ზემო და ქვემო კიდური ნაწილი მეორე

40 | Total Attempts: 950

SettingsSettingsSettings
Please wait...
ზემო და ქვემო კიდური ნაწილი მეორე

:)


Questions and Answers
  • 1. 
    რა არის V-ს მაგვარი ფლეგმონა:
    • A. 

      II-V თითების ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი

    • B. 

      II-III თითების ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი

    • C. 

      I და V თითების ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი

    • D. 

      I-III თითების ტენდოვაგინიტი

  • 2. 
    რომელ ღარებს არჩევენ წინამხარზე:
    • A. 

      იდაყვის და სხივის

    • B. 

      სხივის და საშუალო

    • C. 

      სპირალურს და სხივის

    • D. 

      საშუალო და იდაყვის

  • 3. 
    რომელი ნერვის დაზიანებისას ვლინდება “დაკიდული მტევნის” სიმპტომი?
    • A. 

      სხივის

    • B. 

      იდაყვის

    • C. 

      საშუალო

    • D. 

      კუნთ_კანის

  • 4. 
    ბარძაყის (სკარპას) სამკუთხედი მოსაზღვრულია:
    • A. 

      საზარდულის იოგით, თეძო-სუკის კუნთით და გრძელი მომზიდველი კუნთით

    • B. 

      საზარდულის იოგით, თერძის კუნთით და დიდი მომზიდველი კუნთით

    • C. 

      საზარდულის იოგით, ქედის კუნთით და გრძელი მომზიდველი კუნთით

    • D. 

      საზარდულის იოგით, თერძის კუნთით და გრძელი მომზიდველი კუნთით

  • 5. 
    როგორ მდებარეობს ბარძაყის ვენა არტერიის მიმართ ბარძაყის ზედა მესამედში:
    • A. 

      ლატელარულად

    • B. 

      მედიალურად

    • C. 

      წინ

    • D. 

      უკან

  • 6. 
    ქვედა მსხლისებრი ხვრელიდან გამოდის:
    • A. 

      ქვედა დუნდულოვანი არტერია და ნერვი, საჯდომი ნერვი, შიგნითა სასირცხო არტერია, სასირცხო ნერვი

    • B. 

      ქვედა დუნდულოვანი არტერია და ნერვი, თეძოს ზედაპირული არტერია, საჯდომი ნერვი

    • C. 

      დიდი წვივის ნერვი, დიდი წვივის არტერია, ბარძაყის არტერია, მუხლქვეშა არტერია

    • D. 

      მუხლქვეშა არტერია, დიდი წვივის წინა არტერია, საჩინო ნერვი, ბარძაყის ნერვი

  • 7. 
    დიდი საჩინო ვენა კანზე პროეცირდება:
    • A. 

      ბარძაყის ლატერალური როკიდან საზარდულის იოგის გარეთა და შუა მესამედების საზღვრამდე გავლებულ ხაზზე

    • B. 

      ბარძაყის ლატერალური როკის ზედა კიდიდან საზარდულის იოგის შუა და მედიალური მესამედების საზღვრამდე გავლებულ ხაზზე

    • C. 

      ბარძაყის მედიალური როკიდან საზარდულის იოგის შუა წერტილამდე გავლებულ ხაზზე

    • D. 

      ბარძაყის მედიალური როკის ზედა კიდიდან საზარდულის იოგის შუა და მედიალური მესამედების საზღვრამდე გავლებულ ხაზზე

  • 8. 
    როგორ  მდებარეობს  ბარძაყის  ვენა  არტერიის  მიმართ  ბარძაყის  ქვედა მესამედში?
    • A. 

      წინ

    • B. 

      უკან

    • C. 

      მედიალურად

    • D. 

      ლატერალურად

  • 9. 
    რომელი კუნთებია ბარძაყის უკანა ბუდეში:
    • A. 

      ორთავა, ნახევრად მყესოვანი და თითისტარა

    • B. 

      ნაზი, თერძის და ორთავა კუნთის გრძელი თავი

    • C. 

      გრძელი მომზიდველი, ორთავა და თითისტარა

    • D. 

      ორთავა, თერძის და თითისტარა

  • 10. 
    მუხლქვეშა ფოსოში მუხლქვეშა ვენის წინ და მედიალურად მოთავსებულია:
    • A. 

      მუხლის ზედა ლატერალური არტერია

    • B. 

      მუხლის ქვედა ლატერალური არტერია

    • C. 

      მუხლის ზედა მედიალური არტერია

    • D. 

      მუხლქვეშა არტერია

  • 11. 
    კანჭის კანის მედიალური ნერვი გამოეყოფა:
    • A. 

      საჩინო ნერვს

    • B. 

      ბარძაყის ნერვს

    • C. 

      დიდი წვივის ნერვს

    • D. 

      მცირე წვივის საერთო ნერვს

  • 12. 
    წვივის წინა ძვალ-ფასციური ბუდე შეიცავს:
    • A. 

      მცირე წვივის გრძელ, ცერის გრძელ გამშლელ და თითების გრძელ გამშლელ კუნთს

    • B. 

      დიდი წვივის წინა, თითების გრძელ გამშლელ და ცერის გრძელ გამშლელ კუნთს

    • C. 

      თითების გრძელ გამშლელ, მცირე წვივის მოკლე და დიდი წვივის წინა კუნთს

    • D. 

      ცერის გრძელ გამშლელ, ცერის გრძელ მომხრელ და თითების გრძელ მომხრელ კუნთს

  • 13. 
    წვივის უკანა მიდამოს ღრმა ფასციურ ბუდეში განლაგებულია:
    • A. 

      კანჭის ტყუპი და ნაზი კუნთი

    • B. 

      ქუსლის, ტყუპი და მცირე წვივის გრძელი კუნთი

    • C. 

      თითების გრძელი მომხრელი, დიდი წვივის უკანა, ფეხის ცერის გრძელი მომხრელი კუნთები

    • D. 

      ტერფძირის და ტყუპი კუნთი

  • 14. 
    რა არის ეგზარტიკულაცია:
    • A. 

      კიდურის მოკვეთა სახსრის დონეზე

    • B. 

      სახსრის პლასტიკა

    • C. 

      სახსრის გახსნა

    • D. 

      სახსრის იმობილიზაცია

  • 15. 
    ნაგვიანევი ამპუტაციის ჩვენებაა:
    • A. 

      შოკი

    • B. 

      პნევმონია

    • C. 

      სუნთქვის უკმარისობა

    • D. 

      ხანგრძლივი შეუხორცებელი ჭრილობა

  • 16. 
    ამპუტაციის დროს ლახტის დადება უკუნაჩვენებია:
    • A. 

      მაობლიტირებელი ენდარეტერიტისა და ანაერობული ინფექციის დროს

    • B. 

      ოსტეოქონდროზისა და პოდაგრის დროს

    • C. 

      მიოზიტისა და ნევრიტის დროს

    • D. 

      პნევმონიისა და ნევრიტის დროს

  • 17. 
    ამპუტაციის გილიოტინური წესი ნაჩვენებია:
    • A. 

      ანაერობული ინფექციის დროს

    • B. 

      სტრეპტოკოკური ინფექციის დროს

    • C. 

      ჰიპერტონიის დროს

    • D. 

      მწვავე პნევმონიის დროს

  • 18. 
    სამმომენტანი ამპუტაციის დროს II მომენტად იკვეთება
    • A. 

      კანი ძვლამდე

    • B. 

      ორივე ფასცია ძვლამდე

    • C. 

      კანი, კანქვეშა ფასცია ძვლამდე

    • D. 

      ყველა კუნთი ძვლამდე

  • 19. 
    \\\\ როგორ ისკვნება მაგისტრალური სისხლძარღვები ამპუტაციის შემდეგ:
    • A. 

      არტერია და ვენა ისკვნება ძვალთან ერთად

    • B. 

      არტერია და ვენა ისკვნება ნერვთან ერთად

    • C. 

      არტერია და ვენა ისკვნება ერთად

    • D. 

      არტერია და ვენა ისკვნება ცალ-ცალკე

  • 20. 
    რბილი ქსოვილების დასაცავად ამპუტაციის დროს გამოიყენება:
    • A. 

      მომჭერები და პინცეტები

    • B. 

      პინცეტები და კავები

    • C. 

      რეტრაქტორი და მარლის ზონრები

    • D. 

      მარლის ზონრები და დანები

  • 21. 
    საიდან გამოიჭრება კანის ნაფლეთი ფალანგების ამოსახსვრის ან ამპუტაციის დროს:
    • A. 

      ხელგზურგისმხრივი ზედაპირიდან

    • B. 

      მედიალური ზედაპირიდან

    • C. 

      ხელგულისმხრივი ზედაპირიდან

    • D. 

      სხივისმხრივი ზედაპირიდან

  • 22. 
    ვისი წესით სრულდება ბარძაყის ძვალ-პლასტიკური ამპუტაცია:
    • A. 

      ლუკაშევიჩ-ობერსტის წესით

    • B. 

      გრიტი-შიმანოვსკის წესით

    • C. 

      ჯანელიძის წესით

    • D. 

      პიროგოვის წესით

  • 23. 
    წვივის ძვალ_პლასტიკური ამპუტაციისას რა არის ტაკვის საყრდენი ზედაპირი:
    • A. 

      ქუსლის ძვლის უკანა მიდამო

    • B. 

      მცირე წვივის ძვალი

    • C. 

      მედიალური გოჯი

    • D. 

      ლატერალური გოჯი

  • 24. 
    ბეჭის მიდამოს ღრმა კუნთოვან შრეს ქმნის:
    • A. 

      ზურგის გამმართველი კუნთი, თავის წინა სწორი კუნთი, ქედზედა კუნთი

    • B. 

      დიდი და მცირე რომბისებრი კუნთები, უკანა ზედა დაკბილული კუნთი

    • C. 

      დიდი და მცირე მრგვალი კუნთები, თავის ლატერალური სწორი კუნთი

    • D. 

      ქედზედა, ქედქვედა, დიდი და მცირე მრგვალი კუნთები

  • 25. 
    დელტისებრ-მკერდის ღარში გაივლის:
    • A. 

      შევარდნის ვენა

    • B. 

      სალმის ვენა

    • C. 

      ლავიწქვეშა ვენა

    • D. 

      იღლიის ვენა

Back to Top Back to top