ბიოქიმია - ცილები

83 | Total Attempts: 337

SettingsSettingsSettings
Please wait...
ბიოქიმია - ცილები

Questions and Answers
  • 1. 
    ამინომჟავების იონიზებად ჯგუფებთან დაკავშირებით სწორია:
    • A. 

      მჟავური ჯგუფის pKa არ არის დამოკიდებული გარემოზე

    • B. 

      ფუძე ამინომჟავებს ახასიათებთ pKa-ს შედარებით მაღალი მნიშვნელობა

    • C. 

      მჟავე ამინომჟავებს ახასიათებთ pKa-ს შედარებით მაღალი მნიშვნელობა

    • D. 

      მჟავე ამინომჟავები ფიზიოლოგიურ პირობებში დადებითად არიან დამუხტული.

  • 2. 
    ამინომჟავების იონიზებად ჯგუფებთან დაკავშირებით სწორია: 
    • A. 

      მჟავური ჯგუფის pKa არ არის დამოკიდებული გარემოზე.

    • B. 

      ფუძე ამინომჟავებს ახასიათებთ pKa-ს შედარებით დაბალი მნიშვნელობა

    • C. 

      მჟავე ამინომჟავებს ახასიათებთ pKa-ს შედარებით დაბალი მნიშვნელობა

    • D. 

      ფუძე ამინომჟავები ფიზიოლოგიურ პირობებში უარყოფითად არიან დამუხტული.

  • 3. 
    რითია განპირობებული ცილების აქტივობის დამოკიდებულება pH-ზე?
    • A. 

      მასში იონიზებადი კარბოქსილისა და ამინოჯგუფების არსებობით

    • B. 

      პეპტიდური ბმებით

    • C. 

      პეპტიდური ბმებით

    • D. 

      ოპტიკური აქტივობით

  • 4. 
    რომელი დებულებაა სწორი ცილის იზოელექტრულ წერტილთან pl5 დაკავშირებით?
    • A. 

      ამ მდგომარეობაში მოლეკულის ჯამური მუხტი +1 ის ტოლია

    • B. 

      იზოელექტრულ წერტილში ცილა უარყოფითადაა დამუხტული

    • C. 

      იზოელექტრულ წერტილში ცილის ჯამური მუხტი 0-ის ტოლია

    • D. 

      pl5-ის მიხედვით ცილების დაყოფა შეუძლებელია.

  • 5. 
    \\\\ რომელი პროცესის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს კოლაგენის სტრუქტურის ჩამოყალიბებისას გლიცინის სხვა ამინომჟავათი ჩანაცვლებამ?
    • A. 

      ინტრაჯაჭვური წყალბადური ბმების წარმოქმნის

    • B. 

      დისულფიდური ბმების წარმოქმნის

    • C. 

      სამმაგი სპირალის წარმოქმნის

    • D. 

      განივი კოვალენტური ბმების წარმოქმნის

  • 6. 
    რომელი დებულებაა კერატინთან დაკავშირებით სწორი?
    • A. 

      რ ახასიათებს რეგულარული მეორეული სტრუქტურა

    • B. 

      წარმოადგენს ერთ პოლიპეპტიდურ ჯაჭვს

    • C. 

      შეიცავს დიდი რაოდენობით პროლინს

    • D. 

      ალფა-ჯაჭვის არაპოლარული კიდეები აყალიბებენ ჯაჭვთაშორის ჰიდროფობურ ურთიერთქმედებებს

  • 7. 
    რომელი ამინომჟავას გარდაქმნით წარმოიქმნება განივი კოვალენტური ბმები კოლაგენსა და ელასტინში?
    • A. 

      გლიცინის

    • B. 

      ვალინის

    • C. 

      ლიზინის

    • D. 

      მეთიონინის

  • 8. 
    \\\\ კოლაგენის სტრუქტურასთან დაკავშირებით სწორია:
    • A. 

      კოლაგენი შედგება 4 პოლიპეპტიდური ჯაჭვისაგან

    • B. 

      ახასიათებს ჯაჭვთაშორისი წყალბადური ბმები

    • C. 

      ახასიათებს ჯაჭვთაშორისი დისულფიდური ბმების სიჭარბე

    • D. 

      წყალბადური ბმები წარმოიქმნება ჯაჭვებს შიგნით

  • 9. 
    კოლაგენის შემადგენლობაში შემავალი რომელი ამინომჟავას დეფიციტი შეიძლება ამოიწვიოს C ვიტამინის ნაკლებობამ?
    • A. 

      ჰიდროქსიპროლინის

    • B. 

      ალლიზინის

    • C. 

      ცისტინის

    • D. 

      მეთიონინის

  • 10. 
    სურავანდიანი ავადმყოფის კოლაგენში ჰიდროქსიპროლინის დეფიციტი იწვევს კოლაგენის დესტაბილიზაციას, რადგან:
    • A. 

      მცირდება განივი კოვალენტური ბმების რაოდენობა

    • B. 

      მცირდება ჯაჭვების კიდეების ჰიდროფობურობა

    • C. 

      მცირდება ჯაჭვთაშორისი წყალბადური ბმების რაოდენობა

    • D. 

      მცირდება პროლინის ნაშთების სტერიული ურთიერთგანზიდვა

  • 11. 
    რომელია ესენციური ამინომჟავა?
    • A. 

      ლეიცინი

    • B. 

      ალანინი

    • C. 

      ცისტეინი

    • D. 

      სერინი

  • 12. 
    პეპსინი არის:
    • A. 

      ცილების მომნელებელი ფერმენტი;

    • B. 

      პანკრეასული ფერმენტი;

    • C. 

      ეგზოპეპტიდაზა

    • D. 

      ზიმოგენი

  • 13. 
    \\\\ რა პირობებში აღინიშნება უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი? \\\ ინტენსიურად მზარდ ორგანიზმში; \\\ ორსულობის პერიოდში; \\\ ლაქტაციის პერიოდში; \\ ცილოვანი შიმშილის დროს;
    • A. 

      ინტენსიურად მზარდ ორგანიზმში;

    • B. 

      ორსულობის პერიოდში

    • C. 

      ლაქტაციის პერიოდში

    • D. 

      ცილოვანი შიმშილის დროს

  • 14. 
    \\\\ რა პირობებში აღინიშნება დადებითი აზოტოვანი ბალანსი?
    • A. 

      სტრესის დროს;

    • B. 

      ორსულობის პერიოდში;

    • C. 

      ხანდაზმულობის პერიოდში;

    • D. 

      ცილოვანი შიმშილის დროს;

  • 15. 
    \\\\ რა არის ტრიპსინი?
    • A. 

      პანკრეასული ფერმენტი

    • B. 

      ლიპიდების მომნელებელი ფერმენტი

    • C. 

      პეპსინოგენის გააქტივების შედეგად მიღებული ფერმენტი

    • D. 

      ეგზოპეპტიდაზა

  • 16. 
    დეამინირების პროცესისათვის მცდარი დებულებაა:
    • A. 

      ამინოჯგუფების აქცეპტორის როლს ასრულებს ალფა-კეტოგლუტარატი

    • B. 

      ამინოჯგუფების აქცეპტორის როლს ასრულებს აცეტოაცეტატი

    • C. 

      ამ პროცესში მონაწილეობენ ამინოტრანსფერაზები

    • D. 

      ჟანგვით დეამინირებას ყველაზე აქტიურად გლუტამატი განიცდის;

  • 17. 
    \\\\ ფიბრილური ცილების ფუნქციაა:
    • A. 

      სატრანსპორტო

    • B. 

      სტრუქტურული

    • C. 

      კატალიზური

    • D. 

      დამცველობითი

  • 18. 
    როგორი ცილაა კოლაგენი?
    • A. 

      ნერვული ქსოვილის ძირითადი ცილა;

    • B. 

      ფიბრილური ცილა

    • C. 

      სასიგნალო ფუნქციიის შემსრულებელი ცილა

    • D. 

      ტრანსპორტერი ცილა;

  • 19. 
    რომელი ამინომჟავას შემცველობა აღწევს 33%-ს კოლაგენის მოლეკულაში?
    • A. 

      გლიცინის

    • B. 

      ვალინის

    • C. 

      ასპარაგინის

    • D. 

      გლუტამინის

  • 20. 
    რომელი ვიტამინი მონაწილეობს პროლინის ჰიდროქსილირებაში?
    • A. 

      K

    • B. 

      D

    • C. 

      B2

    • D. 

      C

  • 21. 
    ელასტინით მდიდარი ქსოვილებია: 
    • A. 

      ძვალი

    • B. 

      თვალის ბროლი

    • C. 

      ფილტვის ქსოვილი და კანი

    • D. 

      თმა და ფრჩხილები

  • 22. 
     რამდენი პოლიპეპტიდური ჯაჭვისაგან შედგება ელასტინი? 
    • A. 

      1

    • B. 

      2

    • C. 

      3

    • D. 

      4

  • 23. 
    რომელი თანმიმდევრობა შეესაბამება პეპტიდური ჯაჭვის ატომების თანმიმდევრობას პეპტიდის ჩონჩხში? 
    • A. 

      -N-C-C-N-C-C-N-C-C

    • B. 

      -N-C-O-N-C-O-N-C-O-

    • C. 

      -N-C-C-O-N-C-C-O-N-C-C-O-

    • D. 

      -N-H-C-C-N-H-C-C-N-H-C-C-

  • 24. 
     რომელი განსაკუთრებული ამინომჟავა გვხვდება მხოლოდ ელასტინის შემადგენლობაში? 
    • A. 

      ჰისტიდინი

    • B. 

      ასპარაგინი

    • C. 

      დესმოზინი

    • D. 

      ვალინი

  • 25. 
     პეპსინის სუბსტრატია: 
    • A. 

      სახამებელი

    • B. 

      ცილა

    • C. 

      ლიპიდები

    • D. 

      გლიკოგენი

Back to Top Back to top