საბოლოო ისტორია ვიქტორინა კითხვები Quiz

20 | Total Attempts: 14763

SettingsSettingsSettings
Please wait...
    Quiz

მოცემული ტესტები შედგენილია  გამოცდების პროგრამის შესაბამისად  


Questions and Answers
  • 1. 
    რომელი არგუმენტი გამოდგება გეორგიევსკის ტრაქტატის დადების საწინააღმდეგო პოზიციის გასამტკიცებლად? 
    • A. 

      ქართლ-კახეთის სამეფოს კანონები შეუსაბამეს რუსეთის კონსტიტუციას;

    • B. 

      ტრაქტატის თანახმად, ქართლ-კახეთში დაწესდა საეგზარქოსო;

    • C. 

      დაწესდა საგანგებო გადასახადი საიმპერატორო კარის სასარგებლოდ;

    • D. 

      ხელშეკრულების პირობები ზღუდავდა ქართლ-კახეთის სამეფოს სუვერენიტეტს

  • 2. 
    როდის და ვის მიერ იქნა მიღებული მანიფესტი, რომლითაც ცხადდებოდა ქართლ-კახეთის სამედოს ანექსირება რუსეთის მიერ?
    • A. 

      პავლე I-ის მიერ, 1801 წლის 18 იანვარს

    • B. 

      პეტრე I-ის მიერ, 1802 წლის 18 თებერვალს

    • C. 

      პავლე I-ის მიერ, 1801 წლის 18 თებერვალს

    • D. 

      პავლე I-ის მიერ, 1802 წლის 18 იანვარს

  • 3. 
    რომელი მოსაზრება არაა მართებული 1924 წლის აჯანყების დამარცხების მიზეზებთან დაკავშირებით? 
    • A. 

      საბჭოთა ხელისუფლებას ჯერ კიდევ აჯანყებამდე ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი შეიარაღებული გამოსვლის შესახებ;

    • B. 

      დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრების ემიგრაციაში წასვლამ ხელი შეუშალა აჯანყების მომზადებას;

    • C. 

      საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა აჯანყების მზადებასთან დაკავშირებული არაერთი პირი;

    • D. 

      აჯანყებულები შეუთანხმებელად მოქმედებდნენ

  • 4. 
    რომელია ნაპოლეონის ის ბრძოლა, რომლის სახელიც მარცხის სინონიმად იქცა? 
    • A. 

      აუსტერლიცის;

    • B. 

      ვერდენის;

    • C. 

      სადოვას;

    • D. 

      ვატერლოოს.

  • 5. 
    რა სახით შეუწყო ხელი განვითარებული მრეწველობის არსებობამ ჩრდილოეთის შტატების გამარჯვებას აშშ-ის სამოქალაქო ომში? 
    • A. 

      მოხდა მრეწველობაში დასაქმებული მრავალრიცხოვანი მონების ჯარში გაწვევა;

    • B. 

      ადვილად მოხერხდა ქვემეხებისა და თვითმფრინავების გამოშვების ორგანიზება;

    • C. 

      მრეწველობაში დასაქმებული განათლებული ფერმერები კარგი ოფიცრები გახდნენ;

    • D. 

      ჩრდილოელთა ჯარი კარგად მარაგდებოდა იარაღითა და ტყვია-წამალით.

  • 6. 
    სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა ტამპლიერთა ორდენის განადგურება?
    • A. 

      იერუსალიმის სამეფოს დაცემამ;

    • B. 

      ორდენის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდამ;

    • C. 

      ჯვაროსნული ლაშქრობების შეწყვეტამ;

    • D. 

      რეფორმაციის დროს პროტესტანტებთან დაპირისპირებამ

  • 7. 
    ჩამოთვლილთაგან ვინ მიეკუთვნებოდა თერგდალეულებს? 
    • A. 

      ნოე ჟორდანია;

    • B. 

      ფილიპე მახარაძე;

    • C. 

      ნიკო ნიკოლაძე;

    • D. 

      გრიგოლ ორბელიანი

  • 8. 
     რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში არ მიიღეს საქართველო 1920 წელს?
    • A. 

      ანტანტაში;

    • B. 

      ერთა ლიგაში;

    • C. 

      თავისუფალ ერთა კავშირში;

    • D. 

      გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.

  • 9. 
    რა ფაქტი მიუთითებს გიორგი V-ის დროს საქართველოს გავლენისა და ავტორიტეტის ზრდაზე? 
    • A. 

      საქართველოს ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოთა დიპტიხტში მესამე ადგილი დაიკავა;

    • B. 

      ქართველებს დაუბრუნდათ მუსლიმთა მიერ მიტაცებული იერუსალიმის ჯვრის მონასტერი;

    • C. 

      რომის პაპმა საქართველოს მეფეს მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა შესთავაზა;

    • D. 

      საქართველომ შეძლო ოსმალთაგან მიტაცებული ტაო-კლარჯეთის დაბრუნება.

  • 10. 
    სხვა მიზეზებთან ერთად რამ განაპირობა ბერძნული კოლონიზაცია? 
    • A. 

      კონფლიქტებმა პოლისებში;

    • B. 

      საერთაშორისო ვაჭრობის დაკნინებამ;

    • C. 

      სპარსელთა შემოსევებმა;

    • D. 

      მონოთეისტური კულტის გავრცელებამ.

  • 11. 
    რამ განაპირობა, სხვა მიზეზებთან ერთად, ჯვაროსნული ლაშქრობის  დაწყება? 
    • A. 

      ასწლიანი ომის დამთავრებამ

    • B. 

      ბიზანტიის იმპერიის განადგურებამ

    • C. 

      დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა

    • D. 

      მუსლიმთა მიერ იერუსალიმის ფლობამ

  • 12. 
    საფრანგეთის ისტორიის რა პერიოდს ასახავს პარიზის ერთ-ერთი ქუჩის ფოტო?
    • A. 

      დე გოლის მმართველობის;

    • B. 

      მეორე იმპერიის

    • C. 

      პირველი რესპუბლიკის;

    • D. 

      ნაცისტური ოკუპაციის.

  • 13. 
    რომელი სახელმწიფოს ძლიერების ხანაა ასახული რუკაზე?
    • A. 

      სეფიანთა ირანის;

    • B. 

      ოქროს ურდოს;

    • C. 

      ოსმალთა იმპერიის;

    • D. 

      სელჩუკთა სასულთნოს.

  • 14. 
    რა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა წარმოდგენილი პლაკატი?
    • A. 

      ომში გაიმარჯვა „ანტანტამ“;

    • B. 

      „ცივი ომი“ დამთავრდა;

    • C. 

      ფრანკოს რეჟიმი განადგურდა;

    • D. 

      სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი მოკავშირეები არიან.

  • 15. 
    რა მოვლენას ეძღვნება პოლიტიკური შარჟი?
    • A. 

      სოციალისტური ბანაკის დაშლას;

    • B. 

      საერთაშორისო განიარაღებას;

    • C. 

      გლობალიზაციას;

    • D. 

      ცივ ომს.

  • 16. 
    რაში მდგომარეობს პოლიტიკური შარჟის იდეა?
    • A. 

      მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის მიუხედავად, სახელმწიფოები მაინც მეტოქეებად რჩებიან;

    • B. 

      ყველა არსებული ტოტალიტარული რეჟიმი მუდმივად ერთმანეთის მოკავშირეა;

    • C. 

      კომუნიზმი და ნაციზმი ერთი და იმავე იდეოლოგიის ორი კონკრეტული გამოვლინებაა;

    • D. 

      მიუნხენის შეთანხმების პირობებმა ძველი მტრები აიძულა მცირე ხნით შერიგებულიყვნენ.

  • 17. 
    ვისი მეფობის დროინდელი საქართველოს სამეფოა ასახული რუკაზე?
    • A. 

      ბაგრატ III-ის;

    • B. 

      ალექსანდრე V-ის;

    • C. 

      თამარის;

    • D. 

      დავით III-ის.

  • 18. 
    რომელ წელს ჩატარდა ქ. ნიკეში პირველ მსოფლიო საეკლესიო კრება?
    • A. 

      326

    • B. 

      327

    • C. 

      325

    • D. 

      328

  • 19. 
    რომელ წელს გაანადგურეს ურარტუს სამეფო მიდიელებმა?
    • A. 

      580

    • B. 

      595

    • C. 

      590

    • D. 

      599

  • 20. 
    რომელ წელს მოკვეთეს მეფე ლუი XVI-ს თავი ახლად გამოგონებული მექანიზმით, გილიოტინით?
    • A. 

      1793

    • B. 

      1724

    • C. 

      1812

    • D. 

      1678

Back to Top Back to top