რეზიდენტურა 2018. კარდიოლოგია 1-30

30 Questions | Total Attempts: 75

SettingsSettingsSettings
Please wait...
 2018.  1-30


Questions and Answers
  • 1. 
    ჩამოთვლილიდან რა არის დამახასიათებელი ატრიოვენტრიკულური ბლოკადისათვის?
    • A. 

      QRS ინტერვალის გახანგრძლივება;

    • B. 

      PQ ინტერვალის გახანგრძლივება;

    • C. 

      QT ინტერვალის გახანგრძლივება

    • D. 

      R კბილის დეფორმაცია.

  • 2. 
    ჰიპერტონული დაავადებისას რენინის შემცველობა სისხლში
    • A. 

      მნიშვნელოვნადაა მომატებული;

    • B. 

      უმნიშვნელოდაა მომატებული

    • C. 

      ნორმის ფარგლებშია

    • D. 

      ზოგ შემთხვევაში მომატებულია, ზოგ შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია

    • E. 

      დაქვეითებულია.

  • 3. 
    ჩამოთვლილიდან რა არ ახასიათებს აორტულ სტენოზს?
    • A. 

      არტერიული ჰიპერტენზია

    • B. 

      სტენოკარდია;

    • C. 

      სინკოპე;

    • D. 

      გულის უკმარისობა;

    • E. 

      თავბრუსხვევა.

  • 4. 
    ჩამოთვლილიდან რა არ არის დამახასიათებელი მიტრალური სტენოზისთვის?
    • A. 

      დიასტოლური შუილი;

    • B. 

      მარცხენა წინაგულის დილატაცია;

    • C. 

      სისტოლური შუილი;

    • D. 

      მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა;

    • E. 

      ტკაცუნა I ტონი.

  • 5. 
    მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური მოცულობა 96 მლ-ია, საბოლოო სისტოლური - 32 მლ. რას უდრის დარტყმითი მოცულობა?
    • A. 

      128 მლ.;

    • B. 

      82 მლ.;

    • C. 

      55 მლ.;

    • D. 

      70 მლ;

    • E. 

      64 მლ.

  • 6. 
    გულის შეგუბებითი უკმარისობა მაღალი წუთმოცულობის ფონზე შეიძლება შეგვხვდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიის დროს, გარდა:
    • A. 

      მიტრალური სტენოზისა;

    • B. 

      ჰიპერთირეოიდიზმისა;

    • C. 

      ანემიისა;

    • D. 

      ბერი-ბერისა;

    • E. 

      არტერიო-ვენური ფისტულისა

  • 7. 
    ქვემოთ მოყვანილი შრატის ფერმენტებიდან რომლის მომატება წარმოადგენს მიოკარდიუმის დაზიანების სპეციფიურ კრიტერიუმს?
    • A. 

      კრეატინფოსფოკინაზა MB;

    • B. 

      ლაქტატდეჰიდროგენაზა;

    • C. 

      ლაქტატდეჰიდროგენაზა I;

    • D. 

      კრეატინფოსფოკინაზა;

    • E. 

      გლუტამატ - ოქსალაცეტატ ტრანსამინაზა.

  • 8. 
    ბიგემინიის ტიპის პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია განსაკუთრებით დამახასიათებელია:  
    • A. 

      მიტრალური სტენოზისთვის;

    • B. 

      დიურეზული საშუალებების გადამეტდოზირებისთვის;

    • C. 

      სტენოკარდიისთვის;

    • D. 

      არტერიული ჰიპერტენზიისთვის;

    • E. 

      გლიკოზიდური ინტოქსიკაციისთვის.

  • 9. 
    ეკგ-ზე P კბილი დადებითია, PQ ინტერვალი 0, 22 წმ, QRS კომპლექსის ხანგრძლივობა 0, 09 წმ. დაასახელეთ რითმის მოშლის სახე.
    • A. 

      არასრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (I ხარისხის);

    • B. 

      პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;

    • C. 

      მოციმციმე არითმია;

    • D. 

      არასრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (II ხარისხის);

    • E. 

      სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.

  • 10. 
    კარდიომიოპათია წარმოადგენს შესაძლო დიაგნოზს ყველა ჩამოთვლილი ავადმყოფისთვის, გარდა:
    • A. 

      ასიმპტომური ავადმყოფი, რომელმაც მოგვმართა ეკგ-ზე ცვლილებების გამო;

    • B. 

      ასიმპტომური ავადმყოფი, რომელიც გამოგზავნილია გამოკვლევისათვის კარდიომეგალიის გამო, რომელიც გამოუვლინდა გულმკერდის პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევისას;

    • C. 

      ავადმყოფი, რომელსაც თითქმის ერთდროულად განუვითარდა მარცხენა და მარჯვენა გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები;

    • D. 

      ავადმყოფი, რომელსაც აწუხებს სისუსტე, დაღლა და ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას;

    • E. 

      ავადმყოფი, რომელმაც მოგვმართა გამოკვლევისთვის მარცხენა წინაგულის იზოლირებული გადიდების და მიტრალური რეგურგიტაციული შუილის გამო.

  • 11. 
    ჩამოთვლილი დიურეზული საშუალებებიდან რომელია მარყუჟზე მოქმედი?
    • A. 

      ჰიპოთიაზიდი;

    • B. 

      სპირონოლაქტონი;

    • C. 

      ფუროსემიდი;

    • D. 

      ტრიამტერენი;

  • 12. 
    ამოარჩიეთ უფრო მართებული დებულება ნიტროგლიცერინის მოქმედების შესახებ.
    • A. 

      აიშვიათებს გულის მუშაობას;

    • B. 

      აუმჯობესებს კორონარული სისხლის მიმოქცევას;

    • C. 

      აუმჯობესებს სისხლის განაწილებას;

    • D. 

      აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე;

    • E. 

      აფართოებს კორონარებს.

  • 13. 
    ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს მოციმციმე არითმიის სადიაგნოზო ელექტრო კარდიოგრაფიულ კრიტერიუმს?
    • A. 

      თანაბარი QT ინტერვალები;

    • B. 

      F ტალღებისარსებობა და არათანაბარი R - R ინტერვალები;

    • C. 

      ST სეგმენტისდა T კბილისდეფორმაცია;

    • D. 

      QRST კომპლექსებისდეფორმაცია.

  • 14. 
     ჰიპერტენზიულ ავადმყოფებში სიკვდილიანობის უფრო ხშირ მიზეზად ითვლება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      ნაწლავის ინფარქტი

    • B. 

      თავის ტვინის ინსულტი;

    • C. 

      თირკმელების უკმარისობა;

    • D. 

      მიოკარდიუმის ინფარქტი;

    • E. 

      გულის შეგუბებითი უკმარისობა.

  • 15. 
    ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში პოსტდატვირთვის შემცირება ჩვეულებრივ მიზანშეწონილია, გარდა:
    • A. 

      შეგუბებითი კარდიომიოპათიისა;

    • B. 

      აორტული ნაკლოვანებისა;

    • C. 

      არტერიული ჰიპერტენზიისა;

    • D. 

      სუბაორტული სტენოზისა;

    • E. 

      გულის უკმარისობისა.

  • 16. 
    მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობისას აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, გარდა:  
    • A. 

      ქვემო კიდურების შეშუპებისა;

    • B. 

      ჰეპატომეგალიისა;

    • C. 

      მარჯვენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის მომატებისა;

    • D. 

      ფილტვის კაპილარებში წნევის მომატებისა;

    • E. 

      კისრის ვენების შებერვისა.

  • 17. 
    ტკივილი გულმკერდში და პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა უმეტეს წილად გვაფიქრებინებს:
    • A. 

      მიოკარდიუმის ინტრამურულ ინფარქტზე;

    • B. 

      გულმკერდის ტრავმაზე

    • C. 

      ტრანსმურულ ინფარქტზე

    • D. 

      ვირუსულ პნევმონიაზე;

    • E. 

      აორტის განშრევებად ანევრიზმაზე.

  • 18. 
    ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია პათოგნომური სტენოკარდიისთვის?
    • A. 

      ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ST სეგმენტის დეპრესია დატვირთვისას;

    • B. 

      ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში ფიზიკური დატვირთვისას;

    • C. 

      პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;

    • D. 

      Q კბილი III და avF განხრებში;

    • E. 

      ნეგატიური T კბილი V2 - V6 განხრებში.

  • 19. 
    პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      ექსტრასისტოლური QRS კომლექსის ხანგრძლივობა არ აღემატება 0,10 წმ-ს;

    • B. 

      ექსტრასისტოლის წინ P კბილის არ არსებობა;

    • C. 

      სრული კომპენსატორული პაუზა;

    • D. 

      ექსტრასისტოლური QRS კომპლექსის დეფორმაცია;

  • 20. 
    რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი სარქვლის დაზიანება სუბფებრილური ტემპერატურით, ედს-ის მომატებით და ემბოლიებით?
    • A. 

      ინფექციური ენდოკარდიტი;

    • B. 

      მიოკარდიტი;

    • C. 

      რევმატიული კარდიტი;

    • D. 

      პერიკარდიტი;

    • E. 

      თრომბოფლებიტი.

  • 21. 
    ვერაპამილი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც:ვერაპამილი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც:ვერაპამილი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც:
    • A. 

      მოქმედებს ბეტა -ადრენორეცეპტორების ბლოკადის საშუალებით

    • B. 

      გამოიყენება სინუსის კვანძის სისუსტის დროს;

    • C. 

      ხშირად იძლევა ტაქიკარდიას;

    • D. 

      აქვს დიურეზული ეფექტი;

    • E. 

      გამოიყენება პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ

  • 22. 
    რომელი დაავადების დროს არის წინააღმდეგ ნაჩვენები გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატების დიდი დოზებით გამოყენება?
    • A. 

      აორტის სარქვლის სკლეროზის დროს;

    • B. 

      აორტული ნაკლოვანებისას

    • C. 

      მიტრალური ნაკლოვანებისას;

    • D. 

      ჰიპერტროფიული სუბაორტული სტენოზის დროს;

    • E. 

      შეგუბებითი კარდიომიოპათიის დროს.

  • 23. 
    ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი სწრაფი "მხტუნავი" პულსი (კარიგანის პულსი)?
    • A. 

      მიტრალური სტენოზისთვის;

    • B. 

      მიტრალური ნაკლოვანებისთვის;

    • C. 

      აორტული სტენოზისთვის;

    • D. 

      აორტის კოარქტაციისთვის;

    • E. 

      აორტული ნაკლოვანებისთვის.

  • 24. 
    ჩამოთვლილიდან რა არ ახასიათებს აორტულ ნაკლოვანებას?
    • A. 

      დიასტოლური შუილი;

    • B. 

      სისტოლური შუილი;

    • C. 

      მაღალი პულსური წნევა;

    • D. 

      მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია და დილატაცია;

    • E. 

      მწვერვალზე I ტონის შესუსტება.

  • 25. 
    გულის წუთმოცულობის გასაუმჯობესებლად პოსტდატვირთვის შემცირება მიზანშეწონილია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, გარდა:
    • A. 

      მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის - ჰიპერტენზიით;

    • B. 

      მწვავე აორტული ნაკლოვანებისა;

    • C. 

      მწვავე მიტრალური ნაკლოვანებისა;

    • D. 

      მიტრალური სტენოზისა;

    • E. 

      ჰიპერტონული კრიზისა.

Back to Top Back to top