|ლეიკოციტების, |ლიმფური |კვანძების, |ელენთისა |და |თიმუსის |პათოლოგიები

30 Questions | Total Attempts: 53

SettingsSettingsSettings
Please wait...
|, | |, | | | |

GOOD LUCK!


Questions and Answers
  • 1. 
    1. რა არის ლეიკოპენია? 
    • A. 

      1. მოცირკულაციე ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

    • B. 

      2. ლეიკოციტების რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში;

    • C. 

      3. ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცირება პერიფერიულ სისხლში;

    • D. 

      4. ერითროციტების და ჰემოგლობინის შემცველობის გაზრდა.

  • 2. 
    2. რა არის ნეიტროპენია?
    • A. 

      2. ნეიტროფილური ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

    • B. 

      1. მოცირკულაციე ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შემცირება;

    • C. 

      3. ლეიკოციტების საერთო რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში;

    • D. 

      4. ნეიტროფილური ლეიკოციტების რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში;

    • E. 

      5. ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცირება პერიფერიულ სისხლში

  • 3. 
    3. რა არის ლიმფოპენია? 
    • A. 

      3. ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება;

    • B. 

      2. ნეიტროფილური ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;

    • C. 

      1. მოცირკულაციე ლეიკოციტების საერთო რაოდენობის შემცირება;

    • D. 

      4. ლეიკოციტების საერთო რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში;

    • E. 

      5. ლიმფოციტების რაოდენობის მომატება პერიფერიულ სისხლში;

  • 4. 
    4. ლიმფური კვანძის რეაქციული ჰიპერპლაზია _ ფოლიკულური ჰიპერპლაზია წარმაოდგენს მორფოლოგიურ გამოხატულებას: 
    • A. 

      4. ჰუმორული იმუნური მექანიზმების აქტივაციის (B­-უჯრედული იმუნორეაქტიულობის)

    • B. 

      3. ნეკროზული ლიმფადენიტის;

    • C. 

      2. გრანულომური ლიმფადენიტის;

    • D. 

      1. უჯრედული იმუნური მექანიზმების აქტივაციის (T-­უჯრედული იმუნორეაქტიულობის);

  • 5. 
    5. ლიმფური კვანძის რეაქციული ჰიპერპლაზია _ პარაკორტიკული ლიმფოიდური ჰიპერპლაზია წარმაოდგენს მორფოლოგიურ გამოხატულებას: 
    • A. 

      1. უჯრედული იმუნური მექანიზმების აქტივაციის (T-­უჯრედული იმუნორეაქტიულობის);

    • B. 

      2. გრანულომური ლიმფადენიტის;

    • C. 

      3. ნეკროზული ლიმფადენიტის;

    • D. 

      4. ჰუმორული იმუნური მექანიზმების აქტივაციის (B-­უჯრედული იმუნორეაქტიულობის)

  • 6. 
    6. ლიმფური კვანძის რეაქციული ჰიპერპლაზიის მორფოლოგიურ გამოხატულებებს არ მიეკუთვნება:
    • A. 

      2. ლიმფურ კვანძში, ფიბროზით განპირობებული კვანძოვანი სკლეროზი;

    • B. 

      3. პარაკორტიკული ლიმფოიდური ჰიპერპლაზია;

    • C. 

      4. სინუსური ჰოსტიოციტოზი (რეტიკულური ჰიპერპლაზია)

    • D. 

      1. ფოლიკულური ჰიპერპლაზია;

  • 7. 
    7. ლიმფომა წარმოადგენს: 
    • A. 

      3. ლიმფოციტების სიმსივნურ პროლიფერაციას ლიმფურ კვანძებში;

    • B. 

      2. ლეიკოციტების რაოდენობის მომატებას პერიფერიულ სისხლში;

    • C. 

      1. ლიმფური კვანძის რეაქციულ ჰიპერპლაზიას;

    • D. 

      4. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას პერიფერიულ სისხლში.

  • 8. 
    8. ანსხვავებენ ლიმფომების შემდეგ სახეებს: 
    • A. 

      4. ჰოჯკინის და არაჰოჯკინის.

    • B. 

      3. სიმსივნური და არასიმსივნური;

    • C. 

      1. მწვავე და ქრონიკული;

    • D. 

      2. კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი;

  • 9. 
    9. ლიმფოიდური სიმსივნეების ძირითად ჯგუფებს არ განეკუთვნება: 
    • A. 

      5. წვრილუჯრედული კარცინომები;

    • B. 

      2. პერიფერიული B უჯრედების სიმსივნეები;

    • C. 

      3. წინამორბედი T უჯრედების სიმსივნეები;

    • D. 

      4. პერიფერიული T და NK უჯრედული სიმსივნეები;

    • E. 

      1. წინამორბედი B უჯრედების სიმსივნეები;

    • F. 

      6. ჰოჯკინის ლიმფომა.

  • 10. 
    10. ლიმფომის საბოლოო დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია: 
    • A. 

      1. ლიმფური კვანძის ჰისტოლოგიური გამოკვლევა;

    • B. 

      2. პერიფერიული სისხლის გამოკვლევა;

    • C. 

      3. კლინიკური სურათის ანალიზი;

    • D. 

      4. ღვიძლის ბიოპტატის გამოკვლევა.

  • 11. 
    11. წინამორბედი B და T უჯრედების სიმსივნეები შედგება: 
    • A. 

      2. პრე­ B და პრე­ T ლიმფოციტებისგან;

    • B. 

      1. B და T ლიმფოციტებისგან;

    • C. 

      3. ატიპური ბრტყელი ეპითელური უჯრედებისგან;

    • D. 

      4. ატიპური ფიბრობლასტებისაგნ.

  • 12. 
    12. პრე­ B და პრე­ T ლიმფოციტების დიფერენცირება შესაძლებელია: 
    • A. 

      3. იმუნოჰისტოქიმიური ფენოტიპირების მიხედვით;

    • B. 

      1. ჰისტოლოგიურად ჰემატოქსილინითა და ეოზინით შეღებილ ანათლებში;

    • C. 

      2. ჰისტოლოგიურად პიკრო­ფუქსინით, ვან­გიზონის მეთოდით შეღებილ ანათლებში;

    • D. 

      4. ციტოლოგიური გამოკვლევით.

  • 13. 
    13. ლეიკოციტების სიმსივნური პროლიფერაციის ეტიოეგნეზში ნაკლებად მნიშვნელოვანია: 
    • A. 

      4. C ჰეპატიტის ვირუსი.

    • B. 

      2. Epstein-Barr-­ის ვირუსი;

    • C. 

      3. Kaposi-ის სარკომის ჰერპესის ვირუსი;

    • D. 

      1. HTLV­1 (human T-cell leukemia virus);

  • 14. 
    14. მრავლობითი მიელომა ხასიათდება:
    • A. 

      1. მრავლობითი სიმსივნეების განვითარებით ჩონჩხის ძვლებში;

    • B. 

      2. მრავლობითი სიმსივნეების განვითარებით კუნთებში;

    • C. 

      3. მრავლობითი სიმსივნეების განვითარებით სასუნთქ გზებში;

    • D. 

      4. მრავლობითი სიმსივნეების განვითარებით საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

  • 15. 
    15. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით ლიმფოიდური სიმსივნეების ჯგუფებს არ განეკუთვნება: 
    • A. 

      2. ცენტრალური B­ და T ­უჯრედული სიმსივნეები;

    • B. 

      1. წინამორბედი B უჯრედების სიმსივნეები;

    • C. 

      3. პერიფერიული B­უჯრედული სიმსივნეები;

    • D. 

      4. წინამორბედი T უჯრედების სიმსივნეები;

    • E. 

      5. პერიფერიული თ­ და NK­უჯრედული სიმსივნეები;

    • F. 

      6. ჰოჯკინის ლიმფომა

  • 16. 
    16. მრავლობითი მიელომის სიმსივნურ  უჯრედებს წარმოადგენენ:
    • A. 

      3. პლაზმოციტები;

    • B. 

      2. მიელობლასტები;

    • C. 

      1. T ლიმფოციტები;

    • D. 

      4. ერითრობლასტები;

    • E. 

      5. მეგაკარიობლასტები

  • 17. 
    17. ჰოჯკინის ლიმფომა შეიცავს: 
    • A. 

      4. Reed-Stenberg-ის გიგანტურ უჯრედებს;

    • B. 

      3. Langhans-ის უჯრედებს

    • C. 

      2. უცხო სხეულის მრავალბირთვიან გიგანტურ უჯრედებს;

    • D. 

      1. მრავალბირთვიან გიგანტურ Langhans-ის უჯრედებს;

  • 18. 
    18. ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომების დიფერენციაცია შესაძლებელია: 
    • A. 

      1. ლიმფური კვანძების ჰისტოლოგიური გამოკვლევით;

    • B. 

      2. რენტგენოლოგიური გამოკვლევით;

    • C. 

      3. ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით;

    • D. 

      4. შარდისა და სისხლის ანალიზით

  • 19. 
    19. მიელოიდური სიმსივნეების ძირითად ჯგუფებს მიეკუთვნება: 
    • A. 

      2. ლიმფობლასტური ლეიკემია;

    • B. 

      1. მწვავე მიელოგენური ლეიკემია;

    • C. 

      3. მიელოდისპლაზიური სინდრომები;

    • D. 

      4. ქრონიკული მიელოპროლიფერაციული დარღვევები.

  • 20. 
    20. ლეიკემიების დროს მიელობლასტური და ლიმფობლასტური უჯრედების დიფერენციაცია ხდება: 
    • A. 

      1. ჰისტოლოგიურად

    • B. 

      2. ჰისტოქიმიურად;

    • C. 

      3. იმუნოჰისტოქიმიურად;

    • D. 

      4. ციტოლოგიურად

  • 21. 
    21. ქრონიკულ მიელოპროლიფერაციულ პროცესებს არ განეკუთვნება: 
    • A. 

      3. ესენციური თრომბოციტოპენია;

    • B. 

      2. ჭეშმარიტი პოლიციტემია;

    • C. 

      1. ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია;

    • D. 

      4. პირველადი მიელოფიბროზი;

    • E. 

      5. მწვავე მიელოგენური ლეიკემია.

  • 22. 
    22. პირველადი მიელოფიბროზისთვის დამახასიათებელია: 
    • A. 

      4. ძვლის ტვინის ობლიტერაციული ფიბროზი.

    • B. 

      2. ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი მომატება პერიფერიულ სისხლში;

    • C. 

      3. ძვლის ტვინის ჭარბუჯრედიანობა;

    • D. 

      1. ძვლის ტვინში ჰემოპოეზის გაძლერება;

  • 23. 
    23. ჰიპერსპლენიზმის სინდრომი ხასიათდება: 
    • A. 

      1. ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზიით დიაფრაგმის ერთ მხარეს;

    • B. 

      2. სპლენომეგალიით;

    • C. 

      3. ანემიით, ლეიკემიითა და თრომბოციტოპენიით;

    • D. 

      4. სპლენექტომიის შემდეგ ციტოპენიის კორექციით

  • 24. 
    24. შეგუბებითი სპლენომეგალია გამოწვეულია:
    • A. 

      2. ქრონიკული ვენური ჰიპერემიით ელენთაში;

    • B. 

      4. ტუბერკულოზით

    • C. 

      3. ჰოჯკინის ლიმფომით;

    • D. 

      1. ელენთის მაგისტრალური არტერიის თრომბოზით;

  • 25. 
    25. ჰოჯკინის ლიმფომის ტიპებს არ განეკუთვნება: 
    • A. 

      5. წვრილუჯრედული ტიპი;

    • B. 

      4. ლიმფოციტების გამოლევით მიმდინარე კლასიკური ტიპი;

    • C. 

      3. ლიმფოციტებით მდიდარი კლასიკური ტიპი;

    • D. 

      6. ლიმფოციტების სიჭარბით მიმდინარე ტიპი.

    • E. 

      2. შერეულუჯრედული კლასიკური ტიპი;

    • F. 

      1. კვანძოვანი სკლეროზი, კლასიკური ტიპი;

Back to Top Back to top