Take This Basic Pharmacology Test! Quiz

30 Questions

Settings
Please wait...
Pharmacology Quizzes & Trivia

Are you new to pharmacology and are just trying to ensure you understand the basics of what this study entails? If so, then the quiz below on the basics is exactly what you need to ensure that you do not get lost when the midterms come up. Do give it and don’t forget to share it with your revision group at school too.


Questions and Answers
  • 1. 
    წამლისადმი დამოკიდებულების სახეები
    • A. 

      ფსიქიკური

    • B. 

      სომატური

    • C. 

      ფიზიოლოგიური

    • D. 

      ფიზიკური

  • 2. 
    შეარჩიეთ სწორი პასუხი
    • A. 

      წამლის დაგროვებას ორგანიზმში მისი განმეორებითი შეყვანის დროს ფუნქციური კუმულაცია ეწოდება

    • B. 

      კუმულაციისთვის დამახასიათებელია წამლის ეფექტის გაძიერება მისი განმეორებითი შეყვანისას

    • C. 

      ტაქიფილაქსია – წამლის ეფექტის ნელი შესუსტება მისი განმეორებითი შეყვანის დროს

    • D. 

      წამლის განმეორებითი მიღების სურვილი შეჩვევის დროს ვითარდება

  • 3. 
    აბსტინენციის სინდრომი
    • A. 

      მდგომარეობის გაუმჯობესება წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ

    • B. 

      ფსიქოსომატური დარღვევები პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ

    • C. 

      ვითარდება ნებისმიერი წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ

    • D. 

      ვითარდება იმ წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ, რომელიც იწვევს ფსიქიკურ დამოკიდებულებას

  • 4. 
    ნაყოფზე არასასურველი ზეგავლენა ორსულობის II-IIIტრიმესტრში აღინიშნება ტერმინით:
    • A. 

      მუტაგენური მოქმედება

    • B. 

      ტერატოგენური მოქმედება

    • C. 

      ემბრიოტოქსიკური მოქმედება

    • D. 

      ფეტოტოქსიკური მოქმედება

  • 5. 
    როგორი მოვლენები შეიძლება განვითარდეს წამლების კომბინირებული გამოყენებისას?
    • A. 

      სენსიბილიზაცია

    • B. 

      შეჩვევა

    • C. 

      ანტაგონიზმი

    • D. 

      იდიოსინკრაზია

  • 6. 
    სინერგიზმი
    • A. 

      წამალთა ურთიერთქმედებისას ეფექტის გაძლიერება

    • B. 

      წამლის ეფექტის გაძლიერება მისი განმეორებითი შეყვანისას

    • C. 

      ეფექტის დაქვეითება წამალთა ერთობლივი შეყვანისას

    • D. 

      წამალთა ურთიერთქმედებისას მათი გამოყოფის სიჩქარის გაზრდა

  • 7. 
    შეარჩიეთ სწორი პასუხი
    • A. 

      გვერდითი ეფექტები – არასასურველი ეფექტებია, რომლებიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო

    • B. 

      ანტაგონისტები აძლიერებენ ნაწილობრივი აგონისტების მოქმედებას

    • C. 

      შინაგანი აქტივობა ასახავს წამლის რეცეპტორთან შეკავშრების უნარს

    • D. 

      შინაგანი აქტივობა ასახავს წამლის მიერ რეცეპტორის სტიმულირების უნარს

  • 8. 
    პოტენცირება
    • A. 

      წამალთა ეფექტების სუმაცია მათი ურთიერთქმედების დროს

    • B. 

      წამალთა ურთიერთქმედებისას ეფექტი სჭარბობს მათი ეფექტების ჯამს

    • C. 

      წამლის ეფექტის გაძლიერება მისი განმეორებითი შეყვანისას

    • D. 

      წამალთა ურთიერთქმედებისას ეფექტი მათი ეფექტების ჯამის ტოლია

  • 9. 
    სუმაცია (ადიციური ეფექტი)
    • A. 

      წამალთა ურთიერთქმედებისას მირებული ეფექტი აღემატება თითოეული მათგანის ეფექტების ჯამს

    • B. 

      წამალთა კომბინირებული გამოყენებისას მიღებული ეფექტი თთოეული მათგანის ეფექტების ჯამის ტოლია

    • C. 

      წამლის განმეორებითი შეყვანისას მისი ეფექტის გაძლიერება

    • D. 

      წამალთა ეფექტების პოტენცირება მათი ურთიერთქმედების დროს

  • 10. 
    ანტაგონიზმი
    • A. 

      წამლის განმეორებითი შეყვანისას მისი ეფექტის შესუსტება

    • B. 

      სხვა სამკურნალო საშუალებით წამლის ეფექტის შესუსტება

    • C. 

      სხვა სამკურნალო საშუალებით წამლის ეფექტის გაძლიერება

    • D. 

      წამლის განმეორებითი შეყვანისას მისი ეფექტის გაძლიერება

  • 11. 
    რომელია სწორი
    • A. 

      სრული აგონისტები განსხვავდებიან ნაწილობრივი აგონისტებისგან აფინურობით სპეციფიკური რეცეპტორების მიმართ

    • B. 

      ნაწილობრივ აგონისტებს შესწევთ სრული აგონისტების ეფექტის გაზრდის უნარი

    • C. 

      აგონისტებს არ გააჩნიათ აფინიტეტი სპეციფიკური რეცეპტორების მიმართ

    • D. 

      ანტაგონისტებს, აგონისტებისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ შნაგანი აქტივობა სპეციფიკურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედების დროს

  • 12. 
    წამლის თერაპიული ინდექსი
    • A. 

      მინიმალური ეფექტური და მაქსიმალური უსაფრთხო დოზების ჯამი

    • B. 

      სხვაობა მაქსიმალურ უსაფრთხო და მინიმალურ ეფექტურ დოზებს შორის

    • C. 

      მაქსიმალური უსაფრთხო და მინიმალური ეფექტური დოზების ნამრავლი

    • D. 

      მაქსიმალურ უსაფრთხო და მინიმალურ ეფექტურ დოზებს შორის თანაფარდობაა

  • 13. 
    რომელია მცდარი
    • A. 

      წამლის გვერდითი ეფექტები შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს

    • B. 

      სრული აგონისტები რეცეპტორებისადმი მაღალი აფინურობით და დაბალი შნაგანი აქტივობით ხასიათდებიან

    • C. 

      წამალთა მოქმედება დამოკიდებულაი დღე–ღამის პერიოდზე

    • D. 

      წამლის ზეგავლენით გამოწვეული ცვლილებები გენეტიკური აპარატის მხრივ მის მუტაგენურ მოქმედებას ასახავს

  • 14. 
    რომელია სწორი 
    • A. 

      ორი წამლის შედარებითი ეფექტურობის შესახებ მსჯელობენ მათი LD50–ის მიხედვით

    • B. 

      ნაწილობრივი აგონისტები გამოირჩევიან აფინურობით სპეციფიკური რეცეპტორების მიმართ და დაბალი შინაგანი აქტივობით

    • C. 

      ანტაგონისტებს შინაგანი აქტივობა გააჩნიათ სპეციფიკური რეცეპტორების მიმართ

    • D. 

      ორი ნივთიერების აქტივობის შესახებ მსჯელობენ მათი მაქსიმალური ეფექტების თანაფარდობით

  • 15. 
    რა არის დამახასიათებელი არაალერგიული თვისების მქონდე წამლის გვერდითი ეფექტებისთვის
    • A. 

      არ ვითარდება წამლის თერაპიულ დოზებში გამოყენებისას

    • B. 

      არ მიეკუთვნება წამლის ფარმაკოლოგიური მოქმედების სპექტრს

    • C. 

      ეფექტის გამოხატულება დოზაზე დამოკიდებულია

    • D. 

      ტოქსიკური ეფექტების გამოხატულება არ იზრდება დოზის მომატებასთან ერთად

  • 16. 
    რა რაის დამახასიათებელი პრეპარატზე ალერგიული რეაქციისთვის?
    • A. 

      ვითარდება პრეპარატის ნებისმიერი დოზით გამოყენებისას

    • B. 

      მიეკუთვნება წამლის ფარმაკოლოგიური მოქმედების სპექტრს

    • C. 

      არ ვითარდება წამლის მრავალჯერადი შეყვანის შემდეგ

    • D. 

      ჩვეულებრივ, ვითარდება წამლის პირველი შეყვანის დროს

  • 17. 
    რომელია სწორი
    • A. 

      ანტაგონისტებს გააჩნიათ აფინიტეტი და შინაგანი აქტივობა

    • B. 

      შეჩვევა–წამლის განმეორებით მიღების დაუოკებელი სურვილი

    • C. 

      წამლის მიმართ ფსიქიკური დამოკიდებულება ხასიათდება გამოხატული აბსტინენციით წამლის მოხსნის შემდეგ

    • D. 

      წამლის ეფექტის სიდიდე შეიძლება შეიცვალოს დღე–ღამის პერიოდთან დაკავშრებით

  • 18. 
    რომელი ტერმინით აღნიშნავენ წამლის მოქმედებას ორსულობის დროს, რომელიც იწვევს თანდაყოლილ სიმახინჯეებს?
    • A. 

      მუტაგენური მოქმედება

    • B. 

      ფეტოტოქსიკური მოქმედება

    • C. 

      ტერატოგენური მოქმედება

    • D. 

      ემბრიოტოქსიკური მოქმედება

  • 19. 
    რომელია სწორი
    • A. 

      ანტაგონისტებს არ გააჩნიათ აფინურობა სპეციფიკური რეცეპტორების მიმართ

    • B. 

      ტაქიფილაქსია – წამლის მიმართ უჩვეულო რექციაა

    • C. 

      პოტენცირების დროს ორი ნივთიერების საერთო ეფექტი სჭარბობს მათი ეფექტების არითმეტიკულ ჯამს

    • D. 

      ყველა ნივთიერება მოქმედებს სპეციფიკური რეცეპტორების მეშვეობით

  • 20. 
    წამლის მოქმედება ემბრიონზე, რომელსაც თან სდევს თანდაყოლილი სიმახინჯეები, აღინიშნება ტერმინით:
    • A. 

      მუტაგენური მოქმედება

    • B. 

      ტერატოგენური მოქმედება

    • C. 

      ემბრიოტოქსიკური მოქმედება

    • D. 

      ფეტოტოქსიკური მოქმედება

  • 21. 
    წამლის ტერატოგენური მოქმედების ალბათობა ყველაზე დიდია:
    • A. 

      ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში

    • B. 

      ორსულობის 4 და 6 თვეებს შორის

    • C. 

      ორსულობის 7–8 თვეებში

    • D. 

      ორსულობის ბოლო თვეში

  • 22. 
    რომელია სწორი
    • A. 

      წამლის მოქმედებით შეიძლება შეიცვალოს მიკროსომული ფერმენტების სინთეზი

    • B. 

      წამლებმა შესაძლოა არ გამოიწვიონ გვერდითი ეფექტი

    • C. 

      ორი წამლის შედარებითი ეფექტურობის შესახებ მსჯელობენ მათი ED50–ის მიხედვით

    • D. 

      სრულ აგონისთებს პარციული აგონისტებისგან განსხვავებით უფრო ნაკლებას გამოხატული შნაგანი აქტივობა გააჩნიათ

  • 23. 
    რომელია მცდარი
    • A. 

      შარდის PH არ ახდენს ზეგავლენას სუსტი ელექტროლიტების გამოყოფის სიჩქარეზე

    • B. 

      სუსტი ელექტროლიტების გამოყოფის სიჩქარე შეიძლება შეიცვალოს შარდის PH–ის ცვლილებისას

    • C. 

      სუსტი მჟავების გამოყოფის დასაჩქარებლად საჭიროა შარდის PH–ის გაზრდა (ტუტიანობისკენ გადახრა)

    • D. 

      სუსტი ფუძეების გამოყოფის დასაჩქარებლად საჭიროა შარდის PH–ის ძემცირება (მჟავიანობისკენ გადახრა)

  • 24. 
    საერთო კლირენსი მაჩვენებელია, რომელიც ასახავს 
    • A. 

      წამლის შეწოვას მისი შეყვანის ადგილიდან

    • B. 

      წამლის განაწილებას

    • C. 

      ორგანიზმიდან წამლის ელიმინაციას

    • D. 

      წამლის დეპონირებას

  • 25. 
    ფაქტორები, რომლებიც ახდენენ ზეგავლენას წამლის საერთო კლირენსზე
    • A. 

      შეყვანილი დოზის სიდიდე

    • B. 

      ბიოშეღწევადობა

    • C. 

      აბსორბცია

    • D. 

      ექსკრეციის სიჩქარე

  • 26. 
    ბიოტრანსფორმაციის მეშვეობით წამლის ელიმინაციის სიჩქარე განისაზღვრება:
    • A. 

      მეტაბოლური კლირენსით

    • B. 

      იონიზაციის კონსტანტით

    • C. 

      ექსკრეტორული კლირენსით

    • D. 

      ნახევრადელიმინაციის პერიოდით

  • 27. 
    რომელია მცდარი
    • A. 

      სუსტი ელექტროლიტების პასიური დიფუზია (მჟავეების და ტუტეების) ბიოლოგიურ მემბრანებში არ არის დამოკიდებული ნაერთის იონიზაციის ხარისხზე

    • B. 

      სუსტი ელექტროლიტების პასიური დიფუზია იცვლება მათი იონიზაციის ხარისხთან დამოკიდებულებით

    • C. 

      სუსტი მჟავეები კუჭის სანათურიდან უფრო ადვილად შეიწოვება

    • D. 

      სუსტი ფუძეები ნაწლავთა სანათურიდან უფრო ადვილალად შეიწოვება

  • 28. 
    წამლის შიგნით მიღებისთვის არ არის დამახასიათებელი
    • A. 

      სუსტი ელექტროლიტების შეწოვის დამოკიდებულება გარემოს PH–ზე

    • B. 

      შეწოვის დამოკიდებულება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის შიგთავსის ხასიათზე

    • C. 

      შეწოვის დამოკიდებულება კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის ინტენსივობაზე

    • D. 

      სისტემურ სისხლმიმოქცევაში მოხვედრა ღვიძლის გვერდის ავლით

  • 29. 
    თირკმელებში ფილტრაცია შეზღუდულია
    • A. 

      ლიპოფილური საშუალებების

    • B. 

      ჰიდროფილური საშუალებების

    • C. 

      არაპოლარული ნაერთების

    • D. 

      სისხლის პლაზმის ცილებთან დაკავშრებული ნივთიერებების

  • 30. 
    რომელია მცდარი
    • A. 

      კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან წამლების შეწოვის ძირითადი მექანიზმია – აქტიური ტრანსპორტი

    • B. 

      კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან წამლების შეწოვის ძირითადი მექანიზმია – პასიური დიფუზია

    • C. 

      კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან ლიპოფილური წამლების შეწოვის ძირითადი მექანიზმია – პასიური დიფუზია

    • D. 

      კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან ჰიდროფილური საშუალებების შეწოვის ძირითადი მექანიზმია – პასიური დიფუზია