Xiv თავი – გამოყოფის სისტემის ფიზიოლოგია

73 | Total Attempts: 595

SettingsSettingsSettings
Please wait...
Xiv თავი – გამოყოფის სისტემის ფიზიოლოგია

Questions and Answers
  • 1. 
    გამოყოფის ფუნქციის არათირკმლისმიერი მექანიზმები არ მიმდინარეობს:
    • A. 

      ფილტვებში

    • B. 

      ელენთაში

    • C. 

      ღვიძლში

    • D. 

      საოფლე ჯირკვლებში

  • 2. 
    თირკმელი მონაწილეობს შემდეგ პროცესებში, გარდა:  
    • A. 

      არტერიული წნევის რეგულირებაში

    • B. 

      ერითროპოეზში

    • C. 

      ლეიკოპოეზში

    • D. 

      სისხლის შედედებაში

  • 3. 
    თირკმელები არ მონაწილეობენ:  
    • A. 

      მჟავა–ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში

    • B. 

      სისხლის შედედებაში, ერითროპოეზში

    • C. 

      არტერიული წნევის რეგულირებაში

    • D. 

      ანტიჰემოტოქსიკური ფუნქციის განხორციელებაში

  • 4. 
    თირკმლის მოცულობა არის სხეულის მოცულობის დაახლოებით:
    • A. 

      0,2%

    • B. 

      0,5%

    • C. 

      1%

    • D. 

      2%

  • 5. 
    შარდწარმოქმნის პროცესებია:
    • A. 

      ფილტრაცია, ექსკრეცია, სეკრეცია

    • B. 

      ექსკრეცია, რეაბსორბცია, სეკრეცია

    • C. 

      ფილტრაცია, რეაბსორბცია, სეკრეცია

    • D. 

      ფილტრაცია, რეაბსორბცია, ექსკრეცია

  • 6. 
     ჩამოთვლილი ფუნქციებიდან რომელი არ მიეკუთვნება თირკმლის ჰომეოსტაზურ ფუნქციებს?
    • A. 

      შინაგანი გარემოს სითხეთა მოცულობის, მათში ოსმოსური წნევის, იონური შემცველობის, მჟავა–ტუტოვანი წონასწორობის შენარჩუნება

    • B. 

      აზოტოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტებისა და უცხო სხეულების ჭარბი ორგანული ნაერთების ექსკრეცია: ფერმენტების სეკრეცია

    • C. 

      ლეიკოპოეზისა და თრომბოპოეზის პროცესში მონაწილეობა, სეროტონინის, ბომბეზინისა და ვიტამინის სინთეზი

    • D. 

      ერითროპოეზი, სისხლის შედედება, არტერიული წნევის, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის რეგულირება

  • 7. 
    რა და რა ტიპის ნეფრონებია ცნობილი? რამდენი ნეფრონია ერთ თირკმელში?
    • A. 

      სუპერფიციალური, ინტრაკორტიკული, იუქსტაგლომერული; 1 მილიონი

    • B. 

      სუპერფიციალური, იუქსტამედულური და მედულური; 0,5 მილიონი

    • C. 

      ზედაპირული, მედულური და იუქსტამედულური; 2 მილიონი

    • D. 

      სუპერფიციალური, ინტრაკორტიკული, იუქსტამედულური; 1 მილიონი

  • 8. 
    ერთი ნეფრონის საერთო სიგრძეა:
    • A. 

      60-70 მმ

    • B. 

      70-75 მმ

    • C. 

      35-50 მმ

    • D. 

      15-30 მმ

  • 9. 
    თირკმლის კაფსულის გამფილტრავი მემბრანის კომპონენტებია:
    • A. 

      ბაზალური მემბრანა, პოდოციტები

    • B. 

      ენდოთელური უჯრედი, ბაზალური მემბრანა, პოდოციტები

    • C. 

      ენდოთელური უჯრედი, ბაზალური მემბრანა, განგლიური უჯრედები

    • D. 

      ეპითელური უჯრედი, ბაზალური მემბრანა, პოდოციტები

  • 10. 
    თირკმლის გორგლებში ფილტრაციას განაპირობებს:
    • A. 

      წნევის ის სიდიდე (სხვაობა), რომელიც მიიღება გორგლის კაპილარებში სისხლის ჰიდროსტატიკურ, პლაზმის ონკოზურ წნევასა და გორგლის კაფსულაში არსებულ ულტრაფილტრატის ჰიდროსტატიკურ წნევათა შორის.

    • B. 

      წნევის ის სიდიდე (სხვაობა), რომელიც მიიღება გორგლის კაპილარებში არსებულ ულტრაფილტრატის ოსმოსურ წნევატა შორის

    • C. 

      წნევის ის სიდიდე (სხვაობა), რომელიც მიიღება გორგლის კაფსულის ულრაფილტრატის ჰიდროსტატიკურ წნევასა და კაპილარული სისხლის ოსმოსურ წნევათა შორის

    • D. 

      წნევის ის სიდიდე (სხვაობა), რომელიც მიიღება კაპილარული სისხლის ონკოზურ, გორგლის კაპილარების ჰიდროსტატიკურ წნევასა და პლაზმის ცილების ონკოზურ წნევას შორის

  • 11. 
    ფილტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
    • A. 

      ულტრაფილტრატის წნევა მეტია ჰიდროსტატიკურ და ონკოზურ წნევათა ჯამზე

    • B. 

      ჰიდროსტატიკური წნევა ონკოზურ წნევაზე ნაკლებია

    • C. 

      ჰიდროსტატიკური წნევა პლაზმის ცილების ონკოზურ და ულტრაფილტრატის წნევათა ჯამს აჭარბებს

    • D. 

      ჰიდროსტატიკური წნევა პლაზმის ცილების ონკოზურ და ულტრაფილტრატის წნევათა ჯამზე ნაკლებია

  • 12. 
    ნორმაში მამაკაცის ორივე თირკმლის გორგლოვანი ფილტრაცია შეადგენს: 
    • A. 

      85 მლ/წთ

    • B. 

      105 მლ/წთ

    • C. 

      125 მლ/წთ

    • D. 

      145 მლ/წთ

  • 13. 
    რას უდრის თირკმლის ეფექტური ფილტრაციული წნევის საშუალო სიდიდე (mmHg) ?  
    • A. 

      10

    • B. 

      70

    • C. 

      40

    • D. 

      20

  • 14. 
    გლომერულური ფილტრაციის ინტენსივობა იზრდება:    
    • A. 

      აფერენტული არტერიოლების წინაღობის გაზრდისას

    • B. 

      ეფერენტული არტერიოლების წინაღობის შემცირებისას

    • C. 

      სისხლის პლაზმაში ცილების კონცენტრაციის შემცირებისას

    • D. 

      შარდის გამოყოფის შეკავებისას ურეთრაში

  • 15. 
    გორგლოვანი დიურეზი გაძლიერდება, თუ:
    • A. 

      მოიმატებს ჰიდროსტატიკური და შემცირდება ონკოზური წნევა

    • B. 

      შემცირდება ჰიდროსტატიკური და გაიზრდება ონკოზური წნევა

    • C. 

      შემცირდება ჰიდროსტატიკური წნევა

    • D. 

      მოიმატებს ონკოზური წნევა

  • 16. 
    გორგლოვანი დიურეზი შემცირდება, თუ:
    • A. 

      მოიმატებს ჰიდროსტატიკური და შემცირდება ონკოზური წნევა

    • B. 

      შემცირდება ჰიდროსტატიკური და გაიზრდება ონკოზური წნევა

    • C. 

      გაიზრდება ჰიდროსტატიკური წნევა

    • D. 

      შემცირდება ონკოზური წნევა

  • 17. 
    რა რაოდენობით ფილტრატი წამოიქმნება დღე–ღამეში?  
    • A. 

      100 ლიტრამდე

    • B. 

      10 ლიტრამდე

    • C. 

      180 ლიტრამდე

    • D. 

      18 ლიტრამდე

  • 18. 
    არის თუ არა განსხვავება სისხლის პლაზმასა და პირველად შარდს (ფილტრატს) შორის?    
    • A. 

      განსხვავება არ არის

    • B. 

      ფილტრატში შედარებით მეტია კათიონების რაოდენობა

    • C. 

      ფილტრატში ცილები არ არის (მხოლოდ კვალის სახით) და ნაკლებია კათიონების რაოდენობა

    • D. 

      ფილტრატში შედარებით ნაკლებია ცილებისა და მეტია ანიონების რაოდენობა

  • 19. 
    საბოლოო შარდის მოცულობისა და მისი ოსმოსური კონცენტრაციის რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ:
    • A. 

      ნეფრონის დისტალური სეგმენტი და შემკრები მილაკები

    • B. 

      ნეფრონის პროქსიმალური სეგმენტი

    • C. 

      ნეფრონის ჰენლეს მარყუჟი

    • D. 

      ნეფრონის მარყუჟის ვიწრო ნაწილი

  • 20. 
    თირკმლის (ნეფრონის) რომელ ნაწილში წარმოიქმნება პირველადი შარდი? 
    • A. 

      ნეფრონის მარყუჟის ვიწრო ნაწილში

    • B. 

      თირკმლის კაფსულაში

    • C. 

      დისტალურ კლაკნილ მილაკში

    • D. 

      პროქსიმალურ კლაკნილ მილაკში

  • 21. 
    გორგლის კაპილარებში სისხლის ჰიდროსტატიკური წნევა ნორმაში არის:
    • A. 

      30 mmHg

    • B. 

      70 mmHg

    • C. 

      100 mmHg

    • D. 

      20 mmHg

  • 22. 
    გორგლის კაფსულაში სისხლის პლაზმის ულტრაფილტრატის წნევა ნორმაში არის:  
    • A. 

      30 mmHg

    • B. 

      70 mmHg

    • C. 

      100 mmHg

    • D. 

      20 mmHg

  • 23. 
    ნორმაში, დღე–ღამის განმავლობაში, შარდით გამოყოფილი ცილების რაოდენობაა არაუმეტეს:  
    • A. 

      20-75 მგ

    • B. 

      100-120 მგ

    • C. 

      10-20 გ

    • D. 

      30-40 გ

  • 24. 
    ორგანული მჟავების სეკრეცია მიმდინარეობს ნეფრონის:
    • A. 

      დისტალურ კლაკნილ მილაკში

    • B. 

      პროქსიმალურ კლაკნილ მილაკში

    • C. 

      შემკრებ მილაკებში

    • D. 

      ჰენლეს მარყუჟში

  • 25. 
    ნეფრონის რომელ ნაწილში მიმდინარეობს იონების სეკრეცია?
    • A. 

      დისტალურ ნაწილში და შემკრებ მილაკებში

    • B. 

      პროქსიმალურ კლაკნილ მილაკში

    • C. 

      ჰენლეს მარყუჟში

    • D. 

      ნეფრონის მარყუჟის ვიწრო ნაწილში

Back to Top Back to top