ფიზიოლოგია - სისხლის სისტემის ფიზიოლოგია

166 | Total Attempts: 839

SettingsSettingsSettings
Please wait...
ფიზიოლოგია - სისხლის სისტემის ფიზიოლოგია

X თავი 463-628


Questions and Answers
  • 1. 
    სხეულის მასის რამდენი პროცენტია სისხლი?
    • A. 

      5-9%

    • B. 

      4-8%

    • C. 

      3-7%

    • D. 

      2-6%

  • 2. 
    65-70 კგ წონის ადამიანში რა მოცულობის სისხლია?
    • A. 

      6-8 ლ

    • B. 

      3-4 ლ.

    • C. 

      4,5-6 ლ.

    • D. 

      2,5-4,5 ლ.

  • 3. 
    ადამიანის ორგანიზმის მასის რამდენი პროცენტია წყალი?
    • A. 

      60%

    • B. 

      50%

    • C. 

      40%

    • D. 

      70%

  • 4. 
    სხეულის მასის რამდენი პროცენტია ორგანიზმის უჯრედგარეთა თხევადი გარემო?
    • A. 

      10%

    • B. 

      20%

    • C. 

      30%

    • D. 

      40%

  • 5. 
    სხეულის მასის რამდენი პროცენტია ორგანიზმის უჯრედშიდა თხევადი გარემო?
    • A. 

      30%

    • B. 

      40%

    • C. 

      20%

    • D. 

      10%

  • 6. 
    სხეულის მასის რამდენი პროცენტია სისხლძარღვთაშიდა წყალი?
    • A. 

      5%

    • B. 

      20%

    • C. 

      10%

    • D. 

      15%

  • 7. 
    უჯრედშორისი წყლის (სითხის) შემადგენლობაშია:
    • A. 

      სეროზული ღრუების სითხე, სინოვიური სითხე, თვალის წინა კამერის სითხე, ლიკვორი და ლიმფა.

    • B. 

      თვალის წინა კამერის სითხე, ლიკვორი, ლიმფა, სისხლი.

    • C. 

      სინოვიური სითხე, ლიკვორი, პლაზმა.

    • D. 

      ლიკვორი, ლიმფა, პლაზმა და ინტრაცელულური სითხე.

  • 8. 
    სისხლის სისტემას, გ.ლანგის მიხედვით, შეადგენს ყველაფერი ჩამოთვლილი, გარდა:
    • A. 

      პერიფერიული სისხლი.

    • B. 

      სისხლმბადი ორგანოები და სისხლის დამშლელი ორგანოები.

    • C. 

      მარეგულირებელი ნერვულ-ჰუმორული აპარატი.

    • D. 

      კაპილარული და ვენური სისხლი, სისხლის უწყვეტი დინების უზრუნველმყოფელი ელასტიკური ფაქტორები.

  • 9. 
    ორგანიზმის თხევად შინაგან გარემოს წარმოადგენს:
    • A. 

      სისხლი, ლიმფა და ქსოვილოვანი სითხე.

    • B. 

      პლაზმა,ფორმიანი ელემენტები და ლიმფა.

    • C. 

      წყალი, კათიონები, ანიონები და პლაზმა.

    • D. 

      ალბუმინი, გლობულინი, ფიბრინოგენი და მათი შემცველი პლაზმა.

  • 10. 
    სისხლის ფუნქციებია:
    • A. 

      ჰემოსტაზი, ეგზოციტოზი, ანტისხეულების წარმოქმნა.

    • B. 

      სასუნთქი, ტროფიკული, აბსორბციული.

    • C. 

      ჰეტეროთერმია, ჰუმორული რეგულირება.

    • D. 

      სატრანსპორტო და დაცვითი.

  • 11. 
    სისხლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებია:
    • A. 

      სუსპენზიადამოკიდებული და კოლოიდური.

    • B. 

      ელექტროლიტური და სუსპენზიადამოკიდებული.

    • C. 

      კოლოიდური და ელექტროლიტური.

    • D. 

      სუსპენზიადამოკიდებული, კოლოიდური და ელექტროლიტური.

  • 12. 
    რა განაპირობებს სისხლის სუსპენზიადამოკიდებულ და კოლოიდურ თვისებებს?
    • A. 

      სისხლში ცილების შემცველობა.

    • B. 

      ცილების სხვადასხვა ფრაქციის თანაფარდობა.

    • C. 

      სხვადასხვა მარილის არსებობა სისხლში.

    • D. 

      ცილები და მათი სხვადასხვა ფრაქციის თანაფარდობა.

  • 13. 
    რით აიხსნება სისხლის ელექტროლიტური თვისებები?
    • A. 

      ცილების შემცველობით სისხლში.

    • B. 

      სხვადასხვა მარილის არსებობით სისხლში.

    • C. 

      პლაზმის ორგანული ნივთიერებებით.

    • D. 

      რეტენციული აზოტემიით.

  • 14. 
    მინერალური მარილები განაპირობებენ სისხლის ოსმოსურ წნევას, რომლის სიდიდე ნორმაში არის:
    • A. 

      4,6-5,6 ატმ.

    • B. 

      5,6-6,6 ატმ.

    • C. 

      3,6-4,6 ატმ.

    • D. 

      6,6-7,6 ატმ.

  • 15. 
    ხსნარს, რომლის ოსმოსური წნევა ტოლია სისხლის ოსმოსური წნევისა ეწოდება:
    • A. 

      იზოტონური ხსნარი (ფიზიოლოგიური ხსნარი).

    • B. 

      ჰიპერტონული ხსნარი (ფიზიოლოგიური ხსნარი).

    • C. 

      ჰიპოტონური ხსნარი (ფიზიოლოგიური ხსნარი).

    • D. 

      ოსმოტონური ხსნარი (ფიზიოლოგიური ხსნარი).

  • 16. 
    ორგანიზმის მჟავა-ტუტოვან წონასწორობაზე დამოკიდებულია ყველაფერი, გარდა:
    • A. 

      ფერმენტთა აქტივობის, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ინტენსივობის და მიმართულებისა.

    • B. 

      ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლის, სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ფუნქციებისა.

    • C. 

      ბიოლოგიური მემბრანების განვლადობის, ჰემოგლობინის ჟანგბადთან შეკავშირების და გამოთავისუფლების უნარისა.

    • D. 

      რეაბსორბციის, კოაგულაციის და აგლუტინაციის პროცესების, ოქსიჰემოგლობინის დისოციაციის და ჰემოლიზისა.

  • 17. 
    სისხლის აქტიური რეაქციაა:
    • A. 

      სუსტი ტუტე; pH=7,35-7,45.

    • B. 

      ნეიტრალური; pH=7,35-7,45.

    • C. 

      სუსტი ტუტე; pH=7,0-7,5.

    • D. 

      ნეიტრალური; pH=6,5-7,5.

  • 18. 
    ჰემატოკრიტის მაჩვენებელი არის:
    • A. 

      სისხლის ფორმიანი ელემენტების მოცულობითი წილი სისხლის საერთო მოცულობიდან, =40-45%.

    • B. 

      სისხლის პლაზმის მოცულობითი წილი სისხლის საერთო მოცულობიდან, =40-48%.

    • C. 

      სისხლში ერითროციტების და თრომბოციტების მოცულობითი წილი სისხლის პლაზმის მოცულობიდან, = 40-45%.

    • D. 

      სისხლში თრომბოციტების და ლეიკოციტების მოცულობითი წილი სისხლის საერთო მოცულობიდან, =40-50%.

  • 19. 
    სისხლის ონკოზური წნევა წარმოადგენს:
    • A. 

      ოსმოსური წნევის იმ ნაწილს, რომელსაც განაპირობებენ ცილები; =25-30bმმHg=0,03-0,04 ატმ.

    • B. 

      ოსმოსური წნევის იმ ნაწილს, რომელსაც განაპირობებენ ელექტროლიტები; =25-30 მმHg=0,03-0,04 ატმ.

    • C. 

      ოსმოსური წნევის იმ ნაწილს, რომელსაც განაპირობებენ მინერალური მარილები; =25-30 მმHg=0,03-0,04 ატმ.

    • D. 

      ოსმოსური წნევის იმ ნაწილს, რომელსაც განაპირობებენ შემადედებელი ფაქტორები; =25-30 მმHg=0,03-0,04 ატ

  • 20. 
    ერითროციტებში pH ტოლია:
    • A. 

      7,19-7,20

    • B. 

      7,17-7,18

    • C. 

      7,21-7,22

    • D. 

      7,35-7,45

  • 21. 
    მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა შენარჩუნდება სისხლის ბუფერული სისტემებით და რეგულირდება:
    • A. 

      ფილტვებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტით და თირკმელებით.

    • B. 

      მხოლოდ ფილტვებით.

    • C. 

      ფილტვებით და თირკმელებით.

    • D. 

      კუჭ-ნაწლავის ტრაქტით და ფილტვებით.

  • 22. 
    ჰემოგლობინის ბუფერი შეადგენს სისხლის მთლიანი ბუფერული ტევადობის:
    • A. 

      70% - ს.

    • B. 

      75% - ს.

    • C. 

      65% - ს.

    • D. 

      60% - ს.

  • 23. 
    პლაზმის ცილები ორგანიზმში მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. აღნიშნულთაგან რომელი არაა მართებული ცილების შესახებ?
    • A. 

      განაპირობებენ კოლოიდურ-ოსმოსურ (ონკოზურ) წნევას.

    • B. 

      მონაწილეობენ სისხლის შედედებაში და ნივთიერებათა ტრანსპორტირებაში.

    • C. 

      არეგულირებენ სისხლის pH-ს, წარმოქმნიან იმუნურ ანტისხეულებს.

    • D. 

      ამფოტერული თვისებების გამო განაპირობებენ წყლის ცვლას და ერითროციტების დალექვას.

  • 24. 
    სისხლის ბუფერული სისტემებია:
    • A. 

      კარბონატული, ბიკარბონატული, ფოსფატური, ერითროციტების.

    • B. 

      ბიკარბონატული, ნახშირმჟავასი, ცილოვანი, ჰემოგლობინის.

    • C. 

      ჰემოგლობინის, ფოსფატური, ბიკარბონატული, ცილოვანი.

    • D. 

      ბიკარბონატული, ცილოვანი, კარბონატული, ჰემოგლობინის.

  • 25. 
    პლაზმის შედგენილობაა:
    • A. 

      წყალი - 90%, არაორგანული ნაერთები - 1%, ორგანული ნაერთები - 9%.

    • B. 

      წყალი - 80%, არაორგანული ნაერთები - 0,5%, ორგანული ნაერთები - 14%.

    • C. 

      წყალი - 95%, არაორგანული ნაერთები - 1%, ორგანული ნაერთებია - 10%.

    • D. 

      წყალი - 90%, არაორგანული ნაერთები - 5%, ორგანული ნაერთები - 5%.

Back to Top Back to top