გასტროენტეროლოგია 457 - 506

50 Questions | Total Attempts: 131

SettingsSettingsSettings
Please wait...
 457 - 506


Questions and Answers
  • 1. 
    ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომლისთვის არ არის დამახასიათებელი არაკონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია:
    • A. 

      მექანიკური სიყვითლისთვის;

    • B. 

      ჰემოლიზური სიყვითლისთვის;

    • C. 

      ჟილბერის სინდრომისთვის;

    • D. 

      კრიგლერ-ნაიარის სინდრომისთვის;

  • 2. 
    მექანიკური სიყვითლისათვის დამახასიათებელია:
    • A. 

      არაკონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია, ალანინ და ასპარტატ-ამინოტრანსფერაზების დონის მომატება;

    • B. 

      კონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია, ქოლესტერინის, ალანინ- და ასპარტატამინოტრანსფერაზების დონის მკვეთრი მომატება;

    • C. 

      კონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია, ტუტე ფოსფატაზას დონის მკვეთრი მომატება;

    • D. 

      არაკონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია;

  • 3. 
    ჩამოთვლილი სინდრომებიდან რომლისთვის არის დამახასიათებელი ქავილი, კონიუგირებული ჰიპერბილირუბინემია, ტუტე ფოსფატაზის, ქოლესტერინის მომატება:
    • A. 

      ჰეპატოცელულური სიყვითლისთვის;

    • B. 

      ღვიძლისქვედა (მექანიკური სიყვითლისათვის);

    • C. 

      ჟილბერის სინდრომისთვის;

    • D. 

      კრიგლერ-ნაიარის სინდრომისთვის;

    • E. 

      ჰემოლიზური სიყვითლისთვის.

  • 4. 
    ჰექტიური ცხელება, ჰეპატომეგალია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით და ტოქსიური მარცვლოვანებით, სავარაუდოდ მიგვანიშნებს:
    • A. 

      მწვავე ვირუსულ ჰეპატიტზე;

    • B. 

      ქრონიკულ ჰეპატიტზე;

    • C. 

      ღვიძლის აბსცესზე;

    • D. 

      ციროზზე;

    • E. 

      ღვიძლის კიბოზე.

  • 5. 
    ჩამოთვლილთაგან ყაბზობა დამახასიათებელია:
    • A. 

      ჰიპოაციდური გასტრიტისთვის;

    • B. 

      ქრონიკული ენტერიტისთვის;

    • C. 

      უიპლის დაავადებისთვის;

    • D. 

      12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისთვის;

  • 6. 
    დიარეის კომბინაცია ტკივილის სინდრომთან და მეზენტერიული ლიმფური კვანძების გაკირვასთან ერთად ყველაზე მეტად დამახასითებელია:
    • A. 

      მსხვილი ნაწლავის კიბოსთვის;

    • B. 

      კრონის დაავადებისთვის;

    • C. 

      არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტისთვის;

    • D. 

      ამებიაზისთვის;

    • E. 

      ტუბერკულოზური ილეოტიფლიტისთვის.

  • 7. 
    ქოლეცისტოგრაფია უკუნაჩვენებია ავადმყოფებისთვის:
    • A. 

      ცხიმების აუტანლობით;

    • B. 

      ვირუსული ჰეპატიტის შემდგომ პერიოდში;

    • C. 

      ნაღვლკენჭოვანი დაავადებით;

    • D. 

      იდიოსინკრაზიით იოდის მიმართ;

  • 8. 
    წვრილკვანძოვანი ციროზის განვითარებას იწვევს:
    • A. 

      ვირუსული ჰეპატიტი;

    • B. 

      ალკოჰოლიზმი;

    • C. 

      სანაღვლე გზების დაავადებები;

    • D. 

      ცხიმოვანი ჰეპატოზი;

  • 9. 
    მსხვილკვანძოვანი ციროზის განვითარებას იწვევს:
    • A. 

      ალკოჰოლიზმი;

    • B. 

      ვირუსული ჰეპატიტი;

    • C. 

      კვებითი რეჟიმის დარღვევა;

    • D. 

      ქოლესტაზი;

  • 10. 
    ღვიძლისმიერი კომის საშიშროების დროს დიეტაში უნდა შევზღუდოთ:
    • A. 

      ცილები;

    • B. 

      ცხიმები;

    • C. 

      ნახშირწყლები;

    • D. 

      სითხეები;

    • E. 

      მინერალური მარილები.

  • 11. 
    ღვიძლის ციროზის გართულებებს არ მიეკუთვნება:
    • A. 

      სისხლდენა ვარიკოზული ვენებიდან;

    • B. 

      კომა;

    • C. 

      ღვიძლის კიბო;

    • D. 

      ქოლეცისტიტი;

  • 12. 
    რომელი პათოლოგიის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია:
    • A. 

      ნაღვლის ბუშტის კიბოს;

    • B. 

      პანკრეასის ტანის კიბოს;

    • C. 

      პანკრეასის კუდის კიბოს;

    • D. 

      ნაწლავის კიბოს;

    • E. 

      კუჭის კიბოს.

  • 13. 
    რის შედეგაია ღვიძლის გადიდება I ტიპის შაქრიანი დიაბეტით (სამწლიანი ანამნეზითა და საშუალო სიმძიმის ფორმით) დაავადებულ პაციენტთან:
    • A. 

      ჰეპატოზის;

    • B. 

      ჰემოქრომატოზის;

    • C. 

      ამილოიდოზის;

    • D. 

      ღვიძლის ციროზის;

    • E. 

      ქრონიკული ჰეპატიტის.

  • 14. 
    ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომლის მკურნალობისთვის იყენებენ ეფექტურად სულფასალაზინს:
    • A. 

      ჩვეული ყაბზობისას;

    • B. 

      კრონის დაავადების დროს;

    • C. 

      არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის;

    • D. 

      ნაწლავური სისხლდენის;

    • E. 

      მსხვილი ნაწლავის დივერტიკულიტების.

  • 15. 
    40-60 წლის მამაკაცებში დიარეა, სტეატორეა, პოლიართრიტთან და ლიმფოციტოზთან ერთად, უპირველესად გვაფიქრებინებს:
    • A. 

      გასტროგენურ ფაღარათზე;

    • B. 

      უიპლის დაავადებაზე;

    • C. 

      სპრუზე;

    • D. 

      სკლეროდერმიაზე;

    • E. 

      ქრონიკულ ენტერიტზე.

  • 16. 
    ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არ არის მართებული რეფლუქს-ეზოფაგიტთან მიმართებაში:
    • A. 

      ხშირად ვითარდება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის დროს;

    • B. 

      მის განვითარებას ხელს უწყობს ნაღველ-კენჭოვანი და წყლულოვანი დაავადება;

    • C. 

      ვითარდება მუცლის ღრუს დიდი სიმსივნის დროს;

    • D. 

      მის დიაგნოსტიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს ეზოფაგოსკოპიას;

    • E. 

      რენტგენოლოგიური გამოკვლევა დიაგნოსტიკისთვის არ გამოიყენება.

  • 17. 
    კარდიის აქალაზიის დროს კარდიოდილატაციის წინააღმდეგჩვენებას არ წარმოადგენს:
    • A. 

      კარდიის პირველადი (იდიოპათიური) აქალაზია;

    • B. 

      დაავადების მიმდინარეობა ძლიერი ღებინებით;

    • C. 

      გამოხატული ეზოფაგიტი;

    • D. 

      საყლაპავის ვენების ვარიკოზი;

    • E. 

      ძლიერ გაფართოებული და ატონური საყლაპავი;

  • 18. 
    ქვემოთჩამოთვლთაგან რომელია საყლაპავის ყველაზე გავრცელებული პათოლოგია?
    • A. 

      კარდიის აქალაზია;

    • B. 

      საყლაპავის ნაწიბუროვანი შევიწროება;

    • C. 

      საყლაპავის კიბო;

    • D. 

      კარდიის უკმარისობა;

    • E. 

      იდიოპათიური ეზოფაგოსპაზმი.

  • 19. 
    ქვემოთმოყვანილი დებულებებიდან რომელი არ არის სწორი ფუნქციური აქილიის შემთხვევაში:
    • A. 

      ფუნქციური აქილია არის დროებითი მოვლენა;

    • B. 

      იგი შეიძლება იყოს კუჭის სეკრეტორული აპარატის თანდაყოლილი სისუსტის შედეგი;

    • C. 

      ერთმომენტიანი წესით კუჭის სეკრეციული ფუნქციის გამოკვლევა იძლევა აქილიის სურათს;

    • D. 

      ჰისტამინის სუბმაქსიმალური დოზით კუჭის სეკრეციული ფუნქციის გამოკვლევა იძლევა კუჭის წვენში პჟჰ-ის გამოვლენის საშუალებას;

    • E. 

      კუჭის ლორწოვანის ასპირაციული ბიოფსიით გამოვლინდება ლორწოვანის ანთება და ატროფია.

  • 20. 
    რომელი დიეტაა მიზანშეწონილი მწვავე გასტრიტის დროს:
    • A. 

      მხოლოდ მექანიკურად დამზოგავი დიეტა;

    • B. 

      მხოლოდ ქიმიურად დამზოგავი დიეტა;

    • C. 

      სრული შიმშილი პირველ დღეს;

    • D. 

      მექანიკურად და ქიმიურად დამზოგავი დიეტა.

  • 21. 
    რომელი მეთოდი გამოირჩევა მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულებით ქრონიკული გასტრიტის დროს?
    • A. 

      რენტგენოლოგიურ გამოკვლევა;

    • B. 

      ფიბროგასტროსკოპია;

    • C. 

      ექსფოლიაციური ციტოდიაგნოსტიკა;

    • D. 

      ფიბროგასტროსკოპია ბიოფსიით და მასალის მორფოლოგიური შესწავლით;

  • 22. 
    კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს წყლულოვანი დაზიანების ყველაზე ხშირი ლოკუსი არის:
    • A. 

      კარდიალურ ნაწილი;

    • B. 

      ფუნდუსი;

    • C. 

      მცირე სიმრუდე;

    • D. 

      დიდ სიმრუდე;

    • E. 

      პილორუსი.

  • 23. 
    12-გოჯა ნაწლავის გაურთულებელი წყლილისთვის არ არის დამახასიათებელი:
    • A. 

      მშიერი და ღამის ტკივილი;

    • B. 

      გამწვავების სეზონურობა;

    • C. 

      ღებინება და ამონაღებ მასაში წინა დღეს მიღებული საკვების არსებობა;

    • D. 

      ტკივილის გაძლიერება საკვების მიღებიდან ორი-სამი საათის შემდეგ;

    • E. 

      ტკივილის დროებითი შემსუბუქება ნატრიუმის ბიკარბონატის მიღების შემდეგ.

  • 24. 
    55 წლის მამაკაცს აქვს კუჭის წყლულის 10-წლიანი ანამნეზი, პერიოდული გამწვავებებით. მკურნალობდა არარეგულარულად. ბოლო 1 თვეა გაუძლიერდა ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დაიკლო წონაში, დაუქვეითდა მადა. ქვემოთ მოყვანილი გადაწყვეტილებებიდან რომელი მიგაჩნიათ სწორად:
    • A. 

      ავადმყოფს ურჩევთ დაუყოვნებლივ გაიკეთოს ოპერაცია;

    • B. 

      ოპერაციას ურჩევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭის სეკრეციული ფუნქციის გამოკვლევით იქნება აქილია;

    • C. 

      დაუნიშნავთ კონსერვატიულ მკურნალობას და 5-6 კვირის მკურნალობის შემდეგ გადაწყვეტთ საკითხს საჭიროა თუ არა ოპერაციული ჩარევა;

    • D. 

      გაუკეთებთ კუჭის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას წყლულის მალიგნიზაციის გამორიცხვის მიზნით;

    • E. 

      გაუკეთებთ გასტროფიბროსკოპიას ბიოფსიით, მასალის რამდენიმე ადგილიდან აღებით და მისი მიკრომორფოლოგიური შესწავლის შემდეგ გადაწყვიტავთ მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

  • 25. 
    დემპინგ-სინდრომისათვის არ არის დამახასიათებელი:
    • A. 

      ძლიერი სისუსტე ჭამის შემდეგ;

    • B. 

      ნაღვლოვანი ღებინება;

    • C. 

      ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ ჰიპოგლიკემიის განვითარება;

    • D. 

      სისხლძარღვოვანი და ნერვულ-ფსიქიური მოშლილობანი;

    • E. 

      ნახშირწყლებით მდიდარი საკვების აუტანლობა.

Back to Top Back to top