ბიოქიმია - ლიპიდები (91-122)

32 | Total Attempts: 721

SettingsSettingsSettings
Please wait...
ბიოქიმია - ლიპიდები (91-122)

Questions and Answers
  • 1. 
    გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების შესახებ მცდარი დებულებაა:  
    • A. 

      ცხიმოვანი მჟავები ჰიდროფობური ნაერთებია;

    • B. 

      მათ ტოქსიკური თვისებები გააჩნიათ;

    • C. 

      ცხიმოვანი მჟავების გააქტივებას ესაჭიროება GTP- ის ენერგია;

    • D. 

      ნაჯერ გრძელნახშირბადიან ცხიმოვან მჟავებს მიეკუთვნება პალმიტატი და სტეარატი;

  • 2. 
    რომელ პროცესზე შეიძლება იქონიოს გავლენა კარნიტინის დეფიციტმა?  
    • A. 

      ცხიმოვანი მჟავების ბეტა-დაჟანგვა;

    • B. 

      სტეარატის სინთეზი;

    • C. 

      პალმიტატის სინთეზი;

    • D. 

      ცხიმოვანი ქსოვილიდან ტრიაცილგლიცეროლების მარაგის მობილიზაცია;

  • 3. 
    გრძელჯაჭვანი ცხიმოვანი მჟავების მიტოქონდრიებში ტრანსპორტირებისათვის საჭიროა:  
    • A. 

      ტრანსპორტერი კარნიტინი;

    • B. 

      Na+K+ATPაზა

    • C. 

      G ცილა;

    • D. 

      UTP

  • 4. 
    რომელი ნაერთი მიიღება კენტნახშირბადიანი ცხ. მჟავების ბეტა-ოქსიდაციის ბოლო სტადიაზე?  
    • A. 

      პროპიონილ-CoA

    • B. 

      ოქსალოაცეტატი

    • C. 

      ბუტირილ-CoA

    • D. 

      სუქცინილ-CoA

  • 5. 
    ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი ფერმენტი არ მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ბეტა-დაჟანგვაში?  
    • A. 

      ენოილ-CoA ჰიდრატაზა

    • B. 

      ჰიდროქსიაცილ-CoA დეჰიდროგენაზა

    • C. 

      დეაცილაზა

    • D. 

      აცილ-CoA დეჰიდროგენაზა

  • 6. 
    ჩამოთვლილი ნაერთებიდან რომელი მიიღება ლუწნახშირბადიანი ცხ. მჟავების დაჟანგვის ბოლო საფეხურზე?  
    • A. 

      ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი

    • B. 

      ოქსალოაცეტატი

    • C. 

      აცეტილ-CoA

    • D. 

      პროპიონილ-CoA

  • 7. 
    კეტოსხეულების შესახებ მართებულია:  
    • A. 

      მათი საწყისი ნაერთია აცეტილ-CoA

    • B. 

      სინთეზდებიან ციტოპლაზმური HMG-CoA-დან;

    • C. 

      არიან საუკეთესო ენერგეტიკული სუბსტრატები ღვიძლისთვის;

    • D. 

      NADH/NAD+  მაღალი შეფარდების დროს - ჰიდროქსიბუტირატიდან აცეტოაცეტატი მიიღება;

  • 8. 
    სისხლის ყველა ლიპოპროტეინულ ნაწილაკს გააჩნია ერთიდაიგივე სტრუქტურა, რომელიც მოიცავს:  
    • A. 

      ტრიაცილგლიცეროლებისა და ქოლესტეროლესტერების ჰიდროფობურ ბირთვს

    • B. 

      ცილებს, რომელთა პოლარული თავები მიქცეულია ბირთვისკენ, ხოლო ჰიდროფობური ჯაჭვები გარეთა ზედაპირისკენ.

    • C. 

      აპოპროტეინი შეადგენს ლიპოპროტეინის არაცილოვან ნაწილს.

    • D. 

      ლიპოპროტეინების საშუალებით ხორციელდება წყალში ხსნადი ვიტამინების ტრანსპორტირება

  • 9. 
    ტრიაცილგლიცეროლების მეტაბოლიზმთან დაკავშირებით მართებულია:  
    • A. 

      ტრიაცილგლიცეროლები ორგანიზმში მხოლოდ სისხლში მუდმივად მოძრავი ლიპოროტეინების შემადგენლობაში გვხვდებიან

    • B. 

      ტრიაცილგლიცეროლების მობილიზაცია ქსოვილებში იწყება ჰორმონმგრძნობიარე ლიპაზას გააქტივებით შიმშილის დროს

    • C. 

      ტრიაცილგლიცეროლების სინთეზი ძლიერდება გლუკაგონის ზემოქმედებით

    • D. 

      ტრიაცილგლიცეროლების დაშლის შედეგად აღინიშნება ჰიპერტრიაცილგლიცეროლემია

  • 10. 
    რომელი დებულებაა არასწორი აცეტილ-CoA კარბოქსილაზას შესახებ?  
    • A. 

      აკატალიზებს ცხიმოვანი მჟავების სინთეზის სიჩქარის მალიმიტირებელ საფეხურს

    • B. 

      საჭიროებს ბიოტინს

    • C. 

      აქტივდება პალმიტოილ-CoA-ს მიერ

    • D. 

      მისი სინთეზის ინდუქტორია ინსულინი

  • 11. 
    I ტიპის ჰიპერლიპიდემია ხასიათდება ტრიაცილგლიცეროლების ძალიან მაღალი დონით ქილომიკრონების დაგროვების გამო. თუ ასეთი პაციენტის შრატი დაცენტრიფუგდება, სად აღმოჩნდება ლიპიდური ზოლი?  
    • A. 

      სინჯარის შუა ნაწილში

    • B. 

      სინჯარის ფსკერთან

    • C. 

      სინჯარის ზედა ნახევარში, ზედაპირის ქვემოთ

    • D. 

      სინჯარის შიგთავსის ზედაპირზე

  • 12. 
    აბეტალიპოპროტეინემია არის დაავადება, როცა ქილომიკრონები, VLDL, და HDL სისხლში არ არსებობს. რომელი აპოპროტეინი ვერ სინთეზდება ამ დროს?
    • A. 

      ApoB-100

    • B. 

      ApoC-II

    • C. 

      ApoA-I

    • D. 

      ApoD

  • 13. 
    რომელ მეტაბოლურ გზაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას აცეტილ-CoA  
    • A. 

      აცეტილის ჯგუფის სრული დაჟანგვის გზაში ენერგიის გენერაციისათვის

    • B. 

      ღვიძლში კეტოსხეულების სინთეზში

    • C. 

      გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების სინთეზისათვის

    • D. 

      გლუკოზის დონის შესავსებად გლუკონეოგენეზში

  • 14. 
    ტრიაცილგლიცეროლების შესახებ სწორი დებულებაა:  
    • A. 

      ჰიდროფილური ნაერთებია

    • B. 

      ნახშირწყლების სამარაგო ფორმაა

    • C. 

      მათი დაგროვება იწვევს სიმსუქნეს

    • D. 

      მათ სტრუქტურაში გლიცეროლი მხოლოდ 2 პოზიციაშია ესთერიზებული

  • 15. 
    VLDL წარმოიქმნება:  
    • A. 

      ნაწლავებში

    • B. 

      ღვიძლში

    • C. 

      ლიმფაში

    • D. 

      სისხლში

  • 16. 
    რომელ განმარტებას ეთანხმებით ჰორმონმგრძნობიარე ლიპაზას შესახებ?  
    • A. 

      ლოკალიზებულია კუნთოვან ქსოვილში

    • B. 

      აქტიურდება ფოსფორილებით გლუკაგონისა და ეპინეფრინის გავლენით

    • C. 

      ინდუცირდება ინსულინის ზემოქმედებით

    • D. 

      ახორციელებს ტრიაცილგლიცეროლების დეპონირებას

  • 17. 
    რომელი გზა არ არის ჩართული ტრიაცილგლიცეროლების მეტაბოლიზმის რეგულირებაში?  
    • A. 

      ჰორმონმგრძნობიარე ლიპაზას ფოსფორილება_დეფოსფორილება

    • B. 

      ლიპოპროტეინლიპაზას ინსულინდამოკიდებული ინდუცირება

    • C. 

      არასპეციფიკური ლიპიდესთერაზას გააქტივება ნაღვლის მჟავებით

    • D. 

      ფოსფატიდატფოსფატაზას სინთეზის გაძლიერება სტეროიდების გავლენით

  • 18. 
    აცეტილ-CoA+HCO3- +ATP ------ მალონილ-CoA+H2O+ADP+Pi აღნიშნული რეაქცია არის:  
    • A. 

      ცხიმოვანმჟავას სინთეზის განმსაზღვრელი საფეხური

    • B. 

      ტრიაცილგლიცეროლების ბიოსინთეზის შუალედური საფეხური

    • C. 

      TCA ციკლის წინმსწრები რეაქცია

    • D. 

      ანაპლეზური რეაქციის მაგალითი

  • 19. 
    რომელი სუბსტრატებიდან იწყება ტრიაცილგლიცეროლის სინთეზი?  
    • A. 

      კარბამოილფოსფატი + ორნითინი

    • B. 

      აცილ-CoA + გლიცეროლ-3-ფოსფატი

    • C. 

      აცეტილ-CoA +HCO3-

    • D. 

      აცეტილ-CoA ოქსალოაცეტატი

  • 20. 
    რა მიმართულებით არ იგზავნება ლიპოლიზით მიღებული თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები?  
    • A. 

      ჩონჩხისა და გულის კუნთისაკენ ბეტა-დაჟანგვისათვის

    • B. 

      ღვიძლისაკენ კეტოსხეულების წარმოსაქმნელად

    • C. 

      ღვიძლისა და პერიფერიული ქსოვილებისაკენ ესთერიფიკაციისათვის

    • D. 

      თირკმლებისაკენ შარდით ექსკრეციისათვის

  • 21. 
    რა პროცესით უზრუნველყოფს შიმშილობის ადაპტაციას თავის ტვინი?  
    • A. 

      გლუკოზას ანაერობული დაჟანგვით

    • B. 

      ცხიმოვანი მჟავების ბეტა-დაჟანგვით

    • C. 

      კეტოსხეულების დაჟანგვით

    • D. 

      გლიცეროლის დაჟანგვით

  • 22. 
    რას ეფუძნება ფარმაკოლოგიური პრეპარატების _ სტატინების ჰიპოქოლესტეროლემიური ეფექტი?  
    • A. 

      HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბირებას

    • B. 

      HMG-CoA სინთაზას გააქტივებას

    • C. 

      აცეტოაცეტილ-CoA თიოლაზას ინჰიბირებას

    • D. 

      მევალონატკინაზას გააქტივებას

  • 23. 
    პლაზმაში რომელი ლიპოპროტეინის კონცენტრაციასა და გულის იშემიურ დაავადებას შორის არსებობს უკუკავშირი?
    • A. 

      HDL

    • B. 

      VLDL

    • C. 

      IDL

    • D. 

      LDL

  • 24. 
    რომელი დაავადებისათვის არის ცუდი პროგნოზული მაჩვენებელი პლაზმაში LDL/HDL-ის მომატება?  
    • A. 

      ნაღველ-კენჭოვანი

    • B. 

      შარდ-სასქესო ორგანოების

    • C. 

      გულ-სისხლძარღვთა

    • D. 

      პანკრეასის

  • 25. 
    ჰიპერქოლესტეროლემიის სამკურნალოდ გამოიყენება ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი. რა მექანიზმი უძევს საფუძვლად მათ სამკურნალო ეფექტს?  
    • A. 

      აფერხებენ ენდოგენური ქოლესტეროლის ბიოსინთეზს

    • B. 

      უკავშირდებიან ნაღვლის მარილებს და ხელს უწყობენ მათ ექსკრეციას

    • C. 

      ახდენენ ქოლესტეროლის ესთერიფიცირებას

    • D. 

      ზრდიან HDL-ის დონეს პლაზმაში

Back to Top Back to top