ეროვნული გამოცდის ტესტი ზოგად უნარებში - მათემატიკური ნაწილი

15 Questions

Settings
Please wait...
     -

.


Questions and Answers
  • 1. 
    შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები. მაღაზიაში რვეულები ორი დღის განმავლობაში იყიდებოდა. პირველ დღეს თითო რვეული 50 თეთრი ღირდა, მეორე დღეს კი – 40 თეთრი.   A B მაღაზიაში გაყიდული    რვეულების საშუალო  ფასი                45 თეთრი 
    • A. 

      (ა) A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის უჯრაში მოცემულ რაოდენობაზე.

    • B. 

      (ბ) B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის უჯრაში მოცემულ რაოდენობაზე.

    • C. 

      (გ) A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობის ტოლია.

    • D. 

      (დ) მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი.

  • 2. 
     შეადარეთ ერთმანეთს A და B სვეტების უჯრებში მოცემული რაოდენობები. რომბის გვერდის სიგრძე 6 სანტიმეტრზე მეტია.   A B რომბის ფართობი                12 სმ
    • A. 

      (ა) A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია B სვეტის უჯრაში მოცემულ რაოდენობაზე.

    • B. 

      (ბ) B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა მეტია A სვეტის უჯრაში მოცემულ რაოდენობაზე.

    • C. 

      (გ) A სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობა B სვეტის უჯრაში მოცემული რაოდენობის ტოლია.

    • D. 

      (დ) მოცემული ინფორმაცია საკმარისი არაა იმის დასადგენად, რომელი რაოდენობაა მეტი.

  • 3. 
    სასწორის ერთ თეფშზე ორი ერთნაირი თაფლით სავსე ქილა და 400- გრამიანი საწონი დევს, მეორეზე კი – 3-კილოგრამიანი და 1-კილოგრამიანი საწონები. სასწორი გაწონასწორებულია. რის ტოლია თაფლით სავსე ქილის წონა?
    • A. 

      (ა) 1 კგ 600 გ

    • B. 

      (ბ) 1 კგ 800 გ

    • C. 

      (გ) 2 კგ 200 გ

    • D. 

      (დ) 3 კგ 400 გ

    • E. 

      (ე) 4 კგ 400 გ

  • 4. 
    თუ 𝑥 = −2,    მაშინ   −3𝑥2 =
    • A. 

      −36 

    • B. 

      -12

    • C. 

      -6

    • D. 

      12

    • E. 

      36

  • 5. 
    A ნატურალური რიცხვია, b კი ისეთი მარტივი რიცხვია, რომ a და (𝑎 + 5) უნაშთოდ იყოფა b-ზე. რის ტოლია b ? 
    • A. 

      2

    • B. 

      3

    • C. 

      5

    • D. 

      7

    • E. 

      11

  • 6. 
    რამდენით ნაკლებია უდიდესი ორნიშნა რიცხვი, რომლის ციფრთა ნამრავლი 8-ის ტოლია, უმცირეს სამნიშნა რიცხვზე, რომლის ციფრთა ნამრავლიც, ასევე, 8-ის ტოლია?
    • A. 

      37-ით 

    • B. 

      41-ით

    • C. 

      43-ით

    • D. 

      76-ით

    • E. 

      82-ით

  • 7. 
    ყვავილნარში მხოლოდ წითელი, თეთრი და ყვითელი ვარდის ბუჩქებია. წრიულ დიაგრამაზე მითითებულია, ყვავილნარში ვარდის ბუჩქების საერთო რაოდენობის რა ნაწილს შეადგენს წითელი და ყვითელი ვარდის ბუჩქები. რამდენით ნაკლებია ყვავილნარში ყვითელი ვარდის ბუჩქების რაოდენობა წითელი ვარდის ბუჩქების რაოდენობაზე, თუ მასში თეთრი ვარდის ბუჩქების რაოდენობა 48-ის ტოლია?  
    • A. 

      12-ით

    • B. 

      24-ით

    • C. 

      32-ით

    • D. 

      48-ით

    • E. 

      60-ით

  • 8. 
    წლის ბოლოს ელენეს ხელფასი 100%-ით გაიზარდა. მოცემულია ორი პირობა: I. წლის ბოლოს ელენეს ხელფასი 600 ლარით გაიზარდა.  II. წლის ბოლოს ელენეს ხელფასი გაორმაგდა. იმის გასარკვევად, თუ რის ტოლი გახდა ელენეს ხელფასი წლის ბოლოს:  
    • A. 

      (ა) I პირობა საკმარისია, II კი – არა

    • B. 

      (ბ) II პირობა საკმარისია, I კი – არა.

    • C. 

      (გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე არც ერთი არ არის საკმარისი

    • D. 

      (დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე, II პირობა.

    • E. 

      (ე) მოცემული პირობები არ არის საკმარისი.

  • 9. 
    ტოლფერდა სამკუთხედის ფუძის სიგრძე სამკუთხედის პერიმეტრის 3/7 ნაწილს შეადგენს. ფუძის სიგრძის რა ნაწილს შეადგენს ფერდის სიგრძე?
    • A. 

      2/3

    • B. 

      2/7

    • C. 

      3/4

    • D. 

      3/5

    • E. 

      4/7

  • 10. 
    ბაზიდან კონტეინერების გატანა სატვირთო მანქანებითაა შესაძლებელი, თითო მანქანით – მაქსიმუმ ორი კონტეინერისა. ოპერატორმა 4 კომპანიის კუთვნილი 8 კონტეინერის გასატანად კონტეინერები სატვირთო მანქანებზე ისე უნდა განათავსოს, რომ სხვადასხვა კომპანიის კონტეინერები ერთ სატვირთო მანქანაზე არ აღმოჩნდეს. მინიმუმ რამდენი სატვირთო მანქანაა საჭირო, რათა ოპერატორმა აუცილებლად შეძლოს კონტეინერების განთავსება?
    • A. 

      4

    • B. 

      5

    • C. 

      6

    • D. 

      7

    • E. 

      8

  • 11. 
    ოთახში გოგონების რაოდენობა ბიჭების რაოდენობის მესამედს შეადგენდა. მას შემდეგ, რაც ოთახში კიდევ 3 გოგონა შემოვიდა, ოთახში გოგონების რაოდენობა ბიჭების რაოდენობის ნახევარი გახდა. სულ რამდენი ბიჭი იყო ოთახში?
    • A. 

      12

    • B. 

      15

    • C. 

      18

    • D. 

      21

    • E. 

      24

  • 12. 
    𝑀𝑁𝐾 სამკუთხედის ფართობი 24 სმ2-ის ტოლია. N წვეროდან MK გვერდზე დაშვებულია ND მართობი, რომლის სიგრძეა 4 სმ. რის ტოლია DK მონაკვეთის სიგრძე, თუ MD მონაკვეთის სიგრძე 5 სმ-ია?
    • A. 

      6

    • B. 

      7

    • C. 

      8

    • D. 

      9

    • E. 

      10

  • 13. 
    მაღაზიაში ფანქრები მხოლოდ კოლოფებით იყიდება. თითოეულ კოლოფში ან 5 ცალი ფანქარია, ან – 8 ცალი. ნიკამ ამ მაღაზიაში ფანქრების რამდენიმე კოლოფი იყიდა. ჩამოთვლილთაგან რომლის ტოლი არ შეიძლება იყოს ნიკას მიერ ნაყიდი ფანქრების რაოდენობა?
    • A. 

      13

    • B. 

      15

    • C. 

      18

    • D. 

      22

    • E. 

      24

  • 14. 
    წრის გამუქებული ნაწილი ნახევარწრის მეოთხედს შეადგენს. წრის რადიუსის სიგრძეა 2 სმ. რის ტოლია წრის გამუქებული ნაწილის ფართობი? 3𝜋 4
    • A. 

      1/2 სმ2

    • B. 

      𝜋/4 სმ2

    • C. 

      𝜋/2 სმ2

    • D. 

      3𝜋/4 სმ2

    • E. 

      𝜋 სმ2

  • 15. 
    ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტების აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მოცემულია პირობების სახით:  I. სტუდენტთა ნახევარმა ხელოვნების ისტორიაში 60 ქულაზე მეტი მიიღო, ხოლო დანარჩენებმა – 60 ქულაზე ნაკლები.  II. ხელოვნების ისტორიაში სტუდენტთა მიერ მიღებული ქულებიდან ყველაზე დაბალი 30 ქულა იყო, ხოლო ყველაზე მაღალი – 90. იმის გასარკვევად, არის თუ არა სტუდენტთა მიერ ხელოვნების ისტორიაში მიღებული ქულების საშუალო 60-ის ტოლი:
    • A. 

      (ა) I პირობა საკმარისია, II კი – არა.

    • B. 

      (ბ) II პირობა საკმარისია, I კი – არა.

    • C. 

      (გ) I და II პირობა ერთად საკმარისია, ცალ-ცალკე კი – არც ერთი არაა საკმარისი.

    • D. 

      (დ) საკმარისია ცალ-ცალკე როგორც I, ასევე II პირობა.

    • E. 

      (ე) მოცემული პირობები არაა საკმარისი.