რევმატოლოგია 1-50

50 | Total Attempts: 60

SettingsSettingsSettings
Please wait...
რევმატოლოგია 1-50

.


Questions and Answers
  • 1. 
    სახსრების პათოლოგიის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესახებ მიუთითეთ არასწორი მტკიცება 
    • A. 

      საშუალებას იძლევა დადგინდეს სინოვიალურ გარსში ცვლილებების ხასიათი.

    • B. 

      საშუალებას იძლევა დადგინდეს სინოვიალური გარსის სისქე;

    • C. 

      ცუდად მოქმედებს ავადმყოფის ორგანიზმზე;

    • D. 

      საშუალებას იძლევა დადგინდეს ექსუდატის ლოკალიზაცია და მოცულობა;

  • 2. 
    სისტემური წითელი მგლურასთვის დამახასიათებელია სისხლის შრატში შემდეგი ანტისხეულების არსებობა
    • A. 

      ნეიტროფილების ციტოპლაზმური ანტიგენების მიმართ.

    • B. 

      ცენტრომერების მიმართ;

    • C. 

      ნატიური დნმ-ის მიმართ;

    • D. 

      რევმატოიდური ფაქტორი

  • 3. 
    ჭეშმარიტი LE-უჯრედები წარმოადგენენ
    • A. 

      ჰემატოქსილინურ სხეულაკებს.

    • B. 

      /// მონოციტებს, რომლებიც ერითროციტებთან ქმნიან "როზეტებს"; მონოციტებს, რომლებიც ერითროციტებთან ქმნიან "როზეტებს";

    • C. 

      სეგმენტბირთვიან ლეიკოციტებს, რომლებიც შეიცავენ ლიმფოციტებს;

    • D. 

      სეგმენტბირთვიან ლეიკოციტებს, რომლებიც შეიცავენ სხვა უჯრედების ბირთვებს;

  • 4. 
    კომპლემენტის C3 და C4 კომპონენტების დონის დადგენა ნაჩვენებია
    • A. 

      "სკლეროდერმული თირკმლის" განვითარების საშიშროებისას სისტემური სკლეროდერმიით

    • B. 

      ნეფრიტის აღმოცენების ან პროგრესირების შესაძლებლობის დასადგენად სისტემური წითელი მგლურას

    • C. 

      ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად სახსრების ნებისმიერი ანთების დროს;

    • D. 

      რევმატოიდული ართრიტის დროს თირკმლის დაზიანების დასადგენად

  • 5. 
    პოდაგრის პათოგნომური რენტგენოგრაფიული ნიშანია:
    • A. 

      ძვალშიდა კისტები.

    • B. 

      ეროზიები;

    • C. 

      /// სასახსრე ნაპრალის შევიწროება; სასახსრე ნაპრალის შევიწროება;

    • D. 

      ,,სახვრეტელას~ სიმპტომი;

  • 6. 
    ბაზალური, მოგვიანებითი დიფუზური პნევმოფიბროზის განვითარება უპირატესად დამახასიათებელია:
    • A. 

      რევმატიზმისათვის.

    • B. 

      კვანძოვანი პერიარტერიიტისათვის;

    • C. 

      სისტემური სკლეროდერმიისათვის;

    • D. 

      რევმატოიდული ართრიტისათვის;

  • 7. 
    50 წლის ავადმყოფ მამაკაცს პერიოდულად აღენიშნება ტკივილი მუცელში, სისხლიანი განავალი, რასაც ბოლო პერიოდში დაერთო ასთმური შეტევები. ანამნეზში - ორჯერ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი. ფილტვების აუსკულტაციით მოისმინება მშრალი მსტვინავი ხიხინი. მუცელი მგრძნობიარეა. ვლინდება პერიტონეუმის გაღიზიანების სიმპტომები. სისხლში HB 100მგ/ლ, ლეიკოციტები - 15 - 10 5/ლ, ეოზინოფილები - 30%. სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      დერმატომიოზიტი.

    • B. 

      კვანძოვანი პოლიარტერიიტი;

    • C. 

      სისტემური წითელი მგლურა;

    • D. 

      სისტემური სკლეროდერმია;

  • 8. 
    25 წლის მამაკაცს 3 დღეა აღენიშნება მუხლის სახსრის შესიება და მწვავე ტკივილი, ართრიტს 2დღით წინ უსწრებდა ტემპერატურის მომატება შემცივნებით. აქვს ურეTრიტის ნიშნები ავადმყოფიწარსულში სახსრების ტკივილს არ აღნიშნავს.ობიექტურად სახსარი ცხელია, ჰიპერემიული, პალპაციით მტკივნეული, სხვა სახსრების მხრივ პათოლოგიაარ აღინიშნება.სავარაუდო დიაგნოზია: 
    • A. 

      სისტემური წითელი მგლურა.

    • B. 

      რევმატოიდული ართრიტი;

    • C. 

      ფსორიაზული ართრიტი;

    • D. 

      გონოკოკური ართრიტი;

  • 9. 
    60 წლის ავადმყოფ ქალს 3 თვის მანძილზე აღენიშნება დილის შებოჭილობა, ორივე ხელის სხივ -მაჯის სახსრების ტკივილი და შეშუპება. სავარაუდო დიაგნოზი: 
    • A. 

      დერმატომოიზიტი.

    • B. 

      ფსორიაზული ართრიტი;

    • C. 

      სისტემური წითელი მგლურა;

    • D. 

      რევმატოიდული ართრიტი;

  • 10. 
    30 წლის ქალს, რომელიც იტარებს ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას, უეცრად განუვითარდაცხელება და სისუსტე.ობიექტურად, ტემპერატურა - 38.3 გრადუსი; ყვრიმალებზე აღენიშნებაგამონაყარი, მუხლებისა და მაჯის სახსრები შესიებულიდა მტკივნეულია. მარცხენა სტერნალური ხაზის ქვემო ნაწილში მოისმინება პლევრის ხახუნი. რომელმაჰიპოტენზიურმა პრეპარატმა განაპირობა აღნიშნული კლინიკური სურათის განვითარება? 
    • A. 

      პროპრანოლოლი.

    • B. 

      ნიტროპრუსიდი;

    • C. 

      ჰიდრალიზინი;

    • D. 

      კაპტორალი;

  • 11. 
    ავამდყოფი ქალი, 42 წლის, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით: მხრის და მენჯის სარტყელის კუნთებისტკივილზე, ყლაპვის გაძნელებაზე, გამონაყარზე. ობიექტურად - მხრისა და მენჯის სარტყელის კუნთებიმომატებულია ზომაში, მტკივნეულია პალპაციით. კანზე ,,დეკოლტეს~ ზონაში ერითემული გამონაყარია.სავარაუდო დიაგნოზი: 
    • A. 

      რევმატიზმი.

    • B. 

      სისტემური წითელი მგლურა;

    • C. 

      რევმატოიდული ართრიტი;

    • D. 

      დერმატომიოზიტი;

  • 12. 
    რეიტერის სინდრომისათვის დამახასიათებელი არ არის:
    • A. 

      უპირატესად ქვემო კიდურებისა სახსრების ასიმეტრიული ართრიტი, ქუსლის ბურსიტი.

    • B. 

      ავადმყოფთა ხანდაზმული ასაკი;

    • C. 

      უროგენულ ან ნაწლავურ ინფექციასთან ართრიტის ან კონიუნქტივიტის ქრონოლოგიური კავშირის არსებობა

    • D. 

      HLA B-27 ანტიგენის არსებობა;

  • 13. 
    LE უჯრედების შესახებ რომელი მოსაზრება არ არის ჭეშმარიტი:
    • A. 

      ეს უჯრედები შეიძლება აღმოჩნდეს სხვა დაავადებების დროსაც.

    • B. 

      დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, როდესაც 10000 ლეიკოციტზე 1 LE უჯრედი აღმოჩნდება;

    • C. 

      LE უჯრედები იღებება წითლად;

    • D. 

      LE უჯრედები წარმოადგენს ნეიტროფილებს ციტოპლაზმაში მრგვალი ან ოვალური ჩანართებით;

  • 14. 
    ადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, ტკივილს სახსრებში, სუბფებრილურ ტემპერატურას. სახეზე -ცხვირის და ლოყების მიდამოში აღენიშნება ერითემული გამონაყარი. შარდში ვლინდება პროტეინურია,ცილინდრურია. სისხლში: აღინიშნება ანემია, მაღალი ედს (70 მმ/სთ), ნახულობენ ჰემატოქსილინურსხეულაკებს და როზეტებს. მაღალ ტიტრში ვლინდება ანტინუკლეარული ანტისხეულები. რომელიასავარაუდო დიაგნოზი: 
    • A. 

      ოსტეოართროზი

    • B. 

      დერმატომიოზიტი

    • C. 

      სკლეროდერმია

    • D. 

      სისტემური წითელი მგლურა

  • 15. 
    ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტი უწყობს ხელს ლუპუს-სინდრომის განვითარებას:
    • A. 

      ნიფედიპინი

    • B. 

      ენალაპრილი

    • C. 

      ქინიდინი

    • D. 

      ატენოლოლი

  • 16. 
    სტემური სკლეროდერმიის შესახებ რომელი მტკიცება არ არის მართებული:
    • A. 

      მიმდინარეობს ლიმფადენოპათიის ფონზე

    • B. 

      დამახასიათებელია ჰიპოპროტეინემია

    • C. 

      ხშირად ვითარდება საფრჩხილე ფალანგების ოსტეოლიზი

    • D. 

      დამახასიათებელია რეინოს სინდრომი

  • 17. 
    დერმატომიოზიტის დროს კანის დაზიანება მოიცავს ყველა ჩამოთვლილს, გარდა:
    • A. 

      კანის სიმშრალის

    • B. 

      ქავილის

    • C. 

      ჰიპერტრიქოზის

    • D. 

      ერითემის

  • 18. 
    რეიტერის სინდრომის შესახებ რომელი მტკიცება არ არის მართებული:
    • A. 

      დაავადებულთა დაახლოებით 50%-ს აღენიშნება კონიუნქტივიტი

    • B. 

      ხშირად მიმდინარეობს პოლიართრიტის სახით

    • C. 

      დამახასიათებელია ურეთრიტი

    • D. 

      ავადდებიიან უპირატესად ახალგაზრდა ქალები

  • 19. 
    რეიტერის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი მედიკამენტი, გარდა:
    • A. 

      დოქსიციკლინის

    • B. 

      ბუმეტანიდის

    • C. 

      ციკლოფოსფამიდის

    • D. 

      პრედნიზოლონის

  • 20. 
    ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი ფრჩხილებზეწერტილოვანი ჩაღრმავებები ("სათითის" სიმპტომი) და ონიქოლიზისი: 
    • A. 

      რევმატოიდული ართრიტი

    • B. 

      რეიტერის სინდრომი

    • C. 

      ფსორიაზი

    • D. 

      სისტემური სკლეროდერმია

  • 21. 
    ოსტეოართროზის სამკურნალოდ რეკომენდებული ar aris
    • A. 

      ინდომეტაცინის

    • B. 

      დელაგილის

    • C. 

      აზატიოპრინის

    • D. 

      ჰიდროკორტიზონის

  • 22. 
    ჩამოთვლილი სახსრებიდან რომლის დაზიანება ითვლება პათოგნომურად ოსტეოართროზისათვის:
    • A. 

      სხივ-მაჯის

    • B. 

      მენჯ-ბარძაყის

    • C. 

      მუხლის

    • D. 

      მტევნის დისტალური ფალანგთაშორისი წვრილი სახსრებისჰებერდენის კვანძების)

  • 23. 
    რევმატოიდული პოლიართრიტისთვის ar aris დამახასიათებელი:
    • A. 

      კუნთების ატროფიის

    • B. 

      რევმატოიდული კვანძების

    • C. 

      ჰებერდენის კვანძების

    • D. 

      დილის შებოჭილობის

  • 24. 
    CREST სინდრომი დამახასიათებელია:
    • A. 

      დერმატომიოზიტისათვის

    • B. 

      კვანძოვანი პერიარტერიიტისათვის

    • C. 

      რევმატოიდული ართრიტისათვის

    • D. 

      სისტემური სკლეროდერმიისათვის

  • 25. 
    ჩამოთვლილიდან რომელი ახასიათებს დერმატომიოზიტს:
    • A. 

      Ankilozebi

    • B. 

      Saxvretelas" fenomeni

    • C. 

      დისფაგია

    • D. 

      EriTematozuli kvanZebi