ბიოქიმია - ფერმენტები

131 | Total Attempts: 741

SettingsSettingsSettings
Please wait...
ბიოქიმია - ფერმენტები

131 ტესტი


Questions and Answers
  • 1. 
    (-) რომელი დებულებაა სწორი Km-ის შესახებ?  
    • A. 

      მისი სიდიდე რიცხვობრივად 1/2 Vmax-ის ტოლია

    • B. 

      მისი სიდიდე დამოკიდებულია ფერმენტის კონცენტრაციაზე

    • C. 

      მისი სიდიდე რიცხობრივად ტოლია სუბსტრატის კონცენტრაციისა, რომელიც იძლევა 1/2Vmax-ს

    • D. 

      მისი სიდიდე არ არის დამოკიდებული pH-ზე

  • 2. 
    (-) ფერმენტების კონკურენტული ინჰიბირებისათვის მართებულია:
    • A. 

      კონკურენტული ინჰიბიტორი თავისი სტრუქტურით სუბსტრატისაგან მკვეთრად განსხვავებულია

    • B. 

      კონკურენტული ინჰიბირება შეუქცევადია

    • C. 

      შეიძლება მოიხსნას სუბსტრატის კონცენტრაციის გაზრდით

    • D. 

      შეიძლება მოიხსნას სუბსტრატის კონცენტრაციის შემცირებით

  • 3. 
    (-) ფერმენტების რომელ კლასს მიეკუთვნება დეჰიდროგენაზები? 
    • A. 

      ტრანსფერაზებს

    • B. 

      ოქსიდორედუქტაზებს

    • C. 

      ლიაზებს

    • D. 

      იზომერაზებს

  • 4. 
    იზოზიმები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან:  
    • A. 

      პირველადი სტრუქტურით

    • B. 

      ფიზიკო-ქიმიური თვისებებით

    • C. 

      სუბსტრატული სპეციფიკურობით

    • D. 

      ქსოვილებში ლოკალიზაციით

  • 5. 
    (-) ალოსტერული ფერმენტების შესახებ მცდარი დებულებაა: 
    • A. 

      ალოსტერული ცენტრი არის ფერმენტის აქტიური ცენტრისაგან განსხვავებული მარეგულირებელი ცენტრი

    • B. 

      ალოსტერიულ ცენტრთან ლიგანდის დაკავშირება იწვევს ფერმენტის მოლეკულის კონფორმაციულ ცვლილებას

    • C. 

      ამ ტიპის ფერმენტის შემთხვევაში მრუდი, რომელიც სუბსტრატის კონცენტრაციაზე რეაქციის სიჩქარის დამოკიდებულებას ასახავს, სიგმოიდური ფორმისაა

    • D. 

      სუბსტრატთან დაკავშირების მრუდი ჰიპერბოლური ფორმისაა;

  • 6. 
    (-) ფერმენტის რომელი კლასი საჭიროებს კატალიზისათვის ATP-ის ან NTP-ის პიროფოსფატური ბმის ჰიდროლიზის შედეგად გამოყოფილ ენერგიას?
    • A. 

      ოქსიდორედუქტაზები

    • B. 

      იზომერაზები

    • C. 

      ლიგაზები

    • D. 

      ტრანსფერაზები

  • 7. 
    (-) რომელი კოფერმენტი მონაწილეობს ტრანსფერაზულ რეაქციებში?
    • A. 

      NAD+

    • B. 

      უბიქინონი

    • C. 

      პირიდოქსალფოსფატი

    • D. 

      FAD

  • 8. 
    (-) ფერმენტების რომელ კლასს მიეკუთვნება ოქსიდაზები?
    • A. 

      ოქსიდორედუქტაზებს

    • B. 

      ტრანსფერაზებს

    • C. 

      ლიაზებს

    • D. 

      იზომერაზებს

  • 9. 
    (-) ფერმენტების რომელ კლასს მიეკუთვნება ლაქტატდეჰიდროგენაზა?
    • A. 

      იზომერაზებს

    • B. 

      ოქსიდორედუქტაზებს

    • C. 

      ლიაზებს

    • D. 

      ტრანსფერაზებს

  • 10. 
    (-) ფერმენტების რომელი კლასი აკატალიზებს ბიოსინთეზურ რეაქციებს? 
    • A. 

      ოქსიდორედუქტაზები

    • B. 

      ტრანსფერაზები

    • C. 

      სინთეტაზები

    • D. 

      ლიაზები

  • 11. 
    (-) ფერმენტების რომელი კლასი აკატალიზებს წყლის მოლეკულის მიერთებით შიგამოლეკულური ბმის გაწყვეტას?
    • A. 

      ჰიდროლაზები

    • B. 

      იზომერაზები

    • C. 

      ტრანსფერაზები

    • D. 

      ლიგაზები

  • 12. 
    (-) ფერმენტების რომელი კლასი აკატალიზებს ამა თუ იმ ჯგუფის გადატანას ერთი ნაერთიდან მეორეზე?
    • A. 

      ლიაზები

    • B. 

      ლიგაზები

    • C. 

      იზომერაზები

    • D. 

      ტრანსფერაზები

  • 13. 
    ფერმენტების რომელი კლასი აკატალიზებს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს?
    • A. 

      ჰიდროლაზები

    • B. 

      ტრანსფერაზები

    • C. 

      ოქსიდორედუქტაზები

    • D. 

      ლიაზები

  • 14. 
    რა ახასიათებს ალოსტერულ რეგულაციას?
    • A. 

      ალოსტერული ინჰიბირება შეუქცევადია;

    • B. 

      ალოსტერული ცენტრი ფერმენტის აქტივობის მარეგულირებელი ცენტრია;

    • C. 

      ალოსტერული მოდულატორი ფერმენტს უკავშირდება შეუქცევადად;

    • D. 

      ალოსტერული მოდულატორი არ ცვლის აქტიური ცენტრის კონფორმაციას;

  • 15. 
    რომელი კოფერმენტის შემადგენლობაში შედის ვიტამინი B6:
    • A. 

      პირიდოქსალფოსფატი

    • B. 

      NAD+

    • C. 

      CoA

    • D. 

      TPP

  • 16. 
    რომელი ფერმენტების კოფერმენტია NAD+?
    • A. 

      ამინოტრანსფერაზების

    • B. 

      დეჰიდროგენაზების

    • C. 

      დეჰიდრატაზების

    • D. 

      კარბოქსილაზების

  • 17. 
    რომელი ფერმენტების კოფერმენტია FAD?
    • A. 

      პროტეაზების

    • B. 

      კარბოქსილაზების

    • C. 

      დეჰიდროგენაზების

    • D. 

      პეპტიდაზების

  • 18. 
    რომელი ფერმენტების კოფერმენტია პირიდოქსალფოსფატი?
    • A. 

      ოქსიდორედუქტაზების

    • B. 

      ტრანსფერაზების

    • C. 

      ჰიდროლაზების

    • D. 

      იზომერაზების

  • 19. 
    რომელი ფერმენტების კოფერმენტია ასკორბინმჟავა?
    • A. 

      ტრანსფერაზების

    • B. 

      იზომერაზების

    • C. 

      ლიგაზების

    • D. 

      ოქსიდორედუქტაზების

  • 20. 
    რომელ ვიტამინს შეიცავს პირიდოქსალფოსფატი?
    • A. 

      B1

    • B. 

      B2

    • C. 

      B3

    • D. 

      B6

  • 21. 
    ოქსიდორედუქტაზებს მიეკუთვნება:
    • A. 

      ალდოლაზა

    • B. 

      გლუკოკინაზა

    • C. 

      ციტრატსინთაზა

    • D. 

      სუქცინატდეჰიდროგენაზა

  • 22. 
    ოქსიდორედუქტაზებს არ მიეკუთვნება:
    • A. 

      იზოციტრატდეჰიდროგენაზა

    • B. 

      მალატდეჰიდროგენაზა

    • C. 

      ლიპოპროტეინლიპაზა

    • D. 

      ლაქტატდეჰიდროგენაზა

  • 23. 
    ალკოჰოლდეჰიდროგენაზა გარდაქმნის მეთანოლს (CH3OH) ტოქსიკურ ნაერთში - ფორმალდეჰიდში (CH2O). პაციენტებს, რომლებსაც მიღებული აქვთ მეთანოლის მომწამვლელი რაოდენობა, უნიშნავენ ეთანოლს (CH3CH2OH). ჩამოთვლილთაგან რომელი ახსნა უდევს საფუძვლად ამ დანიშნულებას?
    • A. 

      ეთანოლი მეთანოლის სტრუქტურული ანალოგია და შეიძლება იყოს ეფექტური არაკონკურენტული ინჰიბიტორი;

    • B. 

      ეთანოლი მეთანოლის სტრუქტურული ანალოგია და მოსალოდნელია ეფექტური კონკურენცია მეთანოლთან ფერმენტის აქტიური ცენტრის დასაკავებლად;

    • C. 

      მოსალოდნელია, რომ ეთანოლი შეცვლის ალკოჰოლდეჰიდროგენაზას Vmax-ს მეთანოლის მიმართ;

    • D. 

      ეთანოლი იქნება მეთანოლის დაჟანგვის ეფექტური ინჰიბიტორი, რომლის ეფექტურობა არ იქნება დამოკიდებული მეთანოლის კონცენტრაციაზე;

  • 24. 
    ჟანგვა-აღდგენით კოფერმენტებს მიეკუთვნება:
    • A. 

      NAD+

    • B. 

      პირიდოქსალფოსფატი

    • C. 

      კოენზიმი A

    • D. 

      თიამინპიროფოსფატი

  • 25. 
    როგორ გავლენას ახდენს ფერმენტის არაკონკურენტული ინჰიბიტორი კინეტიკურ მაჩვენებლებზე?
    • A. 

      აქვეითებს Km-ს Vmax-ის ცვლილების გარეშე;

    • B. 

      ზრდის Vmax-ს Km-ის ცვლილების გარეშე;

    • C. 

      ამცირებს Vmax-ს Kmის ცვლილების გარეშე;

    • D. 

      ამცირებს ორივე მაჩვენებელს;

Back to Top Back to top