ბიოქიმია – მესენჯერები

70 | Total Attempts: 346

SettingsSettingsSettings
Please wait...
ბიოქიმია – მესენჯერები

Questions and Answers
  • 1. 
    სიგნალის ტრანსდუქციის რომელ გზაში ხდება სასიგნალო მოლეკულის ტრანსპორტი სისხლის საშუალებით?
    • A. 

      ენდოკრინული

    • B. 

      პარაკრინული

    • C. 

      სინაპსური

    • D. 

      აუტოკრინული

  • 2. 
    რომელი სასიგნალო მოლეკულის სამიზნე უჯრედის რეცეპტორს ახასიათებს მაღალი აფინურობა ლიგანდის მიმართ?
    • A. 

      ლოკალური მედიატორის

    • B. 

      ნეიროტრანსმიტერის

    • C. 

      ჰორმონის

    • D. 

      ყველა მათგანის

  • 3. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელ სასიგნალო მოლეკულას არ შეუძლია გადალახოს უჯრედის პლაზმური მემბრანა?
    • A. 

      სტეროიდულ ჰორმონს

    • B. 

      ზრდის ფაცტორი

    • C. 

      თიროიდულ ჰორმონს

    • D. 

      რეტინმჟავას

  • 4. 
    რომელი ფერმენტები აკატალიზებენ ცილების ფოსფორილირებას სიგნალის უჯრედშიდა ტრანსდუქციის გზებში?
    • A. 

      ფოსფოდიესთერაზები

    • B. 

      პროტეინფოსფატაზები

    • C. 

      პროტეინკინაზები

    • D. 

      ფოსფოფიდროლაზები

  • 5. 
    რა იგულისხმება დესენსიტიზაციის ქვეშ?  
    • A. 

      სამიზნე უჯრედის რეცეპტორების მგრძნობელობის დაკარგვა აგონისტის მიმართ

    • B. 

      სიგნალის ტრანსდუქციის საწყისი ეტაპი

    • C. 

      რეცეპტორის აფინურობის ზრდა აგონისტის მიმართ

    • D. 

      სიგნალის გავრცელება უჯრედის შიგნით

  • 6. 
    ჩამოთვლილთაგან, რომელია ლიპიდური მეორადი მესენჯერი?    
    • A. 

      CAMP

    • B. 

      დიაცილგლიცეროლი (DAG)

    • C. 

      CGMP

    • D. 

      Ca+2

  • 7. 
    G ცილის ციკლის აღწერისათვის რომელ დებულებას ეთანხმებით?
    • A. 

      ბაზალურ მდგომარეობაში G ცილები ჰომოტრიმერებია

    • B. 

      ალფა-სუბერთეულს G–ური აქტივობა აქვს

    • C. 

      ალფა–GTP ეფექტორის მიმართ არააქტიური კონფორმაცია

    • D. 

      ალფა–GDP ეფექტორის მიმართ აქტიური კონფორმაცია

  • 8. 
    რა უდევს საფუძვლად ნიტროგლიცერინის ანტიანგინოზურ მოქმედებას?  
    • A. 

      ვაზოდილატაცია, გამოწვეული აზოტის ოქსიდის ეგზოგენური დონორირებით

    • B. 

      ვაზოკონსტრიქცია, გამოწვეული სისხლძარღვების გლუვი კუნთების კუმშვადობის მატებით

    • C. 

      ჟანგბადზე მოთხოვნილების გაზრდა

    • D. 

      გლუვკუნთოვან უჯრედებში cGPM-ს კონცენტრაციის შემცირება

  • 9. 
    სისხლძარღვთა რელაქსაციის წამყვანი მეორადი მესენჯერია:  
    • A. 

      DAG

    • B. 

      PIP3

    • C. 

      CAMP

    • D. 

      CGMP

  • 10. 
    რა ეწოდება უჯრედშორის სიგნალის ტრანსდუქციის ტიპს, როცა ერთ უჯრედს მეორესთან კონტაქტი შეუძლია დიდ დისტანციაზე?
    • A. 

      აუტოკრინული

    • B. 

      ენდოკრინული

    • C. 

      კონტაქტდამოკიდებული

    • D. 

      პარაკრინული

  • 11. 
    რომელი დებულებაა ჭეშმარიტი უჯრედშიდა რეცეპტორების შესახებ?  
    • A. 

      როგორც წესი, ჰიდროფილურ ლიგანდებს უკავშირდებიან

    • B. 

      სიგნალის ტრანსდუქციისათვის საჭიროებენ ფოსფორილების კასკადს

    • C. 

      ლიგანდთან დაკავშირების შემდეგ არეგულირებენ გენის ტრანსკრიპციას

    • D. 

      აქვთ უნარი ლიგანდის გარეშე დაუკავშირდნენ დნმ-ის სპეციფიკურ თანმიმდევრობებს

  • 12. 
    მემბრანული რეცეპტორების შესახებ სწორი დებულებაა:  
    • A. 

      ურთიერთქმედებს მხოლოდ დიდი ზომის მოლეკულასთან

    • B. 

      ლიგანდთან დაკავშირების შემდეგ ააქტიურებს ფერმენტულ კასკადს

    • C. 

      ლიგანდთან დაკავშირების შემდეგ აუცილებლად ხსნის იონურ არხს

    • D. 

      ლიგანდის დაუკავშირებლად წარმოქმნის მეორად მესენჯერს

  • 13. 
    რომელი დებულება ეწინააღმდეგება ცილის ფოსფორილებაზე დამყარებულ სიგნალის ტრანსდუქციის გზას?
    • A. 

      ტიროზინკინაზა ყოველთვის რეცეპტორული ცილის ნაწილია

    • B. 

      ფოსფორილება შეიძლება მოხდეს სერინზე ან თრეონინზე

    • C. 

      პროტეინკინაზური კასკადი იწვევს სიგნალის ამპლიფიკაციას

    • D. 

      ფოსფორილება ცვლის ცილის სტრუქტურას და ფუნქციას

  • 14. 
    როგორ ხორციელდება სიგნალის ტრანსდუქციის ტერმინაცია უჯრედის ზედაპირის რეცეპტორების მეშვეობით?
    • A. 

      აგონისტის რაოდენობის მომატებით

    • B. 

      რეცეპტორ-აგონისტის კომპლექსის ინტერნალიზაციითა და დეგრადაციით

    • C. 

      რეცეპტორის მგრძნობელობის მომატებით აგონისტის მიმართ

    • D. 

      რეცეპტორების რაოდენობის გაზრდით

  • 15. 
    რას წარმოადგენს კალმოდულინი?  
    • A. 

      არასპეციფიკური კინაზას

    • B. 

      ცილას, რომელიც იკავშირებს

    • C. 

      მეორად მესენჯერს

    • D. 

      ცილოვან არხს, რომელიც Ca2+-ის შედინების გამააქტივებელია

  • 16. 
    G ცილასთან დაკავშირებული რომელი მტკიცებაა მართებული?  
    • A. 

      G ცილა უშუალოდ უკავშირდება ჰორმონს უჯრედის ზედაპირზე

    • B. 

      ალფა სუბერთეული შეიძლება იყოს როგორც მასტიმულირებელი, ასევე მაინჰიბირებელი

    • C. 

      GTP-ის ჰიდროლიზი აუცილებელია Gცილის სუბერთეულის გამოცალკევებისათვის

    • D. 

      მოსვენებულ მდგომარეობაში GTP G ცილასთანაა დაკავშირებული

  • 17. 
    მეორად მესენჯერებს მიეკუთვნება:  
    • A. 

      გლუკაგონი

    • B. 

      დიაცილგლიცეროლი

    • C. 

      ეპინეფრინი

    • D. 

      ინსულინი

  • 18. 
    რომელი ამინომჟავების რადიკალების ფოსფორილირება ხდება პროტეინკინაზურ კასკადში?
    • A. 

      გლიცინის და ვალინის

    • B. 

      პროლინის და მეთიონინის

    • C. 

      ტრიფტოფანის და ფენილალანინის

    • D. 

      სერინი და თრეონინი

  • 19. 
    რომელი ამინომჟავას რადიკალის ფოსფორილირება ხდება პროტეინკინაზურ კასკადში?
    • A. 

      ვალინის

    • B. 

      ფენილალანინის

    • C. 

      ტრიფტოფანის

    • D. 

      ტიროზინის

  • 20. 
    სიგნალის ტრანსდუქციის ტერმინაციის მექანიზმში არ იგულისხმება:  
    • A. 

      აგონისტის კონცენტრაციის შემცირება არეში

    • B. 

      აგონისტ-რეცეპტორული კომპლექსის ინტერნალიზაცია

    • C. 

      რეცეპტორის ინაქტივაცია

    • D. 

      აგონისტსა და რეცეპტორს შორის აფინურობის გაზრდა

  • 21. 
    ტიროზინკინაზური რეცეპტორებისათვის არ არის დამახასიათებელი:  
    • A. 

      რამდენიმე ტრანსმემბრანული დომეინის არსებობა

    • B. 

      ლიგანდთან დაკავშირების შემდგომი დიმერიზაცია

    • C. 

      აუტოფოსფორილება

    • D. 

      უჯრედშიდა სპეციფიკურ ცილებთან ამოსაცნობი საიტით დაკავშირება

  • 22. 
    სამიზნე უჯრედების რეცეპტორების მაღალი აფინურობა ჰორმონების მიმართ შესაძლებელს ხდის:
    • A. 

      სიგნალის კონტაქტდამოკიდებული ტრანსდუქციის განხორციელებას

    • B. 

      ნებისმიერი ჰორმონის დაკავშირებას მათი კონცენტრაციის მიუხედავად სისხლში

    • C. 

      შესაბამისი ჰორმონის სპეციფიკურ დაკავშირებას სისხლში ძალიან დაბალი კონცენტრაციის პირობებშიც კი

    • D. 

      ჰორმონ-რეცეპტორული კომპლექსიდან ჰორმონის ადვილად დისოცირებას

  • 23. 
    მეორად მესენჯერებს არ მიეკუთვნება:  
    • A. 

      ეპინეფრინი

    • B. 

      ციკლური AMP

    • C. 

      დიაცილგლიცეროლი

    • D. 

      PIP3

  • 24. 
    სიგნალის ტრანსდუქციის რომელ გზას მიეკუთვნება უჯრედებს შორის არსებული არხებით განხორციელებული ტრანსდუქცია, რომელიც მცირე ზომის იონებისა და მეტაბოლიტების პირდაპირი ტრანსფერის საშუალებას იძლევა?
    • A. 

      ენდოკრინულს

    • B. 

      პარაკრინულს

    • C. 

      აუტოკრინულს

    • D. 

      იუქსტაკრინულს

  • 25. 
    რომელი სასიგნალო მოლეკულები გამოიყენება სიგნალის სინაპსური გზით ტრანსდუქციისათვის?
    • A. 

      ციტოკინები

    • B. 

      ნეიროტრანსმიტერები

    • C. 

      სტეროიდული ჰორმონები

    • D. 

      პროსტაგლანდინები

Back to Top Back to top