კისრის მიდამო

202 | Total Attempts: 507

SettingsSettingsSettings
Please wait...
კისრის მიდამო

(თიკო ჭოხონელიძე)


Questions and Answers
  • 1. 
    \\\\ კისერზეარჩევენ:
    • A. 

      გარეთა, შიგნითა, გვერდითდაშუამდებარეკუნთებს

    • B. 

      ზედაპირულ, შუა, გვერდითდაღრმაკუნთებს

    • C. 

      ზედაპირულ, გარეთა, ღრმადაშიგნითაკუნთებს

    • D. 

      პარიესულდავისცერალკუნთებს

  • 2. 
    კისრის მეორე ფასცია ქვევით უმაგრდება: 
    • A. 

      გულმკერდის ზედაპირულ ფასციას

    • B. 

      გულმკერდის ზედაპირულ ფასციას

    • C. 

      ლავიწისა და მკერდის ტარის წინა ზედაპირს

    • D. 

      პირველ ნეკნებსა და მკერდის კუთხეს

  • 3. 
    \\\\ რეტროვისცერული სივრცის ქსოვილი უკავშირდება:
    • A. 

      წინა შუასაყარის ქსოვილს

    • B. 

      უკანა შუასაყარის ქსოვილს

    • C. 

      ფრთისებრკუნთთაშუა ნაპრალის ქსოვილს

    • D. 

      საფეთქელფრთისებრი ნაპრალის ქსოვილს

  • 4. 
    \\\\ ფარისებრ და პარათიროიდულ ჯირკვლებს ანერვებს:
    • A. 

      ხორხის ზედა და ქვედა ნერვები

    • B. 

      ხორხის შებრუნებული ნერვები და სიმპათიკური წველი

    • C. 

      ენა-ხახის და დამატებითი ნერვები

    • D. 

      დამატებითი და ენისქვეშა ნერვები

  • 5. 
    \\\\ კისრის შუა ჯგუფის კუნთებიდან ინის ძვლის ზემოთ მდებარეობს:
    • A. 

      ორმუცელა, სადგის-ინის, ყბა-ინისა და ენა-ინის კუნთები

    • B. 

      ფარ-ინის, ორმუცელა, სადგის-ინის, ყბა-ინის კუნთები

    • C. 

      ბეჭ-ინის, სადგის-ინის და ენა-ინის კუნთები

    • D. 

      ორმუცელა, ტყუპი, კისრის განიერი კუნთები

  • 6. 
    \\\\ კისრის მეოთხე ფასციის პარიესული ფურცელი რომელ სისხლძარღვოვანნერვულ კონას უქმნის ბუდეს?
    • A. 

      კისრის განივ სისხლძარღვოვან-ნერვულ კონას

    • B. 

      კისრის ირიბ სისხლძარღვოვან-ნერვულ კონას

    • C. 

      კისრის გასწვრივ სისხლძარღვოვან-ნერვულ კონას

    • D. 

      კისრის ზედა სისხლძარღვოვან-ნერვულ კონას

  • 7. 
    \\\\ რომელი კუნთი ქმნის პიროგოვის სამკუთხედის ფსკერს:
    • A. 

      ენა-ინის კუნთი

    • B. 

      ყბა-ინის კუნთი

    • C. 

      სადგის-ინის კუნთი

    • D. 

      ნიკაპ-ენის კუნთი

  • 8. 
    \\\\ როგორ განაკვეთებს იყენებენ კისრის ორგანოებთან მიდგომისათვის:
    • A. 

      ზედაპირულს, განივს და ცვლადს

    • B. 

      ღრმას, ირიბს და გამოდრეკილობით ზევით

    • C. 

      კომბინირებულს, ნალისებრს და გამოდრეკილობით ქვევით

    • D. 

      გასწვრივს, ირიბს, განივს, კომბინირებულს

  • 9. 
    \\\\ რას უმაგრდება ქვევით კისრის მესამე ფასცია:
    • A. 

      პირველი ნეკნებისა და მკერდის ძვლის ტარის უკანა ზედაპირებს

    • B. 

      პირველი ნეკნებისა და მკერდის ძვლის ტარს წინიდან

    • C. 

      მკერდის ტარისა და ლავიწების წინა ზედაპირებს

    • D. 

      მკერდის ტარისა და ლავიწების უკანა ზედაპირებს

  • 10. 
    \\\\ პრევისცერული სივრცის ქსოვილი უკავშირდება:
    • A. 

      წინა შუასაყარის ქსოვილს

    • B. 

      უკანა შუასაყარის ქსოვილს

    • C. 

      კიბისებრ კუნთთაშუა სივრცის ქსოვილს

    • D. 

      კიბისებრ წინა სივრცის ქსოვილს

  • 11. 
    \\\\ რა არის მოთავსებული მედიალურად საძილე სამკუთხედში
    • A. 

      საერთო საძილე არტერია

    • B. 

      შიგნითა საუღლეს ვენა

    • C. 

      ცთომილი ნერვი

    • D. 

      დიაფრაგმის ნერვი

  • 12. 
    \\\\ კისრის გვერდითი ჯგუფის კუნთებია:
    • A. 

      წინა, შუა და უკანა დაკბილული კუნთები

    • B. 

      წინა, შუა და შიგნითა კიბისებრი კუნთები

    • C. 

      წინა და უკანა ირიბი კუნთები

    • D. 

      წინა, შუა და უკანა კიბისებრი კუნთები

  • 13. 
    \\\\ რომელ სივრცეს გამოფენს კისრის მეოთხე ფასციის პარიესული ფურცელი
    • A. 

      ხერხემლის წინ მდებარე სივრცეს

    • B. 

      სივრცეს, რომელშიც კისრის ორგანოები მდებარეობს

    • C. 

      ხახის უკან მდებარე სივრცე

    • D. 

      კისრის ლატერალურ სამკუთხედში მდებარე კუნთთაშუა სივრცეებს

  • 14. 
    \\\\ კისრის მიდამო იყოფა:
    • A. 

      ზედა და ქვედა მიდამოებად

    • B. 

      მედიალურ და ლატერალურ ნაწილებად

    • C. 

      წინა და უკანა ნაწილებად

    • D. 

      პარიესულ და ვისცერალურ ნაწილებად

  • 15. 
    \\\\ საერთო საძილე არტერიასთან მიდგომისას განაკვეთს გაავლებენ:
    • A. 

      მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მედიალურ კიდეზე, ფარისებრი ხრტილის ზედა კიდიდან ქვევით 6სმ მანძილზე

    • B. 

      მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის შუაში, სიგრძით 6სმ

    • C. 

      კისრის შუა ხაზზე, სიგრძით 6სმ

    • D. 

      მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ლატერალური კიდის გასწვრივ

  • 16. 
    \\\\ სად ისინჯება კისრის VI მალის განივი მორჩი, რომელზეც ხელის დაჭერით შეიძლება საერთო საძილე არტერია დავახშოთ:
    • A. 

      ფარისებრი ხრტილის ზედა კიდის დონეზე

    • B. 

      ინის ძვლის სხეულის დონეზე

    • C. 

      ფარისებრი ხრტილის ნაჭდევის დონეზე

    • D. 

      ბეჭდისებრი ხრტილის დონეზე

  • 17. 
    \\\\ ინის ძვალზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზით ორივე მედიალური სამკუთხედი იყოფა:
    • A. 

      ინისზედა და ინისქვედა მიდამოებად

    • B. 

      კისრის ზედა და ქვედა მიდამოებად

    • C. 

      საძილე და ნიკაპქვეშა მიდამოებად

    • D. 

      ბეჭ-სასულეს და ქვედაყბისქვეშა მიდამოებად

  • 18. 
    \\\\ ქვედაყბისქვეშა სამკუთხედი წინიდან მოსაზღვრულია:
    • A. 

      ორმუცელა კუნთის უკანა მუცლით

    • B. 

      ყბა-ინის კუნთით

    • C. 

      ენა-ინის კუნთით

    • D. 

      ორმუცელა კუნთის წინა მუცლით

  • 19. 
    \\\\ კისრის ლატერალური სამკუთხედი წინიდან მოსაზღვრულია:
    • A. 

      შუა ხაზით

    • B. 

      ბეჭ-ინის კუნთით

    • C. 

      ინის ძვლით

    • D. 

      მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთით

  • 20. 
    \\\\ ბეჭ-ტრაპეციული (ბეჭ-მანდილის) სამკუთხედი წინიდან მოისაზღვრება:
    • A. 

      ბეჭ-ინის კუნთით

    • B. 

      მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთით

    • C. 

      ტრაპეციული (მანდილის) კუნთით

    • D. 

      შუა ხაზით

  • 21. 
    \\\\ ბეჭ-ლავიწის სამკუთხედი ქვევიდან მოისაზღვრება:
    • A. 

      ლავიწით

    • B. 

      ბეჭ-ინის კუნთის ქვედა მუცლით

    • C. 

      ორმუცელა კუნთის უკანა მუცლით

    • D. 

      ბეჭ-ინის კუნთის ზედა მუცლით

  • 22. 
    \\\\ სასულეს კისრის ნაწილის ქვედა საზღვარი წინიდან შეესაბამება:
    • A. 

      მკერდის ძვლის კუთხეს

    • B. 

      მკერდის საუღლე ნაჭდევს

    • C. 

      მკერდის ძვლის ტარს

    • D. 

      მკერდის ძვლის ქვედა ბოლოს

  • 23. 
    \\\\ სასულის კისრის ნაწილს კვებავს:
    • A. 

      ფარისებრი ზედა არტერია

    • B. 

      ფარისებრი ქვედა არტერია

    • C. 

      ხერხემლის არტერია

    • D. 

      ნეკნ-კისრის ღერო

  • 24. 
    \\\\ კისრის წნული ყალიბდება:
    • A. 

      ზურგის ტვინის ზედა 2 ნერვის წინა ტოტებით

    • B. 

      ზურგის ტვინის ზედა 3 ნერვის წინა ტოტებით

    • C. 

      ზურგის ტვინის ზედა 4 ნერვის წინა ტოტებით

    • D. 

      სახის ნერვის ტოტებით

  • 25. 
    \\\\ პიროგოვის სამკუთხედი ზევიდან მოსაზღვრულია:
    • A. 

      ცთომილი ნერვით

    • B. 

      ენის ნერვით

    • C. 

      ენისქვეშა ნერვით

    • D. 

      ენა-ხახის ნერვით

Back to Top Back to top