ზემო და ქვემო კიდური ნაწილი პირველი

40 | Total Attempts: 1196

SettingsSettingsSettings
Please wait...
ზემო და ქვემო კიდური ნაწილი პირველი

:)


Questions and Answers
  • 1. 
    ზემხარი შედგება შემდეგი მიდამოებისაგან:
    • A. 

      იღლიის, მხრის, ბეჭის, დელტისებრი

    • B. 

      დელტისებრი, ბეჭის, იღლიის, ლავიწქვედა

    • C. 

      იღლიის, ლავიწზედა, დელტისებრი, ბეჭის

    • D. 

      იღლიის, ბეჭის, ლავიწზედა, მხრის

  • 2. 
    იღლიის ფოსოს სისლძარღვოვან-ნერვული კონის ელემენტებია:
    • A. 

      ლავიწქვეშა არტერია, ლავიწქვეშა ვენა და მხრის წნული

    • B. 

      იღლიის არტერია, იღლიის ვენა და კისრის წნული

    • C. 

      მხრის არტერია, მხრის ვენები და მხრის წნული

    • D. 

      იღლიის არტერია, იღლიის ვენა და მხრის წნული

  • 3. 
    რა დონეზე ედება ლიგატურა იღლიის არტერიას:
    • A. 

      A.subscapularis გამოსვლის ზემოთ

    • B. 

      A.subscapularis გამოსვლის ქვემოთ

    • C. 

      მკერდის დიდი კუნთის ქვედა კიდის დონეზე

    • D. 

      ყველა დონეზე

  • 4. 
    იღლიის არტერიის წინ მოთავსებულია:
    • A. 

      იდაყვის ნერვი

    • B. 

      იღლიის ნერვი

    • C. 

      საშუალო ნერვი

    • D. 

      კუნთ-კანის ნერვი

  • 5. 
    საშუალო  ნერვის  მდებარეობა  მხრის  არტერიის  მიმართ  მხრის  ქვედა მესამედში:
    • A. 

      წინ

    • B. 

      უკან

    • C. 

      მედიალურად

    • D. 

      ლატერალურად

  • 6. 
    სად მდებარეობს მხრის არტერია იდაყვის ფოსოში:
    • A. 

      იდაყვის წინა მედიალურ ღარში

    • B. 

      იდაყვის წინა ლატერალურ ღარში

    • C. 

      იდაყვის უკანა მედიალურ ღარში

    • D. 

      იდაყვის უკანა ლატერალურ ღარში

  • 7. 
    სად გაივლის საშუალო ნერვი წინამხრის შუა მესამედში:
    • A. 

      მაჯის სხივისაკენ და თითების ზერელე მომხრელებს შორის

    • B. 

      ძვალთაშუა აპკსა და ცერის გრძელ მომხრელს შორის

    • C. 

      მრგვალი პრონატორის თავებს შორის

    • D. 

      თითების ზედაპირულ და ღრმა მომხრელებს შორის

  • 8. 
    წინამხრის კანზე სხივის არტერია პროექცირდება:
    • A. 

      მხრის ძვლის მედიალური ზედაროკიდან ნების გრძელი კუნთის მყესამდე გავლებულ ხაზზე

    • B. 

      იდაყვის ფოსოს შუა წერტილიდან ნების გრძელი კუნთის მყესამდე გავლებულ ხაზზე

    • C. 

      იდაყვის ფოსოს შუა წერტილიდან სხივის ძვლის სადგისისებური მორჩის მედიალურ კიდემდე გავლებულ ხაზზე

    • D. 

      მხრის ძვლის მედიალური ზედაროკიდან იდაყვის ძვლის სადგისისებური მორჩის მედიალურ კიდემდე გავლებულ ხაზზე

  • 9. 
    სად მდებარეობს II-IV თითების მომხრელი კუნთების მყესების სინოვიური ბუდეების დისტალური საზღვრები:
    • A. 

      თითების შუა ფალანგების დონეზე

    • B. 

      ნების ძვლების თავის დონეზე

    • C. 

      თითების საფრჩხილე ფალანგების დისტალურ ბოლოზე

    • D. 

      თითების დისტალური ფალანგების ფუძეზე

  • 10. 
    რამდენი მყესი გაივლის მაჯის არხში:
    • A. 

      1

    • B. 

      3

    • C. 

      6

    • D. 

      9

  • 11. 
    რომელი  ნერვის  დაზიანებისას  ვლინდება  “ბრჭყალისმაგვარი  მტევნის” სიმპტომი?
    • A. 

      კუნთ-კანის

    • B. 

      სხივის

    • C. 

      იდაყვის

    • D. 

      საშუალო

  • 12. 
    რომელ შუალედებად იყოფა საზარდულის იოგის ქვეშ არსებული სივრცე
    • A. 

      კუნთოვან და სისხლძარღვოვან

    • B. 

      კუნთოვან და თიაქრის

    • C. 

      აპონევროზთაშორის და სისხლძარღვოვან

    • D. 

      თიაქრის და სისხლძარღვოვან

  • 13. 
    რა გამოდის კუნთოვანი შუალედიდან:
    • A. 

      თეძო-სუკის კუნთი და ბარძაყის ნერვი

    • B. 

      ბარძაყის არტერია და ვენა

    • C. 

      ბარძაყის ნერვი და ქედის კუნთი

    • D. 

      ბარძაყის ნერვი და გრძელი მომზიდველი კუნთი

  • 14. 
    ზედა მსხლისებრი ხვრელიდან გამოდის:
    • A. 

      დიდი წვივის წინა, გარეთა სასირცხო ვენა და სასირცხო ნერვი

    • B. 

      გარეთა სასირცხო, ბარძაყის და დამხურავი არტერიები

    • C. 

      მცირე წვივის, დიდი წვივის უკანა და ბარძაყის არტერიები

    • D. 

      ზედა დუნდულოვანი არტერია, ვენა და ნერვი

  • 15. 
    ბარძაყის არტერიას გამოეყოფა ზედაპირული არტერიები:
    • A. 

      ქვედა ეპიგასტრული არტერია, თეძოს ზედაპირული შემომხვევიარტერია, გარეთა სასირცხო არტერია

    • B. 

      ზედაპირული ეპიგასტრული არტერია, თეძოს ზედაპირული შემომხვევი არტერია, შიგნითა სასირცხო არტერია

    • C. 

      ზედაპირული შემომხვევი არტერია, ბარძაყის მედიალური შემომხვევი არტერია, გარეთა სასირცხო არტერია

    • D. 

      ზედაპირული ეპიგასტრული არტერია, თეძოს ზედაპირული შემომხვევი არტერია, გარეთა სასირცხო არტერია

  • 16. 
    ბარძაყის არტერია კანზე პროეცირდება:
    • A. 

      საზარდულის იოგის შუა წერტილიდან ბარძაყის ძვლის მედიალურ ზედაროკამდე

    • B. 

      საზარდულის იოგის გარეთა და შუა მესამედებს შორის წერტილიდან ბარძაყის ძვლის მედიალურ ზედაროკამდე

    • C. 

      საზარდულის იოგის შუა და მედიალურ მესამედებს შორის წერტილიდან კვირისტავამდე საზარდულის იოგის შუა წერტილიდან კვირისტავამდე

  • 17. 
    მომზიდველი არხი მდებარეობს:
    • A. 

      ბარძაყის ქვედა მესამედში ბარძაყის უკანა ზედაპირზე

    • B. 

      ბარძაყის ზედა მესამედში ბარძაყის წინა ლატერალურ ზედაპირზე

    • C. 

      ბარძაყის ზედა მესამედში ბარძაყის წინა მედიალურ ზედაპირზე

    • D. 

      ბარძაყის ქვედა მესამედში ბარძაყის წინა მედიალურ ზედაპირზე

  • 18. 
    რომელი კუნთებით იქმნება მუხლქვეშა ფოსო:
    • A. 

      თითისტარა, სუკის, გრძელი მომზიდველი, თერძის

    • B. 

      ნახევრადმყესოვანი, თითისტარა, კანჭის ტყუპი, ბარძაყის ორთავა

    • C. 

      კანჭის ტყუპი, კვადრატული, შიგნითა დამხურავი, თერძის

    • D. 

      ბარძაყის ორთავა, სამთავა, ოთხთავა, დიდი მომზიდველი

  • 19. 
    რამდენ ტოტს იძლევა მუხლქვეშა არტერია მუხლის სახსრისთვის:
    • A. 

      2

    • B. 

      4

    • C. 

      5

    • D. 

      6

  • 20. 
    წვივ-მუხლქვეშა არხში გაივლის:
    • A. 

      დიდი წვივის უკანა არტერია და დიდი წვივის ნერვი

    • B. 

      მცირე წვივის არტერია და დიდი წვივის ნერვი

    • C. 

      საჩინო ნერვი და წვივის წინა არტერია

    • D. 

      ტერფის კანის დორსალური ნერვი და წვივის წინა არტერია

  • 21. 
    რომელი კუნთებია წვივის უკანა მიდამოს ზედაპირულ ფასციურ ბუდეში:
    • A. 

      ფეხის ცერის გრძელი მომხრელი, მუხლქვეშა და ტყუპი

    • B. 

      დიდი წვივის უკანა, თითების გრძელი მომხრელი და ტერფძირის

    • C. 

      ტყუპი, ტერფძირის და ქუსლის

    • D. 

      თითების გრძელი მომხრელი, მუხლქვეშა და თერძის

  • 22. 
    როდის აღინიშნება ბარძაყის დეფორმაცია “გალიფეს” ფორმით?
    • A. 

      მენჯ-ბარძაყის სასხსრის ამოვარდნილობისას

    • B. 

      ბარძაყის შუა მესამედში მოტეხილობისას

    • C. 

      ბარძაყის ქვედა მესამედში მოტეხილობისას

    • D. 

      ბარძაყის ზედა მესამედში მოტეხილობისას

  • 23. 
    რა არის ამპუტაცია:
    • A. 

      კიდურის პერიფერიული ნაწილის იმობილიზაცია

    • B. 

      კიდურის პერიფერიული ნაწილის მოკვეთა

    • C. 

      კიდურზე ნახვევის დადება

    • D. 

      კიდურზე თაბაშირის ლონგეტის დადება

  • 24. 
    ამპუტაციები ჩარევის ვადების მიხედვით იყოფა:
    • A. 

      ადრეულ, ნაგვიანევ და განმეორებით

    • B. 

      დაჩქარებულ, მაქსიმალურად დაჩქარებულ და სასწრაფო

    • C. 

      ადრეულ, დაჩქარებულ და გადაუდებელი

    • D. 

      დროულ, მაქსიმალურად დროულ და ნაგვიანევ

  • 25. 
    ამპუტაციის დროს სისხლდენის შეჩერება ხდება:
    • A. 

      კიდურზე ნახვევის დადებით

    • B. 

      კიდურის ფიქსაციით

    • C. 

      კიდურზე არტაშანის დადებით

    • D. 

      კიდურის პროქსიმალურ ნაწილზე ლახტის დადებით

Back to Top Back to top