რეზიდენტურა 2018. პულმონოლოგია 507-556

50 Questions | Total Attempts: 52

SettingsSettingsSettings
Please wait...
რეზიდენტურა 2018. პულმონოლოგია 507-556

.


Questions and Answers
  • 1. 
    ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელს ენიჭება უმთავრესი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ბრონქოექტაზიული დაავადების დროს?
    • A. 

      ნახველის კლინიკური გამოკვლევა

    • B. 

      გულმკერდის რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია;

    • C. 

      გარეგანი სუნთქვის განსაზღვრა;

    • D. 

      ბრონქოსკოპია

    • E. 

      ბრონქოგრაფია

  • 2. 
    კრუპოზული პნევმონიისთვის დამახასიათებელია ქვემოთჩამოთვლილი სიმპტომები, გარდა:
    • A. 

      ტკივილისა გულმკერდის მიდამოში;

    • B. 

      ბრონქული სუნთქვის ან კრეპიტაციის არსებობისა

    • C. 

      ტემპერატურის მომატებისა;

    • D. 

      ლეიკოციტოზისა, მარცხნივ გადახრით

    • E. 

      ნახველში ეოზინოფილების აღმოჩენისა

  • 3. 
    პნევმოკოკური პნევმონიის გართულებას მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      პლევრის ემპიემისა

    • B. 

      სპონტანური პნევმოთორაქსისა

    • C. 

      ფილტვის აბსცესისა;

    • D. 

      კეროვანი პნევმოსკლეროზისა

    • E. 

      სეფსისისა.

  • 4. 
    ფილტვის კიბო, რომელიც არ არის მეტასტაზირებული შეიძლება გამოვლინდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომით, გარდა:
    • A. 

      ჰიპერტროფიული ოსტეოართროპათიისა

    • B. 

      ჰიპერკალციემიისა;

    • C. 

      პერიფერიული ნეიროპათიისა;

    • D. 

      ჰორნერის სიმპტომისა

    • E. 

      პოლიომიოზიტისა.

  • 5. 
    40 წლის მამაკაცი უჩივის ხველას ნახველის დიდი რაოდენობით გამოყოით, განსაკუთრებით დილაობით, პერიოდულად აღენიშნება სისხლიანი ნახველი, ბრონქოსკოპიით არ დადასტურდა ბრონქის ობსტრუქციისა და სიმსივნის არსებობა. სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      ასპირაციული პნევმონია;

    • B. 

      ბრონქოექტაზიული დაავადება

    • C. 

      პნევმოკოკური პნევმონია

    • D. 

      მიკოპლაზმური პნევმონია

    • E. 

      ალვეოლური უჯრედოვანი კარცინომა

  • 6. 
    სისხლიანი ხველა დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი დაავადებისთვის, გარდა
    • A. 

      ბრონქოგენური კიბოსი;

    • B. 

      ფილტვის ინფარქტისა

    • C. 

      ფილტვის აბსცესისა

    • D. 

      ექსუდაციური პლევრიტისა

    • E. 

      მილიარული ტუბერკულოზისა

  • 7. 
    ჰემოპტოე დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებისათვის, გარდა:
    • A. 

      ვეგენერის გრანულემატოზისა

    • B. 

      პლევრის ემპიემისა;

    • C. 

      გუდპასჩერის სინდრომისა

    • D. 

      ჰიუზა-სტოვინის სინდრომისა;

    • E. 

      ფიბროზო-კავერნოზული ტუბერკულოზისა

  • 8. 
    ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელი დაავადების დროს არ აღმოჩნდება ნახველში ჰემოსიდერინი?
    • A. 

      ფილტვის ინფარქტი;

    • B. 

      გუდპასჩერის სინდრომი

    • C. 

      ჰემოსიდეროზი

    • D. 

      მიტრალური ხვრელის სტენოზი

    • E. 

      ფილტვების სარკოიდოზი

  • 9. 
    რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი დადებითი ვასერმანის რეაქცია?
    • A. 

      კრუპოზული პნევმონია

    • B. 

      ბესჩეტის სინდრომი

    • C. 

      ლოფლერის სინდრომი

    • D. 

      ჰეგლინ-ფანკონის სინდრომი

    • E. 

      ბრონქოექტაზიული დაავადება.

  • 10. 
    რომელ დაავადებას ახასიათებს უზმოდ, დილაობით "სავსე პირით" ნახველის გამოყოფა?
    • A. 

      ფილტვის კარცინომა;

    • B. 

      ფილტვის ინფარქტი

    • C. 

      ბრონქოექტაზიული დაავადება

    • D. 

      კრუპოზული პნევმონია;

    • E. 

      პნევმოკონიოზი.

  • 11. 
    ფილტვის რომელი პათოლოგიისთვის არის დამახასიათებელი "კონტინუას" ტიპის ცხელება?
    • A. 

      წვრილკეროვანი პნევმონია

    • B. 

      ფილტვის თრომბოემბოლიური დაავადება

    • C. 

      ფილტვის აბსცესი;

    • D. 

      ფილტვის ექინოკოკი;

    • E. 

      კრუპოზული პნევმონია.

  • 12. 
    სუნთქვის უკმარისობის მქონე ავადმყოფს ჩაუტარდა სპირომეტრიული გამოკვლევა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ობსტრუქციის მთავარი ინდიკატორი?
    • A. 

      ნარჩენი (რეზიდუალური) მოცულობა;

    • B. 

      დიფუზიის ხარისხი

    • C. 

      პირველ წამში ფორსირებული ამოსუნთქული ჰაერის მოცულობის შეფარდება ფორსირებულ სასიცოცხლო ტევადობასთან ("FEV1/FVC");

    • D. 

      ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა ("FVC");

    • E. 

      ფორსირებული ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა პირველ წამში ( "FEV1").

  • 13. 
    34 წლის ქალს აღენიშნება ცხელება. სახსრების ტკივილი და ასიმპტომატური ლიმფოადენოპათია. რენტგენოლოგიურად აღინიშნება შუასაყრის ლიმფოადენოპათია და დიფუზური პულმონური ინფილტრაციები. ბრონქოსკოპიის შემდეგ აღებულ ბიოფსიურ მასალაში ვლინდება გრანულომატოზური ცვლილებები. ანამნეზი და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ტუბერკულოზზე უარყოფითია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      რევმატოიდული ართრიტი;

    • B. 

      სისტემური წითელი მგლურა;

    • C. 

      კრონის დაავადება;

    • D. 

      სარკოიდოზი;

    • E. 

      ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება.

  • 14. 
    55 წლის მამაკაცი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით მოთავსდა კლინიკაში ქოშინის გამო. ავადმყოფს აღენიშნებოდა ციანოზი, მოუსვენრობა, გონების მცირედი დაბინდვა, ტაქიკარდია, ტაქიპნეა და პერიფერიული ჰიპერემია. თუ თქვენ ეჭვი გაქვთ სუნთქვის უკმარისობაზე, ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან უპირველეს ყოვლისა რომელს გამოიყენებდით დიაგნოზის დასაზუსტებლად?
    • A. 

      ჰიპოქსემიის ნიშნებსა და სიმპტომებს;

    • B. 

      ჰიპერკაპნიის ნიშნებსა და სიმპტომებს

    • C. 

      არტერიული სისხლის აირებს ("ABG");

    • D. 

      გულმკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას;

    • E. 

      ანამნეზს.

  • 15. 
    25 წლის ინტენსიურად მწეველი მამაკაცი უჩივის უეცრად განვითარებულ მწვავე ტკივილს გულმკერდის არეში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას და ჩახველებისას. ავადმყოფის ფიზიკური გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ეკგ ნორმის ფარგლებშია. სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      მიოკარდიუმის ინფარქტი

    • B. 

      მწვავე ვირუსული პლევრიტი;

    • C. 

      ბაქტერიული პნევმონია;

    • D. 

      პნევმოთორაქსი;

    • E. 

      მწვავე პერიკარდიტი.

  • 16. 
    30 წლის მამაკაცი უჩივის ტემპერატურის მომატებას, პროგრესულად მზარდ მშრალ ხველას და 15 დღის განმავლობაში თავის და ყელის ტკივილს. ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი არ არის გამოხატული. გამოკვლევით: ხახა და ხმის იოგები ერითემატოზულია, ექსუდატის გარეშე; კისრის ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. ფილტვებში აუსკულტაციით მოისმინება გაფანტული სველი ხიხინი. რენტგენოლოგიურად აღინიშნება თეფშის ფორმის ატელექტაზური უბნები და კვანძოვანი ინფილტრაციები. ავადმყოფის სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      მიკოპლაზმური პნევმონია;

    • B. 

      ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

    • C. 

      ვირუსული პნევმონია

    • D. 

      ბრონქოექტაზია;

    • E. 

      ტუბერკულოზი

  • 17. 
    ბრონქოექტაზიის დიაგნოსტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია:
    • A. 

      ბრონქოსკოპია

    • B. 

      ბრონქოგრაფია

    • C. 

      კომპიუტერული ტომოგრაფია;

    • D. 

      კომპიუტერული ტომოგრაფია;

    • E. 

      აუსკულტაცია.

  • 18. 
    მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი შეიძლება დაკავშირებული იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილთან, გარდა:
    • A. 

      ტრავმისა

    • B. 

      ჰიპოვოლემიისა;

    • C. 

      სეპსისისა;

    • D. 

      ემბოლიისა;

    • E. 

      წყლულოვანი კოლიტისა.

  • 19. 
    45 წლის მამაკაცს აღენიშნება ცხელება, წონაში დაკლება, სისუსტე, ხველა, ქოშინი და ტკივილი გულმკერდის არეში. რენტგენოლოგიურად ორივე ფილტვში – კვანძოვანი ინფილტრატები და ნეკროზული დაზიანებები. პლაზმის კომპლემენტის დონე მომატებულია. ამ ავადმყოფის სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      ვეგენერის გრანულომატოზი

    • B. 

      რევმატოიდული ართრიტი

    • C. 

      ლიმფომა

    • D. 

      ფილტვის ინფარქტი;

    • E. 

      სიმსივნური მეტასტაზები

  • 20. 
    ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობებისას, რომლის დროს აღინიშნება ფილტვისმიერი გულის განვითარების დიდი ალბათობა?
    • A. 

      პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი;

    • B. 

      ფილტვის არტერიის სტენოზი

    • C. 

      მიტრალური სტენოზი;

    • D. 

      მრავლობითი განმეორებითი ფილტვის არტერიის ემბოლია;

    • E. 

      წინაგულთა ძგიდის დეფექტი

  • 21. 
    ფილტვის არტერიის ემბოლიის დიაგნოსტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოკვლევაა:
    • A. 

      კომპიუტერული ტომოგრაფია

    • B. 

      ბიოფსია

    • C. 

      ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერით

    • D. 

      ფილტვის არტერიის ანგიოგრაფია;

    • E. 

      რენტგენოგრაფია

  • 22. 
    ავადმყოფის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა, ისევე როგორც ნარენი (რეზიდუალური) მოცულობა შემცირებულია. ამასთან ფილტვების ტოტალური მოცულობა უფრო მეტადაა შემცირებული ვიდრე რეზიდუალური მოცულობა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ შეიძლება ჰქონდეს ავადმყოფს?
    • A. 

      ასთმა;

    • B. 

      მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი

    • C. 

      გულმკერდის ნეიროპათია

    • D. 

      პულმონური ფიბროზი

    • E. 

      სკოლიოზი.

  • 23. 
    ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი ფილტვის არტერიის ემბლზაციისთვის?
    • A. 

      შეიძლება გამოიწვიოს ყრუ ტკივილი მკერდის ძვლის უკან

    • B. 

      შეიძლება გააძლიეროს მეორე ტონის ინტენსივობა;

    • C. 

      აუცილებლად გამოიწვევს ფილტვის ინფარქტს;

    • D. 

      ფილტვები გასინჯვით ჩვეულებრივ ნორმაა

    • E. 

      პაციენტს შეიძლება განუვითარდეს სინკოპე

  • 24. 
    პნევმოთორაქსის შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა სწორია, გარდა:
    • A. 

      პარიეტული და ვისცერული პლევრა სცილდება ერთმანეთს;

    • B. 

      სარქვლოვანი პნევმოთორაქსის შემთხვევაში შუასაყარმა შეიძლება გადაინაცვლოს პათოლოგიის მხარეს;

    • C. 

      შეიძლება განვითარდეს ფილტვის კოლაფსი

    • D. 

      პნევმოთორაქსი შეიძლება განვითარდეს გულმკერდის დაზიანების გარეშ

    • E. 

      ნაკვეთმა ჭრილობამ მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეში მკერდის ძვლიდან 7 სმ-ზე შეიძლება გამოიწვიოს პნევმოთორაქსი.

  • 25. 
    თორაკოცენტეზის ჩვენებაა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      ინფექციური დაავადებებისას, მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ჩასატარებლად;

    • B. 

      დაავადების მიმდინარეობისას, როდესაც პლევრაში ამოუცნობი, განმეორებითი სითხის ჩადგომა ხდება;

    • C. 

      პლევრაში ამოუცნობი ეტიოლოგის სითხის არსებობისას;

    • D. 

      მეტასტაზური ბრონქოგენული კარცინომის ან სისტემური დაავადებების ჰისტოლოგიური დიაგნოზისთვის.

    • E. 

      მძიმე შემთხვევაში სასიცოცხლო ჩვენებით

Back to Top Back to top