ფიზიოლოგია -სასუნთქი

90 | Total Attempts: 660

SettingsSettingsSettings
Please wait...
ფიზიოლოგია -სასუნთქი

:)


Questions and Answers
  • 1. 
    არსებობენ მექანიზმები, რომლებიც არეგულირებენ ურთიერთშეთანხმებას ფილტვების ვენტილაციას დასისხლის მიმოქცევასშორის, კერძოდ:
    • A. 

      მცირე წრის სისხლძარღვებში სისხლის გადინება და მის იჟანგბადით მაქსიმალური (94-96%) გაჯერება დამოკიდებული აალვეოლების რაოდენობაზე დაშესუნთქვის სიღრმეზე. სიღრმეზე.

    • B. 

      მცირე წრის სისხლძარღვებში სისხლის გადინება და მისი ჟანგბადით გაჯერება დამოკიდებული აპერფუზირებადი ალვეოლების რაოდენობაზე და მოცულობაზე.

    • C. 

      მცირე წრი სსისხლძარღვებში სისხლი გადის მხოლოდ ვენტილირებულ ალვეოლებში, რაც უზრუნველყოფს ჟანგბადით სისხლის მაქსიმალურ გაჯერებას (94- 96%) მხოლოდ ჰიპერვენტილაციის დროს.

    • D. 

      ნორმაში მცირე წრის სისხლძარღვებში სისხლი გადის მხოლოდ ვენტილირებულ ალვეოლებში, რაც უზრუნველყოფს ჟანგბადით სისხლის მაქსიმალურ გაჯერებას (94- 96%) სუნთქვის ნებისმიერი ინტენსივობისას.

  • 2. 
    ფილტვის არტერიებში წნევის მომატებისას, როცა მცირე წრე გადაივსება სისხლით, რეფლექსურად ნელდება გულისმუშაობა, ფართოვდება დიდი წრის სისხლძარღვები, ელენთა მატულობს მოცულობაში, იზრდება სისხლისრაოდენობა დიდ წრეში. რა ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ამ რეფლექსს და რას უწოდებენ მას?
    • A. 

      ვაგუსურ რეფლექსს. ანელებს გულის მუშაობას, ზრდის გულის შეკუმშვის ძალას და შესაბამისად გულიდან დიდ წრეში გადასროლილი სისხლის რაოდენობას.

    • B. 

      გოლცის რეფლექსს. ზრდის წნევას დიდი წრის სისხლძარღვებში და ამცირებს გულის შეკუმშვის ძალას.

    • C. 

      პარინის რეფლექსს. ის იცავს ფილტვებს სისხლით გადავსებისგან და შეშუპებისგან, აადვილებს გულის მუშაობას.

    • D. 

      აშნერის რეფლექსს. ამცირებს მცირე წრეში სისხლის მოცულობას, აადვილებს სუნთქვას და გულისმუშაობას.

  • 3. 
    რა თავისებურება ახასიათებს ფილტვების სისხლის მიმოქცევას?
    • A. 

      ფილტვის სისხლძარღვთა ტევადობა მუდმივია და შეადგენს ორგანიზმის სისხლის საერთორაოდენობის 25%-ს.

    • B. 

      ფილტვები სისხლით მარაგდება სისხლის მიმოქცევის ორივე – დიდი და მცირე წრიდან; ფილტვის სისხლძარღვთა ტევადობა არაა მუდმივი.

    • C. 

      ფილტვები სისხლით მარაგდება სისხლის მიმოქცევის მხოლოდ დიდი წრიდან, ბრონქული არტერიებით ფილტვის ქსოვილის კვებისთვის და სისხლძარღვთა ტევადობის მუდმივობისთვის.

    • D. 

      ფილტვები სისხლით მარაგდება სისხლის მიმოქცევის მხოლოდ მცირე წრიდან, სადაც, ამავდროულად, ვენური სისხლი ჟანგბადით გაჯერდება, მაგრამ მისი მოცულობა არაა მუდმივი.

  • 4. 
    ჩამოთვლილი პროცესებიდან რომელი არ შეეფარდება სუნთქვის ფუნქციებს?
    • A. 

      ორგანიზმის შინაგანი გარემოს სითხეებისა და ქსოვილების რეაქციის მკვეთრი ცვალებადობის უზრუნველყოფა

    • B. 

      ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოხმარება და ნახშირორჟანგის გამოყოფა.

    • C. 

      ორგანიზმის სიცოცხლისათვის საჭირო ენერგიის გამოთავისუფლება.

    • D. 

      სხეულის ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნება.

  • 5. 
    სუნთქვა მოიცავს შემდეგ პროცესებს:
    • A. 

      გარეგანი სუნთქვა, გაზთა ცვლა ქსოვილებში და ფილტვებში, სისხლის არტერიალიზაცია, გაზთა ცვლა უჯრედებში - შინაგანი სუნთქვა.

    • B. 

      გარეგანი სუნთქვა, გაზთა ცვლა ფილტვებში, გაზების ტრანსპორტი სისხლით, გაზთა ცვლა ქსოვილებში, შინაგანი სუნთქვა.

    • C. 

      გარეგანი სუნთქვა, გაზთა ცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში, გაზების ტრანსპორტი სისხლით და უჯრედებში.

    • D. 

      გარეგანი სუნთქვა, ფილტვების ვენტილაცია, სისხლის არტერიალიზაცია, შინაგანი სუნთქვა.

  • 6. 
    სუნთქვის ციკლი მოიცავს:
    • A. 

      ინსპირაციას, პაუზას, ექსპირაციას.

    • B. 

      ინსპირაციას, პნევმოგრაფიას, ექსპირაციას.

    • C. 

      ინსპირაციას, აქტიურ ექსპირაციას, პასიურ ექსპირაციას.

    • D. 

      ინსპირაციას, ექსპირაციას.

  • 7. 
    ძირითადი ინსპირაციული კუნთია:
    • A. 

      გარეთა ირიბი ნეკნთაშუა კუნთი.

    • B. 

      კიბისებური კუნთი.

    • C. 

      დიაფრაგმის კუნთოვანი ნაწილი.

    • D. 

      ხრტილთაშუა კუნთები.

  • 8. 
    რის ხარჯზე ხორციელდება ამოსუნთქვა მშვიდი სუნთქვისას?
    • A. 

      შიგნითა ირიბი ნეკნთაშუა კუნთების შეკუმშვით.

    • B. 

      შესუნთქვისას დაგროვილი ელასტიკური ენერგიის ხარჯზე.

    • C. 

      ხერხემლის მომხრელი კუნთების შეკუმშვით.

    • D. 

      მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვის ხარჯზე.

  • 9. 
    ღრმა სუნთქვისას ინსპირაციის აქტში მონაწილე დამხმარე სასუნთქი კუნთებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      შიგნითა ირიბი ნეკნთაშუა კუნთი.

    • B. 

      კიბისებური კუნთი.

    • C. 

      გულმკერდის დიდი და პატარა კუნთები.

    • D. 

      გულმკერდის წინა დაკბილული კუნთი.

  • 10. 
    რით არის განპირობებული უარყოფითი წნევა პლევრის ნაპრალში?
    • A. 

      ფილტვების გაჭიმვადობით.

    • B. 

      ფილტვების სასუნთქი მუსკულატურით.

    • C. 

      ფილტვების ელასტიკური წევით.

    • D. 

      ფილტვების გაჭიმვადობის მატებით.

  • 11. 
    ჩამოთვლილთაგან რომელი არ განაპირობებს ფილტვების ელასტიკურ წევას?
    • A. 

      პლევრის ნაპრალში სურფაქტანტის არსებობა.

    • B. 

      ბრონქების კუნთების ტონუსი.

    • C. 

      ალვეოლების კედლის ქსოვილის დრეკადობა.

    • D. 

      ალვეოლების შიგნითა ზედაპირის მფარავი სითხის აპკის ზედაპირული დაჭიმულობა.

  • 12. 
    სად წარმოიშობა სურფაქტანტი და როგორ მოქმედებს იგი?
    • A. 

      ალვეოლებში, II ტიპის პნევმოციტების მიერ. ალვეოლების ზომის შემცირების დროს აქვეითებს ზედაპირულ დაჭიმულობას.

    • B. 

      ალვეოლებში, I ტიპის პნევმოციტების მიერ. ალვეოლების ზომისმატების დროს აქვევითებს ზედაპირულ დაჭიმულობას.

    • C. 

      ალვეოლებში, I ტიპის პნევმოციტების მიერ. იწვევს ალვეოლების მდგომარეობის სტაბილიზაციას.

    • D. 

      ალვეოლებში, II ტიპის პნევმოციტების მიერ. ალვეოლების ზომის შემცირების დროს ზრდის ზედაპირულ დაჭიმულობას.

  • 13. 
    როგორია წნევა მოზრდილი ადამიანის პლევრის ნაპრალში შესუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, როცა ატმოსფერული წნევა მიჩნეულია ნულად?
    • A. 

      შესუნთქვის დროს: - 3 მმ; ამოსუნთქვის დროს: - 6 მმ (ვწყ. სვ.).

    • B. 

      შესუნთქვის დროს: - 6 მმ; ამოსუნთქვის დროს: - 3 მმ (ვწყ. სვ.).

    • C. 

      შესუნთქვის დროს: - 3 მმ; ამოსუნთქვის დროს: - 0 მმ (ვწყ. სვ.).

    • D. 

      შესუნთქვის დროს: - 10 მმ; ამოსუნთქვის დროს: - 6 მმ (ვწყ. სვ.).

  • 14. 
    ალვეოლური ჰაერის რა ნაწილი განახლდება მშვიდი შესუნთქვისას?
    • A. 

      1/5 ნაწილი.

    • B. 

      1/8 ნაწილი.

    • C. 

      1/6 ნაწილი.

    • D. 

      1/7 ნაწილი.

  • 15. 
    რა იწვევს პნევმოთორაქსს?
    • A. 

      ჰაერის შესვლა გულმკერდის ღრუში.

    • B. 

      სუნთქვის ცენტრის დაზიანება.

    • C. 

      ჰაერის მოზრდილი ულუფის შესვლა პლევრის ნაპრალში.

    • D. 

      სისხლძარღვთა ემბოლია.

  • 16. 
    რას უწოდებენ ტრანსპულმონურ წნევას?
    • A. 

      ალვეოლასა და პლევრის ნაპრალში არსებულ წნევათა შორის სხვაობას.

    • B. 

      გულმკერდის ღრუსა და ალვეოლაში არსებულ წნევათა შორის სხვაობას.

    • C. 

      გულმკერდის ღრუსა და ატმოსფეროშია რსებულ წნევათაშორის სხვაობას.

    • D. 

      პლევრის ნაპრალში და ატმოსფეროში არსებულ წნევათა შორის სხვაობას.

  • 17. 
    რა შემთხვევაშია ერთი და იმავეა დამიანის ფილტვების ვენტილაცია ყველაზე ეფექტური, როცა სუნთქვის წუთმოცულობა 8000 მლ-ია?
    • A. 

      როდესაც სუნთქვის სიხშირე Q წუთში 16-ს უდრის.

    • B. 

      როდესაც სუნთქვის სიხშირე წუთში 32-ს უდრის.

    • C. 

      როდესაც სუნთქვის სიხშირე წუთში 24-ს უდრის.

    • D. 

      როდესაც სუნთქვის სიხშირე Q წუთში 8-ს უდრის.

  • 18. 
    ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის მრუდი ასახავს:
    • A. 

      ოქსიჰემოგლობინის კარბჰემოგლობინად გარდაქმნის დამოკიდებულებას გახსნილი ჟანგბადის ძაბვასთან.

    • B. 

      2,3- დიფოსფოგლიცერატის დამოკიდებულებას გახსნილი ჟანგბადის ძაბვასთან.

    • C. 

      ჰემოგლობინის ოქსიჰემოგლობინად გარდაქმნის დამოკიდებულებას გახსნილი ჟანგბადის ძაბვასთან.

    • D. 

      ფილტვების ვენტილაციის სიჩქარის დამოკიდებულებას გახსნილიჟანგბადის ძაბვასთან.

  • 19. 
    რას უდრის სასუნთქი სისტემის ანატომიური მკვდარი სივრცის მოცულობა?
    • A. 

      80 მლ

    • B. 

      125 მლ

    • C. 

      150 მლ

    • D. 

      250 მლ

  • 20. 
    ატმოსფერული ჰაერის რა მოცულობა შედის ალვეოლებში მშვიდი შესუნთქვის დროს?
    • A. 

      100 მლ-ით ნაკლები, ვიდრე შესუნთქული ჰაერის მოცულობა.

    • B. 

      150 მლ-ით ნაკლები, ვიდრე შესუნთქული ჰაერის მოცულობა.

    • C. 

      350 მლ-ით ნაკლები, ვიდრე შესუნთქული ჰაერის მოცულობა.

    • D. 

      იგივე მოცულობა, რაც შესუნთქული ჰაერისა.

  • 21. 
    რას ეწოდება პარციალური წნევა?
    • A. 

      გაზთა ნარევში თითოეული გაზის საკუთარ წნევას, რომელიც გაზის პროცენტული შედგენილობისა და ნარევის საერთო წნევის პროპორციულია.

    • B. 

      წნევათა სხვაობას პლევრის ნაპრალსა და ალვეოლებში არსებულ წნევათა შორის.

    • C. 

      ფილტვების მუდმივ სწრაფვას, შეამცირონ თავისი მოცულობა.

    • D. 

      ატმოსფერულ ჰაერშია რსებული გაზების წნევათა ჯამს, გაყოფილს თითოეული გაზის წნევაზე.

  • 22. 
    გაზის ძაბვა სითხეში ეწოდება ძალას, რომლითაც:
    • A. 

      გაზის მოლეკულები ისწრაფვიან სისხლში გახნისაკენ.

    • B. 

      განისაზღვრება გაზის დიფუზიის უნარი ჰაერგამტარ გზებში;

    • C. 

      გახსნილი გაზის მოლეკულები ისწრაფვიან სისხლში შენარჩუნებისაკენ.

    • D. 

      გახსნილი გაზის მოლეკულები ისწრაფვიან გავიდნენ გაზურ არეში;

  • 23. 
    ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა (ფსტ) მამაკაცებსა და ქალებში შეადგენს:
    • A. 

      4000-5500 მლ; 3000-4500 მლ.

    • B. 

      3000-3500 მლ; 2000-2500 მლ.

    • C. 

      8000-10000 მლ; 7000-8000 მლ.

    • D. 

      4000-4500 მლ; 4000-4500 მლ.

  • 24. 
    რას უდრის ფილტვების საერთო ტევადობა?
    • A. 

      მინიმალური მოცულობისა და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის ჯამს.

    • B. 

      სასუნთქი მოცულობისა და ამოსუნთქვის სარეზერვო მოცულობის ჯამს.

    • C. 

      ნარჩენი ჰაერისა და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის ჯამს.

    • D. 

      ფილტვების სასიცოცხლო ტევადობისა და ანატომიურად მკვდარი სივრცის ჯამს.

  • 25. 
    მშვიდი ამოსუნთქვის ბოლოს ფილტვებში არის:
    • A. 

      ამოსუნთქვის სარეზერვო მოცულობა.

    • B. 

      ფუნქციური ნარჩენი ტევადობა.

    • C. 

      მინიმალური მოცულობა.

    • D. 

      ნარჩენი მოცულობა.

Back to Top Back to top