ქართული ლიტერატურა (ძველი ქართული)

85 | Total Attempts: 799

SettingsSettingsSettings
Please wait...
ქართული ლიტერატურა (ძველი ქართული)

Questions and Answers
  • 1. 
      რას საქმიანობდა დავით გურამიშვილი გატაცებამდე?
    • A. 

      ხორცს ჭრიდა,მუშისთვის საჭმელი ,რომ მოემზადებინა.

    • B. 

      მდინარეში ბანაობდა.

    • C. 

      მდინარეზე ჩავიდა პირის დასაბანად.

    • D. 

      სანადიროდ მიდიოდა.

  • 2. 
    იყო ხელმწიფე ერთი, საქმენი რომლის  არავისგან მოიგონებიან, რომელსა სიკეთისა და სიქველისაგან ეგოდენი მოწყალებანი შეეკრიბნა გულსა თვისსა ... "  რას ნიშნავს ხაზგასმული შესიტყვება?  
    • A. 

      არავინ მოიგონებდა;

    • B. 

      გონებით ვერავინ მისწვდებოდა

    • C. 

      არავის ეგონა;

    • D. 

      გაგონილი ჰქონდა.

  • 3. 
       სად წაიყვანეს ლეკებმა გურამიშვილი?
    • A. 

      ასტრახანში

    • B. 

      ჩეჩნეთში

    • C. 

      ოსოქოლოში

    • D. 

      რუსეთში

  • 4. 
       რას  უპირებდნენ დატყვევებულ გურამიშვილს?
    • A. 

      ცემას

    • B. 

      მოკვლას

    • C. 

      დამონებას

    • D. 

      გაყიდვას

  • 5. 
          ავთანდილის რა თვისება ჩანს სიტყვებში:                ,, მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,               მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები ''. ​
    • A. 

      სიკეთე

    • B. 

      თავმდაბლობა

    • C. 

      მონანიება

    • D. 

      ანგარება

  • 6. 
       მისცა მეფესა ძე ესეთი, რომე სინათლითა მზე მოშურნეობდა, ათხუთმეტისა დღისა მთვარე ნათელსა მისგან ითხოვდა...რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული მოცემულ ფრაგმენტში? 
    • A. 

      ეპითეტი;

    • B. 

      შედარება;

    • C. 

      ჰიპერბოლა

    • D. 

      მეტაფორა.

  • 7. 
    რომელ მხატვრულ საშუალებას იყენებს ავტორი?,,მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად.’’ 
    • A. 

      ჰიპერბოლა

    • B. 

      გაპიროვნება

    • C. 

      შედარებას

    • D. 

      მეტაფორა

  • 8. 
        ლეონის აზრით, რას ემსგავსება მეფის სამსახურში მყოფი კაცი:
    • A. 

      კრავს

    • B. 

      სანთელს

    • C. 

      ნაკვერჩხალს

    • D. 

      მონას

  • 9. 
       მეფის მიერ გაგზავნილ რომელ მოხელეს გაჰყვა ჯუმბერი სასახლეში?
    • A. 

      მესტუმრეთუხუცესს

    • B. 

      მოლარეს

    • C. 

      ვაზირს

    • D. 

      დარბაზთუხუცესს

  • 10. 
    დაასრულეთ დ.გურამიშვილის ლექსის სტრიქონი: „კარგს კაცს ვითარ დავუკარგო......“?
    • A. 

      „კარგი როგორ უნდა ვაქო“

    • B. 

      „ ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო“

    • C. 

      „ რაც რამ სიკარკაცე აქო“

    • D. 

      “ თუკი ვინმე სადმე აქო“

  • 11. 
    დ.გურამიშვილის აზრთ, რა გახდა ქართვლების უბედურების მიზეზი?
    • A. 

      ტერიტორიული სიმცირე

    • B. 

      რუსული ორიენტაცია

    • C. 

      ცოდვის მორევში ჩავარდნა

    • D. 

      მეფეთა უვარგისობა

  • 12. 
       როგორ შეარჩია ფინეზ მეფემ შვილის აღმზრდელი?
    • A. 

      რუქამ შეარჩია ვეზირებს შორის

    • B. 

      სედრაქმა შეარჩია კარისკცებს შორის

    • C. 

      მეფემ ნადირობისას იხილა უცხო ჭაბუკი ლეონი, მოეწონა და შვილის აღზრდა სთხოვა

    • D. 

      ფინეზს სიზმარში გამოეცხადა უცხო ჭაბუკი ლეონი და მეფეს შვილის აღზრდა შესთავაზა

  • 13. 
    სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისას” მიხედვით, ვინ უსურვა უფლისწულ ჯუმბერს “გულისხმიერება ვირისა, ერთგულება ძაღლისა და ძალი ჯინჭველისა”?
    • A. 

      ფინეზმა

    • B. 

      რუქამ

    • C. 

      სედრაქმა

    • D. 

      ლეონმა

  • 14. 
    ვისი  სიტყვებია: “რაც სალარო გაქვს, თუ არ იხმარებ, ქვა და ოქრო სწორია კაცთათვის”?
    • A. 

      ლეონის

    • B. 

      რუქასი

    • C. 

      სედრაქის

    • D. 

      ჯუმბერის

  • 15. 
    ვინ იგულისხმება დავით გურამიშვილის ამ სიტყვებში:“მიმიყვანეს, არა ღირსთა ღირსეულად მამსახურეს,არც მასვეს და არც მაჭამეს. . . . . . . . . . . . . . . .”?
    • A. 

      რუსები

    • B. 

      პრუსიელები

    • C. 

      ლეკები

    • D. 

      ქარტველები

  • 16. 
     რა არის, როსტევანის აზრით , ყველა ჭირზე უარესი?
    • A. 

      მარტოსულობა,

    • B. 

      უძეობა

    • C. 

      სიბერე.

    • D. 

      სიღარიბე.

  • 17. 
    რა მართალი არაკი წერია ჩინეთში ქვაზე?
    • A. 

      "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი "

    • B. 

      "ვინც მოყვარესა არ ეძებს ,იგი თავისა მტერია"

    • C. 

      "სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი"

    • D. 

      "ოდეს ტურფა გაიაფდეს არღარა ღირს არცა ჩირად"

  • 18. 
    რატომ თვლიდა ტარიელი, რომ უსამართლო იყო ფარსადანის გადაწყვეტილება – ინდოეთის ტახტზე ხვარაზმშას ძე მოეწვია?
    • A. 

      ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ინდოეთის მეშვიდე სამეფოს გადავცემო;

    • B. 

      ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ინდოეთის მთავარსარდლობას ვუბოძებო;

    • C. 

      ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ჩემს ქალიშვილს მივათხოვებო;

    • D. 

      ფარსადანი სარიდანს დაჰპირდა, შენს ვაჟიშვილს ტახტის მემკვიდრედ გავზრდიო;

  • 19. 
    „რა ცნა მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა...“.  რომელი ციტატით აიხსნება ტარიელის ამგვარი საქციელი?
    • A. 

      „ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!“

    • B. 

      „ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე.“

    • C. 

      „აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.“

    • D. 

      „სხვასა მხარეს გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.“

  • 20. 
     რატომ თვლიდა ნესტანი, რომ ტარიელმა მისთვის მიცემულ ფიცს უღალატა? 
    • A. 

      ტარიელი ესწრებოდა თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

    • B. 

      ტარიელი ესწრებოდა თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფეს შეიარაღებული წინააღმდეგობით დაემუქრა.

    • C. 

      ტარიელი ესწრებოდა თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და მეფეს ხვარაზმშას ვაჟის ჩამოყვანა ურჩია.

    • D. 

      ტარიელი ესწრებოდა თათბირს ნესტანის გათხოვების თაობაზე და თქვა, ინდოეთის მეშვიდე სამეფოს არ დავთმობო.

  • 21. 
    რომელი პერსონაჟია ამგვარად დახასიათებული: ,,ნაკვთად კარგი, შავგვრემანი, პირ-მსუქანი, არ-პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი“.
    • A. 

      ტარიელი;

    • B. 

      ავთანდილი;

    • C. 

      ნესტანი;

    • D. 

      ფატმანი;

  • 22. 
    რად მიაჩნია დ. გურამიშვილს ქართველებზე მოვლენილი ღვთის რისხვა? 
    • A. 

      გაფრთხილებად;

    • B. 

      ქართველთა ცოდვების პასუხად;

    • C. 

      ვახტანგ მეფის მცდარი პოლიტიკის პასუხად;

    • D. 

      დაუმსახურებელ სასჯელად.

  • 23. 
    სად  შეაფარა  დავითმა  სეტყვისას  თავი?
    • A. 

      მონადირეთა ქოხში

    • B. 

      მწყემსების ფარდულში

    • C. 

      ხის ქვეშ

    • D. 

      გამოქვაბულში

  • 24. 
       რა მიართვა ჯუმბერმა მეფეს ისეთი, რითაც შეახსენა, რომ მეფეც მოკვდავია? 
    • A. 

      ქვა

    • B. 

      მიწა

    • C. 

      ოქრო

    • D. 

      სანთელი

  • 25. 
    გაიხსენეთ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“.ვინ განაგებდა ინდოეთის მეშვიდე სამეფოს?
    • A. 

      როსტევანი

    • B. 

      ფარსადანი

    • C. 

      სარიდანი

    • D. 

      რამაზი

Back to Top Back to top