Abdomen 61-90

30 Questions

Settings
Please wait...
Questions and Answers
  • 1. 
    ღვიძლის კარში არსებული წარმონაქმნების ურთიერთობა:
    • A. 

      მარცხნივ ღვიძლის არტერია, მარჯვნივ—ღვიძლის სადინარი, მათ შორის და უკან—კარის ვენა

    • B. 

      მარცხნივ მდებარეობს ღვიძლის საკუთარი არტერია, მარჯვნივ—ღვიძლის სადინარი, მათ შორის ღვიძლის ვენა

    • C. 

      მარცხნივ მდებარეობს ღვიძლის არტერია, მარჯვნივ—ღვიძლის სადინარი, მათ შორის კარის ვენა

    • D. 

      მარცხნივ—ღვიძლის საერთო არტერია, მარჯვნივ—ღვიძლის სადინრები

  • 2. 
    ღვიძლის მარცხენა წილის ვისცერალურ ზედაპირს ეხება:
    • A. 

      კუჭი

    • B. 

      განივი კოლინჯი და კოლინჯის მარჯვენა ნაკეცი

    • C. 

      კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი

    • D. 

      განივი კოლინჯი და მარჯვენა თირკმელი

  • 3. 
    ღვიძლის კვადრატული წილის ვისცერული ზედაპირი ეხება:
    • A. 

      თორმეტგოჯა ნაწლავს

    • B. 

      განივ კოლინჯსა და კოლინჯის მარჯვენა ნაკეცს

    • C. 

      კოლინჯის მარჯვენა ნაკეცსა და თორმეტგოჯა ნაწლავს

    • D. 

      კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს

  • 4. 
    ღვიძლის მარჯვენა წილის ვისცერულ ზედაპირს ეხება:
    • A. 

      განივი კოლინჯი, კოლინჯის მარჯვენა ნაკეცი, მარჯვენა თირკმელი და თირკმელზედა ჯირკვალი

    • B. 

      თორმეტგოჯა ნაწლავი

    • C. 

      კუჭი

    • D. 

      განივი კოლინჯი, კოლინჯის მარჯვენა ნაკეცი და თორმეტგოჯა ნაწლავი

  • 5. 
    რომელი იოგებია გადაჭიმული ღვიძლსა და სხვა ორგანოებს შორის:
    • A. 

      ღვიძლ-კუჭის იოგი, ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგი

    • B. 

      ღვიძლ-კუჭის იოგი, ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგი, ნამგლისებრი იოგი

    • C. 

      მრგვალი და ნამგლისებრი იოგები

    • D. 

      გვირგვინოვანი და სამკუთხა იოგები

  • 6. 
    ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგის სისქეში მოთავსებულია:
    • A. 

      მარცხნივ—ღვიძლის საკუთარი არტერია, მარჯვნივ—ნაღვლის საერთო სადინარი, მათ შორის და უკან—კარის ვენა

    • B. 

      მარცხნივ—ღვიძლის საერთო არტერია, მარჯვნივ—ნაღვლის საერთო სადინარი, მათ შორის და უკან—კარის ვენა

    • C. 

      მარცხნივ—ღვიძლის საერთო არტერია, მარჯვნივ—ნაღვლის საერთო სადინარი, მათ შორის კარის ვენა

    • D. 

      მარცხნივ—ღვიძლის საკუთარი არტერია, მარჯვნივ—ნაღვლის საერთო სადინარი

  • 7. 
    სად შეიქმნება კარის ვენა:
    • A. 

      პანკრეასის თავის უკან

    • B. 

      ღვიძლის კარში

    • C. 

      ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგში

    • D. 

      პანკრეასის სხეულის უკან

  • 8. 
    რომელი ვენები ქმნიან კარის ვენას:
    • A. 

      ჯორჯლის ზედა, ჯორჯლის ქვედა და ელენთის ვენები

    • B. 

      ჯორჯლის ზედა, ჯორჯლის ქვედა, კუჭისა და პანკრეასის ვენები

    • C. 

      ღვიძლის, ელენთის, თირკმლის ვენები

    • D. 

      ჯორჯლის ზედა, ჯორჯლის ქვედა და ღვიძლის ვენები

  • 9. 
    უხშირესად ღვიძლის რამდენი ვენა გვხვდება:
    • A. 

      სამი—მარჯვენა, შუა და მარცხენა

    • B. 

      ერთი—ღვიძლის ვენა

    • C. 

      ორი—მარჯვენა და მარცხენა

    • D. 

      ოთხი—მარჯვენა (ორი), მარცხენა (ორი)

  • 10. 
    რას უერთდებიან ღვიძლის ვენები:
    • A. 

      ქვედა ღრუ ვენას

    • B. 

      ელენთის ვენას

    • C. 

      კუჭის ვენებს

    • D. 

      Option 4

  • 11. 
    ღვიძლის ინერვაცია ხორციელდება:
    • A. 

      ცთომილი ნერვებით, ფაშვის წნულით და მარჯვენა შუასაძგიდის ნერვით

    • B. 

      მარჯვენა და მარცხენა შუასაძგიდის ნერვებით და ფაშვის წნულით

    • C. 

      ფაშვის წნულით

    • D. 

      ცთომილი ნერვებით

  • 12. 
    კუინოს მიხედვით ღვიძლში გამოიყოფა:
    • A. 

      2 წილი, 5 სექტორი, 8 სეგმენტი

    • B. 

      4 წილი, 4 სექტორი, 10 სეგმენტი

    • C. 

      3 წილი, 4 სექტორი, 10 სეგმენტი

    • D. 

      4 წილი, 5 სექტორი, 8 სეგმენტი

  • 13. 
    ნაღვლის ბუშტის ქვედა ზედაპირი ეხება:
    • A. 

      განივ კოლინჯს, პილორუსს და თორმეტგოჯას ზედა ნაწილს

    • B. 

      თორმეტგოჯას ზედა ნაწილსა და წვრილი ნაწლავის მარყუჟებს

    • C. 

      განივ კოლინჯსა და წვრილი ნაწლავის მარყუჟებს

    • D. 

      პილორუსსა და წვრილი ნაწლავის მარყუჟებს

  • 14. 
    ნაღვლის ბუშტის ძირი პროექცირდება:
    • A. 

      მუცლის სწორი კუნთის ლატერალური კიდისა და ნეკნთა რკალის გადაკვეთის ადგილზე

    • B. 

      ნეკნთა რკალისა და წინა აქსილარული ხაზის გადაკვეთის ადგილზე

    • C. 

      მახვილისებრი მორჩის ქვეშ

    • D. 

      მუცლის სწორი კუნთის მედიალური კიდისა და ნეკნთა რკალის გადაკვეთის ადგილზე

  • 15. 
    კალოს სამკუთხედის საზღვრებია:
    • A. 

      ნაღვლის ბუშტის სადინარი, ღვიძლის საერთო სადინარი, ღვიძლის არტერიის მარჯვენა ტოტი

    • B. 

      ნაღვლის ბუშტის სადინარი, ღვიძლის საერთო სადინარი, ღვიძლის არტერია

    • C. 

      ნაღვლის ბუშტის სადინარი, ღვიძლის საერთო სადინარი, ნაღვლის ბუშტის არტერია

    • D. 

      თორმეტგოჯას ზედა ნაწილი, პანკრეასი, თირკმელი

  • 16. 
    რომელ ნაწილებს განარჩევენ ნაღვლის საერთო სადინარში:
    • A. 

      სუპრადუოდენური, რეტროდუოდენური, რეტროპანკრეატული და ინტრამურული

    • B. 

      რეტროცეკალური, რეტროდუოდენური და სუპრადუოდენური

    • C. 

      ექსტრამურული, ინტრამურული, და რეტროდუოდენური

    • D. 

      ინტრადუოდენური, რეტროპანკრეატული და ექსტრამურული

  • 17. 
    პანკრეასის თავის უკან მდებარეობს:
    • A. 

      ნაღვლის საერთო სადინარი, კარის ვენა, ქვედა ღრუ ვენა

    • B. 

      ნაღვლის საერთო სადინარი და პანკრეასის სადინარი

    • C. 

      კარის ვენა, ქვედა ღრუ ვენა, მარჯვენა თირკმელი

    • D. 

      ქვედა ღრუ ვენა და ცთომილი ნერვი

  • 18. 
    პანკრეასის სხეულის წინა ზედაპირს ეხება:
    • A. 

      კუჭი

    • B. 

      ასწვრივი კოლინჯი

    • C. 

      მლივ-თორმეტგოჯას ნაკეცი და წვრილი ნაწლავების მარყუჟები

    • D. 

      წვრილი ნაწლავის მარყუჟები

  • 19. 
    პანკრეასის სხეულის უკან გაივლის:
    • A. 

      აორტა

    • B. 

      წრბოლის ცისტერნა, მარცხენა თირკმლის ვენა

    • C. 

      ჯორჯლის ზედა სისხლძარღვები, ფაშვის წნული

    • D. 

      ელენთის ვენა

  • 20. 
    პანკრეასის კუდი მოთავსებულია:
    • A. 

      ელენთის კარის ქვემოთ და უკან

    • B. 

      ელენთის კარის წინ და ზევით

    • C. 

      ელენთის კარის წინ

    • D. 

      ელენთის ქვედა კიდესთან

  • 21. 
    პანკრეასი უმთავრესად იკვებება:
    • A. 

      ზედა და ქვედა პანკრეას-თორმეტგოჯას არტერიებით

    • B. 

      ელენთისა და ჯორჯლის ზედა არტერიის ტოტებით

    • C. 

      ჯორჯლის ზედა და ქვედა არტერიების ტოტებით

    • D. 

      პანკრეასის დიდი არტერია, კოლინჯის შუა არტერია

  • 22. 
    ელენთა პროექცირდება:
    • A. 

      გულმკერდის მარცხენა კედელზე IX_XI ნეკნების ფარგლებში იღლიის წინა და პარავერტებრულ ხაზებს შორის

    • B. 

      მუცლის მარცხენა გვერდით მიდამოში

    • C. 

      გულმკერდის მარცხენა კედელზე X_XI ნეკნების ფარგლებში, იღლიის წინა და ხერხემლის ხაზებს შორის

    • D. 

      გულმკერდის მარცხენა კედელზე IX_XI ნეკნების ფარგლებში იღლიის უკანა და ხერხემლის ხაზებს შორის

  • 23. 
    წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვანი ნაწილი იწყება:
    • A. 

      თორმეტგოჯა-მლივი ნაკეციდან, წელის II მალის დონეზე მარცხნივ

    • B. 

      თორმეტგოჯას დასწვრივი ნაწილის შემდეგ

    • C. 

      თორმეტგოჯა მლივი ნაკეციდან, წელის III მალის დონეზე, მარცხნივ

    • D. 

      პილორუსიდან

  • 24. 
    წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვანი ნაწილი მთავრდება:
    • A. 

      თეძო-ბრმა ნაწლავის კუთხეში

    • B. 

      წელის IV მალის დონეზე, ასწვრივ კოლინჯთან

    • C. 

      წელის V მალის დონეზე, განივ კოლინჯთან

    • D. 

      თეძოს ნაწლავის დასაწყისთან

  • 25. 
    წვრილი ნაწლავის ჯორჯლის ძირი წინიდან გადაუვლის:
    • A. 

      თორმეტგოჯა ნაწლავის ქვედა ნაწილს, აორტას, ქვედა ღრუ ვენას, მარჯვენა შარდსაწვეთსა და მარჯვენა სათესლის (ქალებში საკვერცხის) სისხლძარღვებს

    • B. 

      თორმეტგოჯა ნაწლავის ქვედა ნაწილს, კარის ვენას, მარჯვენა შარდსაწვეთსა და მარჯვენა სათესლის სისხლძარღვებს

    • C. 

      თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივ ნაწილს, აორტას, ქვედა ღრუ ვენას

    • D. 

      მარჯვენა და მარცხენა შარდსაწვეთებს

  • 26. 
    წვრილ ნაწლავს სისხლით ამარაგებს:
    • A. 

      ჯორჯლის ზედა არტერია

    • B. 

      ჯორჯლის ქვედა არტერია

    • C. 

      ჯორჯლის ზედა არტერია და წელის არტერიები

    • D. 

      ჯორჯლის ზედა და ქვედა არტერიები

  • 27. 
    წვრილი ნაწლავის ინერვაცია ხორციელდება:
    • A. 

      ჯორჯლის ზედა წნულით

    • B. 

      ჯორჯლის ზედა და ქვედა წნულებით

    • C. 

      გავის წნულით

    • D. 

      ჯორჯლის ქვედა წნულით

  • 28. 
    ბრმა ნაწლავს კვებავს:
    • A. 

      ბრმა ნაწლავის წინა და უკანა არტერიები

    • B. 

      კოლინჯის მარჯვენა არტერია, კოლინჯის შუა არტერია

    • C. 

      კოლინჯის მარჯვენა არტერია

    • D. 

      წელის არტერიები

  • 29. 
    არჩევენ ჭიანაწლავის მდებარეობის შემდეგ ვარიანტებს:
    • A. 

      დასწვრივი, ლატერალური, მედიალური, წინა, რეტროცეკალური

    • B. 

      დასწვრივი, ასწვრივი, განივი, რეტროცეკალური

    • C. 

      დასწვრივი, ლატერალური, მედიალური, წინა, უკანა

    • D. 

      ლატერალური და მედიალური

  • 30. 
    კოლინჯის ზონრები თავს იყრიან:
    • A. 

      ჭია ნაწლავის ფუძესთან

    • B. 

      ასწვრივ კოლინჯზე

    • C. 

      ბრმა ნაწლავის ასწვრივ კოლინჯში გადასვლის ადგილზე

    • D. 

      ბრმა ნაწლავის ლატერალურ კედელზე