ანატომია - ნერვული სისტემის განვითარება

11 | Total Attempts: 579

SettingsSettingsSettings
Please wait...
ანატომია - ნერვული სისტემის განვითარება

Questions and Answers
  • 1. 
     შეარჩიეთ ერთი არასწორი პასუხი: Santiago Ramon y Cajal - ის ნეირონული დოქტრინის მიხედვით ნეირონი არის:
    • A. 

      ანატომიური ერთეული

    • B. 

      გენეტიკური ერთეული

    • C. 

      ფუნქციური ერთეული

    • D. 

      არაპოლარული ერთეული

  • 2. 
    ემბრიონული დისკის რომელი შრისაგან ვითარდება ეპიდერმისი და ნერვული სისტემა:
    • A. 

      მეზოდერმა

    • B. 

      ექტოდერმა

    • C. 

      ენდოდერმა

    • D. 

      ნოტოქორდი

  • 3. 
       ცენტრალური ნერვული სისტემის ყველა ნეირონი ვითარდება შემდეგი წინამორბედი უჯრედებისაგან, გარდა ერთისა:
    • A. 

      აპოლარული ნეირობლასტი

    • B. 

      ბიპოლარული ნეირობლასტი

    • C. 

      ეპენდიმური უჯრედები

    • D. 

      მულტიპოლარული ნეირობლასტი

  • 4. 
       ნერვული უჯრედის მორჩების რაოდენობის შესაბამისად არჩევენ, ყველას გარდა ერთისა:
    • A. 

      მულტიპოლარულს

    • B. 

      ბიპოლარულს

    • C. 

      უნიპოლარულს

    • D. 

      აპოლარულს

  • 5. 
    ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში დამხმარე უჯრედებს წარმოადგენენ ყველა, გარდა ერთისა:
    • A. 

      ნეიროგლია

    • B. 

      შვანის უჯრედები

    • C. 

      ეპენდიმური უჯრედები

    • D. 

      სატელიტური (თანამგზავრი) უჯრედები

  • 6. 
    ნერვული სისტემის დამხმარე უჯრედები უზრუნველყოფენ ყველაფერს, გარდა ერთისა:
    • A. 

      ნეირონების მორჩების ფიზიკურ დაცვას

    • B. 

      ნერვული უჯრედების სხეულებისა და მორჩების ელექტრულ იზოლაციას

    • C. 

      სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებს შორის მეტაბოლიზმში მონაწილე ნივთიერებების გაცვლა - გამოცვლისათვის აუცილებელი არხების არსებობას

    • D. 

      თავის ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულების შექმნას

  • 7. 
    ც.ნ.ს. დამხმარე უჯრედებს ანუ ნეიროგლიას შეადგენენ გლიური უჯრედების შემდეგი სახეები, გარდა ერთისა:
    • A. 

      ოლიგოდენდროციტები

    • B. 

      ასტროციტები

    • C. 

      ნეირობლასტი

    • D. 

      მიკროგლია

  • 8. 
    რომელი გამონათქვამია არასწორი:
    • A. 

      პერიფერიული ნერვული სისტემის აქსონი მიელინის გარსსა და შვანის უჯრედთან ერთად

    • B. 

      უმიელინო აქსონი - ანუ ,,შიშველი" აქსონი

    • C. 

      აქსონისათვის მიელინის გარსს წარმოქმნის დამხმარე გლიური უჯრედი - ოლიგოდენდროციტი

    • D. 

      უმიელინო აქსონში მატულობს გამტარობის სიჩქარე

  • 9. 
    ემბრიოგენეზში ტვინის უკანა ბუშტუკის კედლიდან ჩამოყალიბებას იწყებს ყველა, გარდა ერთისა:
    • A. 

      Medulla oblongata

    • B. 

      Pons (varoli)

    • C. 

      Crus cerebri

    • D. 

      Cerebellum

  • 10. 
    ემბრიოგენეზში ტვინის შუა ბუშტუკის კედლიდან ჩამოყალიბებას იწყებს ყველა, გარდა ერთისა:
    • A. 

      Crus cerebri

    • B. 

      Tectum mesencephali

    • C. 

      Cerebellum

    • D. 

      Substantia perforata posterior

  • 11. 
    ემბრიოგენეზში ტვინის წინა ბუშტუკის კედლიდან ჩამოყალიბებას იწყებს ყველა, გარდა ერთისა:
    • A. 

      დიენცეფალონი

    • B. 

      ტელენცეფალონი ანუ დიდი ტვინი

    • C. 

      ჰიპოთალამუსი

    • D. 

      მიელენცეფალონი

Back to Top Back to top