წყალი და ბუფერები

51 | Total Attempts: 626

SettingsSettingsSettings
Please wait...
წყალი და ბუფერები


Questions and Answers
  • 1. 
     \ რომელი დებულება არ არის სწორი წყალთან დაკავშირებით?
    • A. 

      წყალი შეიძლება იყოს წყალბადის იონის როგორც დონორი, ასევე აქცეპტორი

    • B. 

      მის თითოეულ მოლეკულას შეუძლია წარმოქმნას 5 წყალბადური ბმა

    • C. 

      ახასიათებს მაღალი დუღილის ტემპერატურა

    • D. 

      ახასიათებს დიდი თბოტევადობა

  • 2. 
    \ ჰენდერსონ-ჰასელბახის განტოლება გამოსახავს კავშირს:      
    • A. 

      ხსნარის __pH –სა და მჟავასKa-ს შორის

    • B. 

      ხსნარის pH-ს, მჟავას pKa –ს და დისოციაციის სიღრმეს შორის

    • C. 

      მჟავას _pKa_-სა და ჰიდრატაციის Kh-ს შორის

    • D. 

      ხსნარის pH–სა ჰიდრატაციის Khს შორის

  • 3. 
    \ ჰემოგლობინის აფინურობა ჟანგბადის მიმართ იზრდება:  
    • A. 

      გარემოს ტემპერატურის მომატებისას

    • B. 

      გარემოში O2-ის პარციალური წნევის მომატებისას

    • C. 

      გარემოში co2-ის და H+ -ის კონცენტრაციის მომატებისას

    • D. 

      2,3-ბისფოსფოგლიცერატის მაღალი კონცენტრაციის პირობებში

  • 4. 
    \ რომელი ბუფერული სისტემა არ გვხვდება სისხლში?    
    • A. 

      ჰემოგლობინის

    • B. 

      ბიკარბონატული

    • C. 

      ცილოვანი

    • D. 

      ამიაკური

  • 5. 
    \ რას წარმოადგენს ბუფერი?      
    • A. 

      არადისოცირებული მჟავასა და კონიუგირებული ფუძის ნარევს

    • B. 

      დისოცირებული მჟავასა და კონიუგირებული ფუძის ნარევს

    • C. 

      არადისოცირებული მჟავასა და არაკონიუგირებული ფუძის ნარევს

    • D. 

      დისოცირებული მჟავასა და არაკონიუგირებული ფუძის ნარევს

  • 6. 
      \ რას უდრის სისხლის PH  
    • A. 

      1,5 - 2,5

    • B. 

      5,5 – 6,0

    • C. 

      7,36– 7,44

    • D. 

      8,36 – 9,15

  • 7. 
    \ რომელია ექსტრაუჯრედული სითხის მთავარი ელექტროლიტები?
    • A. 

      K+ და SO42-

    • B. 

      Na+ და Cl-

    • C. 

      MG2+ და HPO42-

    • D. 

      Ca2+ და F2-

  • 8. 
    \ რომელია ინტრაუჯრედული სითხის მთავარი ელექტროლიტები?
    • A. 

      K+ და HPO42 -

    • B. 

      Na + და Cl-

    • C. 

      Mg2+ დაSO42-

    • D. 

      Ca2+ დაF2-

  • 9. 
      \ რომელია მცდარი დებულება მჟავებისათვის ?    
    • A. 

      ძლიერი მჟავები არასრულად დისოცირებენ

    • B. 

      ძლიერი მჟავები პრაქტიკულად სრულად დისოცირებენ და წარმოქმნიან H+ და ანიონურ ნაერთს

    • C. 

      სუსტი მჟავები ნაწილობრივ დისოციაციას განიცდიან

    • D. 

      რაც მეტია მჟავადან პროტონის დისოცირების უნარი, მით მაღალია მისი Ka

  • 10. 
    \ რომელია სწორი დებულება მჟავე გარემოსთვის?
    • A. 

      წყალბადიონთა კონცენტრაცია სჭარბობს OH-ის კონცენტრაციას

    • B. 

      წყალბადიონთა კონცენტრაცია ნაკლებია OH-- -ის კონცენტრაციასთან შედარებით

    • C. 

      წყალბადიონთა კონცენტრაცია და oH--ის კონცენტრაცია ერთმანეთის ტოლია

    • D. 

      PH=8

  • 11. 
    \pH არის :
    • A. 

      Log[H+]

    • B. 

      -log[H+]

    • C. 

      -log[OH-]

    • D. 

      Ln[H+]

  • 12. 
    \ წყლის შემცველობა ორგანიზმში ტოლია:
    • A. 

      40%

    • B. 

      60%

    • C. 

      80%

    • D. 

      100%

  • 13. 
    ტარარარარა(კითხვა არ ეწერა)
    • A. 

      წრფივი სტრუქტურა

    • B. 

      არაწრფივი ,,მოხრილი’’ სტრუქტურა

    • C. 

      სპირალური სტრუქტურა

    • D. 

      ჰექსაედრული სტრუქტურა

  • 14. 
    \ რომელი მტკიცებაა არასწორი ბუფერების შესახებ?
    • A. 

      რაც უფრო დაბალია ბუფერის კონცენტრაცია მით მეტია მისი ბუფერული ტევადობა

    • B. 

      ისინი შედგებიან სუსტი მჟავასა და კონიუგირებული ფუძისაგან

    • C. 

      თითოეულ ბუფერულ სისტემას გარკვეული pH აქვს

    • D. 

      ბუფერული სისტემა ეფექტურია როდესაც ამ სისტემის pH=pKa

  • 15. 
    \ რა განაპირობებს წყლის, როგორც გამხსნელის უნიკალურ თვისებებს ?  
    • A. 

      დუღილის მაღალი ტემპერატურა

    • B. 

      დიდი თბოტევადობა

    • C. 

      წყალბადური ბმის წარმოქმნის უნარი და მაღალი დიელექტრიკული შეღწევადობა

    • D. 

      მაღალი აორთქლების სითბო

  • 16. 
    \ რამდენი წყალბადური ბმის წარმოქმნა შეუძლია წყლის თითოეულ მოლეკულას?  
    • A. 

      2

    • B. 

      3

    • C. 

      4

    • D. 

      5

  • 17. 
    \ რას უდრის სუფთა წყლის pH
    • A. 

      8-ს

    • B. 

      9-ს

    • C. 

      10-ს

    • D. 

      7-ს

  • 18. 
    \ მჟავა-ფუძეთა თეორიის თანახმად, რას წარმოადგენს მჟავა?        
    • A. 

      H+-ს დონორს

    • B. 

      H+ -ის აქცეპტორს

    • C. 

      OH_ -ის დონორს

    • D. 

      OH__-ის აქცეპტორს

  • 19. 
    \ სისხლის pH-თან დაკავშირებით არ არის სწორი:
    • A. 

      სუნთქვის გახშირება ზრდის სისხლის pH-ს

    • B. 

      Co2–ის კონცენტრაციის მომატება ზრდის სისხლის pH-ს

    • C. 

      Co2-ის კონცენტრაციის გაზრდა იწვევს სუნთქვის გახშირებას

    • D. 

      Co2-ის წარმოქმნის გაზრდა ამცირებს სისხლის pH -ს

  • 20. 
    \ ორგანიზმში წყლის განაწილებასთან დაკავშირებით არ არის სწორი:
    • A. 

      წყლის განაწილება კომპარტმენტებში რეგულირდება ოსმოლარობით

    • B. 

      წყალი გადაადგილდება დაბალი ოსმოლარობის არედან მაღლისაკენ

    • C. 

      წყალი გადაადგილდება მაღალი ოსმოლარობის არედან დაბლისაკენ

    • D. 

      ჰიპერგლიკემია ზრდის სისხლის ოსმოლარობას

  • 21. 
    \ სუსტი მჟავების დისოციაციის უნართან დაკავშირებით არ არის სწორი:    
    • A. 

      PKa_ არის Ka-ს უარყოფითი ლოგარითმი

    • B. 

      რაც მეტია Ka, მით უფრო ძლიერია ორგანული მჟავა

    • C. 

      რაც ნაკლებია pKa, მით უფრო სუსტია მჟავა

    • D. 

      რაც მეტია pKa, მით უფრო სუსტია მჟავა

  • 22. 
     \ რომელ რეაქციას აკატალიზებს კარბოანჰიდრაზა?  
    • A. 

      ნახშირმჟავას დისოციაციას H+-ად და HCO3- ად

    • B. 

      ნახშირმჟავას დაშლას CO2 -ად და H2Oდ

    • C. 

      Hb-ის პროტონირებას

    • D. 

      კარბამინოჰემოგლობინის წარმოქმნას

  • 23. 
    \ კარბოანჰიდრაზასთან დაკავშირებით არ არის სწორი:  
    • A. 

      იგი აკატალიზებს ნახშირმჟავას წარმოქმნას H+-სა და HCO3- ის დაკავშირებით

    • B. 

      იგი ასრულებს მნიშვნელოვან როლს co2ის ელიმინაციაში

    • C. 

      იგი გარდაქმნის co2-ის უმეტეს ნაწილს ნახშირმჟავამდე

    • D. 

      იგი აკატალიზებს ნახშირმჟავას დეჰიდრატაციას co2ის წარმოქმნით

  • 24. 
    \ ჩამოთვლილთაგან რომელი ფიზიოლოგიური/პათოლოგიური მდგომარეობა გამოიწვევს ალკალოზს თუ ჩავთვლით, რომ ორგანიზმი ვერ ახერხებს მის კომპენსაციას?    
    • A. 

      რძემჟავას წარმოქმნა კუნთების მიერ ვარჯიშის დროს

    • B. 

      კეტოსხეულების წარმოქმნა დიაბეტიანი პაციენტის მიერ

    • C. 

      HCl-ის ხშირი ამოღებინება კუჭის შიგთავსით

    • D. 

      დიარეა, ნაწლავებში სეკრეტირებული ბიკარბონატის ანიონების დაკარგვით

  • 25. 
    \ ჩამოთვლილთაგან რომელი აღწერს ბუფერის ზოგად თვისებას?    
    • A. 

      ბუფერები შედგებიან ძლიერი მჟავისა და ძლიერი ფუძისაგან

    • B. 

      ბუფერული თვისება ვლინდება იმ pH-ზე, როდესაც შემადგენელი კომპონენტები მთლიანად დისოცირებულია

    • C. 

      ბუფერები საუკეთესოდ მუშაობენ იმ pH -ზე, როდესაც შემადგენელი კომპონენტები 50 პროცენტით არიან დისოცირებული

    • D. 

      ბუფერები საუკეთესოდ მუშაობენ, როდესაც pH ერთით ნაკლებია pKa -ზე

Back to Top Back to top