ზემო და ქვემო კიდური ნაწილი მესამე

40 | Total Attempts: 806

SettingsSettingsSettings
Please wait...
ზემო და ქვემო კიდური ნაწილი მესამე

:)


Questions and Answers
  • 1. 
    დიდი  წვივის  წინა  არტერია  და  მცირე  წვივის  საერთო  ნერვის  ღრმა  ტოტი წვივის ქვედა ნახევარში მდებარეობს:
    • A. 

      დიდი წვივის წინა და ფეხის ცერის გრძელ გამშლელ კუნთებს შორის

    • B. 

      თითების გრძელ მომხრელ და ცერის გრძელ მომხრელ კუნთებს შორის

    • C. 

      ტერფძირისა და ქუსლის კუნთებს შორის

    • D. 

      კანჭის ტყუპსა და ტერფძირის კუნთებს შორის

  • 2. 
    როგორ პროეცირდება დიდი წვივის წინა არტერია:
    • A. 

      დიდი წვივის ხორკლსა და მცირე წვივის ძვლის თავს შორის გატარებული ხაზის შუა წერტილიდან ლატერალურ გოჯამდე გავლებულ ხაზზე

    • B. 

      დიდი წვივის ხორკლიდან გოჯებს შორის გატარებული ხაზის შუა წერტილამდე

    • C. 

      დიდი წვივის ხორკლსა და მცირე წვივის ძვლის თავს შორის გატარებული ხაზის შუა წერტილიდან გოჯებს შორის გატარებული ხაზის შუა წერტილამდე გავლებულ ხაზზე

    • D. 

      მედიალურ როკსა და დიდი წვივის ხორკლს შორის გატარებული ხაზის შუა წერტილიდან ლატერალურ გოჯამდე გავლებულ ხაზზე

  • 3. 
    წვივ-მუხლქვეშა არხის წინა კედელს ქმნის:
    • A. 

      კანჭის ტყუპი კუნთი

    • B. 

      დიდი წვივის უკანა კუნთი

    • C. 

      თითების გრძელი მომხრელი კუნთი

    • D. 

      წვივის ფასციის ღრმა ფურცელი

  • 4. 
    მიუთითეთ კიდურის ამპუტაციის აბსოლუტური ჩვენება:
    • A. 

      კიდურის ტრავმული მოგლეჯა

    • B. 

      ძვლების დამსხვრევა, კუნთების, სისხლძარღვების და ნერვების დაგლეჯით

    • C. 

      კიდურის სხვადასხვა ეტიოლოგიის განგრენა

    • D. 

      ყველა ზემოთჩამოთვლილი

  • 5. 
    რეამპუტაციის ჩვენება:
    • A. 

      მანკიერი ტაკვი

    • B. 

      სეფსისი

    • C. 

      ტუბერკულოზური გონიტი

    • D. 

      ანაფილაქსიური შოკი

  • 6. 
    სპეციალური იარაღები, რომლებიც გამოიყენება ამპუტაციის დროს:
    • A. 

      ხელის ტრეპანი, დალგრენის კვნეტარა, ჯილის ხერხი, სხვადასხვა ფორმის ფრეზები

    • B. 

      ღარიანი ზონდები, რევერდენის ნემსები, ტრაქეოსტომიული მილი

    • C. 

      საამპუტაციო დანები, ხერხები, რასპატორები, მკვნეტარები, ჭოპოსნები

    • D. 

      სარკეები, ნიჩბები, ელექტრო და ხელის ტრეპანები

  • 7. 
    ამპუტაციის დროს სისხლდენის შეჩერება ხდება:
    • A. 

      კიდურზე ლახტის დადებით

    • B. 

      კიდურის იმობილიზაციით

    • C. 

      კიდურზე ყინულიანი პარკების დადებით

    • D. 

      კიდურზე ნახვევის დადებით

  • 8. 
    რა იკვეთება ორმომენტიანი ამპუტაციის დროს პირველ მომენტად:
    • A. 

      კანი და ძვალი

    • B. 

      კუნთები და ძვალი

    • C. 

      ფასცია, კუნთები

    • D. 

      იკვეთება კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი და ფასცია

  • 9. 
    სამმომენტანი ამპუტაციის დროს III მომენტად იკვეთება:
    • A. 

      შეკუმშული და გადაწეული კანის დონეზე იკვეთება ღრმა ფასცია

    • B. 

      შეკუმშული და გადაწეული კანის დონეზე ხელმეორედ იკვეთება ყველა კუნთი და გადაიხერხება ძვალი

    • C. 

      შეკუმშული და გადაწეული კანის დონეზე იხერხება ძვალი

    • D. 

      შეკუმშული და გადაწეული კანის დონეზე იკვეთება ზედაპირული ფასცია

  • 10. 
    რაში მდგომარეობს ამპუტაციის დროს ნერვის დამუშავების წესი:
    • A. 

      ნერვი იკვეთება სკალპელით, გადახერხილი ძვლის ბოლოდან 1,5_2 სმ ზემოთ

    • B. 

      ნერვი იკვეთება სამართებლით, გადახერხილი ძვლის ბოლოდან 1-2 სმ ზემოთ

    • C. 

      ნერვი იკვეთება ელექტრო დანით,გადახერხილი ძვლის ბოლოდან 7-8 სმ ზემოთ

    • D. 

      ნერვი იკვეთება სამართებლით, გადახერხილი ძვლის ბოლოდან 4-5 სმ ზემოთ

  • 11. 
    რომელი იარაღი გამოიყენება ნერვის გადასაკვეთად:
    • A. 

      ელექტროდანა

    • B. 

      სკალპელი

    • C. 

      უსაფრთხო სამართებელი

    • D. 

      საამპუტაციო დანა

  • 12. 
    რომელი წესით სრულდება წინამხრის ამპუტაცია:
    • A. 

      ერთმომენტიანი ნაფლეთოვანი წესით

    • B. 

      ორმომენტიანი მანჟეტის წესით

    • C. 

      სამნაფლეთოვანი წესით

    • D. 

      სამმომენტიანი ირგვლივი წესით

  • 13. 
     ბარძაყის  ძვალ_პლასტიკური  ამპუტაციისას  რა  არის  ტაკვის  საყრდენი ზედაპირი:
    • A. 

      ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესი

    • B. 

      ორთავა კუნთის მყესი

    • C. 

      გადახერხილი კვირისტავი

    • D. 

      ბარძაყის ძვლის როკი

  • 14. 
    სამგვერდიან ხვრელში გაივლის:
    • A. 

      ბეჭის შემომხვევი არტერია

    • B. 

      ბეჭქვეშა არტერია და იღლიის ნერვი

    • C. 

      მხრის წინა და უკანა შემომხვევი არტერიები და იღლიის ნერვი

    • D. 

      ბეჭქვეშა და მხრის უკანა შემომხვევი არტერია

  • 15. 
    რამდენ  ნაწილს  განარჩევენ  იღლიის  არტერიაში  იღლიის  ფოსოს  მთელ სიგრძეზე:
    • A. 

      1

    • B. 

      2

    • C. 

      3

    • D. 

      4

  • 16. 
    მხრის წნულის რომელი კონიდან ყალიბდება სხივის ნერვი:
    • A. 

      წინა

    • B. 

      უკანა

    • C. 

      ლატერალური

    • D. 

      მედიალური

  • 17. 
    მკერდქვეშა სამკუთხედის ფარგლებში იღლიის არტერიას გამოეყოფა:
    • A. 

      მხრის წინა და უკანა შემომხვევი არტერია და გულმკერდის ზემდებარე არტერია

    • B. 

      გულმკერდ-აკრომიონისა და მხრის წინა შემომხვევი არტერია

    • C. 

      ბეჭქვეშა არტერია, მხრის წინა და უკანა შემომხვევი არტერიები

    • D. 

      გულმკერდის ლატერალური არტერია და ბეჭქვეშა არტერია

  • 18. 
    როგორია იღლიის არტერიის საპროექციო ხაზი:
    • A. 

      იღლიის ფოსოს შუა და უკანა მესამედებს შორის გავლებული ჰორიზონტალური ხაზი

    • B. 

      ბეჭის ნისკარტისებრი მორჩიდან ქვევით გავლებული ხაზი

    • C. 

      თმიანი ნაწილის წინა კიდე

    • D. 

      იდაყვის არტერიის საპროექციო ხაზის გაგრძელება ზევით

  • 19. 
    რა ტოტებად იყოფა სხივის ნერვი იდაყვის ფოსოს წინა ლატერალურ ღარში?
    • A. 

      წინა და ლატერალური

    • B. 

      ზედაპირულ და ღრმა

    • C. 

      წინა და უკანა

    • D. 

      წინა და მედიალური

  • 20. 
    იდაყვის მიდამოში იდაყვის ნერვი გაივლის:
    • A. 

      უკანა მედიალურ ღარში

    • B. 

      უკანა ლატერალურ ღარში

    • C. 

      წინა მედიალურ ღარში

    • D. 

      წინა ლატერალურ ღარში

  • 21. 
    ჩამოთვლილი წარმონაქმნებიდან რომელია მოთავსებული ხელის გულის შუა ფასციურ ბუდეში:
    • A. 

      ნების ძვალთაშუა დორსალური არტერიები

    • B. 

      კუნთ-კანის ნერვი

    • C. 

      იდაყვის არტერიული ბადე

    • D. 

      ხელგულის ზედაპირული არტერიული რკალი

  • 22. 
    საშუალო ნერვი ანერვებს:
    • A. 

      I, II, თითების პალმარული ზედაპირის კანს და III თითის პალმარული ზედაპირის ნახევარს

    • B. 

      I, II, III თითების პალმარული ზედაპირის კანს და IV თითის პალმარული ზედაპირის ლატერალურ ნახევარს

    • C. 

      IV, V თითებს და III თითის ნახევარს დორსალური მხრიდან

    • D. 

      I, II, თითებს და III თითის დორსალური ზედაპირის ნახევარს

  • 23. 
    თითების მომხრელთა მყესების რომელი სინოვიური ბუდეების დაზიანება იწვევს ჩირქოვანი პროცესის გადასვლას პიროგოვის შემაერთებელქსოვილოვან სივრცეში:
    • A. 

      იდაყვისმხრივი და ნეკისმხრივი

    • B. 

      სხივისმხრივი და იდაყვისმხრივი

    • C. 

      II-IV თითების მომხრელთა მყესების სინოვიური ბუდეების

    • D. 

      სხივისმხრივი და ცერისმხრივი

  • 24. 
    რომელი ნერვის დაზიანებისას ვლინდება “მაიმუნის მტევნის სიმპტომი”:
    • A. 

      სხივის

    • B. 

      კუნთ-კანის

    • C. 

      იდაყვის

    • D. 

      საშუალო

  • 25. 
    მიუთითეთ ბარძაყის არხის კედლები:
    • A. 

      ბარძაყის ვენა, განიერი ფასციის ზედაპირული და ღრმა ფურცლები

    • B. 

      საზარდულის იოგი, ქედის იოგი და განიერი ფასციის ზედაპირული ფურცელი

    • C. 

      საზარდულის იოგი, ქედის იოგი და ბარძაყის ვენა

    • D. 

      ზედაპირული ფასცია და ბარძაყის ვენა

Back to Top Back to top