თავის მიდამო (91-120)

30 | Total Attempts: 587

SettingsSettingsSettings
Please wait...
თავის მიდამო (91-120)

Questions and Answers
  • 1. 
    სახის გვერდითი მიდამო მოისაზღვრება ქვევიდან:
    • A. 

      ყვრიმალის რკალი და თვალბუდის ზედა კიდე

    • B. 

      ყვრიმალის რკალი და თვალბუდის ქვედა კიდე

    • C. 

      ქვედა ყბის ქვედა კიდე

    • D. 

      ზედაყბის ალვეოლური მორჩის ქვედა კიდე

  • 2. 
    სახის გვერდითი მიდამო იყოფა:  
    • A. 

      თვალბუდისა და ლოყის მიდამოდ

    • B. 

      ყბა-ყურ-საღეჭ და ლოყის მიდამოდ

    • C. 

      თვალბუდის ქვედა და ყბა-ყურ-საღეჭ მიდამოდ

    • D. 

      ცხვირისა და პირის მიდამოდ

  • 3. 
    ქვედა ყბის უკანა ფოსო შემოსაზღვრულია, უკნიდან:  
    • A. 

      შიგნითა სასმენი ხვრელით და პლატიზმით

    • B. 

      სადგისისებრი მორჩით და სადგის-ინის კუნთის დასაწყისით

    • C. 

      დვრილისებრი მორჩითა და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის დასაწყისით

    • D. 

      გარეთა სასმენი ხვრელით და ტრაპეციული კუნთით

  • 4. 
    ყბა-ყურის ჯირკვალი იძლევა მორჩს:  
    • A. 

      ინისქვეშა ჯირკვლისაკენ

    • B. 

      ქვედაყბისქვეშა ჯირკვლისაკენ

    • C. 

      პირის კარიბჭისაკენ

    • D. 

      ხახის გვერდითი სივრცისკენ

  • 5. 
    სახის ნერვი გამოდის:  
    • A. 

      სადგის-დვრილისებრი ხვრელიდან

    • B. 

      წვეტიანი ხვრელით

    • C. 

      ოვალური ხვრელით

    • D. 

      მრგვალი ხვრელით

  • 6. 
    ყბა-ყურის ჯირკვლის სადინარი კანზე პროეცირდება:  
    • A. 

      ყურის წინა ჭავლიდან ცხვირის ფრთამდე გავლებული ხაზის უკანა მესამედში

    • B. 

      ყურის წინა ჭავლიდან ცხვირის ფრთამდე გავლებული ხაზის შუა მესამედში

    • C. 

      ყურის წინა ჭავლიდან ცხვირის ფრთამდე გავლებული ხაზის წინა მესამედში

    • D. 

      ყურის წინა ჭავლიდან პირის ნაპრალის კუთხემდე გავლებული ხაზის შუა მესამედში

  • 7. 
    სახის ჩირქოვანი პროცესები ვენების გზით შეიძლება გავრცელდეს:  
    • A. 

      ტვინის მაგარი გარსის ვენურ სინუსებზე და ტვინის გარსებზე

    • B. 

      წინა შუასაყარში

    • C. 

      შუბლის მიდამოში

    • D. 

      კეფის მიდამოში

  • 8. 
    სახის ღრმა მიდამოს მრავალრიცხვოვანი ვენები ქმნის:  
    • A. 

      ფარისებრ კენტ წნულს

    • B. 

      ხერხემლის გარეთა ვენურ წნულს

    • C. 

      კისრის ღრმა ვენურ წნულს

    • D. 

      ფრთისებრ წნულს

  • 9. 
    შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს უკანა საზღვარია:  
    • A. 

      კეფის გარეთა შემაღლება და გარეთა სასმენ ხვრელზე გავლებული ხაზი

    • B. 

      კეფის დიდი ხვრელის უკანა კიდე

    • C. 

      კეფის გარეთა შემაღლება და ქედის ზედა ხაზი

    • D. 

      ქედის ზედა და ქვედა ხაზები

  • 10. 
    რომელი შრეები შედის სკალპის შემადგენლობაში?  
    • A. 

      ქალასარქველის ძვლები ძვლისაზრდელასთან ერთად

    • B. 

      შუბლისა და კეფის კუნთები ძვლისაზრდელა

    • C. 

      კანი, კანქვეშა ქსოვილი და ქალასარქველის ძვლები

    • D. 

      კანი, კანქვეშა ქსოვილი და მყესოვანი აბჯარი

  • 11. 
    სად არის მოთავსებული საფეთქლის მიდამოს მეორე შემაერთებელქსოვილოვანი შრე?  
    • A. 

      საფეთქლის კუნთსა და საკუთარ ფასციას შორის

    • B. 

      ზედაპირული ფასციის ორ ფურცელს შორის

    • C. 

      საფეთქლის ზედაპირულ და საკუთარ ფასციებს შორის

    • D. 

      საფეთქლის ფასციის ზედაპირული და ღრმა ფურცლებს შორის

  • 12. 
    თავის ჭრილობა შეიძლება იყოს:  
    • A. 

      დიდი და პატარა

    • B. 

      ვერტიკალური და ჰორიზონტალური

    • C. 

      განივი და ირიბი

    • D. 

      შეღწეული და შეუღწეველი

  • 13. 
    კრონლეინის სქემით სად გაავლებენ წინა ვერტიკალურ ხაზს.  
    • A. 

      დვრილისებრი მორჩის უკანა კიდიდან

    • B. 

      საფეთქელ-ქვედაყბის სახსრიდან

    • C. 

      ყვრიმალის რკალის ბოლო წერტილიდან

    • D. 

      ყვრიმალის რკალის შუა წერტილიდან

  • 14. 
    რომელი ნერვებია კეფის მიდამოში?  
    • A. 

      კეფის გარეთა და შიგნითა ნერვები

    • B. 

      კეფის მცირე და დიდი ნერვები

    • C. 

      კეფის მცირე და საშუალო ნერვები

    • D. 

      კეფის წინა და უკანა ნერვები

  • 15. 
    სად მდებარეობს საფეთქლის მიდამოს მესამე შემაერთებელქსოვილოვანი სივრცე:  
    • A. 

      ზედაპირულ და საკუთარ ფასციებს შორის

    • B. 

      საფეთქლის ძვლის ძვლისაზრდელას ქვეშ

    • C. 

      საფეთქლის ფასციის ორ ფურცელს შორის

    • D. 

      საფეთქლის კუნთსა და საფეთქლის ფასციას შორის

  • 16. 
    ქალასარქველის ძვლებიდან სისხლის დენას აჩერებენ:  
    • A. 

      ვაზელინის პასტით

    • B. 

      თაფლის სანთლის პასტით

    • C. 

      რევერდენის ნემსით

    • D. 

      სისხლძარღვთა მომჭერებით

  • 17. 
    თავის სიგრძეა:  
    • A. 

      მანძილი ყვრიმალის რკალებს შორის

    • B. 

      მანძილი წარბზედა რკალებს შორის

    • C. 

      მანძილი ნაზიონიდან ბრეგმამდე

    • D. 

      მანძილი გლაბელადან კეფის ძვლის ყველაზე დაშორებულ წერტილამდე

  • 18. 
    ქალასარქველის რბილი ქსოვილების სისხლძარღვები და ნერვები თითოეულ მხარეზე ქმნიან:  
    • A. 

      3 კონას

    • B. 

      6 კონას

    • C. 

      5 კონას

    • D. 

      7 კონას

  • 19. 
    ქალასარქველის ძვალი შედგება:    
    • A. 

      გარეთა და შიგნითა კომპაქტური ფირფიტებისაგან, რომელთა შორისაა მყესოვანი აბჯარი

    • B. 

      გარეთა და შიგნითა კომაქტური ფირფიტებისაგან, რომელთა შორის მდებარეობს ლიმფოიდური ქსოვილი

    • C. 

      გარეთა და შიგნითა კომპაქტური ფირფიტებისაგან, რომელთა შორის მდებარეობს დიპლოე

    • D. 

      გარეთა და შიგნითა კომპაქტური ფირფიტებისაგან, რომელთა შორის მდებარეობს ფაშარი ცხიმოვანი ქსოვილი

  • 20. 
    ზედა საგიტალური სინუსი მოთავსებულია:  
    • A. 

      ნათხემის კარავში

    • B. 

      დიდი ტვინის ნამგლის ბოლოში

    • C. 

      დიდი ტვინის ნამგლის ზედა კიდეში

    • D. 

      დიდი ტვინის ნამგლის დასაწყისში

  • 21. 
    კრონლეინის მიხედვით სად გაავლებენ უკანა ვერტიკალურ ხაზს:  
    • A. 

      დვრილისებრი მორჩის წინა კიდიდან

    • B. 

      საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრიდან

    • C. 

      დვრილისებრი მორჩის უკანა კიდიდან

    • D. 

      ყვრიმალის რკალის შუა წერტილიდან

  • 22. 
    შუბლ-თხემ-კეფის მიდამოს წინა საზღვარია:  
    • A. 

      თვალბუდის ზედა კიდე

    • B. 

      თვალბუდის მედიალური კუთხე

    • C. 

      თვალბუდის ლატერალური კუთხე

    • D. 

      თვალბუდის ქვედა კიდე

  • 23. 
    რა განაპირობებს ქალასარქველის არეში სკალპირებული ჭრილობის განვითარების შესაძლებლობას:  
    • A. 

      მყესოვანი აბჯრის მტკიცე კავშირი ძვლისაზრდელასთან და სუსტი კავშირი კანთან

    • B. 

      მყესოვანი აბჯრის მტკიცე კავშირი კანთან და სუსტი კავშირი ძვლისაზრდელასთან

    • C. 

      კანქვეშა ქსოვილში ცხიმოვანი ჯირკვლების დიდი რაოდენობა

    • D. 

      თავის ინდივიდუალური ფორმა

  • 24. 
    რომელ ჯირკვალში გაივლის საფეთქლის ზედაპირული არტერია და ყურსაფეთქლის ნერვი:  
    • A. 

      ნუშისებრ ჯირკვალში

    • B. 

      ყბა-ყურის ჯირკვალში

    • C. 

      ენისქვეშა ჯირკვალში

    • D. 

      ქვედაყბისქვეშა ჯირკვალში

  • 25. 
    მღვიმოვან სინუსს წინიდან ერთვის:  
    • A. 

      სახის ვენა და არტერია

    • B. 

      გარეთა საუღლე ვენა და კუთხის არტერია

    • C. 

      თვალბუდის ზედა და ქვედა ვენები

    • D. 

      შიგნითა საძილე არტერია და ვენა

Back to Top Back to top