რეზიდენტურა 2018. პულმონოლოგია 407-456

50 Questions | Total Attempts: 47

SettingsSettingsSettings
Please wait...
რეზიდენტურა 2018. პულმონოლოგია 407-456

.


Questions and Answers
  • 1. 
    ფილტვების პერკუსიით-ფილტვის ნათელი ხმიანობა, აუსკულტაციით-მკვრივი სუნთქვა. სად არის ლოკალიზებული პათოლოგიური პროცესი:
    • A. 

      ბრონქებში;

    • B. 

      ფილტვების პარენქიმაში

    • C. 

      პლევრის ფურცლებში;

    • D. 

      ტრაქეაში;

    • E. 

      პერიკარდიუმში

  • 2. 
    ბრონქოექტაზიის უხშირესი მიზეზია
    • A. 

      ბრონქული ასთმა;

    • B. 

      ტუბერკულოზი;

    • C. 

      ყივანახველა

    • D. 

      ბრონქოპნევმონია;

    • E. 

      გრიპი.

  • 3. 
    ავადმყოფი მამამაკაცი, 48 წლის, აწუხებს ხველა "ჟანგისფერი" ნახველით, ტემპერატურის მომატება, ტკივილი მარჯვენა გვერდში. ინსპექციით - გულმკერდის მარჯვენა ნახევარი ჩამორჩება სუნთქვაში. პალპაციით - მარჯვნივ ბეჭის ქვემო არეში მოყრუება. იმავე მიდამოში აუსკულტაციით მოისმინება ბრონქული სუნთქვა, გამოხატული ბრონქოფონია. დაასახელეთ დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზემოთ აღწერილი სიმპტომები:
    • A. 

      მწვავე ბრონქიტი;

    • B. 

      ქრონიკული ბრონქიტი;

    • C. 

      ბრონქოპნევმონია;

    • D. 

      კრუპოზული პნევმონია

    • E. 

      ექსუდაციური პლევრიტი

  • 4. 
    პლევრის ღრუს ექსუდაციისთვის დამახასიათებელია
    • A. 

      ხვედრითი წონა >1015;

    • B. 

      ტუტე რეაქცია

    • C. 

      ცილის შემცველობა <30 მ/ლ;

    • D. 

      ნალექში უჯრედების მცირე რაოდენობა

  • 5. 
    ავადმყოფი მამაკაცი 54 წლის, აწუხებს ქოშინი გაძნელებული ამოსუნთქვით მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს ანამნეზში-ეწევა სიგარეტს დიდი რაოდენობით. ინსპექციით -კასრისებური გულმკერდი. ფილტვის პერკუსიით -კოლოფისებური ხმიანობა. აუსკულტაციით - შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა. დაასახელეთ პათოლოგიური პროცესი, რომელიც იძლევა ზემოთ აღწერილ სიმპტომოკომპლექსს:
    • A. 

      ფილტვების ქრონიკული ანთებითი დაავადებები

    • B. 

      ფილტვის ქსოვილის ანთებითი გამკვრივება - ინფილტრაცია;

    • C. 

      ფილტვის ქსოვილში ჰაერის არ არსებობა - ატელექტაზი;

    • D. 

      ფილტვის ქსოვილის ელასტიურობის დაქვეითება - ემფიზემა

    • E. 

      ფილტვის ქსოვილის ჩირქოვანი რღვევა - აბსცესი

  • 6. 
    ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებას შეუძლია გამოიწვიოს სისხლიანი ხველა, გარდა:
    • A. 

      მიტრალური სტენოზის

    • B. 

      გუდპასჩერის სინდრომის;

    • C. 

      აერზის დაავადების

    • D. 

      ვეგენერის დაავადების;

    • E. 

      ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის

  • 7. 
    ავადმყოფი ქალი 30 წლის, დატვირთვისას აწუხებს ზომიერი ქოშინი, ართრალგია, ცხელება, კვანძოვანი ტიპის გამონაყარი. ფიზიკური გამოკვლევით დაუდგინდა ჰეპატო-სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ორმხრივი პულმონური ლიმფადენოპათია. უფრო საფიქრებელი დიაგნოზია:
    • A. 

      ლიმფოგრანულომატოზი;

    • B. 

      ტუბერკულოზი;

    • C. 

      რევმატიზმი;

    • D. 

      სარკოიდოზი;

    • E. 

      რევმატოიდური ართრიტი

  • 8. 
    ქრონიკული ბრონქიტის გართულება შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      ფილტვების ემფიზემის

    • B. 

      დიფუზური პნევმოსკლეროზის

    • C. 

      ფილტვისმიერი გულის;

    • D. 

      მშრალი პლევრიტის;

    • E. 

      ბრონქოექტაზიური დაავადებისა

  • 9. 
    ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელია ნაკლებეფექტური ბრონქოექტაზიური დაავადების სამკურნალოდ?
    • A. 

      ბრონქული ხის სანაცია;

    • B. 

      ბრონქის სანათურში მუკოლიზური პრეპარატებისა და პროტეოლიზური ფერმენტების შეყვანა;

    • C. 

      ბრონქის სანათურში ანტიბიოტიკების შეყვანა;

    • D. 

      ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია;

  • 10. 
    ფილტვის ემფიზემისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა
    • A. 

      გულზე დიასტოლური შუილის;

    • B. 

      II ტონის აქცენტის ფილტვის არტერიაზე

    • C. 

      ფართო ეპიგასტრული კუთხის;

    • D. 

      ქოშინის;

    • E. 

      ფილტვების პერკუსიისას კოლოფისებური ხმიანობისა

  • 11. 
    დაასახელეთ დაავადება, რომლის დროსაც ნახველში არის კურშმანის სპირალები და შარკო-ლეიდენის კრისტალები:
    • A. 

      ბრონქოექტაზიური დაავადება

    • B. 

      ფილტვების ემფიზემა

    • C. 

      ბრონქული ასთმა;

    • D. 

      კრუპოზული პნევმონია

    • E. 

      ფილტვის აბსცესი

  • 12. 
    ჩამოთვლილი ტესტებიდან ყველაზე ზუსტად რა განასხვავებს ფილტვების რესტრიქციულ დაავადებებს ობსტრუქციულისაგან?
    • A. 

      ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა;

    • B. 

      სუნთქვითი მოცულობა

    • C. 

      ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა

    • D. 

      ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა/ფილტვების სასიცოცხლო ტევადობასთან (ტიფნოს ინდექსი);

    • E. 

      ნარჩენი მოცულობა

  • 13. 
    ფილტვების რა სახის დაზიანებაა დამახასიათებელი სისტემური წითელი მგლურასთვის?
    • A. 

      ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზი

    • B. 

      პლევრული შვარტები (შეხორცებები);

    • C. 

      პნევმონიტი, ექსუდაციური პლევრიტი;

    • D. 

      ბრონქების კედლების ინფილტრატი;

  • 14. 
    წილოვანი პნევმონიის გართულებებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      ფილტვის ემფიზემის

    • B. 

      სეპტიცემიის;

    • C. 

      მენინგიზმის;

    • D. 

      პლევრის ემპიემის;

    • E. 

      ფილტვის აბსცესის

  • 15. 
    30 წლის ავადმყოფი მამაკაცი, კლინიკაში შემოვიდა შებრუნებითი მორეციდივე პნევმონიის დიაგნოზით, ქრონიკული პროდუქტიული ხველით ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ სისხლის მინარევით ზოლების სახით, ხველა ძლიერდება დილაობით და დაწოლისას, მტევნის ფალანგების ფრჩხილები დოლის ჩხირების ფორმის. ფილტვების უკანა-ქვემო წილებზე ისმის სველი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      ბრონქოექტაზია;

    • B. 

      ქრონიკული ბრონქიტი

    • C. 

      ფილტვის დისემინირებული ტუბერკულოზი

    • D. 

      ფილტვის კიბო;

    • E. 

      ფილტვების ემფიზემა.

  • 16. 
    ჩამოთვლილიდან რა არის პათოგნომური ფილტვის აბსცესისთვის?
    • A. 

      მაღალი ტემპერატურა

    • B. 

      ლეიკოციტოზი;

    • C. 

      ხველა სავსე პირით

    • D. 

      ინფილტრატის ფონზე მრგვალი ღრუს არსებობა სითხის ჰორიზონტალური დონით

  • 17. 
    ფილტვებში შეგუბების მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ მოყვანილი მდგომარეობა, გარდა:
    • A. 

      მიტრალური სტენოზის;

    • B. 

      გულის ანევრიზმის;

    • C. 

      აორტის სარქველების ნაკლოვანების;

    • D. 

      მარცხენა პარკუჭის უკმარისობის

    • E. 

      პნევმონიისა.

  • 18. 
    ჩამოთვლილიდან რა წარმოადგენს ფილტვების ჰიპერვენტილაციის შედეგს?
    • A. 

      სუნთქვითი ალკალოზი

    • B. 

      სისხლის PH-ის დაქვეითება;

    • C. 

      არტერიული წნევის მომატება;

    • D. 

      სისხლში რძისმჟავას დონის მომატება

    • E. 

      სისხლში ბიკარბონატების დონის მომატება

  • 19. 
    39 წლის ავადმყოფი მამაკაცი, უჩივის შეტევითი ხასიათის ექსპირაციული ტიპის ქოშინს. შეტევის ჩათავებისას უჩნდება ხველა ლორწოვანი ნახველის გამოყოფით. ავადმყოფს აქვს იძულებითი მჯდომარე მდებარეობა, გამოხატული ციანოზი. ფილტვების პერკუსიით - კოლოფისებრი ხმიანობა. აუსკულტაციით მრავლობითი მშრალი მსტვინავი ხიხინი. დაასახელეთ დაავადება, რომელიც ხასიათდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომებით:
    • A. 

      ქრონიკული ბრონქიტი;

    • B. 

      ფილტვების ემფიზემა;

    • C. 

      ბრონქული ასთმა;

    • D. 

      ბრონქოექტაზიური დაავადება

    • E. 

      ბრონქოპნევმონია

  • 20. 
    სუნთქვის მწვავე უკმარისობის მიზეზებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      ლარინგოსპაზმის

    • B. 

      ბრონქული ასთმის;

    • C. 

      კეროვანი პნევმონიის

    • D. 

      ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის

    • E. 

      ხორხის მწვავე შეშუპების

  • 21. 
    პნევმონიის ყველაზე ტიპიური გამომწვევია
    • A. 

      სტაფილოკოკი;

    • B. 

      ვირუსი;

    • C. 

      პნევმოკოკი;

    • D. 

      კლებსიელა;

    • E. 

      ნაწლავის ჩხირი.

  • 22. 
    ნარკომანი მამაკაცი, 25 წლის, შემოვიდა კლინიკაში მშრალი ხველის და ქოშინის 4 კვირიანი ანამნეზით. რენტგენოგრამაზე ჩანს დიფუზური ინტერსტიციული დაჩრდილვა. სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      ფილტვის არტერიის ემბოლია

    • B. 

      პნევმოცისტური პნევმონია;

    • C. 

      კაპოშის სარკომა;

    • D. 

      ლაიმის დაავადება

    • E. 

      კეროვანი პნევმონია

  • 23. 
    ახალგაზრდა ქალს მწვავე უვეიტითა და კვანძოვანი ერითემით აღენიშნება ბილატერალური ჰილუსური და პარატრაქეული ადენოპათია, გულმკერდის სიმპტომების გარეშე. სავარაუდო დიაგნოზია:
    • A. 

      ტუბერკულოზი;

    • B. 

      შიდსი;

    • C. 

      სარკოიდოზი;

    • D. 

      ლაიმის დაავადება

    • E. 

      რევმატოიდული ართრიტი.

  • 24. 
    ფილტვების ვენტილაცია 100%-იანი ჟანგბადით არ ზრდის არტერიული სისხლის 98 %-მდე ჟანგბადით გაჯერებას შემდეგი პათოლოგიის დროს:
    • A. 

      ბრონქოექტაზია;

    • B. 

      ინტერსტიციული ფიბროზი;

    • C. 

      ლეფლერის სინდრომი

    • D. 

      ფილტვის არტერიო-ვენური ფისტულა

    • E. 

      ფილტვის ემფიზემა

  • 25. 
    50 წლის ალკოჰოლიკს, რომელსაც აღენიშნება კბილების გამოხატული კარიესი, აქვს სისუსტე და ტკივილი გულმკერდის არეში მარჯვენა მხარეს 2 კვირის განმავლობაში, სუბფებრილური ცხელება და პროდუქციული ხველა სუნიანი ჩირქოვანი ნახველით. რენტგენოგრაფიით დადგინდა 2 სმ-ის დიამეტრის სითხით სავსე ღრუ მარჯვენა ფილტვის ზემო ნაწილში. აღნიშნული სურათი განპირობებულია შემდეგი პათოლოგიით:
    • A. 

      აბსცესი;

    • B. 

      ბრონქოექტაზია;

    • C. 

      ფილტვის ინფარქტი

    • D. 

      ფილტვის სქვამოზურ - უჯრედოვანი კარცინომა

    • E. 

      ტუბერკულოზი

Back to Top Back to top