ჰიგიენა - წყალი (129-168)

40 Questions | Total Attempts: 105

SettingsSettingsSettings
Please wait...
 -  (129-168)

ნაწილი 1


Questions and Answers
  • 1. 
    წყლის ფაქტორთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით უნდა გადაწყდეს მისი:
    • A. 

      ხარისხისა და რაოდენობის პრობლემა

    • B. 

      ეპიდემიური თვალსაზრისით უსაფრთხოების პრობლემა

    • C. 

      ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხოების პრობლემა

    • D. 

      ქიმიური შემადგენლობისა და ფიზიკური თვისებების პრობლემა

  • 2. 
    მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში წყლის შემცველობა შეადგენს მისი სხეულის წონის:
    • A. 

      62-80%

    • B. 

      51-66%

    • C. 

      43-62%

    • D. 

      35-55%

  • 3. 
    ორგანიზმში შემავალი წყალი უჯრედის ციტოპლაზმაში, ქსოვილოვან სითხესა და სისხლის პლაზმაში ნაწილდება შემდეგნაირად:
    • A. 

      75%, 15%, 10%

    • B. 

      75%, 21%, 4%

    • C. 

      70%, 23%, 7%

    • D. 

      60%, 28%, 12%

  • 4. 
    ორგანიზმიდან წყლის გამოყოფა ხორციელდება:
    • A. 

      შარდგამომყოფი სისტემის გზით

    • B. 

      კანის, თირკმლების და ნაწლავების გზით

    • C. 

      თირკმლების, ფილტვების, ნაწლავების და კანის გზით

    • D. 

      შარდგამომყოფი სისტემითა და აორთქლებით

  • 5. 
    დასახლებული ადგილების სანიტარიული კეთილმოწყობის ხარისხს პირველ რიგში განსაზღვრავს სულ მოსახლეზე:
    • A. 

      საყოფაცხოვრებო გადანაყრების რაოდენობა

    • B. 

      მოხმარებული წყლის რაოდენობა

    • C. 

      1 მ3 ჰაერში არსებული დამაბინძურებლების რაოდენობა

    • D. 

      მწვანე ნარგავების ფართობის სიდიდე

  • 6. 
    სასმელი წყლის ნაკლებობის მიზეზებს წარმოადგენს:
    • A. 

      ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემების არასრულფასოვნება

    • B. 

      სასმელი წყლის წყაროს არასწორი შერჩევა და წყლის ხარისხის არასრულფასოვანი კორექცია

    • C. 

      ბიოსფეროს დაბინძურება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო გადანაყრებით

    • D. 

      წყლის წყაროების არათანაბარი განაწილება დედამიწაზე და მოსახლეობის რიცხვის სწრაფი ზრდა

  • 7. 
    წყალმომარაგების წყაროს შერჩევისას მხედველობაში მიიღება:
    • A. 

      წყაროს დებიტი და ქიმიურ-ფიზიკური მაჩვენებლები

    • B. 

      წყაროს დებიტი, წყლის ხარისხი და დამახასიათებელი მაჩვენებლების სტაბილურობა

    • C. 

      წყლის ხარისხი და ქიმიური, ფიზიკური და ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების სტაბილურობა

    • D. 

      წყაროს ადგილმდებარეობა, მისი დაშორება დასახლებული პუნქტიდან, დაბინძურების შესაძლებლობა

  • 8. 
    ატმოსფერულ წყლებს ახასიათებთ:
    • A. 

      დაბალი მინერალიზაცია

    • B. 

      მაღალი მინერალიზაცია

    • C. 

      არასტაბილური ქიმიური შემადგენლობა

    • D. 

      არასტაბილური ორგანოლეპტიური თვისებები

  • 9. 
    ატმოსფერული წყლების ხარისხზე გავლენას ახდენს:
    • A. 

      ადგილობრივი კლიმატური პირობები

    • B. 

      ჰაერისა და ნიადაგის სანიტარიული მდგომარეობა

    • C. 

      ჰაერის სანიტარიული მდგომარეობა

    • D. 

      ნიადაგის სანიტარიული მდგომარეობა

  • 10. 
    ზედაპირულ წყლებს:
    • A. 

      გააჩნია საფარი

    • B. 

      არ გააჩნია საფარი

    • C. 

      გააჩნია ნაწილობრივი საფარი

    • D. 

      გააჩნია დამცავი მემბრანა

  • 11. 
    ზედაპირული წყლები სანიტარიული თვალსაზრისით:
    • A. 

      ძალიან საიმედოა

    • B. 

      ძალიან არასაიმედოა

    • C. 

      მცირედ საიმედოა

    • D. 

      გამოუსადეგარია

  • 12. 
    გრუნტის წყლებს:
    • A. 

      გააჩნია მთლიანი საფარი

    • B. 

      არ გააჩნია საფარი

    • C. 

      გააჩნია ნაწილობრივი საფარი

    • D. 

      გააჩნია დამცავი აპკი

  • 13. 
    მიწისქვეშა წყლების ქიმიურ შემადგენლობასა და თვისებებს განსაზღვრავს:
    • A. 

      ნიადაგის შემადგენლობა და მისი სანიტარიული მდგომარეობა

    • B. 

      გარემოში არსებული დამაბინძურებლების ხასიათი და კონცენტრაცია

    • C. 

      ღრმა გეოლოგიური სტრუქტურები

    • D. 

      ტექნოგენური და ანთროპოგენული მიზეზები

  • 14. 
    არტეზიულ წყლებს:
    • A. 

      გააჩნია წყალგაუმტარი საფარი

    • B. 

      არ გააჩნია წყალგაუმტარი საფარი

    • C. 

      გააჩნია ნაწილობრივ წყალგაუმტარი საფარი

    • D. 

      გააჩნია ორმაგი საფარი

  • 15. 
    სპეციალური დამუშავებისა და გაუვნებლობის გარეშე სასმელად გამოიყენება შემდეგი წყლები:
    • A. 

      მიწისზედა

    • B. 

      ზედაპირული

    • C. 

      გრუნტის

    • D. 

      არტეზიული

  • 16. 
    მიწისზედა წყლები შეიძლება იყოს:
    • A. 

      მაღალმინერალიზებული

    • B. 

      დაბალმინერალიზებული

    • C. 

      მარილიანი და მტკნარი

    • D. 

      მტკნარი

  • 17. 
    წყლის თვითგაწმენდის უნარი გულისხმობს:
    • A. 

      გასუფთავებას ტოქსიური ქიმიური ნივთიერებებისაგან, პათოგენური მიკრობებისაგან, წყლის თვისებების კორეგირებას

    • B. 

      რადიოაქტიური ელემენტების კუმულირებას წყლის ორგანიზმების მიერ, ორგანული სიბინძურის დაჟანგვას, მზის რადიაციის ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას

    • C. 

      წყლის ორგანიზმების სახეობათაშორის ბრძოლას, ორგანული შენაერთების დაჟანგვას, მზის ინფრაწითელი რადიაციის მოქმედებას, წყლის გაუვნებლობას სადეზინფექციო საშუალებებით და ორგანოლეპტიური თვისებების კორეგირებას

    • D. 

      შეწონილი ნაწილაკების განზავებას და დალექვას, წყლის ორგანიზმების სახეობათაშორის ბრძოლას, ორგანული შენაერთების დაჟანგვას და მინერალიზაციას, მზის რადიაციის ულტრაიისფერი სპექტრის ბაქტერიოციდულ მოქმედებას

  • 18. 
    საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლები დიდი რაოდენობით შეიცავს:
    • A. 

      მძიმე მეტალებს, ნავთობპროდუქტებს

    • B. 

      პესტიციდებს, ინფექციურ აგენტებს

    • C. 

      რადიონუკლიდებს

    • D. 

      მიკროორგანიზმებს, ბიოგენურ ელემენტებს

  • 19. 
    სამრეწველო ნახმარი წყლები დიდი რაოდენობით შეიცავს:
    • A. 

      რადიონუკლიდებს, ბიოგენურ ელემენტებს

    • B. 

      ინფექციურ აგენტებს, პესტიციდებს, მინერალურ სასუქებს

    • C. 

      მძიმე მეტალებს, 3,4-ბენზპირენს, ნავთობპროდუქტებს

    • D. 

      პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ინფექციურ აგენტებს

  • 20. 
    სასოფლო-სამეურნეო ნახმარი წყლები დიდი რაოდენობით შეიცავს:
    • A. 

      ცხოველური წარმოშობის ორგანულ ნივთიერებებს, პესტიციდებს, მინერალურ სასუქებს, ინფექციურ აგენტებს

    • B. 

      ნავთობპროდუქტებს, ფენოლის შენაერთებს, მინერალურ და ორგანულ მჟავებს

    • C. 

      პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბიოგენურ ელემენტებს

    • D. 

      პესტიციდებს, მინერალურ სასუქებს, ნავთობპროდუქტებს, ბიოგენურ ელემენტებს

  • 21. 
    სასმელი წყლის მინერალურმა შემადგენლობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი დაავადებების განვითარება:
    • A. 

      ინფექციური

    • B. 

      არაინფექციური

    • C. 

      ანთროპოზოონოზური

    • D. 

      სისტემური

  • 22. 
    მშრალი ნაშთი წარმოადგენს ინტეგრალურ მაჩვენებელს წყლის:
    • A. 

      საერთო მინერალიზაციის

    • B. 

      ქიმიური შემადგენლობის

    • C. 

      მიკრობიოლოგიური მახასიათებლების

    • D. 

      სანიტარიულ-ქიმიური მახასიათებლების

  • 23. 
    მშრალი ნაშთის ფიზიოლოგიურად დასაშვები მაქსიმალური დონე შეადგენს:
    • A. 

      50 მგ\ლ

    • B. 

      100 მგ\ლ

    • C. 

      500 მგ\ლ

    • D. 

      1000 მგ\ლ

  • 24. 
    სიხისტე ასახავს წყალში უპირატესად შემდეგი იონების შემცველობას:
    • A. 

      კალიუმისა და ნატრიუმის

    • B. 

      კალციუმისა და მაგნიუმის

    • C. 

      კალიუმისა და კალციუმის

    • D. 

      მაგნიუმისა და ნატრიუმის

  • 25. 
    ხისტი წყლის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს შემდეგი დაავადების განვითარებას:
    • A. 

      ოსტეოქონდროზის

    • B. 

      ნეფრიტის

    • C. 

      კენჭოვანი დაავადების

    • D. 

      პიელონეფრიტის

Back to Top Back to top