გინეკოლოგია რეზიდენტურა 3471 დან ზემოთ დილარ გორაძე

30 | Total Attempts: 111

SettingsSettingsSettings
Please wait...
გინეკოლოგია რეზიდენტურა 3471 დან ზემოთ დილარ გორაძე

დილარ გორაძე


Questions and Answers
  • 1. 
    3471. 26კვირის ორსულს ჩაუტრდა გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი. ბაზალური გლუკოზა:102;(ნორმა 95) 1 sT-181; (ნორმა: 180) 2 sT 162 (ნორმა 155); 3sT–139(ნორმა:140). მართვის შემდეგი ეტაპია:
    • A. 

      ა) გლუკოზის ტოლერანტობის ტესტის განმეორება მესამე ტრიმესტრში

    • B. 

      ბ) ავუხსნათ პაციენტს რომ მას აქვს გესტაციური დიაბეტი და დავუნიშნოთდიეტა და გლუკოზის მონიტორინგი

    • C. 

      გ) ავუხსნათ პაციენტს რომ მას აქვს გესტაციური დიაბეტი და დავუნიშნოთდიეტა, ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები და გლუკოზის მონიტორინგი

    • D. 

      დ) აღნიშნული მონაცემები არაა პათოლოგიური და გავაგრძელოთ ორსულობის რუტინული პატრონაჟი

  • 2. 
    3472. 42 წლის მრავალნაყოფიან ორსულს 36 კვირის ვადაზე დაესვა პრეეკლამფსიის დიაგნოზი. პირველი ორსულობა დამთავრდა თვითნებითი აბორტით, ხოლო მეორე ორსულობისას 34 კვირის ვადაზე აღენიშნებოდა პრეეკლამფსია. რომელი ქვემოთჩამოთვლილი რისკ ფაქტორი არ წარმოადგენს რისკ ფაქტორს პრეეკლამფიის განვითარებისთვის:
    • A. 

      ა) მრავალნაყოფიანი ორსულობა

    • B. 

      ბ) ანამნეზში პრეეკლამფსია

    • C. 

      გ) ასაკი

    • D. 

      დ) თვითნებითი აბორტი ანამნეზში

  • 3. 
    3473. ორსული პირველანტენატალურ ვიზიტზე იწონის: 50 კგ. მისი სიმაღლეა 160. პაციენტის სხეულის მასის ინდექსია ( BMI)
    • A. 

      ა) 20 კგ/მ2

    • B. 

      ბ) 35კგ/მ2

    • C. 

      გ) 17 კგ/მ2

    • D. 

      დ) 26 კგ/მ2

  • 4. 
    3474. დედის რომელი მდგომარეობა წარმოადგენს რისკ ფაქტორს ეპიდურული ანესთეზიისთვის?
    • A. 

      ა) სახის ანატომიური ანომალია

    • B. 

      ბ) ასთმა

    • C. 

      გ) გაცხიმოვნება I ხარისხის

    • D. 

      დ) ჰიპოვოლემია

  • 5. 
    3475. რომელი ნერვის ფესვები აგებენ უპირატეასდ პასუხს მშობიარობის პირველი პერიოდის ტკივილზე?
    • A. 

      ა) T10, T11

    • B. 

      ბ) T11, T12

    • C. 

      გ) T10, T11, T12, L1

    • D. 

      დ) S2, S3, S4

  • 6. 
    3476. საკეისრო კვეთის მე–6 დღეს პაციენტს აღენიშნება ცხელება, რომელიც პერსისტირებს 72 საათი ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების მიუხედავად. ანტიბიოტიკოთერაპიის უეფექტობის სავარაუდო მიზეზია?
    • A. 

      ა) ჭრილობის ინფექცია

    • B. 

      ბ) მცირე მემჯის თრომბოფლებიტი

    • C. 

      გ) პიელონეფრიტი

    • D. 

      დ) ადნექსიტი

  • 7. 
    3477. მშობიარობის მე–10 დღეს გამონადენს საშვილოსნოს ღრუდან ეწოდება:
    • A. 

      ა) “ Lochia rubra“

    • B. 

      ბ) „Lochia alba“

    • C. 

      გ) „Lochia serosa“

    • D. 

      დ) „Lochia majora“

  • 8. 
    3478. მცირე მენჯის სეპტიური თრომბოფლებიტის შესახებ მართებული მტკიცებულებაა:
    • A. 

      ა) ძირითადად მოიცავს როგორც საკვერცხის ასევე საზარდულის ვენებს

    • B. 

      ბ) ანტიმიკრობული თერაპია უმეტესადუშედეგოა

    • C. 

      გ) ტემპერატურული რეაქცია არ აღინიშნება

    • D. 

      ე) ღრუ ვენის თრობოზი შეიძლება თან ახლდეს საკვერცხის ან საზარდული ვენების თრომბოფლებიტს

  • 9. 
    3479. პაციენტს აღენიშნება გაურთულებელი მშობიარობა. მშობიარობის მეორე პერიოდში,ჭინთვის დროს აღინიშნა ნაყოფის გულისცემის ვარიაბელური აქსელერაცია.ნაყოფი მიღებულია ინსტრუმენტალური მშობიარობის გზითდა გადაეცა ნეონატოლოგს.ახალშობილი ტირის.ვარდისფერია, თუმცა აღენიშნება კიდურების ლურჯი ფერი, რომელსაც აქტიურად ამოძრავებს.აუსკულტაციით გულისცემა 110. სიცოცხლის პირველ წუთზე ახალშობილი აპგარის ქულაა:
    • A. 

      10

    • B. 

      9

    • C. 

      8

    • D. 

      7

  • 10. 
    3480. 36 წლის პაციენტი მოგვმართავს კონტრაცეპტიულ კონსულტაციაზე 6 კვირის შემდეგ მშობიარობიდან. ახალშობილს ძუძუთი კვებავს, თუმცა სურს დამატებითი კონტრაცეპტიული საშუალების გამოყენება. იგი ჯანმრთელობის პრობლემას არ აღნიშნავს, არა მწეველია. ყველა ქვემოთჩამოთვლილი ყველა მეთოდი მისაღებია ამ პაციენტისთვის გარდა:
    • A. 

      ა) საშვილოსნოსშიდა სპირალი

    • B. 

      ბ) მინი პილი

    • C. 

      გ) კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი

    • D. 

      დ) კონდომი

    • E. 

      ე) დეპო პროვერა

  • 11. 
    3481. 27 წლის პაცინტი უჩივის ბოლო რამდენიმე დღეა ტკივილს შარდვის დროს, ქავილს და გამონადენს საშოდან. ის სქესობრივად აქტიურია და კონტრაცეფციის მიზნით იყენებს ორალურ კონტრაცეპტივს. ვაგინალური გასინჯვით ვლინდება ვულვის და საშოს ერითემა და თეთრი გამონადენი. ბიმანუალური გასინჯვით საშვილოსნოდა დანამატები პათოლოგიის გარეშეა. ვაგინალური pH 4. ამინო ტესტი უარყოფითი.აღნიშნული ვაგინიტის სავარუადო გამომწვევია:
    • A. 

      ა) ბაქტერიული ვაგინოზი

    • B. 

      ბ) კანდიდოზი

    • C. 

      გ) ქლამიდიოზი

    • D. 

      დ) ტრიქომონიაზი

  • 12. 
    3482. 35 წლის ქალი მიმართავს გინეკოლოგს, აღნიშნავს ძლიერ ტკივილს და შეშუპებას შორისის არეში, რომელიც დაეწყო რამდენიმე დღის წინ. სქესობრივად აქტიურია და კონტრაცეფციის მიზნით იყენებს მედროქსიპროგესტერონაცეტატს. აღენიშნება ტემეპერატურაა 37.4 C0 p- 96; T/A 115/70 mm/Hg. ვაგინალური გასინჯვით ვლინდება მარცხენა მცირე სასირცხო ბაგეზე რბილი 4სმ ზომის მტკივნეული წარმონაქმნი. სავარუდო დიაგნოზია:
    • A. 

      ა) ბართოლინის ჯირკვლის აბსცესი

    • B. 

      ბ) შანკროიდი

    • C. 

      გ) კონდილომა

    • D. 

      დ) პირველადი სიფილისი

  • 13. 
    3483. 50 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი. პირველად რომელი ლიმფურ ჯირკვლებშია მოსალოდნელი მეტასტაზური გავრცელება?
    • A. 

      ა) პარამეტრული ლიმფური ჯირკვლები

    • B. 

      ბ) პარაცერვიკალურილიმფური ჯირკვლები

    • C. 

      გ) პარააორტული ლიმფური ჯირკვლები

    • D. 

      დ) თეძის გარეთა ლიმფური ჯირკვლები

  • 14. 
    3484. 51 წლის ქალს დაესვა საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კარცინომის დიაგნოზი. ვაგინალური გასინჯვით პარამეტრიუმში გავრცელება არდგინდება, თუმცა საშოს ზედა მესამედში აღინიშნება სიმსივნის გავრცელება. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება შემდეგ სტადიას:
    • A. 

      ა) II a

    • B. 

      Ib

    • C. 

      გ) IIIa

    • D. 

      ე) IV

  • 15. 
    3485. 35 წლის ქალს პაპ ტესტი დაუდგინდა მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება (CIN III) კოლპოსკოპია არადამაკმაყოფილებელია. ბიოფსიით ვლინდება კიბო, რომელიც მხოლოდ 1მმ სცილდება ბაზალურ მემბრანას. ლიმფური და ვასკულარული ინვაზია არ ვლინდება. ბიოპტატის კიდეები დაზაინების გარეშე. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება
    • A. 

      ა) მიკროინვაზიური კიბო

    • B. 

      ბ) კარცინომა in situ

    • C. 

      გ) ინვაზიური კიბო Ia

    • D. 

      დ) ინვაზიური კიბო Ib

  • 16. 
    3486. პაციენტს აღენიშნება ცალმხრივი ინვაზიური 2 სმ ვულვის კარცინომა, ლიმფურ ჯირკვალში გავრცელების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაშიპირველადი თერაპიაა:
    • A. 

      ა) ქიმიოთერაპია

    • B. 

      ბ) რადიაციული თერაპია

    • C. 

      გ) მარტივი ვულვექტომია

    • D. 

      დ) რადიკალური ვულვექტომია ბილატერალური საზარდულის ლიმფადენექტომიით

  • 17. 
    3487. ნორმალური სიმაღლე პუბერტული განვითარების გარეშე გხვდება შემდეგ შემთხვევაში:
    • A. 

      ა) ტესტიკულური ფემინიზაცია

    • B. 

      ბ) კალმანის სინდრომი

    • C. 

      გ) გონადური დისგინეზია

    • D. 

      დ) ტერნერის სინდრომი

  • 18. 
    3488. პაციენტს დაუდგინდა ორრქიანი საშვილოსნო. რომელი სისტემის თანდაყოლილ ანომალიების გაზრდილი რისკი აქვს პაციენტს?
    • A. 

      ა) ძვლოვანი

    • B. 

      ბ) საშარდე

    • C. 

      გ) ცენტრალური ნერვული სისტემის

    • D. 

      დ) გასტროინტესტინული

  • 19. 
    3489. 19 წლის პაციენტს აღენიშნება პირველადი ამენორეა. მკერდის და ბოქვენის თმიანობა ნორმალურია,თუმცა აღსანიშნავია საშვილოსნოს და საშოს არარსებობა სავარაუდო დიაგნოზია
    • A. 

      ა) XYY სინდრომი

    • B. 

      ბ) გონადური დისგინეზია

    • C. 

      გ) მულერიული აგენეზია

    • D. 

      დ) კლაინფენშტელის სინდრომი

  • 20. 
    3490. რომელი მოვლენა არაა ესტროგენდამოკიდებული მოზარდებში:
    • A. 

      ა) მენსტრუაცია

    • B. 

      ბ) ცერვიკალური ლორწოს წარმოქმნა

    • C. 

      გ) თმიანობის ზრდა

    • D. 

      დ) სიმაღლეში ზრდა

  • 21. 
    3491. უშვილობის კვლევისას ჰისტეროსალპინგოგრამითდადგინდა აშერმანის სინდრომი. რომელი სიმპტომია მოსალოდნელი აღნიშნულშემთხვევაში
    • A. 

      ა) ჰიპომენორეა

    • B. 

      ბ) ოლიგომენორეა

    • C. 

      გ) მენორაგია

    • D. 

      ე) დისმენორეა

  • 22. 
    3492. 54 წლის ქალს უტარდება ლაპარატომია საკვერცხის ცალმხრივი სეროზული ცისტადენოკარცინომის გამო. აღინიშნება დიდი ზომის მეტასტაზი ბადექონზე. ოპერაციის მასშტაბია:
    • A. 

      ა) მეტასტაზის ამოკვეთა და საკვერცხის ცისტექტომია

    • B. 

      ბ) ბადექონის რეზექცია და საკვერცხის ცისტექტომია

    • C. 

      გ) მეტასტაზის ამოკვეთა და ცალმხრივი ოვარექტომია

    • D. 

      ე) ბადექონის რეზექცია, ტოტალური ჰისტერექტომია,ბილატერალური ადნექსეტომია

  • 23. 
    3493. 21 წლის პაციენტს პაპ ტესტითდადგენილია აქვს მაღალი ხარისხის ინტრაეპითელური დაზიანება. პაპილომა ვირუსის რომელი ტიპია უმეტესად დაკავშირებული აღნიშნულ მდგომარეობასთნ?
    • A. 

      ა) „HPV“ტიპი 6

    • B. 

      ა) „HPV“ტიპი 8

    • C. 

      ა) „HPV“ტიპი 16

    • D. 

      ა) „HPV“ტიპი 64

  • 24. 
    3494. 57 წლის ქალს აღენიშნება პოსტმენოპაუზური სისხლდენა, მას აღენიშნება სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი. ენდომეტრიუმის ბიოფსიით ვლინდება ჰიპერპლაზია ატიპიით. ულტრაბგერითი კვლევით– საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა. მიზანშეწონილია შემდეგი მკურნალობა:
    • A. 

      ა) მიომექტომია

    • B. 

      ბ) ტოტალური ჰისტერექტომია

    • C. 

      გ) კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების დანიშვნა

    • D. 

      დ) საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია

  • 25. 
    3495. 60 წლის ქალს აღენიშნება ენდომეტრიუმის კიბო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორს:
    • A. 

      ა) მრავალი მშობიარობა

    • B. 

      ა) მრავალი მშობიარობა

    • C. 

      გ) შაქრიანი დიაბეტი

    • D. 

      დ) კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივის გამოყენება

Back to Top Back to top