იმუნოლოგია (სავარჯიშო – 1)

20 | Total Attempts: 401

SettingsSettingsSettings
Please wait...
იმუნოლოგია (სავარჯიშო – 1)

GOOD LUCK!


Questions and Answers
  • 1. 
    ატაქსია–ტელანგიექტაზიისთვის დამახასიათებელია:
    • A. 

      დნმ–ის რეპარაციის დარღვევა

    • B. 

      ყველა ჰასუხი სწორია

    • C. 

      MHC II მოლეკულის ექსპრესიის დაქვეითება

    • D. 

      ფაგოციტების დეფიციტი

  • 2. 
    ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კომპონენტები მონაწილეობენ შენელებული ტიპის ზემგრძნობელობის დროს კანის დადებითი რეაქციის განვითარებაში?
    • A. 

      ანტიგენი, ანტიგენ–სპეციფიური ლიმფოციტები და მაკროფაგები

    • B. 

      ანტიგენ–ანტისხეულის კომპლექსი, კომპლემენტი და ნეიტროფილები

    • C. 

      IgE–ანტისხეული, ანტიგენი და პოხიერი უჯრედები

    • D. 

      ანტიგენი, კომპლემენტი და ლიმფოკინები

  • 3. 
    B–უჯრედულ იმუნოდეფიციტებს არ მიეკუთვნება
    • A. 

      ქრონიკული გრანულომური დაავადება

    • B. 

      მხოლოდ სპეციფიკური ანტისხეულების დეფიციტი

    • C. 

      X-გენთან შეჭიდული აგამაგლობულინემია

    • D. 

      ჩვეული გარდამავალი იმუნოდეფიციტი

  • 4. 
    ალოტრანსპლანტატი
    • A. 

      აუცილებლად მოსცილდება იმუნოსუპრესიის გარეშე

    • B. 

      იმუნოსუპრესიის გარშეც არ მოსცილდება

    • C. 

      მწვავე მოცილებას არ ექვემდებარება

    • D. 

      თუ თირკმელია მოცილება არ მოხდება, კანი კი აუცილებლად მოსცილდება

  • 5. 
    AB ჯგუფის სისხლის მქონე დონორიდან ტრანსფუზიის რეაქციის გამოწვევის გარეშე რეციპიენტისთვის სისხლის გადასხმა შეიძლება, თუ რეციპიენტს აქვს:
    • A. 

      AB ჯგუფის სისხლი

    • B. 

      B ჯგუფის სისხლი

    • C. 

      A ჯგუფის სისხლი

    • D. 

      0 ჯგუფის სისხლი

  • 6. 
    რომელია სწორი, ზემგრძნობელობის II ტიპის შესახებ?
    • A. 

      მას ციტოტოქსიკური რეაქციები განაპირობებს

    • B. 

      ის კომპლემენტ–დამოკიდებულია

    • C. 

      მასში არ მონაწილეობს NK უჯრედები

    • D. 

      ის ანტისხეულ–დამოუკიდებულია

  • 7. 
    რევმატიული ცხელების დროს რა განაპირობებს სახსრებისა და თირკმელების ერთდროულ დაზიანებას?
    • A. 

      იმუნური კომპლექსების ჩალაგება

    • B. 

      პოხიერი უჯრედები

    • C. 

      ანტისხეულდამოკიდებული უჯრედული ციტოტოქსიურობა

    • D. 

      დაყოვნებული ტიპის ზემგრძნობელობა

  • 8. 
    იმუნური კომპლექსებით გამოწვეული გლომერულონეფრიტის დროს დაზიანებას იწვევს
    • A. 

      კომპლემენტი და ნეიტროფილები

    • B. 

      IgE–ანტისხეულები

    • C. 

      NK–უჯრედები და T–ციტოტოქსიური ლიმფოციტები

    • D. 

      ერითროციტები და კომპლემენტი

  • 9. 
    ქრონიკული გრანულომური დაავადებისთვის დამახასიათებელია:
    • A. 

      მიკრობოციდული ნივთიერებების (წყალბადის ზეჟანგისა და სუპეროქსიდრადიკალების) დეფიციტი

    • B. 

      მიკრობის ფაგოციტთან დაკავშირების დეფექტი

    • C. 

      მიკრობთა შთანთქმის დეფექტი

    • D. 

      Cb რეცეპტორების დეფიციტი

  • 10. 
    რა სახის იმუნოდეფიციტი შეიძლება ჰქონდეს პაციენტს, თუ ორგანიზმი მაღალმგრძნობიარეა უჯრედგარეთა მიკრობებით გამოწვეული ინფექციებისადმი
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      IgG–ის დეფიციტი

    • C. 

      აგამაგლობულინემია

    • D. 

      ლეიკოციტთა ადჰეზიის დეფიციტი

  • 11. 
    დაუყოვნებელი ტიპის კანის ზემგრძნობელობის რეაქცია:
    • A. 

      გამოვლინდება ანთებითი ჰიპერემიის სახით

    • B. 

      განპირობებულია კომპლემენტის გააქტიურებით

    • C. 

      გამოწვეულია გააქტიურებული მაკროფაგების მიერ გამომუშავებული ციტოკინების მოქმედებით სისხლძარღვთა კედელზე

    • D. 

      ვითარდება ჩვეულებრივ 45 წუთში

  • 12. 
    ტრანსპლანტატის მოცილებაში მონაწილეობს
    • A. 

      ყველა პასუხი სწორია

    • B. 

      მეორე ტიპის ზემგრძნობელობა

    • C. 

      უჯრედული იმუნიტეტი

    • D. 

      კომპლემენტდამოკიდებული ციტოტოქსიურობა

  • 13. 
    მიუხედავად იმისა, რომ igE სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს იწვევს, იგი აუცილებელია იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც იცავს ორგანიზმს
    • A. 

      პარაზიტული ჭიებისგან

    • B. 

      პნევმონიის გამომწვევი ბაქტერიებისგან

    • C. 

      ტუბერკულოზის მიკობაქტერიისაგან

    • D. 

      ყვავილის ვირუსისაგან

  • 14. 
    აუტოიმუნური დაავადების დროს რა შეიძლება იყოს საკუთარი კომპონენტების გამოცნობის მიზეზი?
    • A. 

      საკუთარი ანტიგენის ისეთი ცვლილება, რის შემდეგაც ის უცხოდ აღიქმება

    • B. 

      იზოლირებული ანტიგენის მიერ ბარიერის დარღვევა

    • C. 

      ინფიცირება ისეთი მიკროორგანიზმებით, რომელთაც საკუთარ ანტიგენებთან ჯვარედინად მორეაგირე ანტიგენები აქვთ

    • D. 

      ყველა პასუხი სწორია

  • 15. 
    ებშტეინ ბარის ვირუსი მასპინძლის იმუნური ზედამხედველობისგან შემდეგი გზებით იცავს თავს:
    • A. 

      თრგუნავს მის საწინააღმდეგოდ აღძრულ Th1 იმუნურ პასუხს

    • B. 

      ხელს უშლის მემბრანისკენ MHC I კლასის მოლეკულების ტრანსპორტს

    • C. 

      ხშირად ცვლის იმუნოდომინანტურ უბნებს

    • D. 

      ყველა პასუხი სწორია

  • 16. 
    50 წლის დიაბეტიან ქალს თირკმლის  გადანერგვიდან 3 სთ–ის შემდეგ აღენიშნა თირკმლის ფუნქციის სრული მოშლა. რომელი დებულებაა მართებული?
    • A. 

      პაციენტს გადანერგვამდე ჰქონდა ტრანსპლანტატის საწინააღმდეგო ანტისხეულები

    • B. 

      მოცილება მოხდა კომპლემენტის გააქტიურების გარეშე

    • C. 

      T–უჯრედებით მასობრივმა ინფილტრაციამ გამოიწვია ქსოვილის დესტრუქცია

    • D. 

      იმუნოსუპრესიული წამლების დანიშვნა აღადგენს თირკმლის ფუნქციას

  • 17. 
    ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ანადგურებს
    • A. 

      CD4+ უჯრედებს

    • B. 

      ღეროვან უჯრედებს

    • C. 

      ეოზინოფილებს

    • D. 

      B ლიმფოციტებს

  • 18. 
    იმისთვის, რომ მოხდეს კაფსულიანი ბაქტერიის ფაგოციტირება, კაფსულის ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეული უნდა დაუკავშირდეს მაკროფაგის ზედაპირზე ექსპრესირებულ:
    • A. 

      Fc რეცეპტორს

    • B. 

      MHC II მოლეკულას

    • C. 

      ანტიგენს, რომელიც კაფსულის ანტიგენის იდენტურია

    • D. 

      კომპლემენტის რეცეპტორს

  • 19. 
    რომელია სწორი
    • A. 

      რევმატოიდული ფაქტორი არის ანტისხეული, რომელიც ურთიერთქმედებს igG–ის მძმე ჯაჭვის დეტერმინანტთან

    • B. 

      რევმატოიდული ფაქტორი არის igE, რომელიც ურთიერთქმედებს igG–ის მსუბუქ ჯაჭვთან

    • C. 

      რევმატოიდული ართრიტი იმუნოდეფიციტებს მიეკუთვნება

    • D. 

      ყველა სწორია

  • 20. 
    მემბრანის შემტევი კომპლექსის კომპონენტების დეფექტის დროს ადამიანი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა
    • A. 

      Neisseria-სახეობებისადმი

    • B. 

      ვირუსებისადმი

    • C. 

      სოკოვანი ინფექციებისადმი

    • D. 

      Mycobacterium-ის სახეობებისადმი

Back to Top Back to top