წერს, რომ გოგჩის გავერანებული

30 | Total Attempts: 8673

SettingsSettingsSettings
Please wait...
წერს, რომ გოგჩის გავერანებული

საკითხები მოცემულია გამოსაშვები გამოცდის პროგრამის მიხედვით


Questions and Answers
  • 1. 
    ალექსანდრე ჭავჭავაძე წერს, რომ გოგჩის გავერანებული შემოგარენი მხილველს ოხვრით ათქმევინებს:  ,,აჰა, პალატთა დიდებულთა ნგრეული ნაშთი, აჰა, ქალაქთა ჩინებულთა ხვედრი უცილო; აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი"...        რის განცდა ეუფლება გოგჩის შემოგარენის მხილველს:
    • A. 

      სინანულის

    • B. 

      უიმედობის

    • C. 

      უმოქმედობის

    • D. 

      აღტაცების

  • 2. 
    გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში"       რას უწოდებს ავტორი საქართველოს?
    • A. 

      შავ დროთა ძალით გამორჩეულს

    • B. 

      ყვავილოვან წალკოტს

    • C. 

      ტკბილ სიზმარს

    • D. 

      უიმედო მომავალს

  • 3. 
    გაიხსენეთ, ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,არ უკიჟინო სატრფოო" რისი სიმბოლოა ავტორის წარმოდგენაში ,,მზე"?
    • A. 

      სინათლის

    • B. 

      სითბოს

    • C. 

      მუდმივი მაცოცხლებელი ენერგიის

    • D. 

      ზებუნებრივი ძალის

  • 4. 
    გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ფიქრნი მტკვირს პირას" და უპასუხეთ შეკითხვას: რას ადარებს ავტორი წუთისოფელს?
    • A. 

      დედას, რომელიც ზოგჯერ დედინაცვალია

    • B. 

      ჭურჭელს, რომელიც არასოდეს ივსება

    • C. 

      გამდინარე ტბას

    • D. 

      სარკეს, რომელიც მუდმივად სიმართლეს აირეკლავს

  • 5. 
    გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი" რას განასახიერებს ,,თვალბედითი შავი ყორანი"?
    • A. 

      ბედისწერას

    • B. 

      შავ ძალებს

    • C. 

      მტერს

    • D. 

      იძულებას

  • 6. 
    გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა" რას წარმოადგენს თავისუფლება სოფიოს აზრით?
    • A. 

      ღირებულებას, რომლის წინაშეც დიდება უფასურდება

    • B. 

      ღირეულებას, რომელის წინაშეც ყველა სხვა ღირებულება უფასურდება

    • C. 

      სულიერ ღირებულებას

    • D. 

      სულიერ საზრდოს

  • 7. 
    გაიხსენეთ ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა": რას წარმოადგენს, გოჩას მინიშნებით, გვარის ერთგულება?
    • A. 

      სიამაყის საგანს

    • B. 

      მოვალეობებით ცხოვრებას

    • C. 

      ბედნიერების განცდას

    • D. 

      უფლებებით აღჭურვას

  • 8. 
    გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,განდეგილი" განდეგილის როგორი სულიერი მდგომარეობა აისახება ტექსტში?
    • A. 

      ამაღლებული

    • B. 

      სევდიანი

    • C. 

      მღელვარე

    • D. 

      შეშფოთებული

  • 9. 
    გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი": რომელი მთავარი პრობლემაა გამოკვეთილი ტექსტში?
    • A. 

      ხიდჩატეხილობა

    • B. 

      რწმენის დაკარგვა

    • C. 

      ზომიერების დაკარგვა

    • D. 

      თავისუფლების დაკარგვა

  • 10. 
    გაიხსენეთ აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი": რის გარჩევა უჭირს ავტორის აზრით შორიდან მომზირალ თვალს:
    • A. 

      ქოხის სიმეტრიის

    • B. 

      ქოხის სახურავის ფერის

    • C. 

      ქოხის ზომების

    • D. 

      ქოხისკენ მიმავალი ბილიკის

  • 11. 
    გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური": ,, მე პურ არ მინდა, დედაო,   გული შამეკრა რადამე" ალუდას როგორი სულიერი მდგომარეობა იკითხება ტექსტში?
    • A. 

      შიში

    • B. 

      უგუნებობა

    • C. 

      სიბრაზე

    • D. 

      გულჩათხრობილობა

  • 12. 
    გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ მასპინძელი": ,,წყევლა ხალხისა ჭექაა, ნაფურთხი _ წვიმის ცვარია" რას წარმოადგენს, ვაჟას მინიშნებით, ხალხი?
    • A. 

      ბრბოს

    • B. 

      მრისხანე ძალას

    • C. 

      მიმღებ სულს

    • D. 

      ღვთის მიერ ნაკურთხ საზოგადოებას

  • 13. 
    გაიხსენეთ დავით კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალი": რის გამო აძლევდა ბეკინა მელანოს შენიშვნას?
    • A. 

      ხშირი შვილიანობის გამო

    • B. 

      ზედმეტი შრომის გამო

    • C. 

      მის მიმართ გამოჩენილი ზედმეტი ყურადღების გამო

    • D. 

      პლატონის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო

  • 14. 
    გაიხსენეთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,შელოცვა რადიოთი": რას ეძებდა ელი გორდელიანი ხელოვნების ქმნილებებში:
    • A. 

      ოსტატობის საიდუმლოს

    • B. 

      საკუთარი ფიქრის მართვას

    • C. 

      მივიწყებულის გახსენებას

    • D. 

      ესთეტიკურ სიამოვნებას

  • 15. 
    გაიხსენეთ კონსტანტინე გამოსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა" რა ეჭვი დაბადა ნადირობისას მამამზე ერისთავის დაკარგვამ?
    • A. 

      რომ ის დაიღუპა

    • B. 

      რომ ის გაიპარა

    • C. 

      რომ მას ტყეში გზა აებნა

    • D. 

      რომ ის ნადირთან ბრძოლაში დასახიჩრდა

  • 16. 
    კონსტანტინე გამსახურდია წერს: ,,ფარსმანს შეეძლო, ახლა ეთქვა: მე არც ქრისტიანი ვარ, არც იუდაელი და არც მუსლიმი. უსჯულოდ, უღმერთოდ, უთვისტომოდ იღუპება იგი თვისტომთა შორის." ფარსმან სპარსის როგორი მდგომარეობა აისახება ტექსტში?
    • A. 

      გაუცხოება

    • B. 

      უქომაგობა

    • C. 

      ბედისადმი მორჩილება

    • D. 

      ბედის მიმართ დაუმორჩილებლობა

  • 17. 
    კონსტანტინე გამსახურდია წერს: ,,ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოზი" რომელი კუთხით ახასიათებს ავტორი შორენას?
    • A. 

      გარეგნობით

    • B. 

      მიზანსწრაფულობით

    • C. 

      სულიერებით

    • D. 

      ინტელექტით

  • 18. 
    გაიხსენეთ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები" რას უწოდებს ავტორი განწირულის კივილსა და გოდებას?
    • A. 

      ძველი საზოგადოების უკანასკნელ ღონისძიებას

    • B. 

      საზოგადოებრივ ძალთა კონსოლიდაციის უკანასკნელ მცდელობას

    • C. 

      სიტყვისა და საქმნის დაშორიშორებას

    • D. 

      თეიმურაზ ხევისთავის სასოწარკვეთილ მოწოდებებს

  • 19. 
    გაიხსენეთ მიხეილ ჯავახიშვილის ,ჯაყოს ხიზნები': რას უწოდებს თეიმურაზი თავისი კოშკიდან დანახულ ქართლის სანახებს:
    • A. 

      პატარა სამოთხეს

    • B. 

      სისხლით მორწყულ მიწას

    • C. 

      საქართველოს ნაოჭიან შუბლს

    • D. 

      საქართველოს გულს

  • 20. 
    გაიხსენეთ პოლიკარპე კაკაბაძის ,,ყვარყვარე თუთაბერი": ყვარყვარე: ,,...გული არ გაიტეხო, ყვარყვარე, დაიღუპა ის, ვინც სირცხვილით ორმოში ჩაძვრა, მე კიდევ ავცოცდები! რამ შეიძლება ყვარყვარე ხელახლა აღაზევოს (ყვარყვარესვე აზით) ?
    • A. 

      შექმნილი ვითარების გონივრულად გაანალიზებამ

    • B. 

      შიშის ძლევამ

    • C. 

      მოქმედი ხელისუფლების შეცდომებმა

    • D. 

      საკუთარმა უტიფრობამ

  • 21. 
    გაიხსენეთ გალაკტიონ ტაბიძის ,,თოვლი": რა მდგომარეობაშია იისფერი თოვლი, რომელსაც ავტორი სისპეტაკით ქალწულს ადარებს?
    • A. 

      ხიდზე ცვივა

    • B. 

      ხიდს ეფინება

    • C. 

      ხიდიდან ცვივა

    • D. 

      ხიდიდან მოჩანს

  • 22. 
    გაიხსენეთ ჯემალ ქარჩხაიძის ნაწარმოები ,,იგი": ,,რაღაც დარჩება იგისგან... ოღონდ იგიმ არ იცის, როგორ დარჩება რაღაც..." იგის რომელი უნარი აქტიურდება ტექსტში?
    • A. 

      ცოდნა

    • B. 

      ინტუიცია

    • C. 

      იმედი

    • D. 

      რწმენა

  • 23. 
    გაიხსენეთ გურამ დოჩანაშვილის ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" ,,პოეზია, პოეზია, - დიდი ამბავი, ამბობს ხელმძღვანელი, ლაქები აყრია სახეზე" ხელმძღვანელის როგორი სულიერი მდგომარეობა იკითხება ტექსტში?
    • A. 

      გაქცევის სურვილი

    • B. 

      კაპიტულაცია

    • C. 

      მღელვარება

    • D. 

      სრული გულგრილობა

  • 24. 
    გაიხსენეთ გურამ რჩეულიშვილის ,,ალავერდობა" ,,სანადიროდ გამოსული კატუნიას ნაბიჯებით ეპარება გურამი ურმის უკან საუკუნოდ ღვინის სასმელად ჩამჯდარ თუშ-ლეკების ჯგუფს" გურამის რომელი თვისება გამოიხატება ტექსტში?
    • A. 

      სიფრთხილე

    • B. 

      ჟინიანობა

    • C. 

      სურვილის დაოკების უნარი

    • D. 

      პირდაპირობა

  • 25. 
    გაიხსენეთ ,,შუშანიკის წამება" რით დაამძიმა ვარსქენმა ნაცემი შუშანიკის ფიზიკური მდგომარეობა:
    • A. 

      ბორკილის დადებით

    • B. 

      საკვების მიწოდების აკრძალვით

    • C. 

      ლოცვის აკრძალვით

    • D. 

      მკურნალობის აკრძალვით

Back to Top Back to top