Pathology(I) II თავი (21-40)

20 Questions | Total Attempts: 210

SettingsSettingsSettings
Please wait...
Pathology(I)  II თავი (21-40)

უჯრედის ადაპტაციური რეაქციები, დაზიანება, სიკვდილი GOOD LUCK! 


Questions and Answers
  • 1. 
    ბრტყელი ეპითელიუმის ცილინდრულუჯრედოვანი მეტაპლაზიის მიზეზს   მიეკუთვნება:
    • A. 

      გასტროეზოფაგეალური ინფლუქსი (BARRETT-ის ეზოფაგიტი)

    • B. 

      პანკრეასის გამომტანი სადინრების ქვები (პანკრეოლითიაზი)

    • C. 

      A ვიტამინის (რეტინოლის მჟავა) დეფიციტი

    • D. 

      სანაღვლე გზების ქვების არსებობა (ქოლელითიაზი)

    • E. 

      სანერწყვე ჯირკვლებში ქვების არსებობა (სიალოლითიაზი)

  • 2. 
     რა ეწოდება მდგომარეობას, როდესაც უჯრედის ადაპტაციური რეაქციების განვითარება შეუძლებელია?
    • A. 

      უჯრედის დაზიანება

    • B. 

      უჯრედის აპოპტოზი

    • C. 

      უჯრედის ჰიპერტროფია

    • D. 

      უჯრედის ატროფია

    • E. 

      უჯრედის ჰიპერპლაზია

  • 3. 
    უჯრედის   დაზიანების  გამომწვევ უშუალო მიზეზებს  არ მიეკუთვნება:
    • A. 

      ასაკობრივი ინვოლუცია

    • B. 

      გენეტიკური ფაქტორები

    • C. 

      ინფექციური აგენტების ზემოქმედება

    • D. 

      ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები (ტრავმა, დამწვრობა, მოყინვა, ტოქსინების ზემოქმედება

    • E. 

      ქსოვილში ჟანგბადის დეფიციტი (ჰიპოქსია)

  • 4. 
    უჯრედის  ჰიპოქსიური დაზიანების  გამომწვევი უშუალო მიზეზია:
    • A. 

      ქსოვილში ჟანგბადის დეფიციტი

    • B. 

      გენეტიკური ფაქტორები

    • C. 

      კვების დარღვევა

    • D. 

      ინფექციური აგენტების ზემოქმედება

    • E. 

      ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები (ტრავმა,დამწვრობა,მოყინვა,ტოქსინების ზემოქმედება)

  • 5. 
    უჯრედის დაზიანების გამომწვევ ფიზიკურ ფაქტორებს არ მიეკუთვნება:
    • A. 

      კვების დარღვევა

    • B. 

      ატმოსფერული წნევის უეცარი ცვალებადობა

    • C. 

      გამოსხივების ზემოქმედება

    • D. 

      მექანიკური ტრავმა

    • E. 

      მაღალი და დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება (დამწვრობა, მოყინვა)

  • 6. 
    უჯრედის დაზიანების გამომწვევ ქიმიურ ფაქტორებს არ მიეკუთვნება:
    • A. 

      ელექტრული შოკი

    • B. 

      ელექტრული შოკი

    • C. 

      ალკოჰოლი, ნარკოტიკები

    • D. 

      ტოქსიური ნივთიერებები

    • E. 

      მედიკამენტები

  • 7. 
    უჯრედის დაზიანების გამომწვევ ინფექციურ აგენტებს არ მიეკუთვნება:
    • A. 

      იმუნური კომპლექსები

    • B. 

      სოკოები

    • C. 

      პარაზიტები

    • D. 

      რიკეტსიები

    • E. 

      ვირუსები

  • 8. 
    ჰეპატოციტების შეუქცევადი დაზიანებისათვის აუცილებელია:
    • A. 

      1-2 სთ ხანგრძლივობის იშემია

    • B. 

      45 წთ ხანგრძლივობის იშემია

    • C. 

      30 წთ ხანგრძლივობის იშემია

    • D. 

      3-5 წთ ხანგრძლივობის იშემია;

  • 9. 
    მიოკარდიოციტების შეუქცევადი დაზიანებისათვის აუცილებელია:
    • A. 

      45 წთ ხანგრძლივობის იშემია

    • B. 

      1-2 სთ ხანგრძლივობის იშემია

    • C. 

      30 წთ ხანგრძლივობის იშემია

    • D. 

      3-5 წთ ხანგრძლივობის იშემია

  • 10. 
    თავის ტვინის ნეირონების შეუქცევადი დაზიანებისათვის აუცილებელია:
    • A. 

      3-5 წთ ხანგრძლივობის იშემია

    • B. 

      45 წთ ხანგრძლივობის იშემია

    • C. 

      1-2 სთ ხანგრძლივობის იშემია

    • D. 

      30 წთ ხანგრძლივობის იშემია

  • 11. 
    პათოგენეზის მიხედვით არჩევენ უჯრედის დაზიანებისÐშემდეგ ძირითად ფორმებს:
    • A. 

      იშემიური, თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული, ქიმიური, ვირუსული

    • B. 

      მხოლოდ ჰიპოქსიური და თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული

    • C. 

      ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, იმუნოლოგიური

    • D. 

      მხოლოდ იშემიური და ვირუსული

  • 12. 
    უჯრედის იშემიური დაზიანების დროს  უჯრედში  ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას მოჰყვება :
    • A. 

      მიტოქონდრიებში ATP-ის ჟანგვითი ფოსფორილირების დარღვევა

    • B. 

      ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერება

    • C. 

      მიტოქონდრიებში ATP-ის სინთეზის გაძლიერება

    • D. 

      ანაერობული გლიკოლიზის დაქვეითება

    • E. 

      კალიუმის ინტრაცელულური ინფლუქსი

  • 13. 
    უჯრედის იშემიური დაზიანების  დროს  მიტოქონდრიებში ATP-ის სინთეზის დაქვეითებას მოჰყვება :
    • A. 

      მიტოქონდრიებში AMP-ის სინთეზის გაძლიერება

    • B. 

      ანაერობული გლიკოლიზის დაქვეითება

    • C. 

      ტოქსიური მეტაბოლიტების დაგროვება

    • D. 

      ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერება

    • E. 

      მემბრანული ლიპიდების ზეჟანგვა

    • F. 

      მემბრანული ლიპიდების ზეჟანგვა

  • 14. 
    უჯრედის იშემიური დაზიანების  დროს  მიტოქონდრიებში ATP-ის სინთეზის დაქვეითებას მოჰყვება :
    • A. 

      ნატრიუმის ინტრაცელულური დაგროვება

    • B. 

      ანაერობული გლიკოლიზის დაქვეითება

    • C. 

      კალიუმის ინტრაცელულური დაგროვება

    • D. 

      მემბრანული ლიპიდების ზეჟანგვა

    • E. 

      ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერება

  • 15. 
    უჯრედის იშემიური დაზიანების  დროს  მიტოქონდრიებში AMP-ის დაგროვებას მოჰყვება :
    • A. 

      ფოსფოფრუქტოკინაზის და ფოსფორილაზის გააქტივება

    • B. 

      ცილების ჟანგვითი მოდიფიკაცია

    • C. 

      კალიუმის ინტრაცელულური დაგროვება

    • D. 

      მემბრანული ლიპიდების ზეჟანგვა

    • E. 

      ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერება

  • 16. 
    უჯრედის იშემიური დაზიანების  დროს  მიტოქონდრიებში ATP-ის სინთეზის დაქვეითებას მოჰყვება :
    • A. 

      კალციუმის იონების ინფლუქსი

    • B. 

      ფერიტინისა და ჰემოსიდერინის დაგროვება

    • C. 

      ცილების ჟანგვითი მოდიფიკაცია

    • D. 

      ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერება

    • E. 

      მემბრანული ლიპიდების ზეჟანგვა

  • 17. 
    უჯრედის იშემიური დაზიანების  დროს  მიტოქონდრიებში AMP-ის დაგროვებას მოჰყვება :
    • A. 

      ანაერობული გლიკოლიზი და რძისმჟავას დაგროვება

    • B. 

      ცილების ჟანგვითი მოდიფიკაცია

    • C. 

      დნმ-ის დაზიანება

    • D. 

      მემბრანული ლიპიდების ზეჟანგვა

    • E. 

      ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერება

  • 18. 
    უჯრედის იშემიური დაზიანების  დროს  მიტოქონდრიებში ATP-ის სინთეზის დაქვეითებას მოჰყვება :
    • A. 

      ე.წ. ‘’მიელინის მსგავსი ფიგურების’’ წარმოქმნა

    • B. 

      დნმ-ის დაზიანება

    • C. 

      ცილების ჟანგვითი მოდიფიკაცია

    • D. 

      მემბრანული ლიპიდების ზეჟანგვა

    • E. 

      ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერება

  • 19. 
    უჯრედის იშემიური დაზიანების  დროს  მიტოქონდრიებში ATP-ის სინთეზის დაქვეითებას მოჰყვება :
    • A. 

      პოლირიბოსომების მონორიბოსომებად დისოციაცია

    • B. 

      მემბრანული ლიპიდების ზეჟანგვა

    • C. 

      დნმ-ის დაზიანება

    • D. 

      ცილების ჟანგვითი მოდიფიკაცია

    • E. 

      ტოქსიური მეტაბოლიტების წარმოქმნა

  • 20. 
    უჯრედის ქიმიური დაზიანების  დროს  ადგილი აქვს :
    • A. 

      ქიმიური ნაერთების პირდაპირ ციტოტოქსიურ ზემოქმედებას

    • B. 

      პოლირიბოსომების მონორიბოსომებად დისოციაციას

    • C. 

      ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაძლიერებას

    • D. 

      ე.წ. “მიელინური ფიგურების” წარმოქმნას

    • E. 

      ცილების ჟანგვით მოდიფიკაციას

Back to Top Back to top