Pharmacology Quiz Questions And Answers!

30 Questions

Settings
Please wait...
Pharmacology Quizzes & Trivia

.


Questions and Answers
  • 1. 
    ამ პრეპარატებიდან რომელი თრგუნავს მაკროფაგების აქტივობას და აინჰიბირებს ანთებით რეაქციას
    • A. 

      იბუპროფენი

    • B. 

      ასპირინი

    • C. 

      ინდომეტაცინი

    • D. 

      ოქროს პრეპარატები

  • 2. 
    სტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს მიეკუთვნება
    • A. 

      სალიცილის მჟავას ნაწარმები

    • B. 

      გლუკოკორტიკოიდები

    • C. 

      მინერალოკორტიკოიდები

    • D. 

      ოქროს პრეპარატები

  • 3. 
    ციკლოოქსიგენაზა 2 ის ინჰიბიტორებ მიეკუთვნება
    • A. 

      ასპირინი

    • B. 

      პრედნიზოლონი

    • C. 

      როფეკოქსიბი

    • D. 

      დექსამეტაზონი

  • 4. 
    გლუკოკორტიკოიდებს მიეკუთვნება
    • A. 

      მელოქსიკამი

    • B. 

      ფლუბიპროფენი

    • C. 

      ფლუმეტაზონი

    • D. 

      ნაპროქსენი

  • 5. 
    ცოგ-2 ის სელექციური ინჰიბიტორია
    • A. 

      ნაპროქსენი

    • B. 

      ასპირინი

    • C. 

      ცელეკოქსიბი

    • D. 

      პიროქსიკამი

  • 6. 
    ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული საშუალებების ძირითადი თვისებებია
    • A. 

      ანალგეზიური

    • B. 

      იმუნომასტიმულირებელი

    • C. 

      ანთების საწინააღმდეგო

    • D. 

      ანესთეზიური

  • 7. 
    გლუკოკორტიკოიდების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია
    • A. 

      ციკლოოქსიგენაზა-1 ის დათრგუნვით

    • B. 

      ლიპოქსიგენაზას დათრგუნვით

    • C. 

      ლიპოკორტინების(ანექსინების) სინთეზის სტიმულაციით, რომლებიც აბლოკირებენ ფერმენტ ფოსფოლიპაზა ა 2-ს

    • D. 

      ციკლოოქსიგენზა 2 ის ინჰიბირებით

  • 8. 
    გლუკოკორტიკოიდები არ არღვევენ
    • A. 

      ფოსფოლიპიდების წარმოქმნას

    • B. 

      არაქიდონის მჟავას წარმოქმნას

    • C. 

      ლეიკოტრიენების წარმოქმნას

    • D. 

      პროსტაგლანდინების წარმოქმნას

  • 9. 
    ამ საშუალებებიდან რომლები აბლოკირებენ არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის 5 ლიპოქსიგენაზურ ციკლს?
    • A. 

      ზილეუტონი

    • B. 

      ინდომეტაცინი

    • C. 

      ნაპროქსენი

    • D. 

      პიროქსიკამი

  • 10. 
    ამ საშუალებებიდან რომლები წარმოადგენენ ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტებს
    • A. 

      დექსამეთაზონი

    • B. 

      ზილეუტონი

    • C. 

      მონტელუკასტი

    • D. 

      მეფენამის მჟავა

  • 11. 
    ამ ნივთიერებებიდან რომლები უწყობენ ხელს უპირატესად ბრონქოსპაზმის განვითარებას
    • A. 

      პროსტაციკლინი

    • B. 

      თრომბოქსანი B2

    • C. 

      ლეიკოტრიენები C4, D4 ,E4

    • D. 

      პროსტაგლანდინი D4

  • 12. 
    რით არის განპირობებული ასპირინის ულცეროგენული მოქმედება
    • A. 

      პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით

    • B. 

      ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვით

    • C. 

      თრომბოქსან A2ის სინთეზის დათრგუნვით

    • D. 

      თრომბოციტების გამააქტივებელი ფაქტორის სინთეზის დათრგუნვით

  • 13. 
    ამ პრეპარატებიდან რომელი იწვევს ლიპოკორტინების გამოყოფის გაძლიერებას, ფოსფოლიპაზა ა2ის დათრგუნვას, ლეიკოტრიენების პროდუქციის ინჰიბირებას  და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას
    • A. 

      ცელეკოქსიბი

    • B. 

      როფეკოქსიბი

    • C. 

      ზაფირლუკასტი

    • D. 

      პრედნიზოლონი

  • 14. 
    როფეკოქსიბი
    • A. 

      შერჩევითად აინჰიბირებს ცოგ2-ს

    • B. 

      არ ხასიათდება სიცხის დამწევი მოქმედებით

    • C. 

      შერჩევითად აბლოკირებს 5 ლიპოქსიგენაზას

    • D. 

      არაშერჩევითად აბლოკირებს ცოგ1-ს და ცოგ2-ს

  • 15. 
    არასტეროიდული ათების საწინააღმდეგო საშუალებები აინჰიბირებენ
    • A. 

      ციკლოოქსიგენაზას

    • B. 

      ფოსფოლიპაზა ა2-ს

    • C. 

      5 ლიპოქსიგენაზას

    • D. 

      ლიზგლიცეროლფოსფორილქოლინს

  • 16. 
    დიკლოფენაკის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი განპირობებულია
    • A. 

      პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით

    • B. 

      თრომბოციტების გამააქტივებელი ფაქტორის სინთეზის დათრგუნვით

    • C. 

      პროსტაგლანდინების სინთეზის გაძლიერებით

    • D. 

      ლეიკოტრიენების სინთეზის დათრგუნვით

  • 17. 
    გლუკოკორტიკოიდები ანთბის ადგილას
    • A. 

      ამცირებენ მაკროფაგების და ფიბრობლასტების აქტივობას

    • B. 

      აფართოებენ სისხლძარღვებს

    • C. 

      ზრდიან ლეიკოციტების დაგროვებას

    • D. 

      ზრდიან ექსუდაციას

  • 18. 
    გლუკოკორტიკოიდები იწვევენ
    • A. 

      T-ლიმფოციტების პროლიფერაციის დათრგუნვას

    • B. 

      T-ლიმფოციტების პროლიფერაციის სტიმულირებას

    • C. 

      ასტიმულირებს ტ-ლიმფოციტების ციტოტოქსიკურობას

    • D. 

      პოხიერი უჯრედებიდან ზრდიან ალერგიის მედიატორების გამოყოფას

  • 19. 
    სტეროიდულ საშუალებებს არ იყენებენ
    • A. 

      კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს

    • B. 

      კონტაქტური დერმატიტის დროს

    • C. 

      ბრონქული ასთმის დროს

    • D. 

      კოლაგენოზების დროს

  • 20. 
    ანთების საწინააღმდეგო სტეროიდულ საშუალებებს არ იყენებენ
    • A. 

      ოსტეოპოროზის დროს

    • B. 

      დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის დროს

    • C. 

      დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის დროს

    • D. 

      ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცისას

  • 21. 
    ოქროს პრეპარატების მოქმედების მექანიზმია
    • A. 

      მაკროფაგების მიერ მათი შთანთქმა და ფაგოციტოზისა და ლიზოსომური ენზიმების აქტივობის დათრგუნვა

    • B. 

      პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება

    • C. 

      ლეიკოტრიენების სინთეზის ინჰიბირება

    • D. 

      თრომბოქსან ა2ის სინთეზის ინჰიბირება

  • 22. 
    6 წლის ბავშვი ვირუსული ინფექციის დიაგნოზით, რომელსაც აღენიშნებოდა ტემპერატურა 38,8   , ხველა, სურდო და სახსრების ტკივილი ერთი კვირისგანმავლობაში ღებულობდა ასპირინს დოზით 0,5 გ 3-ჯერ დღეში . ასპირინის მიღებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობის სიმპტომების გაუმჯობესების მიუხხედავად , მეხუთე დღიდან პაციენტს აღენიშნა გამოხატული გაღიზიანებადობა, რომელსაც მეექვსე დღეს თან დაერთო ძლიერი ღებინება, მეშვიდე დღეს კი ლეთარგიის მოვლენები, რის გამოც იგი მოატავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი და მისი კავშირი ასპირინის მიღებასთან . ასპირინი:
    • A. 

      ნელა აბსორბირდება

    • B. 

      ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში

    • C. 

      არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა უცვლელი სახით

    • D. 

      ყველა შმთხვევაში ექვემდებარება პირველი რიგის კინეტიკას

  • 23. 
    42 წლის მამაკაცს მწვავე ართრიტის დიაგნოზით ექიმმა დაუნიშნა ანთბის საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, რომლის ყოველდღიური მიღებისას ერთი კვირის შემდეგ პაციენტი გადაიყვანეს სტაციონარში გასტროინტესტინური სისხლდენის მოვლენებით. ამ საშუალებებიდან რომელს ახასიათებს ნაკლებად გამოხატული გამაღიზიანებელი მოქმედება კუჭის ლორწოვანი გარსის მიმართ?
    • A. 

      ინდომეტაცინი

    • B. 

      ასპირინი

    • C. 

      დიკლოფენაკი

    • D. 

      იბუპროფენი

  • 24. 
    55 წლის მამაკაცს თირკმლის ზომიერად დაქვეითებული ფუნქციით, რომელსაც აღენიშნება გრიპოზული ინფექციისათვის დამახასიათებელი ნიშნები- ტემპერატურა 39 გრადუსი, ხველა და სურრდო თანმხლები იშიო-რადიკულიტის მოვლენებით ექიმმა დაუნიშნა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, რომლის მიღებიდან მეშვიდე დღეს პაციენტს განუვითარდა თავბრუსხვევა , შუილი ყურებში სმენის დაქვეითებითა და ქოშინის მოვლენებით. ამ საშუალებებიდან რომლისთვისაა დამახასიათებელი მსგავსი სიმპტომების განვითარება?
    • A. 

      ასპირინი

    • B. 

      დიკლოფენაკი

    • C. 

      პიროქსიკამი

    • D. 

      ინდომეტაცინი

  • 25. 
    3 წლის ბავშვს გაციების სიმპტომებით და მაღალი ტემპერატურით -39,2 , ექიმმა დაუნიშნა პარაცეტამოლი 0,25გ ყოველ 4 საათში ერთხელ. პრეპარატის მიღებიდან 6 დღის შემდეგ პაციენტს აღენიშნა ჰეპატოტოქსიკური მოვლენები ღვიძლის ფუნქციური სინჯების ძლიერი დარღვევით . მას დაენიშნა ნ-აცეტილცისტეინი, რომლის მიღების შემდეგაც ჰეპატოტოქსიკური მოვლენები შემცირდა. როგორ ხორციელდება პარაცეტამოლის მეტაბბოლიზმი ღვიძლში:
    • A. 

      იგი უპირატესად უკავშირდება გლუკურონისა და გოგირდმჟავას

    • B. 

      იგი უპირატესად უერთდება გლუტათიონს

    • C. 

      იგი განიცდის აცეტილირებას

    • D. 

      იგი განიცდის მეთილირებას

  • 26. 
    48 წლის ქალი ცხვირის პოლიპებით ვირუსული ინფექციის გამო ღებულობდა ასპირინს 0,5 გ-ს დღეში 4-ჯერ . პრეპარატის მიღებიდან მეოთხე დღეს , დაავადების მიმდინარეობის სიმპტომების შემცირების შემდეგ პაციენტს მოულოდნელად განუვითარდა ბრონქოსპაზმის მოვლენები, რის გამოც მას დაენიშნა ბრონქოდილატაციური საშუალეებები. ბრონქოსპაზმის მიზეზია:
    • A. 

      PG E1-ის დაგროვება

    • B. 

      PG F2ალფას დაგროვება

    • C. 

      LT B4ის დაგროვება

    • D. 

      ლეიკოტრიენების C4, D4, E4 ის დაგროვება

  • 27. 
    60 წლის მამაკაცი ქრონიკული რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზით ამ უკანასკნელის გამწვავების პერიოდში ღებულობდა დიკლოფენაკს. პრეპარატით მკურნალობის კკყრსის დამთავრებისა და რემისიის მიღწევის შემდეგ პაციენტმა უეცრად შეუძლოდ იგრძნო თავი. მას აღენიშნა თავბრუს ხვევა , სახეზე ცივი ოფლი , ტაქიკარდია, კოლაპტოიდური მდგომარეობა. იგი მოთავსებული იქნა სტაციონარში გასტრო-ინტესტინური სისხლდენის დიაგნოზით. ამ საშუალებებიდან რომელს მიანიჭებთ უპირატესობას დანიშნულების მხრივ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლლულის არსებოობით ანამნეზში
    • A. 

      ცელეკოქსიბი

    • B. 

      ნაპროქსენი

    • C. 

      ინდომეტაცინი

    • D. 

      დიკლოფენაკი

  • 28. 
    65 წის ქალს არტერიული ჰიპერტენზიით და გამოხატული ართროზის მოვლენებით ექიმმა დაუნიშნა ამფ ინჰიბიტორი ენალაპრილი და ნაპროქსენი . მკურნალობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ პაციენტი აღნიშნავს ენალაპრილის ჰიპოტენზიური მოქმედების დაქვეითებას და გულის რითმის  დარღვევას. გამოკვლევისას მას დაუდგინდა ინტერსტიციული ნეფრიტის დიაგნოზი თირკმლის ფუნქციის დარღვევით და სისხლში ჰიოერკალიემიით. რომელი ვაზოაქტიური პეპტიდები უწყობს ხელს ვაზოდილატაციური ეიკოზანოიდების გამომუშავებას და თირკმლის სისხლძარღვების გაართოებას?
    • A. 

      კინინები

    • B. 

      ენდოთელინები

    • C. 

      ატრიული ნატრიურეზული პეპტიდი

    • D. 

      სუბსტანცია P

  • 29. 
    54 წლის ქალს პერიოდულად აღენიშნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან მოსვენების მდგომარეობაში, სახსრებისა და კუნთების ტკივილი გამწვავებითა და ტემპერატურული რეაქციით და პეპტიკური წყლული. ამ დიაგნოზებიდან რომლის დროს არის წინააღმდეგნაჩვენები ასპირინის დანიშვნა
    • A. 

      პეპტიკური წყლული

    • B. 

      რევმატიული ართრიტი

    • C. 

      ცხელება

    • D. 

      მიალგია

  • 30. 
    44 წლის მამაკაცმა ექიმისგან დაუკითხავად გრიპოზული ინფექციის გამო რამდენიმე დღის განმავობაში მიიღო ასპირინი ჭარბი დოზით , რის გამოც მას განუვითარდა გამოხატული გვერდითი მოვლენები . ამ მდგომარეობებიდან რომელი არაა დამახასიათებელი ასპირინის ჭარბი დოზირებისთვის?
    • A. 

      გულისრევა და ღებინება

    • B. 

      ტინიტუსი( შუილი ან ხმაური ყურებში)

    • C. 

      გამოხატული ჰიპერვენტილაცია

    • D. 

      სისხლის PH-ის გაზრდა