Pharmacology (i) 571–600 (+1)

31 Questions

Settings
Please wait...
Pharmacology Quizzes & Trivia

GOOD LUCK!


Questions and Answers
  • 1. 
    რომელია სწორი. 
    • A. 

      კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული ბეტა–ადრენობლოკატორები არაკონკურენტულ ანტაგონისტებს წარმოადგენენ

    • B. 

      პინდოლოლი წარმოადგენს ბეტა–ადრენორეცეპტორების სრულ აგონისტს

    • C. 

      პროპრანოლოლი წარმოადგენს ბეტა–ადრენორეცეპტორების ნაწილობრივ აგონისტს

    • D. 

      კარვედილოლს და ლაბეტალოლს ალფა და ბეტა–ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი თვისებები გააჩნიათ

  • 2. 
    ბეტა–ადრენობლოკატორები
    • A. 

      მათი უმრავლესობა აქტიურია პერორალური მიღებისას

    • B. 

      მათ არ იყენებენ თვალის პრაქტიკაში

    • C. 

      ზრდიან თვალშიდა სითხის სეკრეციას

    • D. 

      აძლიერებენ ჩონჩხის კუნთების ტრემორს

    • E. 

      აძლიერებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ეფექტს

  • 3. 
    ბეტა–ადრენობლოკატორები
    • A. 

      ხშირად იწვევენ სედაციის და განგაშის შეგრძნების შემცირებას

    • B. 

      იწვევენ ბრონქოდილატაციას

    • C. 

      აძლიერებნ ღვიძლში გლიკოგენოლიზს

    • D. 

      არ შეიძლება მათი პარენტერული შეყვანა

  • 4. 
    ბეტა–ადრენობლოკატორები
    • A. 

      ამცირებენ თირკმლის მიერ რენინის პროდუქციას

    • B. 

      ხელს უწყობენ ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამოვლენას

    • C. 

      არ მოქმედებენ გულის კუნთის შეკუმშვის ძალაზე

    • D. 

      მათ არ იყენებენ მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

  • 5. 
    რომელია სწორი
    • A. 

      დობუტამინი ინტრავენური შეყვანისას იწვევს უარყოფით ინოტროპულ ეფექტს

    • B. 

      ნორადრენლინის შეყვანა ხასიათდება გამოხატული ბრონქოდილატაციით

    • C. 

      დობუტამინის შეყვანა რეკომენდებულია გასტროინტესტინური სისხლდენით გამოწვეული ჰემორაგიული შკის დროს

    • D. 

      ინტრავენურად შეყვანილი სალბუტამოლი იწვევს ტაქიკარდიას

  • 6. 
    შეარჩიეთ სროწი პასუხი 
    • A. 

      იზოპროტერენოლს მხოლოდ ბეტა1–ადრენორეცეპტორების მიმართ გააჩნია აფინურობა

    • B. 

      იზოპროტერენოლი იწვევს ბრონქოდილატაციას

    • C. 

      ნორადრენალინს გამოხატული აქტივობა გააჩნია ბეტა2–ადრენორეცეპტორების მიმართ

    • D. 

      ნორადრენალინის ინაქტივაცია წარმოებს მხოლოდ მსი პრესინაფსური მიტაცებით

  • 7. 
    რომელია სწორი
    • A. 

      ნორადრენალინის ეფექტი ძლიერდება ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, რომლებიც აინჰიბირებენ მის უკუმიტაცებას პრესინაპსურ მემბრანაში

    • B. 

      ნორადრენალინი იწვევს ზოგიერთი არტერიოლას გაფართოებას

    • C. 

      ნორადრენალინის ეფექტი მცირდება მაო–ს ინჰიბიტორებით

    • D. 

      კოკაინი ამცირებს ნორადრენალინის ეფექტს

  • 8. 
    რომელია სწორი
    • A. 

      დოფამინის მეტაბოლიზმი ხორციელდება მაოB–თი

    • B. 

      ადრენალინს არ გააჩნია აფინურობა ბეტა2–ადრენორეცეპტორების მიმართ

    • C. 

      ეფედრინი პირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტური ნივთიერებაა

    • D. 

      ტერბუტალინს ტანაბარი აფინურობა გააჩნია ბეტა1 და ბეტა2 ადრენორეცეპტორების მიმართ

  • 9. 
    ამ ბეტა–ადრენობლოკატორებიდან რომელს ახასიატებს გამოხატული მოქმედება ცნს–ზე
    • A. 

      ატენოლოლი

    • B. 

      მეტოპროლოლი

    • C. 

      აცებუტოლოლი

    • D. 

      ნადოლოლი

  • 10. 
    ამ ბეტა–ადრენობლოკატორებიდან რომლის დანიშვნაა უფრო სახიფათო ბრონქული ასთმის დროს?
    • A. 

      ოქსპრენოლოლი

    • B. 

      პინდოლოლი

    • C. 

      ალპრენოლოლი

    • D. 

      ნადოლოლი

  • 11. 
    ამ ბეტა–ადრენობლოკატორებიდან, რომელი გააუარესებს უფრო მეტად ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას?
    • A. 

      ატენოლოლი

    • B. 

      პინდოლოლი

    • C. 

      ოქსპრენოლოლი

    • D. 

      ალპრენოლოლი

  • 12. 
    ადრენორეცეპტორების რომელი აგონისტები იწვევენ უპირატესად საშვილოსნოს მოდუნებას?
    • A. 

      ალფა1

    • B. 

      ალფა2

    • C. 

      ბეტა1

    • D. 

      ბეტა2

  • 13. 
    ენდოგენური ადრენალინით ბეტა2–ადრენორეცეპტორების აქტივაცია იწვევს:
    • A. 

      ჩონჩხის კუნთების უჯრედებში K+ ის იონების შესვლას

    • B. 

      უჯრედგარეთა სივრცეში K+ ის რაოდენობის გაზრდას

    • C. 

      უჯრედში Na+ ის იონების შესვლას

    • D. 

      უჯრედგარე სივრცეში Mg ის იონების გაზრდას

  • 14. 
    რენინის სეკრეცია იზრდება
    • A. 

      ალფა2 ადრენორეცეპტორების აგონისტებით

    • B. 

      ბეტა1 რეცეპტორების აგონისტებით

    • C. 

      ბეტა2 რეცეპტორების აგონისტებით

    • D. 

      ბეტა1 რეცეპტორების ანტაგონისტებით

  • 15. 
    ქვემოთ ცამოთვლილი საშუალებებისან რომელი იწვევს ცნს–ის ამფეტამინისმაგვარ სტიმულაციას?
    • A. 

      დოფამინი

    • B. 

      ადრენალინი

    • C. 

      ნორადრენალინი

    • D. 

      ეფედრინი

  • 16. 
    ამათგან რომელი წარმოადგენს ორგანიზმში თიროზინის მეტაბოლიზმის შუალედურ პროდუქტს
    • A. 

      ნორადრენალინი

    • B. 

      თირამინი

    • C. 

      ადრენალინი

    • D. 

      დოფამინი

  • 17. 
    ამათგან რომელი იმყოფება მაღალი კონცენტრაციით ყველის ტიპის ფერმენტირებულ საკვებ პროდუქტებში?
    • A. 

      სეროტონინი

    • B. 

      დოფამინი

    • C. 

      თირამინი

    • D. 

      ნორადრენალინი

  • 18. 
    მაო A–ს ინჰიბიტორების მოქმედების ფონზე, რომელი ნივთიერების ეფექტი არ განიცდის პოტენცირებას?
    • A. 

      დოფამინი

    • B. 

      თირამინი

    • C. 

      ნორადრენალინი

    • D. 

      ადრენალინი

  • 19. 
    უპირატესად რომელი პრეპარატი გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ?
    • A. 

      იზოპროტერენოლი

    • B. 

      დობუტამინი

    • C. 

      დოფამინი

    • D. 

      ტერბუტალინი

  • 20. 
    რომელი საშუალება გამოიყენება დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციის – მაგ. ანაფილაქსიური შოკის დროს?
    • A. 

      ნორადრენალინი

    • B. 

      ფენილეფრინი

    • C. 

      ადრენალინი

    • D. 

      მეტოქსამინი

  • 21. 
    რატომ იწვევს ადრენობლოკატორი ფენტოლამინი გულზე მასტიმულირებელ მოქმედებას?
    • A. 

      აბლოკირებს მხოლოდ ალფა1–ადრენორეცეპტორებს

    • B. 

      პრესინაპსურ ალფა2–ადრენორეცეპტორებტან ანტაგონიზმის შედეგად აძლიერებს სიმპათიკური ნერვიდან ნორადრენალინის გამოყოფას

    • C. 

      ააქტივებს პრესინაპსურ ალფა2–ადრენორეცეპტორებს

    • D. 

      უშუალოდ ააქტივებს გულში ლოკალიზებულ ბეტა1–ადრენორეცეპტორებს

  • 22. 
    ამ ალფა–ადრენობლოკატორებიდან რომელი უერთდება კოვალენტური კავშირით ალფა–ადრენორეცეპტორებს?
    • A. 

      პრაზოზინი

    • B. 

      ტერაზოზინი

    • C. 

      დოქსაზოზინი

    • D. 

      ფენოქსიბენზამინი

  • 23. 
    ფენოქსიბენზამინი
    • A. 

      სელექციური ალფა1–ადრენობლოკატორია

    • B. 

      ალფა1–ადრენორეცეპტორებტან ერტად აბლოკირებს ალფა2–პრესინაპსური ლოკალიზაციის ადრენორეცეპტორებს

    • C. 

      არ ახასიატებს გამოხატული პოსტურალური ჰიპოტენზია

    • D. 

      იწვევს ბრადიკარდიას

  • 24. 
    ამ ადრენობლოკატორებისან რომელი ხასიათდება ყველაზე მაღალი ბიოშეღწევადობით?
    • A. 

      ტერაზოზინი

    • B. 

      ფენოქსიბენზამინი

    • C. 

      პრაზოზინი

    • D. 

      დოქსაზოზინი

  • 25. 
    რომელია ალფა2პრესინაპსური ადრენორეცეპტორების უპირატესი ანტაგონისტი?
    • A. 

      ინდორამინი

    • B. 

      იოქიმბინი

    • C. 

      ურაპიდილი

    • D. 

      ლაბეტალოლი

  • 26. 
    ამათგან, რომელი უწყობს ხელს სიმპათიკური მედიატორის გამოყოფას პრესინაფსური ალფა2–ადრენორეცეპტორების სელექციური ბლოკადის შედეგად
    • A. 

      ინდირამინი

    • B. 

      პრაზოზინი

    • C. 

      იოქიმბინი

    • D. 

      ურაპიდილი

  • 27. 
    რომელ ბეტა–ადრენობლოკატორს ახასიატებს Na+ის არხების ბლოკადის შედეგად ადგილობრივი საანესთეზიო (მემბრანომასტაბილიზებელი) ეფექტი?
    • A. 

      აცებუტალოლი

    • B. 

      ატენოლოლი

    • C. 

      ბისოპროლოლი

    • D. 

      ცელიპროლოლი

  • 28. 
    ამ  ბეტა–ადრენობლოკატორებიდან რომელი არ იწვევს ბეტა2–ადრენორეცეპტორების ბლოკადას?
    • A. 

      ბისოპროლოლი

    • B. 

      ნადოლოლი

    • C. 

      პროპრანოლოლი

    • D. 

      თიმოლოლი

  • 29. 
    თიმოლოლი გლაუკომის დროს აქვეიტებს თვალშიდა წნევას:
    • A. 

      თვალშიდა სითხის წარმოქმნის შემცირებით

    • B. 

      თვალშიდა სითხის გადინების გაზრდის ხარჯზე

    • C. 

      თვალის წამწამოვანი კუნთის შეკუმშვის შედეგად

    • D. 

      თვალის ირგვლივი კუნთის შეკუმშვის შედეგად

  • 30. 
    ქვემოთ ჩამოთვლილი ბეტა–ადრენობლოკატორებიდან რომელს გააჩნია პარციული აგონისტის თვისება?
    • A. 

      ოქსპრენოლოლი

    • B. 

      ბეტაქსოლოლი

    • C. 

      ატენოლოლი

    • D. 

      ესმოლოლი

    • E. 

      თიმოლოლი

  • 31. 
    რომელ ბეტა–ადრენობლოკატორს ახასიატებს ნაკლები მოქმედება პლაზმის ლიპიდურ სპექტრზე
    • A. 

      მეტოპროლოლი

    • B. 

      პროპრანოლოლი

    • C. 

      აცებუტოლოლი

    • D. 

      ატენოლოლი