ტოპანატომია - ქირურგიული ნაწილი

40 | Total Attempts: 498

SettingsSettingsSettings
Please wait...
ტოპანატომია - ქირურგიული ნაწილი

Questions and Answers
  • 1. 
    როგორი შეიძლება იყოს ქირურგიული ოპერაცია:
    • A. 

      მხოლოდ სისხლიანი

    • B. 

      მხოლოდ უსისხლო

    • C. 

      სისხლიანი და უსისხლო

    • D. 

      მხოლოდ რადიკალური

  • 2. 
    რას ნიშნავს ტერმინი სტომია:
    • A. 

      ხვრელმილის ან შერთულის შექმნას

    • B. 

      ორგანოს ამოკვეთას

    • C. 

      ორგანოსთან მიდგომას

    • D. 

      ორგანოს გაკერვას

  • 3. 
    როგორ იქმნება ცალკეული ოპერაციის სახელწოდება:
    • A. 

      ორგანოს სახელწოდების შეერთებით ქირურგიული ჩარევის სახელწოდებასთან

    • B. 

      ორგანოს სახელწოდების შეერთებით საოპერაციო არის დასახელებასთან

    • C. 

      მიდამოს დასახელების შეერთებით ქირურგიული ჩარევის სახელწოდებასთან

    • D. 

      ქირურგიული ჩარევის სახელწოდების აღნიშვნით

  • 4. 
    ადგილობრივი ანესთეზიის დროს საანესთეზიო ნივთიერება მოქმედებს:
    • A. 

      მხოლოდ ნერვებზე

    • B. 

      მხოლოდ ნერვების დაბოლოებებზე

    • C. 

      ნერვებსა და მათ დაბოლოებებზე ერთად

    • D. 

      თავის ტვინის ქერქზე

  • 5. 
    ჩამოთვალეთ ქსოვილთა გასაკვეთი ხელსაწყოები:
    • A. 

      დანები, მაკრატლები, ხერხები

    • B. 

      დანები,სატეხები და პინცეტები

    • C. 

      ხერხები, პინცეტები და მაკრატლები

    • D. 

      მაკრატლები, ხერხები და სისხლძარღვის მომჭერები

  • 6. 
     ჩამოთვალეთ პინცეტების სახეები:
    • A. 

      ანატომიური, ქირურგიული, თათისებრი

    • B. 

      ქირურგიული, გინეკოლოგიური, უროლოგიური

    • C. 

      თათისებრი, კავისებრი, ფურცლოვანი

    • D. 

      კოხერის,კუპერის, რიხტერის

  • 7. 
    როგორ კვეთენ რბილ ქსოვილებს:
    • A. 

      შრეობრივად

    • B. 

      გასწვრივად

    • C. 

      განივად

    • D. 

      ირიბად

  • 8. 
    რომელი სისხლძარღვებიდან სისხლის დენისას შეიძლება გამოყენებული იქნეს სისხლძარღვის მოგრეხვა სისხლდენის შეჩერების მიზნით:
    • A. 

      მსხვილი კალიბრის არტერიებიდან

    • B. 

      მსხვილი კალიბრის ვენებიდან

    • C. 

      საშუალო კალიბრის არტერიებიდან

    • D. 

      წვრილი სისხლძარღვებიდან (უპირატესად ვენებიდან)

  • 9. 
    სისხლძარღვის გადასკვნის შემდეგ რა გართულებაა მოსალოდნელი ლიგატურის საიმედობის თვალსაზრისით:
    • A. 

      ლიგატურის დაცურება

    • B. 

      კუნთის დაზიანება

    • C. 

      ნერვული ღეროს დაზიანება

    • D. 

      მყესის დაზიანება

  • 10. 
    როგორია ნემსში გაყრილი ძაფის ბოლოების სიგრძეთა შეფარდება ერთმანეთთან:
    • A. 

      ძაფის სიგრძის 4/5 მოთავსებულია ნემსის ერთ მხარეზე, 1/5 _ მეორე მხარეზე

    • B. 

      ძაფის სიგრძის 3/5 მოთავსებულია ნემსის ერთ მხარეზე, 2/5 _ მეორე მხარეზე

    • C. 

      ძაფის სიგრძის ნახევარი მოთავსებულია ნემსის ერთ მხარეზე, ნახევარი მეორე მხარეზე

    • D. 

      ძაფის სიგრძის 1/3 მოთავსებულია ნემსის ერთ მხარეზე, 2/3 _ მეორე მხარეზე

  • 11. 
     როდისაა მოსახერხებელი დანის ხელში დაჭერა საწერკალმის პოზიციაში:
    • A. 

      ნატიფი მანიპულაციების ზუსტად შესრულებისათვის

    • B. 

      ამპუტაციის დროს

    • C. 

      უხეში ქსოვილების გასაკვეთად

    • D. 

      ზედაპირული განაკვეთის გასატარებლად

  • 12. 
    როდის იყენებენ უწყვეტ ნაკერს:
    • A. 

      კუჭზე და ნაწლავებზე ოპერაციებისას

    • B. 

      აპონევროზის გასაკერად

    • C. 

      კანის გასაკერად

    • D. 

      კუნთების გასაკერად

  • 13. 
     რა ძირითადი მოთხოვნები უნდა შესრულდეს ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავების დროს:
    • A. 

      უსიცოცხლო ქსოვილების ამოკვეთა და ჯიბეების გახსნა

    • B. 

      უცხო სხეულების ამოცლა

    • C. 

      სისხლის დენის შეჩერება

    • D. 

      ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

  • 14. 
    ჩამოთვალეთ კანის ფეხიანი ნაფლეთის გადანერგვის წესები:
    • A. 

      ინდური, იტალიური და ფილატოვის

    • B. 

      იტალიური, ფრანგული და ჩინური

    • C. 

      ფილატოვის, ტიბეტური და ინდური

    • D. 

      ჯანელიძის, იტალიური და ჩინური

  • 15. 
    როგორია ნაფლეთის სიგრძისა და მისი მკვებავი ფეხის სიგანის ურთიერთშეფარდება იტალიური წესით კანის პლასტიკის დროს:
    • A. 

      ნაფლეთის სიგრძე ტოლია მკვებავი ფეხის სიგანისა

    • B. 

      ნაფლეთის მკვებავი ფეხის სიგანე მეტია ნაფლეთის სიგრძეზე

    • C. 

      ნაფლეთის სიგრძე მკვებავი ფეხის სიგანეს 2-ჯერ აღემატება

    • D. 

      ნაფლეთის სიგრძე მკვებავი ფეხის სიგანეს 3-ჯერ აღემატება

  • 16. 
    როგორია ჯანელიძის წესით კანის პლასტიკის დროს ტრანსპლანტატის სიგრძე:
    • A. 

      ტრანსპლანტატის სიგრძე დეფექტის სიგრძის ტოლია

    • B. 

      ტრანსპლანტატის სიგრძე დეფექტის სიგრძეზე მეტია

    • C. 

      ტრანსპლანტატის სიგრძე დეფექტის სიგრძეზე ნაკლებია

    • D. 

      ტრანსპლანტატის ზომებს მნიშვნელობა არა აქვს

  • 17. 
    კერვის დროს თრომბის წარმოქმნის აცილების მიზნით როგორ უკავშირებენ ერთმანეთს სისხლძარღვის ბოლოებს:
    • A. 

      სისხლძარღვის ბოლოები ერთმანეთს ეხება ინტიმით

    • B. 

      ბოლოები ერთმანეთს ეხება ადვენტიციით

    • C. 

      ცენტრალურ და პერიფერიულ ბოლოებს უნდა მოშორდეს ინტიმა

    • D. 

      სისხლძარღვის ბოლოებს წააცლიან ადვენტიციას 2 სმ-ის ფარგლებში

  • 18. 
    რამდენი ეტაპი გამოიყოფა სისხლიან ოპერაციაში:
    • A. 

      მხოლოდ ერთი ეტაპი

    • B. 

      ორი ეტაპი

    • C. 

      სამი ეტაპი

    • D. 

      მრავალი ეტაპი (სამზე მეტი)

  • 19. 
    რას ნიშნავს ტერმინი ectomia ან expiration:
    • A. 

      ორგანოს გაკვეთას

    • B. 

      ორგანოს გაკერვას

    • C. 

      ორგანოს ნაწილობრივ ამოკვეთას

    • D. 

      ორგანოს მთლიანად ამოკვეთას

  • 20. 
    მიზანდასახულობის მიხედვით არჩევენ შემდეგ ოპერაციებს:
    • A. 

      სამკურნალო და სადიაგნოზო

    • B. 

      განმეორებითი

    • C. 

      სასწრაფო

    • D. 

      მრავალმომენტიანი

  • 21. 
    რეგიონული ანესთეზიის დროს სად შეჰყავთ საანესთეზიო ნივთიერების ხსნარი:
    • A. 

      უშუალოდ ნერვის ღეროში ოპერაციული ჩარევის მიდამოს დისტალურად

    • B. 

      ნერვის ირგვლივ არსებულ შემაერთებელ ქსოვილში ოპერაციული ჩარევის მიდამოს პროქსიმალურად

    • C. 

      უშუალოდ ნერვის ღეროში ოპერაციული ჩარევის ადგილზე

    • D. 

      ოპერაციული ჩარევის ადგილის ირგვლივ მდერბარე ქსოვილებში

  • 22. 
    ძირითადი ქირურგიული ხელსაწყოებიდან მიუთითეთ რომელია ქსოვილთა გასაკერი ხელსაწყოები:
    • A. 

      ნემსები, მომჭერები, მიშელის ბრჭყალები

    • B. 

      ნემსდამჭერები, ნემსები, მიშელის ბრჭყალები

    • C. 

      მიშელის ბრჭყალები, დეშანის ნემსი, ბლელოკის სისხლძაღვოვანი კლემა

    • D. 

      ყველა ზემოთჩამოთვლილი

  • 23. 
    ჩამოთვალეთ მაკრატლის სახეები:
    • A. 

      გვერდზე მოხრილი (რიხტერის)

    • B. 

      მახვილწვერიანი

    • C. 

      პირდაპირ მოხრილი (კუპერის)

    • D. 

      ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

  • 24. 
    როგორ უნდა გაიკვეთოს ფასცია:
    • A. 

      ღარიან ზონდზე

    • B. 

      პინცეტზე

    • C. 

      ბლაგვ კავზე

    • D. 

      კორნცანგზე

  • 25. 
    კუნთის განივად გაკვეთისას მის ორივე ბოლოს როგორი პროვიზორული ნაკერი ედება:
    • A. 

      მულტანოვსკის

    • B. 

      უწყვეტი

    • C. 

      ქისისებური

    • D. 

      რუსული პე-სებრი

Back to Top Back to top