რეზიდენტურა 2018. პულმონოლოგია 457-506

50 Questions | Total Attempts: 46

SettingsSettingsSettings
Please wait...
რეზიდენტურა 2018. პულმონოლოგია 457-506

.


Questions and Answers
  • 1. 
    მწვავე აბსცესის ოპერაციულ ჩვენებას წარმოადგენს
    • A. 

      ავადმყოფის ასაკი 60 წლამდე

    • B. 

      თუ ღრუ არ დაიხურა 8 კვირის განმავლობაში;

    • C. 

      ღრუში სითხის ჰორიზონტალური დონე;

    • D. 

      ჰემაპტოე;

    • E. 

      ლეიკოციტოზი.

  • 2. 
    მასიური პლევრალური ექსუდატის დროს რეკომენდებულია პუნქციით სითხის გამოღება არაუმეტეს:
    • A. 

      0,5 ლიტრისა

    • B. 

      1 ლიტრისა

    • C. 

      1,5 ლიტრისა;

    • D. 

      2 ლიტრისა;

    • E. 

      3 ლიტრისა.

  • 3. 
    დიდი რაოდენობით ნახველის გამოყოფა პირველადი პლევრიტის დროს გვაფიქრებინებს:
    • A. 

      პლევრობრონქული ფისტულის არსებობაზე

    • B. 

      ჩირქოვანი ენდობრონქიტის განვითარებაზე

    • C. 

      პნევმონიაზე;

    • D. 

      პლევრიტის ტუბერკულოზურ გენეზზე;

  • 4. 
    სილიკოზის II სტადიისთვის დამახასიათებებლია ყველა ჩამოთვლილი კლინიკურ-რენტგენოლოგიური ნიშანი, გარდა:
    • A. 

      ფილტვების წვრილკეროვანი ორმხრივი დისემინაციისა

    • B. 

      პნევმოსკლეროზის

    • C. 

      ფილტვების ფესვების გაფართოების

    • D. 

      ფილტვისმიერი გულის

    • E. 

      პროფესიული ანამნეზის მონაცემებისა

  • 5. 
    ჩამოთვლილიდან ყველა წარმოადგენს სპონტანური პნევმოთორაქსის განვითარების მიზეზს, გარდა:
    • A. 

      მიკობაქტერიების ჰემატოგენური გავრცელება პლევრის ფურცლებზე

    • B. 

      კავერნის გახსნა პლევრის ღრუში

    • C. 

      ემპიემის გარღვევა ბრონქში

    • D. 

      ოპერაციის შემდგომ პერიოდში ბრონქის ტაკვის უკმარისობა

    • E. 

      ბულოზური ემფიზემა

  • 6. 
    ფილტვებიდან უეცრად განვითარებული სისხლდენის დროს სამედიცინო დახმარების რაციონალური ტაქტიკაა:
    • A. 

      ვიკასოლის შეყვანა

    • B. 

      კალციუმის ქლორიდის შეყვანა;

    • C. 

      ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია

    • D. 

      ერითრომასის გადასხმა;

    • E. 

      გულმკერდის სასწრაფო რენტგენოგრაფია.

  • 7. 
    ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის კლინიკისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია:
    • A. 

      უეცრად განვითარებული ტკივილი გულმკერდის არეში

    • B. 

      ჟანგისფერი ნახველი

    • C. 

      ტემპერატურის მომატება

    • D. 

      არტერიული წნევის დაქვეითება;

    • E. 

      უეცრად განვითარებული ქოშინი, ციანოზი, ტკივილი გულმკერდში.

  • 8. 
    ფილტვში არაინტენსიური დაჩრდილვა, ხველის არარსებობა, ჩივილები ნერწყვის დენაზე, მადის დაქვეითებაზე, ტკივილზე ჭიპის მიდამოში, სისხლის ანალიზში უმნიშვნელო ლეიკოციტოზი ჰიპერეოზინოფილიით (25%-მდე), ასკარიდების კვერცხების აღმოჩენა განავალში, ყველაზე მეტად გვაფიქრებინებს:
    • A. 

      ფილტვის ტუბერკულოზზე

    • B. 

      ექინოკოკზე

    • C. 

      სარკოიდოზზე;

    • D. 

      ფილტვის ეოზინოფილურ ინფილტრატზე

    • E. 

      ქრონიკულ პნევმონიაზე

  • 9. 
    მეიგსის სინდრომისთვის დამახასიათებელია:
    • A. 

      ჩირქოვანი პლევრიტი

    • B. 

      მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი;

    • C. 

      ქილოთორაქსი;

    • D. 

      ჰემორაგიული პლევრიტი

    • E. 

      სპონტანური პნევმოთორაქსი.

  • 10. 
    რა სიხშირითაა ეფექტური დიაგნოსტიკური თვალსაზრისით ბრონქოსკოპია ფილტვის კვანძოვანი ბრონქოგენული სიმსივნეების დროს?
    • A. 

      40%;

    • B. 

      60%;

    • C. 

      80%

    • D. 

      90%;

    • E. 

      100%.

  • 11. 
    ფილტვის სიმსივნეზე ეჭვის დროს საობსერვაციო პერიოდი 1,5-3 თვეა. რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტროლო რენტგენოგრამები?
    • A. 

      ყოველ 3 თვეში ერთჯერ

    • B. 

      ყოველ 6 თვეში ერთჯერ

    • C. 

      ყოველ 8 თვეში ერთჯერ;

    • D. 

      ყოველ 10 თვეში ერთჯერ;

    • E. 

      ყოველ 12 თვეში ერთჯერ

  • 12. 
    რას წარმოადგენს შარკო-ლეიდენის კრისტალები?
    • A. 

      დაშლილ ერითროციტებს

    • B. 

      დაშლილ ლიმფოციტებს

    • C. 

      დაშლილ ალვეოლურ ეპითელს

    • D. 

      დაშლილ ეოზინოფილებს

    • E. 

      დაშლილ მონოციტებს

  • 13. 
    ფილტვის პერიფერიულად განლაგებული სიმსივნის საუკეთესო დიაგნოსტიკური საშუალებაა:
    • A. 

      ტომოგრაფია;

    • B. 

      ბრონქოსკოპია;

    • C. 

      ბრონქოგრაფია

    • D. 

      ნახველის ანალიზი

    • E. 

      ტრანსთორაკალური პუნქცია.

  • 14. 
    ნახველის ციტოლოგიური შესწავლისას ქვემოთჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი მიუთითებს ანთებითი პროცესის ინტენსიურობაზე ქრონიკული ბრონქიტის დროს?
    • A. 

      ლორწოს დიდი რაოდენობა

    • B. 

      მაკროფაგების დიდი რაოდენობა

    • C. 

      ნეიტროფილური ლეიკოციტების დიდი რაოდენობა

    • D. 

      ბრონქული ეპითელის დიდი რაოდენობა;

    • E. 

      ლიმფოციტების დიდი რაოდენობა

  • 15. 
    ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს გამოიყენებთ სისხლძარღვთა უკმარისობის პროფილაქტიკისათვის პნევმონიის მკურნალობისას
    • A. 

      სულფადიმეტოქსინი;

    • B. 

      ფუზიდინი;

    • C. 

      „B1“ და „C“ ვიტამინებს;

    • D. 

      ინდომეტაცინი

    • E. 

      დელაგილი.

  • 16. 
    ქვემოთჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელია ნაჩვენები ფილტვების ემფიზემის მკურნალობისათვის?
    • A. 

      ანტიბიოტიკოთერაპია

    • B. 

      სულფანილამიდებით მკურნალობა;

    • C. 

      თერაპია კორტიკოსტეროიდებით

    • D. 

      ოქსიგენოთერაპია;

  • 17. 
    ვეზიკულური სუნთქვა მოისმინება
    • A. 

      ამოსუნთქვისას

    • B. 

      ჩასუნთქვისას;

    • C. 

      ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვის პირველ მესამედში;

    • D. 

      ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვის პირველ 2/3-ში;

    • E. 

      ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მთელ პერიოდში.

  • 18. 
    ფილტვების ემფიზემისას სუნთქვა არის:
    • A. 

      ვეზიკულური

    • B. 

      შესუსტებული ვეზიკულური;

    • C. 

      გაძლიერებული ვეზიკულური;

    • D. 

      ბრონქული;

    • E. 

      საკადირებული.

  • 19. 
    მჟღერი სველი ხიხინი ახასიათებს:
    • A. 

      ფილტვების ემფიზემას;

    • B. 

      ფილტვების აბსცესს;

    • C. 

      კრუპოზულ პნევმონიას

    • D. 

      ბრონქულ ასთმას;

    • E. 

      შეგუბებას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში.

  • 20. 
    კრუპოზული პნევმონიის დროს პერკუტორული ხმიანობა შემდეგი ხასიათისაა:
    • A. 

      მოყრუებული ტიმპანიტი

    • B. 

      კოლოფისებური;

    • C. 

      ტიმპანური;

    • D. 

      ყრუ;

    • E. 

      მეტალური

  • 21. 
    ბრონქული სუნთქვა ისმის:
    • A. 

      ჩასუნთქვისას;

    • B. 

      ამოსუნთქვისას;

    • C. 

      ჩასუნთქვისას და ამოსუნთქვის პირველ მესამედში;

    • D. 

      ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მთელ პერიოდში;

    • E. 

      ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პირველ 2/3-ში.

  • 22. 
    ბგერითი რხევის შუსუსტება ტიპიურია:
    • A. 

      ბრონქოექტაზიისთვის;

    • B. 

      ექსუდაციური პლევრიტისათვის

    • C. 

      ფილტვის აბსცესისათვის

    • D. 

      კეროვანი პნევმონიისათვის

    • E. 

      კრუპოზული პნევმონიისათვის

  • 23. 
    ბგერითი რხევის გაძლიერება ტიპიურია
    • A. 

      ჰიდროთორაქსისთვის;

    • B. 

      ფილტვის ატელექტაზისთის;

    • C. 

      დახურული პნევმოთორაქსისათვის

    • D. 

      ფილტვის ემფიზემისათვის;

    • E. 

      ბრონქული ასთმისათვის

  • 24. 
    სუნთქვითი მოცულობა არის
    • A. 

      ნორმალური ჩასუნთქვის დამთავრების შემდეგ შესუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;

    • B. 

      ნორმალური ამოსუნთქვის დამთავრების შემდეგ ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა

    • C. 

      ჩასუნთქული ან ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა;

    • D. 

      მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის მოცულობა.

  • 25. 
    ჩასუნთქვის სარეზერვო მოცულობა არის:
    • A. 

      ნორმალური ჩასუნთქვის დამთავრების შემდეგ შესუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;

    • B. 

      ნორმალური ამოსუნთქვის დამთავრების შემდეგ ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური მოცულობა;

    • C. 

      ჩასუნთქული ან ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა;

    • D. 

      მაქსიმალური ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის მოცულობა.

Back to Top Back to top