გენეტიკა (280-320) [35-40 გვ.]

41 | Total Attempts: 161

SettingsSettingsSettings
Please wait...
გენეტიკა (280-320) [35-40 გვ.]

გენეტიკა (280-320) [35-40 გვ.]


Questions and Answers
  • 1. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელია იდენტურ ალელთა წყვილის მქონე ინდივიდი?
    • A. 

      ჰომოზიგოტი

    • B. 

      ჰეტეროზიგოტი

    • C. 

      ჰემიზიგოტი

    • D. 

      დიჰეტეროზიგოტი

  • 2. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელია არაიდენტურ ალელთა წყვილის მქონე ინდივიდი?
    • A. 

      ჰომოზიგოტი

    • B. 

      ჰეტეროზიგოტი

    • C. 

      ჰემიზიგოტი

    • D. 

      დიჰეტეროზიგოტი

  • 3. 
      ჩამოთვლილთაგან, კომპაუნდ ჰეტეროზიგოტას ერთი და იგივე ლოკუსში მუტანტურ ალელთა რა რიცხვი გააჩნია?
    • A. 

      ორი

    • B. 

      სამი

    • C. 

      ხუთი

    • D. 

      რვა

  • 4. 
     რა ეწოდება პიროვნებას რომლის მიმართაც ადგენენ საგვარტომო ნუსხას?
    • A. 

      კონსულტაციის ობიექტი

    • B. 

      პრობანდი

    • C. 

      სიბსები

    • D. 

      მშობლები

  • 5. 
    რა ეწოდება პიროვნებას, რომელსაც სჭირდება ექიმ-გენეტიკოსის რჩევა?
    • A. 

      პრობანდი

    • B. 

      პროპოზიტი

    • C. 

      გამოსაკვლევი პირი

    • D. 

      კონსულტაციის ობიექტი

  • 6. 
    ჩამოთვლთაგან, რა ეწოდება დარღვევას, რომელსაც ახლადწარმოქმნილი მუტაცია განაპირობებს?
    • A. 

      სპორადული

    • B. 

      მონოგენური

    • C. 

      მულტიფაქტორული

    • D. 

      პოლიგენური

  • 7. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელი განსაზღვრება შეესაბამება ამა თუ იმ გენის რაიმე ალბათობით გამოვლენას?
    • A. 

      ექსპრესიულობა

    • B. 

      პლეიოტროპია

    • C. 

      პენეტრანტობა

    • D. 

      ვარიაბელური ექსპრესიულობა

  • 8. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელი დეფინიცია შეესაბამება ფენოტიპური ნიშნის გამოვლენის ხარისხს?
    • A. 

      პენეტრანტობა

    • B. 

      ექსპრესია

    • C. 

      პლეიოტროპია

    • D. 

      არასრული პენეტრანტობა

  • 9. 
    ჩამოთვლილთაგან, რა ფაქტორები ვლინდება ჰანტინგტონის დაავადების შემთხვევაში?
    • A. 

      ვარიაბელური ექსპრესიულობა

    • B. 

      ასაკზე დამოკიდებული პენეტრანტობა

    • C. 

      არასრული პენეტრანტობა

    • D. 

      არასრული პენეტრანტობა და ცვალებადი ექსპრესიულობა

  • 10. 
    ჩამოთვლილთაგან, რა ფაქტორები ვლინდება მემკვიდრეობით ჰემოქრომატოზის დროს?
    • A. 

      არასრული პენეტრანტობა და ცვალებადი ექსპრესიულობა

    • B. 

      მხოლოდ ვარიაბელური ექსპრესიულობა

    • C. 

      ასაკზე დამოკიდებული პენეტრანტობა

    • D. 

      მხოლოდ არასრული პენეტრანტობა

  • 11. 
    ჩამოთვლილთაგან, ჰეტეროგენურობის რომელ ფორმას შეესაბამება როდესაც სხვადასხვა სახის მუტაციაა ერთი და იმავე ლოკუსში განაპირობებს ერთი და იგივე დაავადების განსხვავებული ან მსგავსი ფენოტიპის განვითარებას?
    • A. 

      გენეტიკური

    • B. 

      ალელური

    • C. 

      ლოკუსური

    • D. 

      ფენოტიპური

  • 12. 
    სხვადასხვა ლოკუსში სხვადასხვა სახის მუტაციით გამოწვეულ ერთი და იგივე დაავადებებს?
    • A. 

      ალელური

    • B. 

      გენეტიკური

    • C. 

      ლოკუსური

    • D. 

      ფენოტიპური

  • 13. 
    რომელ ორგანიზმში ვლინდება აუტოსომურ-რეცესიული ფენოტიპი:
    • A. 

      ჰომოზიგოტებში

    • B. 

      ჰეტეროზიგოტებში

    • C. 

      დიჰეტეროზიგოტებში

    • D. 

      ჰემიზიგოტებში

  • 14. 
     როგორი სიმძიმით ვლინდება სქესთან მიმართებაში აუტოსომურ-რეცესიული დაავადება?
    • A. 

      ორივე სქესი თანაბარი რისკის ქვეშ იმყოფება

    • B. 

      უფრო ხშირად ვლინდება ქალებში

    • C. 

      მამაკაცები ავადდებიან გაცილებით ხშირად

    • D. 

      ქალები საერთოდ არ ავადდებიან

  • 15. 
    ზოგიერთი აუტოსომურ-რეცესიული დარღვევა სქესითაა განპირობებული, ის მჟღავნდება ორივე სქესში, მაგრამ განსხვავებული სიმძიმით. ჩამოთვლილთაგან, რომელი აუტოსომურ-რეცესიული დაავადებაა, რომელიც მამაკაცებში უფრო ხშირად და მძიმედ ვლინდება?
    • A. 

      ჰემოქრომატოზი

    • B. 

      კისტური ფიბროზი

    • C. 

      თეი-საქსის დაავადება

    • D. 

      თალასემია

  • 16. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე გავრცელებული აუტოსომურ-რეცესიული დაავადება თეთრკანიან ბავშვებში?
    • A. 

      ფენილკეტონურია

    • B. 

      კისტური ფიბროზი

    • C. 

      თეი-საქსის დაავადება

    • D. 

      ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია

  • 17. 
    რა სიხშირით გამოვლინდება ორ ჰეტეროზიგოტური ნიშნის მატარებელი მშობლების შთამომავლობაში აუტოსომურ-რეცესიული ნიშანი?
    • A. 

      4-დან 1 შემთხვევა

    • B. 

      4-დან 4 შემთხვევა

    • C. 

      4-დან 3 შემთხვევა

    • D. 

      4-დან 2 შემთხვევა

  • 18. 
    რა ეწოდება ახლო ნათესაურ ქორწინებას?
    • A. 

      იმპრინტინგი

    • B. 

      ინბრიდინგი

    • C. 

      იზოლატი

    • D. 

      ასორტატი

  • 19. 
    მემკვიდრეობის რა ფორმასთან გვაქვს საქმე, როდესაც ყოველ დაავადებულ ინდივიდს ჰყავს დაავადებული მშობელი?
    • A. 

      აუტოსომურ-დომინანტური

    • B. 

      აუტოსომურ-რეცესიული

    • C. 

      X-შეჭიდული რეცესიული

    • D. 

      Y-თან შეჭიდული

  • 20. 
    ჩამოთვლილთაგან, მემკვიდრეობის რა ფორმასთან გვაქვს საქმე, როდესაც მამრობითი და მდედრობითი სქესის ინდივიდებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა მემკვიდრეობით გადასცენ თავიანთი ფენოტიპი ორივე სქესის შვილებს?
    • A. 

      X-შეჭიდული დომინანტური

    • B. 

      აუტოსომურ-დომინანტური

    • C. 

      X-შეჭიდული რეცესიული

    • D. 

      Y-თან შეჭიდული

  • 21. 
     ჩამოთვლილთაგან, მემკვიდრეობის რა ფორმის დროს არის დაავადებული მშობლის თითოეული შვილის რისკ-ფაქტორის ალბათობა 50%?
    • A. 

      X-შეჭიდული რეცესიული

    • B. 

      Y-თან შეჭიდული

    • C. 

      აუტოსომურ-დომინანტური

    • D. 

      აუტოსომურ-რეცესიული

  • 22. 
    ჩამოთვლილთაგან, მემკვიდრეობის რომელი ფორმის დროს გადაეცემა დაავადების განმსაზღვრელი გენი მამისაგან ყველა ქალიშვილს?
    • A. 

      აუტოსომურ-დომინანტური

    • B. 

      აუტოსომურ-რეცესიული

    • C. 

      X-შეჭიდული რეცესიული

    • D. 

      ყ-თან შეჭიდული

  • 23. 
    რომელი დაავადების დროს გადასცემს მამა ყველა ქალიშვილს მუტანტურ ალელს?
    • A. 

      დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის

    • B. 

      თეი-საქსის დაავადების

    • C. 

      ჰიპერქოლისტერინემიის

    • D. 

      ნეიროფიბრომატოზის

  • 24. 
    ჩამოთვლილთაგან, მემკვიდრეობის რომელი ფორმის დროს ჰყავს დაავადებულ მამაკაცს, რომელიც დაქორწინდა ჯანმრთელ ქალზე, მხოლოდ ჯანმრთელი ვაჟები და დაავადებული ქალიშვილები?
    • A. 

      აუტოსომურ-რეცესიული

    • B. 

      X-შეჭიდული დომინანტური

    • C. 

      აუტოსომურ-დომინანტური

    • D. 

      Y-თან შეჭიდული

  • 25. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელი დაავადება მემკვიდრეობეობს X-შეჭიდული დომინანტური ფორმით?
    • A. 

      ჰიპოფოსფატური რაქიტი

    • B. 

      ფერების სიბრმავე

    • C. 

      დიუშენის კუნთოვანი დისტროფია

    • D. 

      ჰანტერის სინდრომი

Back to Top Back to top