ფიზიოლოგია - საჭმლის მომნელებელი სისტემიф

72 | Total Attempts: 582

SettingsSettingsSettings
Please wait...
ფიზიოლოგია - საჭმლის მომნელებელი სისტემიф

958 - 1029


Questions and Answers
  • 1. 
    აღნიშნეთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძირითადი ფუნქციები:
    • A. 

      სეკრეციული, იმუნური, ექსკრეციული, თერმოსარეგულაციო.

    • B. 

      სეკრეციული, მოტორული, შეწოვის, ექსკრეციული.

    • C. 

      ავტომატია, ექსკრეციული, ფერმენტული, დამცველობითი.

    • D. 

      მოტორული, ადაპტაციური, სინთეზური, შეწოვის.

  • 2. 
    ჰიპოთალამუსის რომელი ბირთვების გაღიზიანება იწვევს ჰიპერფაგიას?
    • A. 

      სუპრაოპტიკური

    • B. 

      ვენტრომედიალური

    • C. 

      მამილარული

    • D. 

      ლატერალური

  • 3. 
    //// ჰიპოთალამუსის რომელი ბირთვების გაღიზიანება იწვევს აფაგიას?
    • A. 

      ვენტრომედიალური

    • B. 

      ლატერალური

    • C. 

      დორსომედიალური

    • D. 

      პარავენტრიკულური

  • 4. 
    ჰიპოთალამუსის რომელი ბირთვების ორმხრივი დაზიანება იწვევს ჰიპერფაგიას?
    • A. 

      ვენტრომედიალური

    • B. 

      ლატერალური

    • C. 

      დორსომედიალური

    • D. 

      მამილარული

  • 5. 
    ჰიპოთალამუსის რომელი ბირთვების ორმხრივი დაზიანება იწვევს აფაგიას?
    • A. 

      ვენტრომედიალური

    • B. 

      ლატერალური

    • C. 

      დორსომედიალური

    • D. 

      მამილარული

  • 6. 
    კვების ცენტრის რომელი ნაწილი აღინიშნება, როგორც მაძღრობის ცენტრი?
    • A. 

      თავის ტვინის ღეროს რეტიკულური ფორმაცია,

    • B. 

      ნუშისებრი კომპლექსის კორტიკომედიალურ ბირთვები,

    • C. 

      ჰიპოთალამუსის ვენტრომედიალური ბირთვები,

    • D. 

      ჰიპოთალამუსის ლატერალური ბირთვები.

  • 7. 
    კვების ცენტრის რომელი ნაწილი აღინიშნება, როგორც შიმშილის ცენტრი?
    • A. 

      ნუშისებრი კომპლექსის ბაზალური ბირთვები,

    • B. 

      ნუშისებრი კომპლექსის ლატერალური ბირთვები,

    • C. 

      ჰიპოთალამუსის ვენტრომედიალური ბირთვები.

    • D. 

      ჰიპოთალამუსის ლატერალური ბირთვები.

  • 8. 
    აღნიშნული ფაქტორებიდან რომელი არ განაპირობებს "მაძღარი" და "მშიერი" სისხლის თვისებებს?
    • A. 

      გლუკოზა, ამინომჟავები, ცხიმები.

    • B. 

      საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფერმენტები.

    • C. 

      სისხლის ტემპერატურა და წყლის რაოდენობა.

    • D. 

      კრებსის ციკლის პროდუქტები, ინტესტინული ჰორმონები.

  • 9. 
    რა ფაქტორებით აიგზნება ან შეკავდება კვების ცენტრის ჰიპოთალამუსური ბირთვები?
    • A. 

      მხოლოდ სისხლის შედგენილობის მიხედვით.

    • B. 

      სხვადასხვა პერიფერიული რეცეპტორებიდან მისული იმპულსების მიხედვით.

    • C. 

      სისხლის ტემპერატურის მიხედვით.

    • D. 

      სისხლის შედგენილობისა და სხვადასხვა პერიფერიული რეცეპტორებიდან მისული იმპულსების მიხედვით.

  • 10. 
    მაძღრობის სახეებია:
    • A. 

      სენსორული (პირველადი, პრერეზორბციული) და მეტაბოლური (მეორადი, პოსტრეზორბციული).

    • B. 

      მეტაბოლური (პირველადი, პრერეზორბციული) და სენსორული (მეორადი, პოსტრეზორბციული)

    • C. 

      სენსორული (პირველადი, პრერეზორბციული) და ანაბოლური (მეორადი, პოსტრეზორბციული).

    • D. 

      სენსორული (პირველადი, პრერეზორბციული) და კატაბოლური (მეორადი, პოსტრეზორბციული).

  • 11. 
    დღე-ღამეში გამოყოფილი ნერწყვის რაოდენობაა:
    • A. 

      0,5-1 ლ-მდე

    • B. 

      0,5-2 ლ

    • C. 

      2,5-3,5 ლ

    • D. 

      3,5 ლ და მეტი.

  • 12. 
    რომელი ძირითადი მექანიზმით ყალიბდება მეტაბოლური (მეორადი) მაძღრობა?
    • A. 

      საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების მოხვედრით.

    • B. 

      კუჭში საკვების მოხვედრით.

    • C. 

      კუჭის შიგთავსის გადასვლით 12-გოჯა ნაწლავში.

    • D. 

      საკვების მონელების შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებების სისხლში გადასვლით.

  • 13. 
    რა არის სპეციფიკური მადა?
    • A. 

      ადამიანის და ცხოველის შერჩევითი ლტოლვა განსაზღვრული საკვებისადმი, მათ შორის - რომლის ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი.

    • B. 

      ადამიანს და ცხოველის შერჩევითი ლტოლვა საყუათო ღირებულების მქონე საკვებისადმი.

    • C. 

      ადამიანის და ცხოველის შერჩევითი მიუღებლობა იმ საკვებისადმი, რომლის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალია.

    • D. 

      ადამიანის და ცხოველის ლტოლვა ცილების და ცხიმების მაღალი კონცენტრაციის შეცველი საკვებისადმი.

  • 14. 
    როგორ კლასიფიცირდება საჭმლის მონელების პროცესები მათი ლოკალიზაციის მიხედვით?
    • A. 

      უჯრედშიდა და უჯრედგარეთა (დისტანციური და კონტაქტური).

    • B. 

      უჯრედშიდა (დისტანციური) და უჯრედგარეთა (კონტაქტური).

    • C. 

      უჯრედშიდა (ჰიდროლიზური) და აუტოფაგური.

    • D. 

      უჯრედშიდა და უჯრედგარეთა (კარბოჰიდრაზული და პეპტიდაზური).

  • 15. 
    როგორ დიფერენცირდება საჭმლის მონელება ჰიდროლაზების წარმოშობის მიხედვით?
    • A. 

      აუტოლიზური, სიმბიონტური, საკუთრივი.

    • B. 

      პირველადი, მეორადი, საბოლოო.

    • C. 

      პრე- და პოსტრეზორბციული.

    • D. 

      აუტოლიზური, ჰიდროლიზური, ლიპოლიზური.

  • 16. 
    საჭმლის მონელება არის აუტოლიზური:
    • A. 

      როდესაც ჰიდროლაზების წარმოშობის წყარო მოცემული მაკროორგანიზმის სიმბიონტებია (ბაქტერიები, უმარტივესნი).

    • B. 

      როდესაც საჭმლის მონელება ხორციელდება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებში არსებული ფერმენტების საშუალებით.

    • C. 

      როდესაც საჭმლის მონელება ხორციელდება მაკროორგანიზმში წარმოქმნილი ფერმენტებით.

    • D. 

      როდესაც საჭმლის მონელება დიფუზური ენდოკრინული სისტემის ჰორმონებით ხორციელდება.

  • 17. 
    საჭმლის მონელება არის სიმბიონტური:
    • A. 

      როდესაც ჰიდროლაზების წარმოშობის წყარო მოცემული მაკროორგანიზმის სიმბიონტებია (ბაქტერიები, უმარტივესნი).

    • B. 

      როდესაც საჭმლის მონელება ხორციელდება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებში არსებული ფერმენტების საშუალებით.

    • C. 

      როდესაც საჭმლის მონელება ხორციელდება მაკროორგანიზმში წარმოქმნილი ფერმენტებით.

    • D. 

      როდესაც საჭმლის მონელება დიფუზური ენდოკრინული სისტემის ჰორმონებით ხორციელდება.

  • 18. 
    საჭმლის მონელება არის საკუთრივი:
    • A. 

      როდესაც ჰიდროლაზების წარმოშობის წყარო მოცემული საკუთრივ მაკროორგანიზმის სიმბიონტებია (ბაქტერიები, უმარტივესნი).

    • B. 

      როდესაც საჭმლის მონელება ხორციელდება მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებში არსებული ფერმენტების საშუალებით

    • C. 

      როდესაც საჭმლის მონელება ხორციელდება საკუთრივ მაკროორგანიზმში წარმოქმნილი ფერმენტებით.

    • D. 

      როდესაც საჭმლის მონელება საკუთრივ დიფუზური ენდოკრინული სისტემის ჰორმონებით ხორციელდება.

  • 19. 
    ადამიანის ორგანიზმში უჯრედშიდა საჭმლის მონელება ხორციელდება:
    • A. 

      ერითროციტებსა და თრომბოციტებში.

    • B. 

      პოხიერ უჯრედებში

    • C. 

      ეპითელიოციტებში

    • D. 

      ლეიკოციტებსა და ლიმფორეტიკულოჰისტოციტური სისტემის უჯრედებში.

  • 20. 
    ი. პავლოვის მიხედვით საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციის ფაზებია:
    • A. 

      ქიმიური და მექანიკური.

    • B. 

      ქიმიური და ნერვულ-ჰუმორული.

    • C. 

      რთულ-რეფლექსური და ნერვულ-ქიმიური.

    • D. 

      მექანიკური და ნერვულ-ჰუმორული.

  • 21. 
     საჭმლის მონელების რომელი ტიპი არის წამყვანი ჩვილ ბავშვთა დედის რძით გამოკვების პერიოდში?
    • A. 

      სიმბიონტური

    • B. 

      საკუთრივი

    • C. 

      აუტოლიზური

    • D. 

      შერეული

  • 22. 
    საჭმლის მონელების რომელი ტიპი არის წამყვანი მოზრდილ ადამიანში?
    • A. 

      სიმბიონტური

    • B. 

      საკუთრივი

    • C. 

      აუტოლიზური

    • D. 

      შერეული

  • 23. 
    გასტროინტესტინური ჰორმონები გამოიყოფა:
    • A. 

      კუჭის ძირითადი უჯრედებიდან და აპუდოციტებიდან.

    • B. 

      კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სპეციალური ენდოკრინული უჯრედებიდან.

    • C. 

      სანაღვლე გზების აპუდოციტებიდან.

    • D. 

      კუჭისა და წვრილი ნაწლავის სპეციალური ეგზოკრინული უჯრედებიდან

  • 24. 
    რას გამოიმუშავებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის აპუდოციტები?
    • A. 

      გასტროინტესტინურ ჰორმონებს, სარეგულაციო პეპტიდებს, ენტერინებს.

    • B. 

      კარბოჰიდრაზებს და პეპტიდაზებს.

    • C. 

      APUD-ნივთიერებებს და ნახშირწყლებს.

    • D. 

      გასტრინს და სეკრეტინს.

  • 25. 
    რა სახის ეფერენტულ ნერვულ და ჰორმონულ ზემოქმედებას განარჩევენ საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე?
    • A. 

      ფუნქციურს, ვაზომოტორულს და ტროფიკულს.

    • B. 

      გამაძლიერებელს, შემაკავებელს.

    • C. 

      ფუნქციურს, მორფოლოგიურს და ჰუმორულს.

    • D. 

      სეკრეციულს, ექსკრეციულს და მოტორულს.

Back to Top Back to top