თერაპია, კარდიოლოგია 1-30

30 Questions | Attempts: 654
Share

SettingsSettingsSettings
,  1-30 - Quiz


Questions and Answers
  • 1. 

    პათოლოგიური Q კბილის არსებობა I, AVL, V1 – V6 განხრებში მიუთითებს

    • A.

      უკანა კედლის ინფარქტზე;

    • B.

      წინა გავრცელებულ ინფარქტზე

    • C.

      წინა და უკანა კედლების გავრცელებულ ინფარქტზე;

    • D.

      სეპტალურ ინფარქტზე;

    • E.

      უკანა კედლის ინფარქტზე;

    Correct Answer
    B. წინა გავრცელებულ ინფარქტზე
  • 2. 

    ჩამოთვლილიდან რა არის დამახასიათებელი ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადისათვის?

    • A.

      QRS ინტერვალის გახანგრძლივება;

    • B.

      QT ინტერვალის გახანგრძლივება;

    • C.

      PQ ინტერვალის გახანგრძლივება;

    • D.

      R კბილის დეფორმაცია;

    • E.

      ყველა ჩამოთვლილი.

    Correct Answer
    C. PQ ინტერვალის გახანგრძლივება;
  • 3. 

    \\\\ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების გამოკვლევა უნდა მოხდეს:

    • A.

      თირკმელების ულტრაბგერითი გამოკვლევით;

    • B.

      გულმკერდის რენტგენოგრაფიით;

    • C.

      კალიუმის დონის განსაზღვრით სისხლის შრატში;

    • D.

      ოჯახური ანამნეზით;

    • E.

      ყველა ჩამოთვლილით.

    Correct Answer
    E. ყველა ჩამოთვლილით.
  • 4. 

    ჰიპერტონული დაავადებისასრენინის შემცველობა სისხლში:

    • A.

      მნიშვნელოვნადაა მომატებული;

    • B.

      ზოგ შემთხვევაში მომატებულია, ზოგ შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია.

    • C.

      უმნიშვნელოდაა მომატებული;

    • D.

      ნორმის ფარგლებშია;

    • E.

      დაქვეითებულია;

    Correct Answer
    B. ზოგ შემთხვევაში მომატებულია, ზოგ შემთხვევაში ნორმის ფარგლებშია.
  • 5. 

    ჩამოთვლილიდან რა <<არ>> ახასიათებს აორტულ სტენოზს:

    • A.

      სტენოკარდია

    • B.

      სინკოპე;

    • C.

      არტერიული ჰიპერტენზია

    • D.

      გულის უკმარისობა;

    • E.

      თავბრუსხვევა;

    Correct Answer
    C. არტერიული ჰიპერტენზია
  • 6. 

    ჩამოთვლილიდან რა <<არ არის>> დამახასიათებელი მიტრალურისტენოზისთვის?

    • A.

      მარცხენა წინაგულის დილატაცია;

    • B.

      სისტოლური შუილი მწვერვალზე;

    • C.

      დიასტოლური შუილი მწვერვალზე;

    • D.

      მიტრალური სარქვლის გაღების ხმიანობა;

    • E.

      ტკაცუნა I ტონი.

    Correct Answer
    B. სისტოლური შუილი მწვერვალზე;
  • 7. 

    ჩამოთვლილიდან რა არის გულის ტამპონ ადისდამახასიათებელი ნიშანი?

    • A.

      პარადოქსული პულსი;

    • B.

      არტერიული ჰიპოტენზია;

    • C.

      დაბალი პულსური წნევა;

    • D.

      კისრის ვენების შებერვა;

    • E.

      ყველა ჩამოთვლილი.

    Correct Answer
    E. ყველა ჩამოთვლილი.
  • 8. 

    ჩამოთვლილიდან რა არის კარდიული ასთმისთვისდამახასიათებელი?

    • A.

      მარჯვენა ტიპის ეკგ;

    • B.

      მარცხენა ტიპის ეკგ.

    • C.

      ექსპირაციული ქოშინი;

    • D.

      მშრალი, მსტვინავი ხიხინი;

    • E.

      წებოვანი, გამჭვირვალე ნახველი;

    Correct Answer
    B. მარცხენა ტიპის ეკგ.
  • 9. 

    გულის შეგუბებითი უკმარისობა მაღალი წუთმოცულობის ფონზე შეიძლება შეგვხვდესყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიის დროს, <<გარდა>>:

    • A.

      ბერი-ბერი;

    • B.

      ჰიპერთირეოზი;

    • C.

      მიტრალური სტენოზი;

    • D.

      ანემია;

    • E.

      არტერიო-ვენური ფისტულა.

    Correct Answer
    C. მიტრალური სტენოზი;
  • 10. 

    ქვემოთ მოყვანილი შრატის ფერმენტებიდან რომელი წარმოადგენს მიოკარდიუმის დაზიანებისსპეციფიკურკრიტერიუმს?

    • A.

      ლაქტატდეჰიდროგენაზა-4;

    • B.

      ლაქტატდეჰიდროგენაზა-5;

    • C.

      კრეატინფოსფოკინაზა-MB;

    • D.

      ასპარტატამინოტრანსფერაზა;

    • E.

      გლუტამატ-ოქსალაცეტატ ტრანსამინაზა.

    Correct Answer
    C. კრეატინფოსფოკინაზა-MB;
  • 11. 

    ეკგ-ზე P-კბილი დადებითია, PQ -ინტერვალი 0, 22 წმ (ნორმაში 0.12-0.20), QRS- კომპლექსის ხანგრძლივობა 0, 09 წმ. დაასახელეთ რითმის მოშლის სახე:

    • A.

      პარკუჭოვანი ექსტრასისიტოლა;

    • B.

      მოციმციმე არითმია;

    • C.

      არასრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (II ხარისხის);

    • D.

      არასრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (I ხარისხის);

    • E.

      სრული არტრიოვენტრიკულური ბლოკადა.

    Correct Answer
    D. არასრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (I ხარისხის);
  • 12. 

    კარდიომიოპათია შესაძლო დიაგნოზია ყველა შემთხვევაში, <<გარდა>>:

    • A.

      ასიმპტომური ავადმყოფი, რომელმაც მოგვმართა ეკგ-ზე ცვლილებების გამო;

    • B.

      ასიმპტომური ავადმყოფი, რომელიც გამოგზავნილია გამოკვლევისთვის კარდიომეგალიის გამო, რომელიც გამოვლინდა გულმკერდის პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევისას;

    • C.

      ავადმყოფი, რომელსაც გამოკვლევისას გამოუვლინდა მარცხენა წინაგულის იზოლირებული გადიდების და მიტრალური რეგურგიტაციული შუილი;

    • D.

      ავადმყოფი, რომელსაც თითქმის ერთდროულად განუვითარდა მარცხენა და მარჯვენა გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები;

    • E.

      ავადმყოფი, რომელსაც აწუხებს სისუსტე, დაღლა და ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას

    Correct Answer
    C. ავადმყოფი, რომელსაც გამოკვლევისას გამოუვლინდა მარცხენა წინაგულის იზოლირებული გადიდების და მიტრალური რეგურგიტაციული შუილი;
  • 13. 

    ჩამოთვლილიდან რა ახასიათებს ყველაზე ხშირად მარცხენა წინაგულის მიქსომას?

    • A.

      ცხელება

    • B.

      სინკოპე

    • C.

      ართრალგიები

    • D.

       პერიფერიული თრომბოემბოლიები;

    • E.

      ედს -ის მომატება;

    Correct Answer
    B. სინკოპე
  • 14. 

    ამოარჩიეთ უფრო მართებული დებულება ნიტროგლიცერინის მოქმედების შესახებ:

    • A.

      აიშვიათებს გულის მუშაობას;

    • B.

      აძლიერებს მარცხენა პარკუჭის შეკუმშვას;

    • C.

      აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე;

    • D.

      აუმჯობესებს სისხლის განაწილებას;

    • E.

      აფართოვებს კორონარებს.

    Correct Answer
    C. აქვეითებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ჟანგბადზე;
  • 15. 

    პათოლოგიური Q კბილის არსებობაV1-V6 განხრებში მოწმობს:

    • A.

      უკანა კედლის ინფარქტზე;

    • B.

      წინა და უკანა კედლების გავრცელებულ ინფარქტზე;

    • C.

      წინა გავრცელებულ ინფარქტზე;

    • D.

      სეპტალურ ინფარქტზე;

    • E.

      უკანა კედლის ინფარქტზე;

    Correct Answer
    C. წინა გავრცელებულ ინფარქტზე;
  • 16. 

    ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს მოციმციმე არითმიის სადიაგნოზოელექტროკარდიოგრაფიულ კრიტერიუმს?

    • A.

      დეფორმული P კბილები;

    • B.

      თანაბარი R-R ინტერვალები;

    • C.

      არათანაბარი R-R ინტერვალები და წინაგულების თრთოლვის აღმნიშვნელი F ტალღებისარსებობა;

    • D.

      ST - სეგმენტის და T კბილის დეფორმაცია;

    • E.

      ST კომპლექსების დეფორმაცია;

    Correct Answer
    C. არათანაბარი R-R ინტერვალები და წინაგულების თრთოლვის აღმნიშვნელი F ტალღებისარსებობა;
  • 17. 

    ჰიპერტენზიულ ავადმყოფებში სიკვდლიანობის უხშირეს მიზეზად ითვლება ყველა ქვემოთჩამოთვლილი, <<გარდა>>:

    • A.

      თავის ტვინის ინსულტი;

    • B.

      თირკმელების უკმარისობა;

    • C.

      ნაწლავის ინფარქტი ფიბრინოიდული ნეკროზის გამო;

    • D.

      მიოკარდიუმის ინფარქტი;

    • E.

      გულის შეგუბებითი უკმარისობა.

    Correct Answer
    C. ნაწლავის ინფარქტი ფიბრინოიდული ნეკროზის გამო;
  • 18. 

    რა ახასიათებს მიტრალური სარქვლის პროლაფსს:                           

    • A.

      ხშირია მამაკაცებში;

    • B.

      ბაქტერიული ენდოკარდიტის პროფილაქტიკის ჩატარების ჩვენებაა;

    • C.

      მოგვიანებითი სისტოლური შუილი მწვერვალზე;

    • D.

      ეკგ-ზე სპეციფიური ცვლილებები;

    • E.

      ყველა ჩამოთვლილი.               

    Correct Answer
    C. მოგვიანებითი სისტოლური შუილი მწვერვალზე;
  • 19. 

    პოსტდატვირთვის შემცირება ჩვეულებრივ მიზანშეწონილია ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, <<გარდა>>:

    • A.

      შეგუბებითი კარდიომიოპათია;

    • B.

      აორტული ნაკლოვანება;

    • C.

      სუბაორტული სტენოზი.

    • D.

      არტერიული ჰიპერტენზია;

    • E.

      გულის უკმარისობა;

    Correct Answer
    C. სუბაორტული სტენოზი.
  • 20. 

    ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია დამახასიათებელი შოკისათვის:

    • A.

      სისტოლური წნევა ნაკლებია 90 მმ ვცხ. წყ სვ-ზე;

    • B.

      დიურეზი ნაკლებია 20 მლ/სთ-ზე;

    • C.

      გულის წუთმოცულობა დაქვეითებულია;

    • D.

      დაქვეითებულია ქსოვილთა პერფუზია;

    • E.

      ყველა მათგანი. (პასუხი ჩასწორდა)

    Correct Answer
    D. დაქვეითებულია ქსოვილთა პერფუზია;
  • 21. 

    ავადმყოფი მამაკაცი, 53 წლის, უჩივის სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში,ქვემო კიდურების შეშუპებას, რომელიც უფრო გამოხატულია საღამოს. კანი ციანოზურია.პალპაციით აღინიშნება ქვემო კიდურების შეშუპება. აუსკულტაციით - გულის ტონებიმოყრუებული, სუფთა; პულსი ხშირი, რიტმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის. სისხლისარტერიული წნევა 140/90. ვენური წნევა იდაყვის ვენაში 180.სწორი პასუხია:(*შეგუბება  დიდ  წრეში)

    • A.

      მწვავე კორონარული უკმარისობა;

    • B.

      მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარსობა;

    • C.

      მარცხენა პარკუჭის ქრონიკული უკმარისობა;

    • D.

      მარჯვენა პარკუჭის ქრონიკული უკმარისობა;

    • E.

      არტერიული ჰიპერტენზიის სინდრომი.

    Correct Answer
    D. მარჯვენა პარკუჭის ქრონიკული უკმარისობა;
  • 22. 

    მარჯვენა პარკუჭის უკმარისობისას აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი, <<გარდა>>:

    • A.

      ქვემო კიდურების შეშუპება;

    • B.

      ფილტვის კაპილარებში წნევის საგრძნობი მომატება;

    • C.

      ჰეპატომეგალია;

    • D.

      კისრის ვენების შებერვა;

    • E.

      მარჯვენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის მომატება.

    Correct Answer
    B. ფილტვის კაპილარებში წნევის საგრძნობი მომატება;
  • 23. 

    ტკივილი გულმკერდში და პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა უმეტეს წილად გვაფიქრებინებს:

    • A.

      მიოკარდიუმის ინტრამურულ ინფარქტზე;

    • B.

      ტრანსმურულ ინფარქტზე;

    • C.

      გულმკერდის ტრავმაზე;

    • D.

      ვირუსულ პნევმონიაზე;            

    • E.

      აორტის განშრევებად ანევრიზმაზე.

    Correct Answer
    B. ტრანსმურულ ინფარქტზე;
  • 24. 

    ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია პათოგნომური სტენოკარდიისთვის:

    • A.

      ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში ფიზიკური დატვირთვისას;

    • B.

      პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;

    • C.

      Q - კბილი III და AVF განხრებში;

    • D.

      ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ST-სეგმენტის დეპრესია დატვირთვისას;

    • E.

      ნეგატიური T კბილი V2 - V6 განხრებში.

    Correct Answer
    D. ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ST-სეგმენტის დეპრესია დატვირთვისას;
  • 25. 

    P კბილი გამოხატული არ არის. დაასახელეთ არითმიის ტიპი:

    • A.

      სუნთქვითი არიტმია;

    • B.

      წინაგულოვანი ექსტრასისტოლა;

    • C.

      პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა;

    • D.

      მოციმციმე არიტმია;                             

    • E.

      არასრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (I ხარისხის).

    Correct Answer
    C. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა;
  • 26. 

    პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, <<გარდა>>:

    • A.

      ექსტრასისტოლური QRS კომლექსის ხანგრძლივობა არ აღემატება 0,10 წმ-ს;

    • B.

      ექსტრასისტოლის წინ P კბილის არ არსებობა;

    • C.

      სრული კომპენსატორული პაუზა;

    • D.

      ექსტრასისტოლური QRS კომპლექსის დეფორმაცია;

    • E.

      ექსტრასისტოლური T კბილისა და QRS კომპლექსის დისკორდანტობა.

    Correct Answer
    A. ექსტრასისტოლური QRS კომლექსის ხანგრძლივობა არ აღემატება 0,10 წმ-ს;
  • 27. 

    რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი სარქვლის დაზიანება სუბფებრილურიტემპერატურით, ედს-ის მომატებით და ემბოლიებით:

    • A.

      მიოკარდიტი;

    • B.

      რევმატიული კარდიტი;

    • C.

      ინფექციური ენდოკარდიტი;

    • D.

      პერიკარდიტი

    • E.

      თრომბოფლებიტი

    Correct Answer
    C. ინფექციური ენდოკარდიტი;
  • 28. 

    დილატაციური კარდიომიოპათიისთვის დამახასიათებელია:

    • A.

      დიასტოლური შუილი ფილტვის არტერიაზე;

    • B.

      მწვერვალზე დიასტოლური შუილი;

    • C.

      ტკაცუნა I ტონი;

    • D.

      ჭენების რიტმი;

    • E.

      გაძლიერებული II ტონი.

    Correct Answer
    D. ჭენების რიტმი;
  • 29. 

    ვერაპამილი წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც:

    • A.

      იწვევს ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკირებას;

    • B.

      გამოიყენება სინუსის კვანძის სისუსტის დროს;

    • C.

      გამოიყენება პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ;

    • D.

      ხშირად იძლევა ტაქიკარდიას;

    • E.

      აქვს დიურეზული ეფექტი.

    Correct Answer
    C. გამოიყენება პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის სამკურნალოდ;
  • 30. 

    ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური ტესტებიდან რომელია უფრო სპეციფიური ფილტვის არტერიისემბოლიისათვის:

    • A.

      ეკგ-ზე გამოხატული S1, Q3;

    • B.

      არტერიული pO2 -ის განსაზღვრა;       

    • C.

      ფილტვების იზოტოპური სკენირება;

    • D.

      ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიულ რეჟიმში;

    • E.

      ფიბრინოგენის და მისი დაშლის პროდუქტების განსაზღვრა პლაზმაში.

    Correct Answer
    D. ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიულ რეჟიმში;

Quiz Review Timeline +

Our quizzes are rigorously reviewed, monitored and continuously updated by our expert board to maintain accuracy, relevance, and timeliness.

  • Current Version
  • Jun 08, 2019
    Quiz Edited by
    ProProfs Editorial Team
  • Jun 08, 2019
    Quiz Created by
    Salome
Back to Top Back to top
Advertisement