General Knowledge In Law

15 | Total Attempts: 290

SettingsSettingsSettings
Please wait...
General Knowledge In Law

გამოცადე შენი ცოდნა სამართალში !
აიღე სერტიფიკატი და გაუზიარე შედეგი მეგობარს !


Questions and Answers
  • 1. 
     საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ...
    • A. 

      მთავრობა;

    • B. 

      საკანონმდებლო ხელისუფლება;

    • C. 

      ხალხი;

    • D. 

      ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

  • 2. 
    საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
    • A. 

      მოქალაქე ჩაიდენს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშუალს;

    • B. 

      მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია;

    • C. 

      მოქალაქემ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

    • D. 

      მოქალაქე 10 წელზე მეტი ვადით დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

  • 3. 
    მემკვიდრეობის უფლება წამოიშობა ...
    • A. 

      18 წლიდან;

    • B. 

      დაბადებისთანავე;

    • C. 

      ჩასახვისთანავე;

    • D. 

      7 წლიდან.

  • 4. 
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ...
    • A. 

      15 წელი;

    • B. 

      10 წელი;

    • C. 

      5 წელი;

    • D. 

      20 წელი.

  • 5. 
    საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს ...
    • A. 

      9 თვეს;

    • B. 

      12 თვეს;

    • C. 

      48 საათს;

    • D. 

      2 წელს.

  • 6. 
    რომელი მსჯელობაა სწორი:
    • A. 

      კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ უკუქცევითი ძალა;

    • B. 

      კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული;

    • C. 

      კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს უკუქცევითი ძალა აქვთ, მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში;

    • D. 

      კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას.

  • 7. 
    „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს ...
    • A. 

      სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

    • B. 

      სსიპ იუსტიციის სახლი;

    • C. 

      სსიპ შემოსავლების სამსახური;

    • D. 

      სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

  • 8. 
    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების ერთ-ერთი სახეა ...
    • A. 

      სახელობითი ადმინისტრაციული წარმოება;

    • B. 

      არაფორმარული ადმინისტრაციული წარმოება;

    • C. 

      ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

    • D. 

      მიკუთვნებითი ადმინიატრაციული წარმოება.

  • 9. 
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ესაა ...
    • A. 

      ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

    • B. 

      ოჯახის შექმნის მიზნით ორი ნებისმიერი სქესის ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

    • C. 

      ოჯახის შექმნის მიზნით ორი ნებისმიერი სქესის ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

    • D. 

      ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

  • 10. 
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, გარდაცვლილი პირის მეორე რიგის მემკვდრეები არიან:
    • A. 

      გარდაცვლილის დები და ძმები;

    • B. 

      გარდაცვლილის მშობლები;

    • C. 

      გარდაცვლილის ნაშვილები;

    • D. 

      გარდაცვლილის ბებია და პაპა.

  • 11. 
    რომელი მსჯელობაა სწორი ?საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ...
    • A. 

      არის კერძო სამართლის იურიდიული პირი;

    • B. 

      არ არის იურიდიული პირი, მაგრამ აქვს იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი;

    • C. 

      არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

    • D. 

      არ არის არც საჯარო სამართლის და არც კერძო სამართლის იურიდიული პირი.

  • 12. 
    საქართველოს სამოქალაქო კოდესის მიხედვით, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო სამართლებრივი საშუალებებია:
    • A. 

      იპოთეკა, გირავნობა და ბე;

    • B. 

      იპოთეკა და გირავნობა;

    • C. 

      იპოთეკა, გირავნობა და პირგასამტეხლო;

    • D. 

      იპოთეკა, გირავნობა და მოვალის გარანტია.

  • 13. 
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა წყდება ...
    • A. 

      რედომიცილებით;

    • B. 

      მოვალის გარანტიის წარდგენით;

    • C. 

      ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით;

    • D. 

      ხანდაზმულობის ვადის გასვლით.

  • 14. 
    „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პროკურა ესაა ...
    • A. 

      ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთი სახე;

    • B. 

      გენერალური სავაჭრო მიმართვა;

    • C. 

      გენერალური სავაჭრო მინდბილობა;

    • D. 

      საზოგადოების რეორგანიზაციის ერთ-ერთი სახე.

  • 15. 
    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, იპოთეკის მოწმობას გასცემს ...
    • A. 

      სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;

    • B. 

      სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

    • C. 

      მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, იპოთეკის მოწმობა არ გაიცემა;

    • D. 

      ის ნოტარიუსი, რომელმაც დაამოწმა იპოთეკის ხელშეკრულება.

Back to Top Back to top