თავის მიდამო 1-30

30 | Total Attempts: 801

SettingsSettingsSettings
Please wait...
თავის მიდამო 1-30

Questions and Answers
  • 1. 
    ჩამოთვალეთ თავის ფორმები:  
    • A. 

      ენდოცეფალური, მორფოცეფალური, ბრაქიცეფალური

    • B. 

      ექსტრაცეფალური, მეზოცეფალური, დოლიქოცეფალური

    • C. 

      დოლიქომორფული, მეზომორფული, ბრაქიმორფული

    • D. 

      დოლიქოცეფალი, მეზოცეფალი, ბრაქიცეფალი

  • 2. 
    შუბლის მიდამოს სისხლით ამარაგებს:  
    • A. 

      ყურის წინა და უკანა არტერიები

    • B. 

      სახის და საფეთქლის არტერიები

    • C. 

      ჭაღზედა და თვალბუდის ზედა არტერიები

    • D. 

      ჭაღქვედა და თვალბუდის ქვედა არტერიები

  • 3. 
    რომელ ვენებს აკავშირებს ერთმანეთთან გამოსაშვები ვენები:  
    • A. 

      ქალასარქველის რბილი საფარველის ვენებს და ტვინის მაგარი გარსის ვენურ სინუსებს

    • B. 

      ჭაღზედა და თვალბუდის ზედა ვენებს

    • C. 

      ყურის წინა და უკანა ვენებს

    • D. 

      საფეთქლის ზედაპირულ და სახის ვენებს

  • 4. 
    სად მდებარეობს ტვინის მაგარი გარსის განივი სინუსი?  
    • A. 

      განივ ღარში

    • B. 

      სიგმოიდურ ღარში

    • C. 

      ნათხემის კარავში

    • D. 

      თურქულ კეხზე

  • 5. 
    მიუთითეთ ძვალ-პლასტიური ტრეპანაციის წესები:  
    • A. 

      ვაგნერ-ვოლფისა და ოლივეკრონას

    • B. 

      პიროგოვის და შევკუნენკოს

    • C. 

      ჯანელიძის და მუხაძის

    • D. 

      ჩიქოვანის და ჩაჩავას

  • 6. 
    დაასახელეთ შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს პირველი შემაერთებელქსოვილოვანი შრე:  
    • A. 

      მყესოვანი აბჯრის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილი

    • B. 

      კანქვეშა ქსოვილი

    • C. 

      შუბლის კუნთის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილი

    • D. 

      კეფის კუნთის ქვეშ მდებარე შემაერთებელი ქსოვილი

  • 7. 
    შუბლ-თხემ-კეფის მიდამოში ძვლისაზრდელას ქვეშ ლოკალიზებული ჰემატომის ან ჩირქგროვის გავრცელების ფარგლები:  
    • A. 

      ვრცელდება მთელ მიდამოში

    • B. 

      შუბლ-თხემ-კეფის მიდამოდან გადადის თვალბუდის მიდამოში

    • C. 

      შემოსაზღვრულია ერთი ძვლის ფარგლებით

    • D. 

      შემოსაზღვრულია ორი ძვლის ფარგლებით

  • 8. 
    სიგმოიდური სინუსი მდებარეობს:  
    • A. 

      სიგმოიდურ ღარში

    • B. 

      ნათხემის კარავში

    • C. 

      განივ ღარში

    • D. 

      დვრილისებრ მორჩში

  • 9. 
    კრონლეინის სქემის მიხედვით ქვედა ჰორიზონტალურ ხაზს ავლებენ:  
    • A. 

      თვალბუდის ქვედა კიდესა და დვრილისებრი მორჩის მწვერვალს შორის

    • B. 

      თვალბუდის ქვედა კიდესა და ყვრიმალის რკალზე

    • C. 

      თვალბუდის ქვედა კიდესა და გარეთა სასმენი ხვრელის ზედა კიდეზე

    • D. 

      თვალბუდის ზედა კიდეზე ჰორიზონტალურად

  • 10. 
    ქალას ტვინისეულ ნაწილში არჩევენ:  
    • A. 

      თვალბუდესა და სახის გარეთა ნაწილს

    • B. 

      ქალასარქველსა და ქალას ფუძეს

    • C. 

      ქალას წინა და უკანა ნაწილებს

    • D. 

      ჰემისფეროებსა და ნათხემს

  • 11. 
    შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს მეორე შემაერთებელქსოვილოვანი შრე მდებარეობს:  
    • A. 

      მყესოვანი აბჯრის ქვეშ

    • B. 

      შუბლის კუნთის ქვეშ

    • C. 

      კეფის კუნთის ქვეშ

    • D. 

      საფეთქლის კუნთის ქვეშ

  • 12. 
    საფეთქლის მიდამო ქვევიდან მოისაზღვრება:  
    • A. 

      შუბლის ძვლის ყვრიმალის მორჩით ყვრიმალის რკალით

    • B. 

      ყვრიმალის მორჩით

    • C. 

      ყვრიმალის ძვლის შუბლის მორჩით

    • D. 

      ყვრიმალის რკალით

  • 13. 
    მღვიმოვანი სინუსის გარეთა კედელთან მდებარეობს:  
    • A. 

      სამწვერა კვანძი

    • B. 

      სიმპათიკური კვანძი

    • C. 

      გულის კვანძი

    • D. 

      ვარსკვლავისებრი კვანძი

  • 14. 
    როგორია კანის განაკვეთი ქალას ტრეპანაციის დროს:  
    • A. 

      გამოდრეკილობით ქვემოთკენ მიმართული რკალოვანი განაკვეთი

    • B. 

      გადმოდრეკილობით წინისკენ მიმართული განაკვეთი

    • C. 

      გადმოდრეკილობით უკანისკენ მიმართული განაკვეთი

    • D. 

      გამოდრეკილობით ზემოთკენ მიმართული რკალოვანი განაკვეთი

  • 15. 
    რას გამოხატავს ქალას მაჩვენებელი:  
    • A. 

      ქალას სიმაღლის პროცენტულ შეფარდებას მის სიგანესთან

    • B. 

      ქალას სიგანის პროცენტულ შეფარდებას მის სიგრძესთან

    • C. 

      ქალას სიმაღლის პროცენტულ შეფარდებას მის სიგრძესთან

    • D. 

      ქალას სიგრძის პროცენტულ შეფარდებას მის სიგანესთან

  • 16. 
    ქალას რბილი საფარველის ჭრილობებს საკმაოდ ინტენსიური სისხლის დენა ახასიათებთ, რადგანაც:  
    • A. 

      ტრავმის შედეგად გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სისხლის დენას

    • B. 

      გადაკვეთილი სისხლძარღვების სანათურები არ ვიწროვდება

    • C. 

      სისხლის ძარღვები ჭრილობიდან გამოდიან გარეთ

    • D. 

      სისხლძარღვებს შორის უხვი ანასტომოზებია

  • 17. 
    ქალას ტრავმის დროს შედარებით უფრო ადვილად, ხშირად და ფართო ფარგლებში ზიანდება:  
    • A. 

      ძვლების ღრუბლისებრი ნივთიერება

    • B. 

      ძვლების გარეთა ფირფიტა

    • C. 

      ძვლების შიგნითა ფირფიტა

    • D. 

      გარეთა და შიგნითა ფირფიტები ერთნაირად

  • 18. 
    ქვედა საგიტალური სინუსი მდებარეობს:  
    • A. 

      დიდი ტვინის ნამგლის ზედა კიდეში

    • B. 

      დიდი ტვინის ნამგლის ქვედა კიდეში

    • C. 

      დიდი ტვინის ნამგლის წინა ბოლოში

    • D. 

      დიდი ტვინის ნამგლის უკანა ბოლოში

  • 19. 
    რა ეწოდება დვრილისებრი მორჩის ტრეპანაციას:  
    • A. 

      ანტროტომია

    • B. 

      რეზექცია

    • C. 

      ამპუტაცია

    • D. 

      ანტროპლასტიკა

  • 20. 
    ტვინის მაგარი გარსის ვენური სინუსის დაზიანება მოსალოდნელია:  
    • A. 

      შეღწეული ჭრილობის შემთხვევაში, ქალას ძვლების დამუშავებისას ანდა ძვლის ნამსხვრევების ამოცლის დროს

    • B. 

      შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს I შემაერთებელქსოვილოვან შრეში ჰემატომის განვითარების შემთხვევაში

    • C. 

      საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის წინა ამოვარდნილობისას

    • D. 

      საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის უკანა ამოვარდნილობისას

  • 21. 
    დაზიანებული ზედა საგიტალური სინუსის პლასტიკა ხორციელდება:  
    • A. 

      დიდი საჩინო ვენის ფრაგმენტით

    • B. 

      შიგნითა საუღლე ვენის ფრაგმენტით

    • C. 

      ბარძაყის არტერიით

    • D. 

      შიგნითა საძილე არტერიით

  • 22. 
    რა უნდა გაკეთდეს ქალასშიგა წნევის მომატების ნიშნების გამომჟღავნების შემთხვევაში თავის ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავების დროს:  
    • A. 

      ავადმყოფს უკეთდება სისხლის წნევის დამწევი საშუალებები

    • B. 

      აკეთებენ ლუმბალურ პუნქციას

    • C. 

      თავზე ადებენ ცივ რეზინის პარკებს

    • D. 

      გადასკვნიან საერთო საძილე არტერიას

  • 23. 
    თავის შეღწეული ჭრილობის შემთხვევაში როგორ ხორციელდება ტვინის ჭრილობის დამუშავება:
    • A. 

      ამოკვეთენ ტვინის მაგარი გარსის კიდეებს, ტვინის ნივთიერებიდან ამოაცლიან უცხო სხეულებს, ძვლის ნამსხვრევებს, ჭრილობას გამორეცხავენ თბილი ფიზიოლოგიური ხსნარით

    • B. 

      ამოკვეთენ მხოლოდ ტვინის მაგარი გარსის კიდეებს და ჭრილობას გამორეცხავენ ცივი წყლით

    • C. 

      მაგარი გარსის ჭრილობას გააგანივრებენ , უცხო სხეულებს ამოაცლიან, ტვინის ჭრილობის არხს მჭიდროდ დაატამპონებენ

    • D. 

      ჭრილობას გამორეცხავენ ჰიპერტონული ხსნარით, ამოკვეთენ ტვინის ჭრილობის კიდეებს

  • 24. 
    რა ფორმა უნდა მიეცეს ჭრილობას შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს რბილი ქსოვილების ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავების დროს:  
    • A. 

      სფერული ან სამკუთხედის

    • B. 

      ხაზოვანი ან ელიფსისებრი

    • C. 

      რკალოვანი

    • D. 

      ნახევრადრკალოვანი

  • 25. 
    ქალას ტრეპანაციის რეზექციული წესის დროს:  
    • A. 

      ძვლოვან ფირფიტას ამოაცლიან და ქალასარქველში რჩება დეფექტი

    • B. 

      ძვლოვან ფირფიტას ამოაცლიან და შემდეგ ისევ ათავსებენ ადგილზე

    • C. 

      ძვლოვან ფირფიტას გადააბრუნებენ და დეფექტს დახურავენ მისი გარეთა ზედაპირით

    • D. 

      ძვლოვან ფირფიტას ააცლიან პერიკრანიუმს და ისე დახურავენ დეფექტს

Back to Top Back to top