

    • D. 

      გამოწვეულია პოხიერი უჯრედების გრანულების შიგთავსის გადმოსროლით

  • 16. 
    იდენტური ტყუპის ცალის ტრანსპლანტატი 
    • A. 

      იმუნოსუპრესიის გარეშეც არ მოცილდება

    • B. 

      მწვავე მოცილების ობიექტია

    • C. 

      ზემწვავე მოცილების ობიექტია

    • D. 

      თუ თირკმელია მოცილება არ მოხდება, კანის შემთხვევაში კი მოცილდება

  • 17. 
    რომელია მცდარი. გამა–ინტერფერონი:
    • A. 

      გამომუშავდება ვირუსინფიცირებული ფიბრობლასტებისა და ლეიკოციტების მიერ

    • B. 

      გამომუშავდება ანტიგენით ან მიტოგენით გააქტიურებული T–ლიმფოციტის მიერ

    • C. 

      ააქტიურებს მაკროფაგებსა და ბუნებრივ ქილერებს

    • D. 

      Th1 გზის მთავარი ციტოკინია

  • 18. 
    დიდი რაოდენობით ჰისტამინის გამოთავისუფლებას იწვევს
    • A. 

      სენსიბილიზებულ პოხიერ უჯრედთან ალერგენის დაკავშირება

    • B. 

      ანტისხეულდამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიურობა

    • C. 

      IgD–ს მიერ ალერგენის გააქტიურება

    • D. 

      IgG–ს მიერ კომპლემენტის გააქტიურება

  • 19. 
    ვისკოტ–ოლდრიჩის სინდრომს ახასიათებს 
    • A. 

      იმუნოდეფიციტი და თრომბოციტოპენია

    • B. 

      ყველა პასუხი სწორია

    • C. 

      სახის დისმორფიზმი

    • D. 

      თიმუსის განუვითარებლობა

  • 20. 
    რომელია სწორი
    • A. 

      ვირუსის ნეიტრალიზაციას სპეციფიკური ანტისხეულები უზრუნველყოფენ

    • B. 

      MHC II - კლასის მოლეკულები ენდოგენურ პეპტიდებს წარმოადგენენ

    • C. 

      კომპლემენტის სისტემა ბაქტერიის საწინააღმდეგო დაცვაში არ მონაწილეობს

    • D. 

      ფაგოციტები ვირუსის ნეიტრალიზაციას განაპირობებენ

Back to Top Back to top